1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აძლევს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი ან მძარცველური მეთოდების აღმოსაფხვრელად, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
3. ნებისმიერი მომსახურების (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად) განხორციელებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე და/ან ტევადობაზე და სიხშირეზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული შეთანხმებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე.
4. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპი (-ების), რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც განსაზღვრულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ეკოლოგიური მოთხოვნებისათვის ერთგვაროვან პირობებზე კონვენციის მე-15 მუხლით შესაბამისად.
5. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს პირველი უარის მოთხოვნას, არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს დატვირთვის კოეფიციენტით, ასევე არ დააკისრებს მიუღებელ გადასახადს და არ წაუყენებს ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ტევადობას, ფრენის სიხშირეებს ან მიმოსვლას და რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებ