სხდომის
ჩატარების
წესი
და
გადაწყვეტილების
მიღება
1. საბჭოს
სხდომაზე
საკითხები
განიხილება
დღის
წესრიგის
შესაბამისად
, რომლის
შედგენასა
და
საბჭოს
წევრებისათვის
ხელმისაწვდომობაზე
პასუხისმგებელია
თავმჯდომარე
, ხოლო
მისი
არყოფნის
შემთხვევაში
თავმჯდომარის
მოადგილე
.
2. სხდომაზე
მოწვეული
უნდა
იქნეს
საბჭოს
ყველა
წევრი
, რომელთაც
სხდომის
ჩატარების
თარიღი
უნდა
ეცნობოთ
წერილობით
ან
ელექტრონული
ფოსტის
მეშვეობით
არანაკლებ
ერთი
სამუშაო
დღით
ადრე
. საბჭოს
წევრი
შეიძლება
ესწრებოდეს
სხდომას
უშუალოდ
ან
მონაწილეობას
იღებდეს
მის
მუშაობაში
კომუნიკაციის
ტექნიკური
საშუალებით
(ასეთი
შესაძლებლობის
არსებობის
შემთხვევაში
). სხდომის
მოწვევასთან
დაკავშირებით
ასევე
სავალდებულოა
საბჭოს
სარეზერვო
წევრების
ინფორმირება
.
3. საბჭო
მსჯელობს
და
გადაწყვეტილებას
იღებს
დახურულ
სხდომაზე
, გარდა
ამ
წესის მე
-15 მუხლის
მე
-7 პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა
.
4. საბჭო
უფლებამოსილია
განიხილოს
საკითხი
და
მიიღოს
მასზე
გადაწყვეტილება
, თუ
მას
ესწრება
საბჭოს
წევრთა
უმრავლესობა
.
5. თუ
სხდომაზე
დამსწრე
საბჭოს
წევრთა
რაოდენობა
, ამ
წესის მე
-9 მუხლის
მე
-3 პუნქტის
შესაბამისად
ან
საბჭოს
წევრთა
სხდომაზე
გამოუცხადებლობის
გამო
, შემცირდება
ნახევარზე
მეტად
, საბჭოს
თავმჯდომარე
იღებს
გადაწყვეტილებას
საბჭოს
მუშაობაში
, ხმის
უფლებით
, საბჭოს
სარეზერვო
წევრების
, სულ
მცირე
, იმ
რაოდენობით
ჩართვის
შესახებ
, რაც
საკმარისი
იქნება
საბჭოს
გადაწყვეტილების
მისაღებად
. წინააღმდეგ
შემთხვევაში
, საბჭო
იკრიბება
მომდევნო
სამუშაო
დღეს
იმავე
დღის
წესრიგით
.
6. საბჭო
გადაწყვეტილებას
იღებს
ღია
კენჭისყრით
, საბჭოს
ერთ
წევრს
აქვს
ერთი
ხმის
უფლება
. საბჭოს
წევრს
აქვს
უფლება
თავი
შეიკავოს
ხმის
მიცემისაგან
.
7. გადაწყვეტილება
მიღებულად
ითვლება
, თუ
განსახილველ
საკითხს
მხარს
დაუჭერს
დამსწრეთა
უმრავლესობა
. ხმების
თანაბრად
გაყოფის
შემთხვევაში
გადამწყვეტია
საბჭოს
თავმჯდომარის
ხმა
.
8. საბჭოს
გადაწყვეტილება
აისახება
საბჭოს
სხდომის
ოქმში
.
9. საბჭო
მიღებულ
გადაწყვეტილებას
არაუგვიანეს
მომდევნო
სამუშაო
დღეს
უგზავნის
გრანტის
გამცემს
.
10. საბჭოს
გადაწყვეტილება
ქვეყნდება
ამ
წესის
შესაბამისად
.
11. გრანტის
გაცემისა
და
მიღების
შესახებ
საბოლოო
გადაწყვეტილებას
იღებს
შესაბამისი
მინისტრი