1. საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე, ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის პენიტენციური დაწესებულება (შემდგომში –
დაწესებულება), სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული მსჯავრდებულის დახასიათება.

3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

5. თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვოს საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი