1. ზეპირ განხილვაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობასა და თანმიმდევრობას განსაზღვრავს აპარატი, დავის განმხილველი ორგანოს წინადადებების გათვალისწინებით.
2. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. საბჭოსა და მხარეთა თანხმობით სხდომას შესაძლებელია დაესწროს გარეშე პირიც.
3. საჩივრის ზეპირი განხილვა იწყება აპარატის შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებით, რომლითაც თანამშრომელი აცნობს საბჭოს წევრებს საჩივრის შინაარსს. საჩივრის გაცნობის შემდეგ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელს ეძლევათ დრო საკუთარი არგუმენტაციის წარსადგენად.
4. დავის განმხილველი ორგანოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებს.
5. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევ