1. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლისას იცავს ამ უკანასკნელის სახელმწიფოში მოქმედ კანონებს, რეგულაციებსა და წესებს, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას.
2. ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლისას, ამ უკანასკნელის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა, დაკავშირებული მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდზე არსებული ტვირთის საკუთარ ტერიტორიაზე მიღებასა და გამგზავრებასთან (მათ შორის რეგულაციები, რომლებიც ეხება შემოსვლას, საქონლის საბაჟო გაფორმებას, საავიაციო უშიშროებას, იმიგრაციას, პასპორტებს, საბაჟოსა და კარანტინს ან, ფოსტის შემთხვევაში, საფოსტო რეგულაციებს), უნდა იქნეს დაცული მგზავრების, ეკიპაჟის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების ტვირთის გამგზავნების მიერ ან მათი სახელით.
3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კანონმდებლობის გამოყენებაში არც თავის და არც ნებირმიერ სხვა ავიასაწარმოს არ ანიჭებს უპირატესობას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებით, რომელიც ჩართულია მსგავს საერთაშორისო საჰაერო მომსახურებაში.
4. მგზავრები, ბარგი და ტვირთი პირდაპირ ტრანზიტზე ერთ-ერთი მხარის ტერიტორიის გავლით და ამ მიზნით დარეზერვებული აეროპორტის ფარგლების დატოვების გარეშე, ექვემდებარება არაუმეტეს გამარტივებულ კონტროლს, ძალადობის, საჰაერო საიდუმლოების, ნარკოკონტროლის, აკრძალული ნივთებისა და სხვა შემთხვევების წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომების გამოკლები