1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იხმაროს ყველა ღონე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ხელისუფლების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზე დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახდელი, აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის, იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახდელები უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იხდიან სხვა ავიასაწარმოები შესაბამისი მომსახურებისათვის.

2. მომხმარებლის გადასახდელთან მიმართებაში, არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულ თავის ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან მისცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მომხმარებლის უფრო მაღალი გადასახდელის დაწესების უფლება, ვიდრე დაწესებულია მისი საკუთარი ავიასაწარმოსათვის, რომელიც ახორციელებს მსგავს საერთაშორისო საჰაერო მომსახურებისას მსგავსი საჰაერო ხომალდით და მასთან დაკავშირებული საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობისას.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს  კონსულტაციების გამართვას გადასახდელის დამწესებელ თავის კომპეტენტურ ხელისუფლებასა  და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ ავისაწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახდელის ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებელს შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს სათანადო შეტყობინება, შესაბამისი დამხმარე ინფორმაციითა და მონაცემებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი ცვლილებების ძალაში შესვლამდ