1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს ასეთი ავიასაწარმოების მიერ თავიანთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის, დამხმარე პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვიდან შემოსული დანახარჯებისაგან თავისუფალი შემოსავალი, ასეთ შემოსავალზე დარიცხული პროცენტები (ჯერ კიდევ გადაურიცხავ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით). ასეთი გადარიცხვები უნდა განხორციელდეს ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტით, იმ ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის უცხოური ვალუტის გაცვლის წესების შესაბამისად, სადაც ამონაგები იქნა მიღებული. ასეთი გადარიცხვა ხორციელდება ვალუტის გადაცვლის ოფიცილური კურსით, ხოლო როცა არ არსებობს გადაცვლის ოფიცილური კურსი, გადარიცხვები იწარმოებს უცხოური ვალუტის გადაცვლის გადარიცხვისას არსებული საბაზრო კურსით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს თანხის გადარიცხვა თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი გამოყენების საფუძველზე, რათა უზრუნველყოს საჰაერო გადამზიდველი კომპანიის მიერ გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა იმ დროისათვის, როდესაც გადარიცხვასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა საჰაერო გადამზიდველი კომპანიის შესაბამისი მოთხოვნა, იმ პირობით, რომ ასეთი ზომები და მათი გამოყენება არ გამოიწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული გადარიცხვების გაუმართლებელ შეზღუდვას.
3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე, გასავალზე შემოსავლის ნამატის გადარიცხვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუწესებს შეზღუდვებს, ამ უკანასკნელს უფლება ექნება პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებზე დააწესოს საპასუხო შეზღუდვები.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს სპეციალური შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის სპეციალური შეთანხმება თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელიც არეგულირებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის ფულის გადარიცხვებს, ასეთ შეთანხმებას მიენიჭება უპირატესობ