1. საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა საბჭოს სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულებას და სააგენტოს.
5. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე და საბჭო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ პროგრამის გაგრძელება, იგი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს რეკომენდაციით მსჯავრდებულის მიერ სარეაბილიტაციო პროგრამის გაგრძელების თაობაზე.
6. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზ