1. ნებისმიერ ხელმშეკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელმშეკვრელი მხარისაგან კონსულტაციების გამართვა, რომელიც ეხება მის მიერ დამტკიცებულ უსაფრთხოების სტანდარტებს საჰაერო სანავიგაციო საშუალებებისთვის, ეკიპაჟებისათვის საჰაერო ხომალდებისათვის, ან ნებისმიერ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია დანიშნული ავიასაწარმოს ექსლუატაციასთან. ასეთი კონსულტაციები ტარდება აღნიშნული სახის თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) ეფექტურად არ იცავს და არ იყენებს პირველ პუნქტში მოცემულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაატაროს სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიებები.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე 30 დღის ვადაში არ მიიღებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს.
4. შეთანხმებულია, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან მომსახურებაზე, შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებაროს შემოწმებას, ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა მოხდეს, როგორც საჰაერო ხომალდის დოკუმენტების სისწორის, ასევე ეკიპაჟისა და ხომალდის და მისი მოწყობილობების ხილვადი მდგომარეობის შემოწმება (ამ მუხლში ეწოდება ბაქანზე შემოწმება), თუ ეს არ გამოიწვევს უსაფუძვლო დაგვიანებას.
5. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან რიგი ბაქანზე შემოწმებები გამოიწვევს:
a) სერიოზულ შეშფოთებას, რომ საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ შეშფოთებას, რომ სახეზეა კონვენციით იმ დროს დადგენილ ეფექტური სარემონტო სამუშაოებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენების ნაკლებობა;
ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, თავისი შეხედულებისამებრ დაასკვნის, რომ მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც ამ საჰაერო ხომალდზე ან ამ საჰაერო ხოლამალდის ეკიპაჟზე სერტიფიკატი ან ლიცენზია გაიცა ან კანონიერი გახდა ან ის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხდება საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია არ შეესაბამება ან ვერ აკმაყოფილებს კონვენციის შესაბამისად დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლოატაციაში არსებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების განხორციელების მიზნით წვდომაზე, ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი განაცხადებს უარს, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ სახეზეა ამ მუხლის მე-5 მუხლში მითითებული სერიოზული შეშფოთების საგანი და შეადგინოს იმ პუნქტით განსაზღვრული დასკვნა.
7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან გამოცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)ს ექსპლუატაციის ნებართვა, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, რიგი ბაქანზე შემოწმების, ბაქანზე შემოწმებაზე წვდომაზე უარის, კონსულტაციების შედეგად თუ სხვაგვარად დაასკვნის, რომ ავიასაწარმო(ები)ს ფუნქციონირების უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების გატარება.
8. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედება ამ მუხლის მე-3 ან მე-7 პუნქტების შესაბამისად უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ზომის მიღების საფუძველ