1. ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი  საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას, ან გამგზავრებას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე, ეროვნულობისდა განურჩევლად და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ  ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის შესვლის, საბაჟო გაფორმების, საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიული ფორმალობები, ხოლო ფოსტის შემთხვევაში საფოსტო კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდის მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლა-შეტანას, დროებით გაჩერებას, ან გასვლა-გატანას, გამოიყენება ასეთი მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის, ყოფნისა და გაფრენის დროს.

3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის თავისი ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებისას.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, აქციზისაგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადისაგან და მოსაკრებლისაგა