საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საჰაერო კოდექსი 29.10.1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
2. მე-14 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, და რომლის საქმიანობაში მონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავას განიხილავენ სასამართლო ორგანოები.“.
3. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
4. 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.“.
5. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმების დაშვების ნებართვას იძლევა საქართველოს მთავრობა.“.
6. 108-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“.
7. 110-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება;
ბ) სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე იურიდიულ ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1038-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1038-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 420000000.05.001.017078.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1038-Iს, 06.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.017078 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2015568/