1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დააარსოს ოფისები საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობისა და რეალიზებისათვის და საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამხმარე პროდუქტები და საშუალებები.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს, შესვლის, ცხოვრებისა და დასაქმების შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაიყვანოს და ჰყავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარისტერიტორიაზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის საჭირო მმართველობითი, გაყიდვების, ტექნიკური, მომსახურე პეროსნალი და სხვა სპეციალისტები და სხვა დამხმარე პროდუქტები და საშუალებები. ამგვარი პერსონალის მოთხოვნა, შეიძლება, ავიასაწარმოს შეხედულებისამებრს, დაკმაყოფილდეს მისივე ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე პერსონალით ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი და ამ მხარის ტერიტორიაზე ამგვარი მომსახურების შესრულებაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოს, ორგანიზაციის ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმომ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების და მისი დამხმარე პროდუქრების, მომსახურებისა და საშუალებების რეალიზაციაში, უშუალოდ და ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, საკუთარი აგენტების მეშვეობით. ამ მიზნით, ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი საკუთარი სატრანსპორტო დოკუმენტები, და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად შეიძინოს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვები და მისი დამხმარე პროდუქტები, მომსახურება და საშუალებები ამ ტერიტორიის ვალუტით ან თავისუფლად კონვერტირებადი სხვა ვალუტით..
4. ქვემოთ მოცემული მე-6 პუნქტის დებულებების თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, კონვერტირება მოახდინოს და გადარიცხოს თავისუფლად ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში მის მიერ გამომუშავებული ადგილობრივი შემოსავალი სარგებელთან ერთად, ადგილობრივად გადახდილ თანხებზე მეტი ოდენობით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად კონვერტირება და გადარიცხვა ნებადართულია მოხდეს მაშინვე, ყოველგვარი შეზღუდვებს გარეშე, ავიასაწარმოს მიერ გადარიცხვის შესახებ პირველადი განაცხადის გაკეთების დღეს არსებული გაცვლითი კურსით.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები, საწვავის ხარჯის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ადგილობრივ ვალუტაში. საკუთარი შეხედულებისამებრ, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლიათ გადაიხადონ ამგვარი ხარჯებისათვის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით მეორე ხელშემკვრელი მხარის სავალუტო წესების შესაბამისად.
6. ამ მუხლში მოცემული ნებისმიერი დებულების მიუხედავად, ამ მუხლით დადგენილი უფლებების გამოყენება უნდა განხორციელდეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და რეგულაციების ასევე ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების შესაბამისად. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე აწესებს რაიმე სახის შეზღუდვას მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოების უფლებებზე, ანალოგიური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს მეორე მხარის მიერ პირველი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზ