1. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურულ მოთხოვნებს, იგი მიიჩნევა დასაშვებად, რის შემდეგაც აპარატი ამზადებს ინფორმაციას საჩივრის შესახებ და წარუდგენს მას დავების განმხილველ ორგანოს.

2. დავის განმხილველი ორგანოსათვის მომზადებულ ინფორმაციაში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) მომჩივნის დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები;

გ) საჩივრის რეგისტრაციის თარიღი;

დ) დავის საგანი;

ე) სადავო თანხა;

ვ) საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელი გარემოება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ფაქტების აღწერა;

თ) მომჩივნის არგუმენტაცია;

ი) მოპასუხე ორგანოს არგუმენტაცია;

კ) დავების განხილვის საბჭოს აპარატის შემთხვევაში, რეკომენდაცია გადაწყვეტილების თაობაზ