ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

1. ტერმინი „საავიაციო ხელისუფლებები“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკასთან მიმართებით ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;

2. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და მათ ნებისმიერ ცვლილებებს;

3. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ და მოიცავს მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 94(ა)-ე მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და მის ნებისმიერ დამატებას ან შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დამატება მოქმედია ნებისმიერ მოცემულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

4. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „შეჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;

5. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (ავიასაწარმოების დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად;

6. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრებისა (მათი ბარგის) და ტვირთის (ფოსტის გარდა) გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფს, ღირებულებას ან გადასახადს, რომელიც დაწესებულია ავიასაწარმო(ები)ს მიერ, მათ შორის მათი წარმომადგენლების მიერ, და იმ პირობებს, რომელიც არეგულირებს ასეთი ღირებულებას, ტარიფს ან გადასახადს.

7. ტერმინს „ტერიტორია“ აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;

8. ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც დაწესებულია ავიასაწარმო(ებ)ზე აეროპორტის, სააერნაოსნო ან საავიაციო უსაფრთხოების მომსახურების, მათ შორის საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთისთვის სხვა შესაბამისი მომსახურებისა და საშუალებების მიწოდებისათვის.

9. ტერმინი „სრული საფასური„ ნიშნავს მომსახურების საფასურს დამატებული გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ზედნადებისთვის.

10. ტერმინი „ინტერმოდალური საჰაერო მიმოსვლა„ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის საჰაერო ხომალდისა და ერთი ან რამდენიმე ტიპის ტრანსპორტით სამოქალაქო გადაზიდვა/გადაყვანას, ცალკე ან ერთობლივად, ანაზღაურების ან დაქირავების საფუძველზე.

11. ტერმინი „ტევადობა„ ნიშნავს შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების ოდენობას, რომელიც ძირითადად იზომება ბაზარზე შეთავაზებული ფრენის რაოდენობით (სიხშირით) ან/და ადგილების ან/და ტვირთის ტონაჟით (გაფრენა მოფრენის პუნქტებს ან ქვეყნებს შორისი) ან მარშრუტზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, როგორიცაა ყოველდღიური, ყოველკვირეული, სეზენური ან წლიურ