1. მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც შესაძლებელია დაწესდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) მიმართებით, უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, არადისკრიმინაციული და თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. ამგვარი მომხმარებლის გადასახდელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოზე (ავიასაწარმოებზე) უნდა დაწესდეს იმგვარად, რომ პირობები არ უნდა იყოს იმ პირობებზე ნაკლები, რომელიც გადასახდელის დაწესების დროისთვის მოქმედებს სხვა ავიასაწარმოების მიმართ.
2. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის (ავიასაწარმოებისათვის) დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი უნდა ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს, გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის სრულ ღირებულებას. ამგვარი სრული ღირებულება შეიძლება მოიცავდეს ცვეთის შემდეგ აქტივების გონივრულ რენტაბელურობას. საშუალებები და მომსახურება, რომლისთვისაც დაწესებულია გადასახდელი, უნდა მიეწოდებოდეს ეფექტურობისა და მიზანშეწონილობის პრინციპის საფუძველზე.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე არსებულ გადასახდელის დამწესებელ კომპეტენტურ ორგანოებსა და მომსახურებითა და საშუალებებით მომსარგებლე, დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შორის კონსულტაციებს, ასევე ხელს შეუწყობს გადასახდელის დამწესებელ კომპეტენტურ ორგანოებსა და ავიასაწარმოებს, გაცვალონ საჭირო ინფორმაცია, რათა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს გადასახდელების გონივრულობის საკითხის ზუსტი და გამჭვირვალე გადასინჯვა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოების მიერ მომხარებლისათვის მომხმარებლის გადასახდელებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიწოდებას, რათა მომხმარებლებს ცვლილებების განხორციელებამდე ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.
4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიიჩნევა ამ მუხლის დებულების დამრღვევად მე-18 მუხლით (დავების მოგვარება) დადგენილი დავების მოგვარების პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა:
a) როდესაც გონივრულ ვადაში არ გადასინჯავს გადასახდელს ან პრაქტიკას, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჩივრის საგანს, ან
b) როდესაც ამგვარი გადასინჯვის შემდეგ, არ მიიღებს მის ხელთ არსებულ ყველა ზომას ამ მუხლის საწინააღმდეგო ნებისმიერი გადასახდელის ან პრაქტიკის გამოსასწორებლა