1. თითოეული ხელმშეკვრელი მხარე ათავისუფლებს იმპორტზე შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისაგან და ყველა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდის მუდმივ მოწყობილობებს, საწვავს, საცხებ-საპოხ მასალებს, მოხმარებად ტექნიკურ მარაგს, სათადარიგო ნაწილებს (მათ შორის, ძრავებს), საჰაერო ხომალდზე არსებულ მარაგს (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათს, სასმელს, თამბაქოს და სხვა პროდუქტებს შეზღუდული რაოდენობით, რომლებიც განკუთვნილია ფრენის განმავლობაში მგზავრებისათვის მიყიდვის ან მოხმარებისთვის) და სხვა ნივთებს, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. აღნიშნული გადასახადებისგან აგრეთვე თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის აღნიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
2. ამ მუხლით დადგენილი შეღავათები ვრცელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ იმ ნივთებზე, რომლებიც:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით არის შემოტანილი;
b) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება და/ან გამოიყენება ფრენის დროს მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენის, ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს;
c) ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა ატანილი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განსახორციელებლად.. იმის მიუხედავად, აღნიშნული ობიექტები, მთლიანად ან ნაწილობრივ, იქნება, თუ არა გამოყენებული იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც გაათავისუფლა დანიშნული ავიასაწარმო და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საგნები არ გასხვისებულა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და ხომალდზე არსებული სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით. ამ შემთხვევაში, ასეთ აღჭურვილობაზე და მასალებზე ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შეღავათები იმ პირობით, რომ ისინი, მოთხოვნისამებრ, შეინახება აღნიშნული საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან საბაჟო წესების თანახმად, სხვაგვარად არ იქნება განწესებული;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან/ავიასაწარმოებთან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტული აღჭურვილობის და სხვა საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან ტრანსფერის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც თავისუფლდება გადასახდელებისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიე