1.  ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:

a) „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ბაჰრეინის სამეფოსთან მიმართებით ნიშნავს ტრანსპორტის სამინისტროს წარმოდგენილს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებით; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;

b) „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის და მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით;

c) „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებს, ასევე ამ დანართებისა და შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

d) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა”, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, „ავიასაწარმო” და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება” აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;

e) „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციას და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული ამ კონვენციის 94-ე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და (ii) აღნიშნული კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

f) „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და  უფლებამოსილებით აღჭურვილნი;

g) „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებს ეს ღირებულება, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის  ღირებულებასა და პირობებს;

h) „ტერიტორია“-ს სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;

i) “მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული აეროპორტის საშუალებებით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით მათი უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისათვის და ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს.

2.  წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილა