1. შესაბამისი
სამინისტრო
ამოწმებს
საგრანტო
ხელშეკრულების
პირობების
შესრულების
მდგომარეობას
გრანტის
მიმღების
საქმიანობაში
ჩარევის
გარეშე
.

2. გრანტის
მიმღები
ვალდებულია
ხელშეკრულებაში
დადგენილი
პერიოდულობით
გრანტის
გამცემს
წარუდგინოს
საგრანტო
პროგრამის
შესრულების
პროგრამული
და
ფინანსური
ანგარიში
.

3. პერიოდული
და
საბოლოო
ანგარიშების
ფორმას
ამტკიცებს
შესაბამისი
მინისტრი
. ანგარიშგების
ფორმები
წარმოადგენს
საგრანტო
ხელშეკრულების
განუყოფელ
ნაწილს
.

4. ანგარიში
უნდა
მოიცავდეს
ინფორმაციას
:

ა
) გრანტის
მიმღების
შესახებ
;

ბ
) გრანტის
გაცემის
სფეროს
, მიზნების
, ამოცანების
და
სამიზნე
ჯგუფის
შესახებ
;

გ
) გრანტის
მოცულობის
შესახებ
;

დ
) საგრანტო
ხელშეკრულების
მოქმედების
ვადის
შესახებ
;

ე
) დაფინანსებული
პროექტის
ფარგლებში
განხორციელებული
აქტივობების
შესახებ
, ვადებისა
და
მიღწეული
მიზნების
შეფასების
მითითებით
;

ვ
) დანახარჯების
შესახებ;

ზ
) განხორციელებული
აქტივობების
ბენეფიციარების
რაოდენობის
შესახებ
.

5. გრანტის
გამცემი
უფლებამოსილია
, ხელშეკრულებით
დადგენილი
პერიოდულობის
გარდა
, გრანტის
მიმღებს
მოსთხოვოს
საგრანტო
პროგრამის
მიმდინარე
პროგრამული
და
ფინანსური
ანგარიშის
წარმოდგენა
, რაც
დაუყოვნებლივ
უნდა
შესრულდეს
.

6. მონიტორინგი
ტარდება
ანგარიშგების
მასალების
, მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებებით
გავრცელებული
ინფორმაციის
და
გრანტის
გამცემის
მიერ
დამოუკიდებლად
მოპოვებული
ინფორმაციის
ანალიზის
საფუძველზე
. გრანტის
გამცემი
უფლებამოსილია
, გრანტის
მიმღებს
მოსთხოვოს
ამ
მუხლის
მე
-2 და
5 პუნქტებით
გათვალისწინებულ
ანგარიშთან
დაკავშირებული
განმარტებების
ან
/და
დამატებითი
დასაბუთების
, ინფორმაციისა
და
დოკუმენტაციის
მიწოდება