1. ზეპირი მოსმენისას სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენისას სხდომა დახურულია.

2. ზეპირი მოსმენისას სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

4. ზეპირი მოსმენისას სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარჯიმანს აფრთხილებენ ადმინისტრაციულ წარმოებაში განზრახ არასწორად თარგმნის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით (დანართი №1).

6. ზეპირი მოსმენისას წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში –
დაატოვებინოს მას სხდომა, რაც არ აბრკოლებს საბჭოს სხდომის წარმართვას.

7. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს სხდომა წარიმართოს არასრულწლოვნისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

8. ზეპირ მოსმენაში მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა აზრის გამოსათქმელად გარკვეული დრო, რომლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.

9. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში სხდომა ზეპირი მოსმენით შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენები