წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერთა, არიან რა შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. ________________ 202___ წლის __________________________ დღეს, ორ დედნად, ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
დანართი
1. საჰაერო ხაზები, რომელთა ექსპლუატაციაც შეუძლია საქართველოს მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ორივე მიმართულებით:
პუნქტები
საქართველოში
შუალედური
პუნქტები
პუნქტები სერბეთის რესპუბლიკაში
პუნქტები საზღვრებს
გარეთ
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
საქართველოს მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ რეისზე გამოტოვოს დაფრენა ნებისმიერ შუალედურ პუნქტში ან ამ სექციაში განსაზღვრული პუნქტების საზღვრებს გარეთ, თუ შეთანხმებული ხაზები არის საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის პუნქტში.
2. საჰაერო ხაზები, რომელთა ექსპლუატაციაც შეუძლია სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ორივე მიმართულებით:
სერბეთის რესპუბლიკის პუნქტები
შუალედური
პუნქტები
პუნქტები საქართველოში
პუნქტები საზღვრებს
გარეთ
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
სერბეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ რეისზე გამოტოვოს დაფრენა ნებისმიერ შუალედურ პუნქტში ან ამ სექციაში განსაზღვრული პუნქტების საზღვრებს გარეთ, თუ შეთანხმებული ხაზები არის სერბეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტერიტორიის პუნქტში.
შენიშვნები
3. ნებისმიერი შუალედური პუნქტები და პუნქტები საზღვრებს გარეთ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ჰაერის მე-5 თავისუფლებით სარგებლობის გარეშე.
4. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ ფრენები შუალედური პუნქტებიდან/პუნქტებისკენ და საზღვრის გარეთ მდებარე პუნქტებიდან/პუნქტებისკენ სრული მე-5 ჰაერის თავისუფლების გამოყენებით, ნებისმიერი სახის მომსახურებისას (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად), ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
5. შეთანხმებულ საჰაერო ხაზებზე განსაზღვრული ხაზების ექსპლუატაციისას ან მოთხოვნისას, ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ უფლებით შევიდნენ მარკეტინგის კოოპერატიულ შეთანხმებებში, როგორიცაა კოდების ერთობლივი გამოყენება:
a) ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; და
b) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან, თუ მესამე ქვეყანა გასცემს უფლებამოსილებას ან ნებართვას ანალოგიურ პირობებზე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის, მომსახურებაზე ქვეყანაში, ქვეყნიდან ან მისი გავლით.
ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ამტკიცებს ამგვარ შეთანხმებას/მოლაპარაკებას იმ პირობით, თუ ყველა შესაბამის ავიასაწარმოს:
a) აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და კომერციული უფლება;
b) აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამგვარ პირობებზე; და
c) თითოეულ გაყიდულ ბილეთთან მიმართებით, მყიდველს გაყიდვისას ნათლად განუმარტავს იმის თაობაზე, თუ რომელი ავიასაწარმო მოქმედებს მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან შედის მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობებში.
[1] გაეროს 1999 წლის 10 ივნისის 1244 რეზოლუციის მიხედვი