1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების დანართის შესაბამის ნაწილში მოცემულ მარშრუტებზე დაგეგმილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს. ამგვარი მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც „შეთანხმებული ხაზები“ და „დაწესებული მარშრუტები“.
2. ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს შემდეგი უფლებები:
a) განახორციელოს გადაფრენა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
b) განახორციელოს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენა არაკომერციული მიზნით; და
c) წინამდებარე შეთანხმების დანართში დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ასევე უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს მგზავრებისა და ტვირთის, მათ შორის ფოსტის, კომბინირებულად ან განცალკევებით ბორტზე აყვანა/ჩატვირთვა ან ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვა.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები, რომლებიც არ არიან დანიშნული ამ შეთანხების მე-3 მუხლის შესაბამისად, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ და „b“ ქვეპუნქტებით დადგენილი უფლებებით.
4. მე-2 პუნქტი არ ანიჭებს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს პრივილეგიას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბორტზე აიყვანონ/აიტანონ მგზავრები და ტვირთი, მათ შორის ფოსტა, რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტისათვის.
5. თუ განსაკუთრებული ან უჩვეულო გარემოებები წარმოიშვა და ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ვერ უზრუნვენყოფს მომსახურების განხორციელებას მის ჩვეულ მარშრუტზე, მეორე მხარემ უნდა მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ამ მომსახურებსი უწყვეტ განხორციელებას მარშრუტების შესაბამისი დროებითი გადაგეგმვის გზით, როგორც ეს ერთობლივად გადაწყვეტილია მხარეების მიერ.
6. ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ, მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციულ საფუძლევლზე უზრუნველყოფილი საჰაერო სივრცე, აეროპორტები და სხვა საშუალებებ