1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო, გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. დანიშვნა უნდა განხორციელდეს წერილობით და დიპლომატიური არხების მეშვეობით გადაეცეს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, არის თუ არა ავიასაწარმო უფლებამოსილი განახორციელოს დანართით განსაზღვრული საჰაერო მიმოსვლა.

2. დანიშნული ავიასაწარმოდან ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინებისა და განაცხადის მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას, მინიმალური პროცედურული დაყოვნებით, ამ მიზნით დადგენილი ფორმითა და სახით, თუ:

a) ამ ავიასაწარმოს არსებითი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი მინიჭებული აქვს ავიასაწარმოს დამნიშვნელ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მოქალაქეებს;

b) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს განაცხადის განმხილველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის მიმართ; და

c) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე იცავს და იყენებს ამ შეთანხების მე-9 (უსაფრთხოება) და მე-10 მუხლებით (საავიაციო უშიშროება) დადგენილ სტანდარტებ