თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება წყდება დაუყოვნებლივ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის თავზე, შუაღამეს, შეტყობინების მიღების ადგილას, თუ ამ ვადის გასვლამდე მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე
საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება · რედაქცია 11.04.2017
მუხლი 21. მოქმედების შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება“, მუხლი 21, №6-8, 11.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016544 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4306234/muxli-21/