1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების რაიმე დებულება, მათ შორის დანართი, მან შეიძლება დიალოგის ან წერილობითი სახით სთხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეთავაზებული ცვლილებების თაობაზე კონსულტაციების გამართვა. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.
2. წინამდებარე შეთანხმებაში ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 25-ე მუხლში (ძალაში შესვლა) მოცემული წესის შესაბამისად.
3. თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე გახდება მრავალმხრივი შეთანხმების, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების (CAAA) ან კონვენციის წევრი, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებს, აუცილებლობის შემთხვევაში, მრავალმხრივ შეთანხმებასთან, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (CAAA) ან კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამ მუხლის თანახმად წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილ იქნება ცვლილებებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 22. ცვლილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები
- მუხლი 17. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 18. სტატისტიკის მიწოდება
- მუხლი 19. კონსულტაციები
- მუხლი 20. სადავო საკითხების მოგვარება
- მუხლი 21. ინტერმოდალური გადაყვანა-გადაზიდვები
- მუხლი 24. შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება
- მუხლი 25. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 22, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-22/