1. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი  საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას, ან გამგზავრებას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე, ეროვნულობის განურჩევლად და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ  ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული – საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საბაჟო ორგანოში საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ასევე საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიული ფორმალობები, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრის, ეკიპაჟისა და ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) შესვლისას/შეტანისას ან ამ ტერიტორიიდან გასვლისას/გატანისას, ვრცელდება ამავე ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიერ გადაყვანილი/გადაზიდული მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის (ფოსტის ჩათვლით) მიმართ.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებისას.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან  გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მათ შორის იმპორტის გადასახდელისგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლისაგა