საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2018 ბოლო ცვლილება 09.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№660
სარეგისტრაციო კოდი
310050010.10.003.020977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №660

2018 წლის 28 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესი“.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

📎 დანართები (1)
danarti 5 cv-it.doc

საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესი

ზოგადი დებულებები

მიზანი

ამ წესის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის, საჰაერო მარშრუტების, სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტების, შესაბამისი წერტილების და მინიმალური სიმაღლეების განსაზღვრა, მათი დადგენის წესისა და პირობების მოწესრიგება.

ტერმინთა განმარტებები

ა) ზონალური ნაოსნობა (RNAV) – აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს, ფრენა განახორციელოს ნებისმიერი სასურველი ტრაექტორიით, სახმელეთო ან სათანამგზავრო სანავიგაციო საშუალებების მოქმედების არეში ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობების ფარგლებში, ან მათი კომბინაციით;

ბ) ზონალური ნაოსნობის (RNAV) მარშრუტი – სმმ-ს მარშრუტი, რომელიც დგინდება საჰაერო ხომალდების ფრენისთვის, ზონალური ნაოსნობის გამოყენების მიზნით;

გ) მოთხოვნილი სააერნაოსნო მახასიათებლები (RNP) – სააერნაოსნო მახასიათებლების ჩამონათალი, რომელიც აუცილებელია დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენის შესასრულებლად. სააერნაოსნო მახასიათებლები და მოთხოვნები განისაზღვრება კონკრეტული ტიპის RNP-თვის და/ან კონკრეტული გამოყენებისთვის;

დ) სააეროდრომო მოძრაობის არე (ATZ) – განსაზღვრული ზომის საჰაერო სივრცე აეროდრომის ირგვლივ, რომელიც განკუთვნილია უსაფრთხო სააეროდრომო მოძრაობის უზრუნველსაყოფად;

ე) საავარიო მომსახურება – მომსახურება, გაწეული შესაბამისი ორგანიზაციების შეტყობინების მიზნით, იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომელიც საჭიროებს საძებნ-სამაშველო მომსახურებას და საჭიროებისამებრ, ამ ორგანიზაციების ხელშეწყობა;

ვ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი – სამეთვალყურეო რაიონი, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს სმმ-ს მარშრუტების თავმოყრის ადგილებში, ერთი ან რამდენიმე აეროდრომის შემოგარენში;

ზ) სამეთვალყურეო არე (CTR)- მიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული კონტროლირებადი საჰაერო სივრცე;

თ) სამეთვალყურეო რაიონი (CTA) – მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ არსებული კონტროლირებადი საჰაერო სივრცე;

ი) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (FIR) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო შეტყობინება;

კ) საფრენოსნო საინფორმაციო არე (FIZ) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე აეროდრომის ირგვლივ, სადაც ხორციელდება სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო მომსახურება;

ლ) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება (FIS) – მომსახურება, გაწეული რეკომენდაციების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უსაფრთხო და ეფექტური ფრენების განსახორციელებლად;

მ) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება);

ნ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) მარშრუტი – საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი მარშრუტი, რომელიც განკუთვნილია მოძრაობის ნაკადების მისამართად;

შენიშვნა 1. ტერმინი „სმმ-ის მარშრუტი“ შესაბამის შემთხვევებში აღნიშნავს საჰაერო ტრასას, საკონსულტაციო მარშრუტს, კონტროლირებად ან არაკონტროლირებად მარშრუტს, მოფრენის ან გაფრენის მარშრუტს და ა.შ.

შენიშვნა 2. სმმ-ის მარშრუტი განისაზღვრება სამარშრუტო ტექნიკური მოთხოვნებით, რომელიც შეიცავს სმმ-ის მარშრუტის ინდექსს, მიმართულების ხაზს ძირითად წერტილებამდე (მიმართულების წერტილებამდე) ან საპირისპირო მიმართულებით, მანძილს ძირითად წერტილებს შორის, მოთხოვნებს შეტყობინებათა გადაცემაზე, ასევე სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი, ყველაზე ქვედა უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლეს.

ო) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება – მომსახურება საკონსულტაციო საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენისას საჰაერო ხომალდების ოპტიმალური ეშელონირების უზრუნველსაყოფად;

პ) საჰაერო ტრასა – კონტროლირებადი საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია დერეფნის სახით;

ჟ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) საჰაერო სივრცე – განსაზღვრული ზომის საჰაერო სივრცე ანბანური აღნიშვნით, რომლის ფარგლებშიც შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული სახის ფრენები და რომლისთვისაც განსაზღვრულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების და ფრენის წესები;

რ) სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში დადგენილია ფრენისთვის სპეციალური მოთხოვნები ან შეზღუდვები;

ს) ფრენებისთვის აკრძალული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდის ფრენა აკრძალულია;

ტ) ფრენისათვის სახიფათო არე – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა;

უ) ფრენისათვის შეზღუდული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით;

ფ) ღია ზღვის თავზე საჰაერო სივრცე – საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების მიღმა საჰაერო სივრცე, რომელიც არც ერთი ქვეყნის იურისდიქციაში არ შედის;

ქ) ძირითადი წერტილი – გეოგრაფიული ადგილი, რომელიც გამოიყენება სმმ-ს მარშრუტის, საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის განსასაზღვრავად და ნაოსნობისა და სმმ-ს სხვა მიზნებისათვის.

შენიშვნა: ამ წესის მიზნებისთვის არსებობს სამი სახის ძირითადი წერტილი: სახმელეთო სააერნაოსნო საშუალება, გადაკვეთის წერტილი და მარშრუტის წერტილი.

საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია

საჰაერო სივრცის სტრუქტურა

  1. საქართველოს საჰაერო სივრცე და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველო, მოიცავს სმმ-ს საჰაერო სივრცეს და სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცეს.

  2. სმმ-ს საჰაერო სივრცე მოიცავს:

ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს;

ბ) სამეთვალყურეო რაიონს (ზედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონი, ქვედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონი,საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი);

გ) სამეთვალყურეო არეებს;

დ) სააეროდრომო მოძრაობის არის;

ე) საფრენოსნო საინფორმაციო არის.

  1. სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე მოიცავს:

ა) ფრენისათვის აკრძალულ არის;

ბ) ფრენისათვის შეზღუდულ არის;

გ) ფრენისათვის სახიფათო არის;

დ) სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით დადგენილ სხვა არეებს.

4. სმმ-ს საჰაერო სივრცეში ფრენის პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, ფრენის უსაფრთხოების, საჰაერო მოძრაობის რეგულირების ან საერთაშორისო შეთანხმებების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, საჰაერო სივცეში განისაზღვრება დამატებითი პირობები, რომლებიც სავალდებულოა საჰაერო ხომალდების ფრენისას.

5. საჰაერო სივრცის გვერდითი საზღვრები განისაზღვრება გეოგრაფიულ კოორდინატებში და გამოხატულია გრადუსებში, წუთებსა და წამებში, სადაც საჭიროების შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მეთოდები:

ა) მნიშვნელოვანი გეოგრაფიული თავისებურებები (ხაზი ორ გეოგრაფიულ კოორდინატს შორის, სახელმწიფო საზღვარი და ა.შ.);

ბ) გეოგრაფიული კოორდინატის გარშემო რადიუსის მქონე წრე ან წრის ნაწილი.

6. საჰაერო სივრცის ვერტიკალური საზღვრები განისაზღვრება ფარდობითი სიმაღლეებით, აბსოლუტური სიმაღლეებით ან ეშელონებით.

7. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა დადგენილია ამ წესის დანართი №6-ით.

საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია

  1. სმმ-ს საჰაერო სივრცეს, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ენიჭება შემდეგი ერთ-ერთი კლასი:

ა) A კლასი, სადაც ნებადართულია მხოლოდ სფწ-ით ფრენა, უზრუნველყოფილია ყველა საჰაერო ხომალდის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება და ეშელონირება;

ბ) B კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა, უზრუნველყოფილია ყველა საჰაერო ხომალდის სამეთვალყურეო მომსახურება და ეშელონირება;

გ) C კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა. უზრუნველყოფილია ყველა საჰაერო ხომალდის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება. სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების ეშელონირება ხორციელდება სფწ-ით და ვფწ-ით მფრენი სხვა საჰაერო ხომალდების მიმართ. ვფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების ეშელონირება ხორციელდება სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების მიმართ და მიეწოდება ინფორმაცია ვფწ-ით მიმდინარე ფრენების შესახებ;

დ) D კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა და ყველა საჰაერო ხომალდი უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებით. ხორციელდება სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების ეშელონირება სფწ-ით მფრენი სხვა საჰაერო ხომალდების მიმართ და ინფორმაცია მიეწოდება ვფწ-ით მიმდინარე ფრენების შესახებ. ვფწ-ით მფრენ საჰაერო ხომალდებს მიეწოდებათ ინფორმაცია სხვა საჰაერო ხომალდების შესახებ;

ე) E კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა. უზრუნველყოფილია სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება და ეშელონირება სფწ-ით მფრენი სხვა საჰაერო ხომალდების მიმართ. ყველა საჰაერო ხომალდი, შეძლებისდაგვარად, იღებს ინფორმაციას მოძრაობის შესახებ. E კლასი არ გამოიყენება სამეთვალყურეო არეებში;

ვ) F კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა. სფწ-ით მიმდინარე ყველა ფრენა უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებით და მოთხოვნისას, ყველა საჰაერო ხომალდს გაეწევა საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება;

ზ) G კლასი, სადაც ნებადართულია როგორც სფწ-ით, ისე ვფწ-ით ფრენა და მოთხოვნისას, უზრუნველყოფილია საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება.

  1. იქ, სადაც სმმ-ს ერთი კლასის საჰაერო სივრცე ვერტიკალურ სიბრტყეში ესაზღვრება სმმ-ს მეორე კლასის საჰაერო სივრცეს (განთავსებულია ერთიმეორის თავზე), საერთო ეშელონზე ფრენა უნდა განხორციელდეს იმ მოთხოვნების დაცვით, რომელიც დადგენილია ნაკლებად მკაცრი მოთხოვნების მქონე საჰაერო სივრცისთვის და უნდა გაეწიოს შესაბამისი მომსახურება.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცალკეული კლასის მიმართ დამატებითი მოთხოვნები მოცემულია ამ წესის დანართი №1-ში.

საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჰაერო სივრცე

საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი

  1. საჰაერო სივრცის ის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია საფრენოსნო-საინფორმაციო და საავარიო მომსახურება უნდა განისაზღვროს, როგორც საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი.

  2. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი უნდა დადგინდეს იმგვარად, რომ სრულად მოიცავდეს მარშრუტის სტრუქტურას, რომელსაც ემსახურება აღნიშნული რაიონი და მისი დადგენა უნდა ეფუძნებოდეს არსებული და სამომავლო საჰაერო ტრასების სტრუქტურას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

  3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი მოიცავს საჰაერო სივრცეს საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში და ღია ზღვის თავზე საჰაერო სივრცეს, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

  4. ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცე მოიცავს იმ საჰაერო სივრცეს, რომელიც დგინდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეგიონალური სააერნაოსნო ხელშეკრულებით.

  5. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ზედა საზღვარი განისაზღვრება იმ სიმაღლით, სადამდეც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო და საავარიო მომსახურება.

  6. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში დაწესებული სამეთვალყურეო რაიონი და სამეთვალყურეო არე წარმოადგენს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის შემადგენელ ნაწილს.

  7. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი იდენტიფიცირებული უნდა იყოს იმ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სახელით, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ამ რაიონის საჰაერო სივრცეზე.

სამეთვალყურეო რაიონი

  1. საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-ით მიმდინარე ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება, განისაზღვრება როგორც სამეთვალყურეო რაიონი.

  2. საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-სთან ერთად ვფწ-ით მიმდინარე ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება, აღინიშნება როგორც B, C ან D კლასის საჰაერო სივრცე.

  3. საჰაერო სივრცის ის ნაწილი, სადაც დადგენილია სფწ-ით მიმდინარე ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება, განისაზღვრება როგორც:

ა) სამეთვალყურეო რაიონი ან/და ზედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონი, თუ საჭიროა რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება;

ბ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი, თუ საჭიროა მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება სმმ-ს მარშრუტების თავმოყრის ადგილებში, ერთი ან რამდენიმე აეროდრომის შემოგარენში.

  1. სამეთვალყურეო რაიონი, მათ შორის, საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონი და საჰაერო ტრასა უნდა მოიცავდეს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების გაწევისთვის საკმარის სივრცეს, ამ რაიონში გამოყენებული სანავიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკური საშუალებების შესაძლებლობების გათვალისწინებით.

  2. სამეთვალყურეო რაიონის ზედა საზღვარი განისაზღვრება იმ სიმაღლით, სადამდეც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება.

  3. იქ, სადაც სამეთვალყურეო რაიონი მდებარეობს ზედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონის ქვევით, სამეთვალყურეო რაიონის ზედა საზღვარი ემთხვევა ზედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონის ქვედა საზღვარს, რომელიც შეესაბამება ვფწ-ით ფრენის საკრეისერო ეშელონს.

  4. სამეთვალყურეო რაიონის ქვედა ზღვარი უნდა დაწესდეს:

ა) სფწ-ით ფრენის ტრაექტორიის მინიმუმ 500 ფუტით ქვევით;

ბ) მიწის ან წყლის ზედაპირიდან არანაკლებ 700 ფუტის სიმაღლეზე.

  1. შესაძლებლობის შემთხვევაში, ვფწ ფრენების მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, სამეთვალყურეო რაიონის ქვედა ზღვარი უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სიმაღლეს.

  2. თუ სამეთვალყურეო რაიონის ქვედა ზღვარი გადის ზღვის საშუალო დონიდან 3000 ფუტს ზემოთ, აღნიშნული ზღვარი უნდა ემთხვეოდეს ვფწ-ით ფრენის ეშელონს, გარდა იმ შემთხვევებისაб როდესაც გასაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია განსხვავებული ეშელონის დაწესება.

  3. თუ სამეთვალყურეო რაიონის ქვემოთ არსებული საჰაერო სივრცის ნაწილი განსაზღვრულია როგორც სხვა სამეთვალყურეო რაიონი, ქვედა სამეთვალყურეო რაიონის ზედა საზღვარი შეიძლება გაფართოვდეს უშუალოდ მის თავზე არსებული სამეთვალყურეო რაიონის ქვედა საზღვრამდე.

  4. სამეთვალყურეო რაიონი იდენტიფიცირებული უნდა იყოს იმ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სახელით, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ამ რაიონის საჰაერო სივრცეში.

სამეთვალყურეო არე

  1. საჰაერო სივრცის ის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების სამეთვალყურეო მომსახურება, რომლებიც ფრენას ახორციელებენ სახელსაწყო მეტეოპირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილ აეროდრომზე, განისაზღვრება როგორც სამეთვალყურეო არე.

  2. საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-სთან ერთად ვფწ-ით მიმდინარე ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება, აღინიშნება როგორც B, C ან D კლასის საჰაერო სივრცე.

  3. სამეთვალყურეო არე უნდა იყოს იმდენად მცირე ზომის, რაც პრაქტიკულად საჭიროა აეროდრომზე სფწ-ით მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდების ფრენის ტრაექტორიის დასაცავად.

  4. სამეთვალყურეო არის გვერდითი საზღვრები მოიცავს:

ა) საჰაერო სივრცის იმ ნაწილს, რომელიც არ შედის სამეთვალყურეო რაიონის საზღვრებში და სადაც გადის სფწ-ით მფრენი საჰაერო ხომალდების ფრენის ტრაექტორია, რომლებიც ახორციელებენ სახელსაწყო მეტეოპირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილ აეროდრომზე მოფრენას ან გაფრენას;

ბ) საჰაერო სივრცის იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი აეროდრომის ან აეროდრომების ცენტრიდან დაშორებულია, სულ მცირე 5 საზ. მილით იმ მიმართულებით, საიდანაც შეიძლება განხორციელდეს დასაფრენად შესვლა.

  1. თუ სამეთვალყურეო არე განთავსებულია სამეთვალყურეო რაიონის გვერდითი საზღვრების ფარგლებში, იგი უნდა განისაზღვროს მიწის ზედაპირიდან მინიმუმ სამეთვალყურეო რაიონის ქვედა საზღვრამდე.

  2. თუ სამეთვალყურეო არე განთავსებულია სამეთვალყურეო რაიონის გვერდითი საზღვრების გარეთ, უნდა დაწესდეს სამეთვალყურეო არის ზედა საზღვარი.

  3. თუ აუცილებელია სამეთვალყურეო არის ზედა საზღვრის დაწესება მის თავზე მდებარე სამეთვალყურეო რაიონის ქვედა საზღვრის ზემოთ ან, თუ სამეთვალყურეო არე განთავსებულია სამეთვალყურეო რაიონის გვერდითი საზღვრების მიღმა, მისი ზედა საზღვარი უნდა დაწესდეს იმ სიმაღლეზე, რომლის განსაზღვრაც ადვილი იქნება პილოტისთვის და თუ, ზედა საზღვარი გადის ზღვის საშუალო დონიდან 3000 ფუტის ზემოთ, იგი უნდა შეესაბამებოდეს ვფწ-ით ფრენის საკრეისერო ეშელონს.

8. სამეთვალყურეო არე იდენტიფიცირებული უნდა იყოს იმ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სახელით, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ამ რაიონის საჰაერო სივრცეში.

9. სამეთვალყურეო არე შეიძლება მოიცავდეს ერთმანეთთან ახლოს განლაგებულ ორ ან მეტ აეროდრომს.

სააეროდრომო მოძრაობის არე

  1. სააეროდრომო მოძრაობის არე დგინდება აეროდრომის ირგვლივ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ აეროდრომზე მიმდინარე საქმიანობამ (მაგალითად: სასწავლო ფრენები, სპეციალური სამხედრო ფრენები) შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა საჰაერო ხომალდებს, რომლებიც არ მონაწილეობენ აღნიშნულ საქმიანობაში.

  2. სააეროდრომო მოძრაობის არე უნდა იყოს იმდენად მცირე ზომის, რაც პრაქტიკულად საჭიროა აეროდრომზე ვფწ-ით მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდების ფრენის ტრაექტორიის დასაცავად.

  3. სააეროდრომო მოძრაობის არე იდენტიფიცირებული უნდა იყოს იმ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სახელით, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ამ რაიონის საჰაერო სივრცეში.

საფრენოსნო საინფორმაციო არე

  1. საჰაერო სივრცის ის ნაწილი, სადაც უზრუნველყოფილია საფრენოსნო ინფორმაციის სააეროდრომო მომსახურება და ავარიული მომსახურება, უნდა განისაზღვროს როგორც საფრენოსნო საინფორმაციო არე.

  2. საფრენოსნო საინფორმაციო არე უნდა იყოს იმდენად მცირე ზომის, რაც პრაქტიკულად საჭიროა საფრენოსნო ინფორმაციის სააეროდრომო მომსახურების ეფექტური გაწევისთვის.

  3. საფრენოსნო საინფორმაციო არე იდენტიფიცირებული უნდა იყოს იმ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სახელით, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ამ რაიონის საჰაერო სივრცეში.

სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე

ფრენებისთვის აკრძალული არე

  1. ფრენისათვის აკრძალული არე დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა აიკრძალოს საჰაერო ხომალდის ფრენები შესაბამის არეში.

  2. ფრენებისთვის აკრძალული არის დადგენისას:

ა) უნდა განისაზღვროს საქმიანობის სახე, რომლისთვისაც დაწესებულია ფრენებისთვის აკრძალული არე;

ბ) უნდა განისაზღვროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ არის ექსპლუატაციაზე;

გ) ყოველ არის უნდა მიენიჭოს კოდი „UGP“, რომელსაც მოსდევს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვი;

დ) არ უნდა მოხდეს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვის დუბლირება.

  1. ფრენისათვის აკრძალული არე უნდა დადგინდეს დროებით. დადგენილი ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს აკრძალვის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას.

ფრენისათვის შეზღუდული არე

  1. ფრენისათვის შეზღუდული არე დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ფრენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა შეიზღუდოს საჰაერო ხომალდების ფრენები შესაბამის არეში, ამ მუხლით დადგენილი პირობებით.

  2. ფრენისათვის შეზღუდული არის დადგენის დროს საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ჰორიზონტალური ბუფერული ზონა, რათა უზრუნველყოფილი იყოს არამონაწილე საჰაერო ხომალდის უსაფრთხოება, არეში მიმდინარე აქტივობის მიმართ. არეში ფრენითი აქტივობის შემთხვევაში ჰორიზონტალური ბუფერი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მონაწილე და არამონაწილე სხ-ებს შორის უზრუნველყოფილი იყოს რადიოლოკაციური ან გეოგრაფიული ეშელონირება თუ არე ესაზღვრება კონტროლირებად საჰაერო სივრცეს, ხოლო არაფრენითი აქტივობის შემთხვევაში ჰორიზონტალური ბუფერის ზომა განისაზღვრება უსაფრთხოების შეფასების დროს.

  3. ფრენისათვის შეზღუდული არის დადგენის დროს ასევე განისაზღვრება უსაფრთხოების ვერტიკალური ბუფერი ამ წესის მე-3 დანართში მოცემული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

  4. ფრენისათვის შეზღუდული არის დადგენისას:

ა) უნდა განისაზღვროს საჰაერო ხომალდის ფრენების შეზღუდვის არეში შესვლის შესაძლებლობა;

ბ) უნდა განისაზღვროს საქმიანობის სახე, რომლისთვისაც დაწესებულია ფრენებისთვის შეზღუდული არე;

გ) უნდა განისაზღვროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ არის ექსპლუატაციაზე;

დ) ყოველ არის უნდა მიენიჭოს კოდი „UGR“, რომელსაც მოსდევს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვი;

ე) არ უნდა მოხდეს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვის დუბლირება.

  1. დაინტერესებული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ფრენების შეზღუდულ არეში, ვალდებულია სმმ-ს საწარმოსთან კოორდინირებულად განსაზღვროს ფრენების შეზღუდულ არეში საჰაერო ხომალდის შესვლის, ფრენისა და გამოსვლის პროცედურები და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ასახვა.

  2. თუ ფრენისათვის შეზღუდული არის გააქტიურება უნდა განხორციელდეს NOTAM-ის გამოცემით. დაინტერესებული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ფრენების შეზღუდვის არეში, ვალდებულია 10 სამუშაო დღით ადრე, დადგენილი ფორმით მიმართოს სააგენტოს.

  3. ფრენისათვის შეზღუდული არე უნდა დადგინდეს დროებით. დადგენილი ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს შეზღუდვის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას.

ფრენისათვის სახიფათო არე

  1. საჰაერო სივრცის ნაწილი განისაზღვრება, როგორც ფრენისათვის სახიფათო არე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა.

  2. საჭიროებისამებრ, განხორციელებული აქტივობების ხასიათიდან გამომდინარე, ფრენისათვის სახიფათო არის ირგვლივ შესაბამისი ბუფერული ზონის შექმნა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო სივრცე ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, აღნიშნულ არეში განხორციელებულ აქტივობას და არის მიღმა განხორციელებულ ფრენებს შორის. ჰორიზონტალური ბუფერის ზომა განისაზღვრება უსაფრთხოების შეფასების დროს.

  3. სმმ-ის საჰაერო სივრცეში ჰორიზონტალური ბუფერი განისაზღვრება დადგენილი ჰორიზონტალური ან გეოგრაფიული ეშელონირებით და ვერტიკალური ბუფერი განისაზღვრება ამ წესის მე-3 დანართში მოცემული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

  4. ფრენისათვის სახიფათო არის დადგენისას:

ა) უნდა განისაზღვროს ის საფრთხეები, რომლისთვისაც ეს არე დგინდება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა განსაზღვროს მმართველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ არის ექსპლუატაციაზე და რომელსაც ექნება შესაბამისი საკონტაქტო ცენტრი;

გ) ყოველ არის უნდა მიენიჭოს კოდი „UGD“, რომელსაც მოსდევს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვი;

ე) არ უნდა მოხდეს ინდივიდუალური სამნიშნა რიცხვის დუბლირება.

  1. თუ ფრენისათვის სახიფათო არის გააქტიურება უნდა განხორციელდეს NOTAM-ის გამოცემით დაინტერესებული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ფრენების სახიფათო არეში, ვალდებულია 10 სამუშაო დღით ადრე, დადგენილი ფორმით მიმართოს სააგენტოს.

  2. ფრენისათვის სახიფათო არე უნდა დადგინდეს დროებით. დადგენილი ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სახიფათო პირობების ვადას.

საჰაერო სივრცის დიზაინი

საჰაერო სივრცის დიზაინი, მოთხოვნები სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიმართ

  1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს შემდეგი ელემენტების დიზაინს:

ა) სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის და სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის პროცედურები;

ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების მარშრუტები;

გ) სმმ-ს მარშრუტების ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები;

დ) საჰაერო ხომალდის გადართვის წერტილები;

ე) საჰაერო ხომალდის სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტები;

ვ) შეტყობინების გადაცემის ვიზუალური წერტილები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ელემენტებს ადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და ამტკიცებს სააგენტო, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2017 წლის 22 თებერვლის N22 ბრძანებით დამტკიცებული „ფრენის პროცედურების დიზაინის წესის“ შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ელემენტებს ადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უნდა გააჩნდეს:

ა) ხარისხის მართვის სისტემა;

ბ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები;

გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:

გ.ა) გავლილი აქვს საჭირო სწავლება, და

გ.ბ) გააჩნია სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;

დ) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა ავტომატიზებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;

ე) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ საჰაერო სივრცის დიზაინის შექმნის პროცესებს და პროცედურებს.

სმმ-ს მარშრუტები

  1. სმმ-ის მარშრუტების დადგენისას, სმმ-ს ყოველი მარშრუტის გასწვრივ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული საჰაერო სივრცე და უსაფრთხო დაშორება სმმ-ის მეზობელ მარშრუტებს შორის.

  2. სმმ-ის მარშრუტები უნდა აღინიშნოს ამ წესის მე-2 დანართით გათვალისწინებული ინდექსით.

  3. საჰაერო ხომალდის მიერ სმმ-ს შესაბამისი მარშრუტებით სარგებლობა დასაშვებია შესაბამისი ინფორმაციის და მონაცემების ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნების შემდეგ.

საჰაერო ხომალდის სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტი

  1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეთანხმებით ადგენს საჰაერო ხომალდის სტანდარტულ სამიმოსვლო მარშრუტებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, ბაქნებსა და ტექნიკური მომსახურების არეებს შორის, რომელიც უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სწორხაზოვანი, მარტივი და სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მარშრუტმა უნდა გაიაროს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოძრაობისას კონფლიქტური ვითარების წარმოქმნა.

  2. საჰაერო ხომალდის სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტი უნდა აღინიშნოს ინდექსებით (ლათინური ანბანის ასო), რომელიც მკაფიოდ განსხვავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სმმ-ს მარშრუტების ინდექსებისგან.

საჰაერო ხომალდის გადართვის წერტილი

  1. საჰაერო ხომალდის გადართვის წერტილი უნდა დაწესდეს სმმ-ს მარშრუტების იმ მონაკვეთებზე, რომელიც განსაზღვრულია მეტად მაღალი სიხშირის წრიულ რადიოშუქურაზე (VOR) ორიენტაციით, როდესაც აღნიშნული ხელს უწყობს ზუსტ ნაოსნობას მარშრუტის აღნიშნულ მონაკვეთზე. გადართვის წერტილები უნდა დაწესდეს 60 საზ. მილის ან მეტი სიგრძის მონაკვეთებისთვის, გარდა იმ შეთხვევებისა, როდესაც სმმ-ს მარშრუტების სირთულის, სააერნაოსნო საშუალებების განთავსების სიმჭიდროვის ან სხვა ტექნიკური და საექსპლუატაციო მიზეზით გამართლებულია გადართვის წერტილების დაწესება უფრო მოკლე მონაკვეთებზე.

  2. თუ სააერნაოსნო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ან რადიოდაბრკოლებებისგან დაცვის კრიტერიუმების გათვალისწინებით საჰაერო ხომალდის გადართვის წერტილი დადგენილი არ არის სხვა ადგილას, მაშინ მარშრუტის სწორხაზოვან მონაკვეთზე გადართვის წერტილი უნდა განთავსდეს სააერნაოსნო საშუალებებს შორის შუა წერტილში, ხოლო თუ სააერნაოსნო საშუალებებს შორის მარშრუტის მონაკვეთი არასწორხაზოვანია – რადიალების გადაკვეთის ადგილას.

შენიშვნა: სხ-ის გადართვის წერტილების დაწესების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-11 დანართის A დამატებაში.

სმმ-ს მარშრუტის ძირითადი წერტილი

  1. სმმ-ის მარშრუტის ძირითადი წერტილი უნდა განთავსდეს სმმ-ის მარშრუტის ან დასაფრენად სახელსაწყო შესვლის სქემის განსაზღვრის მიზნით და/ან სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ სხ-ს ფრენის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე.

  2. სმმ-ის მარშრუტის ძირითადი წერტილი უნდა აღინიშნოს ინდექსით, ამ წესის მე-4 დანართით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

შეტყობინების გადაცემის ვიზუალური წერტილი

  1. შეტყობინების გადაცემის ვიზუალური წერტილი დგინდება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების ხელშეწყობა სხ-ის ფრენის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად;

ბ) ფრენის უსაფრთხო განხორციელების ხელშეწყობა ვიზუალური დაკვირვების მეშვეობით.

  1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეტყობინების გადაცემის ვიზუალური პუნქტი:

ა) უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ თავისებურებას;

ბ) განისაზღვრებოდეს დასახელებით ან აღნიშვნით, რომელიც:

ბ.ა) ადვილად ამოსაცნობია ხმოვანი კავშირის წარმოებისას;

ბ.ბ) არ გამოიწვევს გაუგებრობას იმავე რაიონში არსებული შეტყობინების გადაცემის სხვა პუნქტის დასახელებას შორის;

ბ.გ) არ იწვევს გაურკვევლობას პილოტებს შორის და სმმ-ისა და პილოტს შორის კავშირის წარმოებისას.

სმმ-ს მარშრუტების ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე

სმმ-ის ყოველი მარშრუტისა და სამეთვალყურეო რაიონისთვის სააერნრაოსნო მომსახურების საწარმო ადგენს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში აქვეყნებს ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს.

შენიშნვნა 1: სახელმძღვანელო მასალა დაბრკოლებების გადაფრენის კრიტერიუმების შესახებ მოცემულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8168 „საჰაერო ხომალდების ოპერირება“ მე-2 ტომში.

შენიშვნა 2: ტერმინი „ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე“ შესაბამის შემთხვევებში შეიძლება აღნიშნავდეს „არეში ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს“, „მარშრუტზე ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს“ და „სექტორში ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს“. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №3-ით დამტკიცებულ „საავიაციო რუკების შემუშავების წესში“.

საჰაერო სივრცის დადგენა და ცვლილება

საჰაერო სივრცის დადგენის წესი

1. საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სტრუქტურას და კლასიფიკაციას, შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე დგინდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) როცა ფრენისას საჰაერო ხომალდს მოეთხოვება დაიცვას დამატებითი პროცედურები (მათ შორის ამოცნობის და/ან შეტყობინების სპეციალური პროცედურები), საჰაერო მოძრაობის ჩვეული მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განსახორციელებელ პროცედურებთან ერთად;

ბ) თუ ამას მოითხოვს ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ინტერესები, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები, ნებისმიერი სხვა საჯარო ინტერესი ან საერთაშორისო ვალდებულებები.

საჰაერო სივრცის ცვლილების პროექტის მომზადება

  1. საჰაერო სივრცის ცვლილების პროექტის მომზადების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საჰაერო სივრცის განვითარების/გამოყენების ინტერესი (დაინტერესებული პირი).

  2. დაინტერესებული პირი ვალდებულია საჰაერო სივრცის ცვლილების შესახებ განაცხადი წარადგინოს სააგენტოში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-5 დანართით დადგენილ მოთხოვნებს.

  3. საჭიროების შემთხვევაში, განცხადების განხილვის პროცესში სააგენტოს მიერ შესაძლებელია ჩართულ იქნეს ის პირები, რომელთა მონაწილეობა აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ დასმულ საკითხზე სრულფასოვანი კონსულტაციის გასაწევად და გადაწყვეტილების მისაღებად.

  4. დაინტერესებულ პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საჰაერო სივრცის შემოთავაზებული ცვლილების ფარგლები;

ბ) ცვლილების აღწერილობა;

გ) საფრთხეების იდენტიფიცირება;

დ) რისკის შემცირების ღონისძიებები;

ე) ცვლილების დანერგვის გეგმა;

ვ) გამტარუნარიანობის ანალიზი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) გარემოზე ზემოქმედების კვლევა (საჭიროების შემთხვევაში).

  1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია არ მოითხოვება, თუ ცვლილება გულისხმობს წერტილების, მარშუტების, რაიონებისა და არეების დასახელებების შეცვლას, აგრეთვე, ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ ახდენს გავლენას მეზობელ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე ან სხვა დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესებზე.

  2. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს წარედგინება განაცხადის წარდგენიდან 6 თვის ვადაში.

  3. სააგენტო საჰაერო სივრცის ცვლილების პროექტს აფასებს და წარუდგენს საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედ კომიტეტს განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ღია ზღვის თავზე საჰაერო სივრცის ცვლილება

ღია ზღვის თავზე საჰაერო სივრცის, ასევე სმმ-ს მარშრუტების ცვლილებას, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სააგენტო ათანხმებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO, EUR/NAT).

სმმ-ის საჰაერო სივრცის კლასები, მომსახურება და ფრენებისადმი წაყენებული მოთხოვნები

კლასი ფრენის სახეობა ეშელონირება მომსახურება სიჩქარის შეზღუდვა * მოთხოვნები რადიო კავ.

სამეთვალყურეო

ნებართვა

A

მხოლოდ

სფწ-ით

ყველა სხ-ის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეზღუდვები არ არის

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
B სფწ-ით ყველა სხ-ის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეზღუდვები არ არის

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
ვფწ-ით ყველა სხ-ის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეზღუდვები არ არის

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
C სფწ-ით

სფწ სფწ-თან მიმართებით

სფწ ვფწ-თან მიმართებით

საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეზღუდვები არ არის

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
ვფწ-ით ვფწ სფწ-თან მიმართებით

1.საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, სფწ-თან ეშელონირებისათვის

2.ინფორმაცია მოძრაობაზე ვფწ/ვფწ (მოთხოვნისდა მიხედვით, რეკომენდაციები შეჯახების აცილებაზე)

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
D სფწ-ით

სფწ სფწ-თან შეფარდე-

ბით

საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, ინფორმაცია ვფწ-ით ფრენებზე (მოთხოვნისდა მიხედვით, რეკომენდაციები შეჯახების აცილებაზე)

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
ვფწ-ით არ იწარმოება ინფორმაცია სფწ/ვფწ და ვფწ/ვფწ-ით ფრენებზე (მოთხოვნისდა მიხედვით, რეკომენდაციები შეჯახების აცილებაზე)

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
E სფწ-ით

სფწ სფწ-თან შეფარდე-

ბით

საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება, და შეძლებისდაგვარად, ინფორმაცია ვფწ-ით ფრენებზე

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

სავალდებულოა
ვფწ-ით არ იწარმოება შეძლებისდაგვარად, ინფორმაცია ფრენებზე

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი

რადიო და/ან სხვა კავშირის საშუალებით

არ არის სავალდებულოა
F სფწ-ით

შეძლების-

დაგვარად,

სფწ სფწ-თან შეფარდე-

ბით

საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება.

საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

არ არის სავალდებულოა
ვფწ-ით არ იწარმოება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი

რადიო და/ან სხვა კავშირის საშუალებით

არ არის სავალდებულოა
G სფწ-ით ფრენა არ იწარმოება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი უწყვეტი

რადიოკავშირი

არ არის სავალდებულო
ვფწ-ით ფრენა არ იწარმოება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება

250 კვანძი სახელსაწყო სიჩქარე

10 000 ფუტის სიმაღლის ქვემოთ

ორმხრივი

რადიო და/ან სხვა კავშირის საშუალებით

არ არის სავალდებულო

* როდესაც ზღვის საშუალო დონიდან გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე 10 000 ფუტზე ნაკლებია,

10 000 ფუტის მაგივრად გამოყენებული უნდა იქნეს ფრენის ეშელონი 100.

სმმ-ს მარშრუტების აღნიშვნის ინდექსი

1. სმმ-ს მარშრუტების და სააერნაოსნო სპეციფიკაციების ინდექსები

1.1. სმმ-ს მარშრუტ(ებ)ის ცალკეულ მონაკვეთ(ებ)ზე, მარშრუტებზე ან სმმ-ს კონკრეტულ რაიონში სმმ-ს მარშრუტების ინდექსების და სააერნაოსნო სპეციფიკაციების სისტემის მიზანს წარმოადგენს შესაძლებლობა, მისცეს როგორც პილოტებს, ისე სმმ-ს ორგანოს დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) ზუსტად მიუთითონ სმმ-ს ნებისმიერი მარშრუტი, მის ასაღწერად გეოგრაფიული კოორდინატების ან სხვა რაიმე საშუალების მითითების გარეშე;

ბ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სმმ-ს მარშრუტი დაუკავშიროს საჰაერო სივრცის კონკრეტულ ვერტიკალურ სტრუქტურას;

გ) მიუთითოს მოთხოვნილი სააერნაოსნო მახასიათებლების შენარჩუნების მოთხოვნილი სიზუსტის დონე მარშრუტზე ფრენისას ან სმმ-ს კონკრეტული რაიონის ფარგლებში;

დ) მიუთითოს, რომ მარშრუტი გამოიყენება ძირითადად ან მხოლოდ გარკვეული ტიპის საჰაერო ხომალდების მიერ.

1.2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აღნიშვნის სისტემა:

ა) საშუალებას იძლევა აღინიშნოს სმმ-ს ნებისმიერი მარშრუტი მარტივი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მეთოდით;

ბ) საშუალებას იძლევა გამოირიცხოს დუბლირება;

გ) საშუალებას იძლევა იყოს გამოსადეგი როგორც სახმელეთო, ისე საბორტო ავტომატური სისტემებისთვის;

დ) იძლევა მაქსიმალური შემოკლების საშუალებას ოპერატიული გამოყენებისას;

ე) უზრუნველყოფს საკმარისი გაფართოვების შესაძლებლობას, ნებისმიერი სამომავლო მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირეული ცვლილებების გარეშე.

1.3. ამასთან დაკავშირებით სმმ-ს კონტროლირებადი, საკონსულტაციო და არაკონტროლირებადი მარშრუტები, გარდა მოფრენის და გაფრენის სტანდარტული მარშრუტებისა, აღინიშნება ქვემოთ მითითებულის შესაბამისად.

2. ინდექსის სტრუქტურა

2.1. სმმ-ს მარშრუტების ინდექსი შედგება ძირითადი ინდექსისგან, რომელსაც აუცილებლობისას ემატება:

ა) ერთი პრეფიქსი, 2.3 პუნქტის შესაბამისად და

ბ) ერთი დამატებითი ასო, 2.4 პუნქტის შესაბამისად.

2.1.1. ინდექსის შემადგენელი ნიშნების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ექვსს.

2.1.2. ინდექსის შესადგენად საჭირო ნიშნების მაქსიმალური რაოდენობა, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ხუთი.

2.2. ძირითადი ინდექსი შედგება ანბანის ერთი ასოსაგან, რომელსაც მოსდევს რიცხვი 1-დან 999-მდე.

2.2.1. ასო შეირჩევა ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

ა) А, В, G, R: იმ მარშრუტებისთვის, რომელიც წარმოადგენს სმმ-ს მარშრუტების რეგიონული ქსელის ნაწილს და არ წარმოადგენენ ზონალური ნაოსნობის მარშრუტს;

ბ) L, М, N, Р: ზონალური ნაოსნობის მარშრუტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სმმ-ს მარშრუტების რეგიონული ქსელის ნაწილს;

გ) Н, J, V, W: იმ მარშრუტებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ არც სმმ-ს მარშრუტების რეგიონული ქსელის ნაწილს და არც ზონალური ნაოსნობის მარშრუტებს;

დ) Q, Т, Y, Z: ზონალური ნაოსნობის მარშრუტებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ სმმ-ს მარშრუტების რეგიონული ქსელის ნაწილს.

2.3. იქ, სადაც ეს მისაღებია, ძირითად ინდექსს პრეფიქსად ემატება კიდევ ერთი ასო, შემდეგის შესაბამისად:

ა) К, იმ მარშრუტის აღსანიშნად, რომელიც გადის დაბალ სიმაღლეზე და ძირითადად დაწესებულია შვეულმფრენების მიერ გამოსაყენებლად;

ბ) U, იმის მისათითებლად, რომ მარშრუტი ან მისი ნაწილი დადგენილია ზედა საჰაერო სივრცეში;

გ) S, იმ მარშრუტის მისათითებლად, რომელიც დადგენილია მხოლოდ ზებგერითი საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად აჩქარების, სიჩქარის შემცირების და ზებგერითი სიჩქარით ფრენის განმავლობაში.

2.4. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული გაწერილია სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე, სმმ-ს შესაბამისი მარშრუტის ძირითად ინდექსს შეიძლება დაემატოს ასო, რომელიც აღნიშნავს მოცემულ მარშრუტზე უზრუნველყოფილი მომსახურების სახეს, შემდეგის შესაბამისად:

ა) ასო F: იმის მისათითებლად, რომ მარშრუტზე ან მის ნაწილზე უზრუნველყოფილია მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურება;

ბ) ასო G: იმის მისათითებლად, რომ მარშრუტზე ან მის ნაწილზე უზრუნველყოფილია მხოლოდ საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება.

შენიშვნა: საჰაერო ხომალდზე ინდიკაციური მოწყობილობების შეზღუდული შესაძლებლობის გამო, დამატებითი ასოები F ან G შეიძლება არ მიეთითოს პილოტს ინდიკატორზე.

3. ძირითადი ინდექსების მინიჭება

3.1.სმმ-ს მარშრუტებს ძირითადი ინდექსები მიენიჭება ქვემოთ მოცემული პრინციპების შესაბამისად.

3.1.1. ძირითად მაგისტრალურ მარშრუტს მთელ სიგრძეზე ენიჭება ერთი და იგივე ინდექსი, გადამკვეთი საკვანძო სამეთვალყურეო რაიონების, სახელმწიფოების ან რეგიონების მიუხედავად.

შენიშვნა: აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სმმ-ს მონაცემების ავტომატური დამუშავება და საბორტო სააერნაოსნო გამოთვლითი ტექნიკა.

3.1.2. იმ შემთხვევაში, როდესაც ორ ან მეტ მაგისტრალურ მარშრუტს გააჩნიათ საერთო მონაკვეთი, მოცემული მონაკვეთი აღინიშნება შესაბამისი მარშრუტების თითოეული ინდექსით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქმნის სირთულეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების დროს; ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, მონაკვეთს ენიჭება მხოლოდ ერთი ინდექსი.

3.1.3. ძირითადი ინდექსი, რომელიც მიენიჭა ერთ მარშრუტს, არ უნდა მიენიჭოს სხვა რომელიმე მარშრუტს.

3.1.4. კოორდინაციის მიზნით, სახელმწიფოების საჭიროება ინდექსებთან დაკავშირებით უნდა ეცნობოს იკაო-ს რეგიონულ ბიუროს.

4. ინდექსების გამოყენება კავშირგაბმულობის წარმოებისას

4.1. ასოთსაბეჭდი კავშირის დროს ინდექსი ყოველთვის გადაიცემა არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი ნიშნით.

4.2. სამეტყველო კავშირის დროს ინდექსის ძირითადი ასო წარმოითქმის იკაო-ს ფონეტიკური ანბანის შესაბამისად.

4.3. იმ შემთხვევაში, როდესაც სამეტყველო კავშირში გამოიყენება 2.3 პუნქტით მითითებული К, U ან S პრეფიქსი, ისინი წარმოითქმიან შემდეგნაირად: K — KOPTER , U — UPPER, S — SUPERSONIC. სიტყვა KOPTER წარმოითქმის ისევე, როგორც სიტყვა helicopter, ხოლო სიტყვები UPPER და SUPERSONIC წარმოითქმის როგორც ინგლისურ ენაში.

4.4. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება 2.4 პუნქტით მითითებული F ან G ასოები, საფრენოსნო ეკიპაჟს არ ევალება მათი გამოყენება სამეტყველო კავშირის დროს.

უსაფრთხოების ბუფერის დადგენის მეთოდოლოგია

შენიშვნა: (არა საავიაციო აქტივობა) პირველი სვეტი გამოიყენება, როდესაც მოქმედების აბსოლუტური სიმაღლე არის 12000 ფუტის ქვევით, მეორე სვეტი გამოიყენება როდესაც მოქმედების სიმაღლე ტოლია ან აღემატება 12000 ფუტს და ტოლია ან ნაკლებია 29000 ფუტისა და მესამე სვეტი,s როდესაც მოქმედების სიმაღლე ტოლია ან აღემატება 29000 ფუტს.

(საავიაციო აქტივობა) მესამე სვეტი გამოიყენება როდესაც დაგეგმილი ზედა ეშელონი აღემატება 290.

ძირითადი წერტილების დაწესების და აღნიშვნის პრინციპები

1. ძირითადი წერტილების დაწესება

1.1. ძირითადი წერტილები, შეძლებისდაგვარად უნდა დაწესდეს სახმელეთო ან სათანამგზავრო სანავიგაციო საშუალებასთან მიმართებით, სასურველია მეტად მაღალ სიხშირეზე (VHF) ან უფრო მაღალ სიხშირეებზე მომუშავე საშუალებებთან მიმართებით.

1.2 ასეთი სახმელეთო ან სათანამგზავრო საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ძირითადი წერტილები უნდა განთავსდეს ადგილებში, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ავტონომიური საბორტო სააერნაოსნო საშუალებით ან ვიზუალური დაკვირვებით იმ შემთხვევაში, როდესაც ნაოსნობა ხორციელდება ვიზუალური სახმელეთო ორიენტირების მიხედვით. საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეზობელ ორგანოებს შორის ან საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის მეთვალყურეებს შორის შეთანხმების მიხედვით, ძირითადი წერტილები შეიძლება აღინიშნოს როგორც „მართვის გადაცემის“ წერტილები.

2. ძირითადი წერტილების ინდექსები, რომლებიც აღნიშნულია სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით

2.1. ძირითადი წერტილების არაკოდირებული დასახელება, სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით

2.1.1. თუ არსებობს პრაქტიკული შესაძლებლობა, ძირითად წერტილებს ენიჭება ადვილად ამოსაცნობი და, სასურველია, ცნობილი გეოგრაფიული ადგილების დასახელება.

2.1.2. ძირითადი წერტილის დასახელების შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი პირობების დაცვას:

ა) დასახელებამ არ უნდა შეუქმნას სირთულე არც პილოტებს და არც სმმ-ს პერსონალს, სმმ-ს კავშირში გამოყენებულ ენაზე მისი წარმოთქმისას. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი წერტილის აღსანიშნად შერჩეული გეოგრაფიული ადგილის ეროვნული დასახელება ქმნის სირთულეს მისი წარმოთქმისას, შეირჩევა ამ დასახელების შემოკლებული ან შეკვეცილი ვარიანტი, რომელიც რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს გეოგრაფიულ მნიშვნელობას;

მაგალითად: FUERSTENFELDBRUCK = FURSTY

ბ) დასახელება ადვილად ამოიცნობა ხმოვან კავშირში და არის ერთმნიშვნელოვანი იმავე საერთო რაიონში არსებულის სხვა ძირითადი წერტილების დასახელებას შორის. გარდა ამისა, დასახელება არ უნდა იწვევდეს გაუგებრობას საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და პილოტებს შორის.

გ) დასახელება, შეძლებისდაგვარად უნდა შედგებოდეს მინიმუმ ექვსი ასოსაგან და წარმოქმნიდეს ორ მარცვალს და სასურველია არ აღემატებოდეს სამ მარცვალს.

დ) შერჩეული დასახელება ერთიდაიგივეა როგორც ძირითადი წერტილისთვის, ისე ამ წერტილით აღნიშნული სანავიგაციო საშუალებისთვის.

2.2. ძირითადი წერტილების კოდირებული ინდექსების სტრუქტურა, რომელიც აღნიშნულია სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით

2.2.1. კოდირებული ინდექსი უნდა იყოს იგივე, რაც სანავიგაციო საშუალების რადიომოსახმობი. ამ ინდექსის სტრუქტურა, შეძლებისდაგვარად, ისეთია, რომ შესაძლებელი იყოს მისი მარტივად მიკუთვნება პუნქტის არაკოდირებული დასახელებისთვის.

2.2.2. კოდირებული ინდექსის დუბლირება არ უნდა მოხდეს შესაბამისი სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობიდან 1100 კმ-ის (600 საზ. მილის) ფარგლებში, გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც ორი სანავიგაციო საშუალება, რომლებიც მუშაობენ სიხშირული სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში, მდებარეობენ ერთი და იგივე ადგილას, მათ, როგორც წესი, გააჩნიათ ერთნაირი რადიომოსახმობი.

2.3. კოორდინაციის მიზნით, სახელმწიფოების საჭიროება კოდირებულ ინდექსებთან დაკავშირებით, უნდა ეცნობოს იკაო-ს რეგიონულ ბიუროს.

3. ძირითადი წერტილების ინდექსები, რომლებიც აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით

3.1. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი წერტილი უნდა დაწესდეს ადგილზე, რომელიც აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალებით და გამოიყენება სმმ-ს მიზნებისთვის, იგი აღინიშნება ცალკე ხუთნიშნა, ადვილად წასაკითხი „კოდირებული დასახელებით“. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინდექსი „კოდირებული დასახელება“ წარმოადგენს როგორც დასახელებას, ისე კოდურ ინდექსს.

შენიშვნა: SID-ის, STAR-ის და ზონალური ნაოსნობის მიხედვით დასაფრენად სახელსაწყო შესვლის სქემებისთვის ასოით-ციფრული კოდირებული დასახელების გამოყენების პრინციპები მოცემულია იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc 8168.

3.2. ინდექსი „კოდირებული დასახელება“ შეირჩევა იმგვარად, რომ სირთულე არ შეექმნას არც პილოტს და არც სმმ-ს პერსონალს, სმმ-ს კავშირის წარმართვის ენაზე მისი წარმოთქმისას.

მაგალითად: ADOLA, KODAP

3.3. აღნიშნული ინდექსი „კოდირებული დასახელება“ ადვილად ამოსაცნობია სამეტყველო კავშირის წარმოებისას და არაორაზროვანია იმავე საერთო რაიონში სხვა ძირითადი წერტილების ინდექსებთან მიმართებით. ძირითად წერტილზე მინიჭებული ცალკეული ხუთ-ასოიანი ადვილად წასაკითხი ინდექსი „კოდირებული დასახელება“ არ ენიჭება არცერთ სხვა ძირითად წერტილს. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ძირითადი წერტილის ადგილმდებარეობის ცვლილება, უნდა შეირჩეს ახალი ინდექსი „კოდირებული დასახელება“. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს უნდა შეინარჩუნოს განაწილებული კონკრეტული ინდექსები „კოდირებული დასახელებით“ სხვა ადგილას განმეორებით გამოსაყენებლად, ასეთი „კოდირებული დასახელებით“ ინდექსები გამოყენებული არ უნდა იყოს მინიმუმ ექვსი თვის განმალობაში.

3.4. კოორდინაციის მიზნით, სახელმწიფოების საჭიროება ცალკეული ხუთნიშნა ადვილად წარმოსათქმელი „კოდირებული დასახელების“ ინდექსებთან დაკავშირებით, უნდა ეცნობოს იკაო-ს რეგიონულ ბიუროს.

3.5. იმ რაიონებში, სადაც დაწესებული არ არის მუდმივი მარშრუტების სისტემა ან სადაც მარშრუტები, რომელზეც ფრენას ახორციელებენ საჰაერო ხომალდები, იცვლება საექსპლუატაციო მოსაზრებიდან გამომდინარე, ძირითადი წერტილები განისაზღვრება და გეოგრაფიული კოორდინატები ეცნობება საერთაშორისო გეოდეზიურ სისტემაში – 1984 (WGS-84), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მუდმივად დაწესებული ძირითადი წერტილები, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ამ რაიონებში შემყვან და/ან გამომყვან წერტილებს, აღინიშნება მე-2 ან მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად.

4. ინდექსების გამოყენება კავშირის წარმოებისას

4.1. სამეტყველო კავშირის დროს ძირითად წერტილზე მისათითებლად, როგორც წესი, გამოიყენება დასახელება, რომელიც შერჩეულია მე-2 ან მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად. თუ ძირითადი წერტილისთვის შერჩეული არაკოდირებული დასახელება, რომელიც აღნიშნულია 2.1 პუნქტის შესაბამისად სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით, არ გამოიყენება, იგი იცვლება კოდირებული ინდექსით, რომელიც სამეტყველო კავშირში წარმოითქმის იკაო-ს ფონეტიკური ანბანის შესაბამისად.

4.2. ასოთსაბეჭდ და კოდირებულ კავშირში ძირითადი წერტილის მისათითებლად გამოიყენება მხოლოდ კოდირებული ინდექსი ან შერჩეული „კოდირებული დასახელება“.

5. შეტყობინების გადასაცემად გამოყენებული ძირითადი წერტილები

5.1. იმისათვის, რომ სმმ-ს ორგანოს შეეძლოს მიიღოს ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ფრენის მიმდინარეობის შესახებ, შესაძლოა საჭირო გახდეს ცალკეული ძირითადი წერტილების დაწესების აუცილებლობა, როგორც შეტყობინების გადაცემის პუნქტებისა.

5.2. მსგავსი პუნქტების დაწესებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახე;

ბ) მოძრაობის ჩვეული ინტენსიობა;

გ) სიზუსტე, რომლითაც საჰაერო ხომალდებს შეუძლიათ დაიცვან ფრენის მიმდინარე გეგმა;

დ) საჰაერო ხომალდის სიჩქარე;

ე) ეშელონირების გამოყენებული მინიმუმები;

ვ) საჰაერო სივრცის სტრუქტურის სირთულე;

ზ) მართვის გამოყენებული მეთოდები;

თ) ფრენის ძირითადი ეტაპების დაწყება ან დასრულება (სიმაღლის აღება, დაშვება, მიმართულების ცვლილება და ა.შ.);

ი) მართვის გადაცემის წესი;

კ) უსაფრთხოების და საძებნ-სამაშველო ასპექტები;

ლ) საფრენოსნო ეკიპაჟის დატვირთვა და „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის არხების დატვირთვა.

5.3. შეტყობინების გადაცემის პუნქტები უნდა დაწესდეს ან როგორც „სავალდებულო“ ან როგორც „მოთხოვნისამებრ“.

5.4. „სავალდებულო“ შეტყობინების პუნქტების დაწესებისას სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) რომელიმე წერტილში სანავიგაციო საშუალების არსებობა არ ნიშნავს შეტყობინების პუნქტად მის სავალდებულო განსაზღვრა.

ბ) სავალდებულო შეტყობინების პუნქტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, რაც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს ინფორმირებისთვის საჰაერო ხომალდის ფრების მიმდინარეობის შესახებ, საფრენოსნო ეკიპაჟებისა და მეთვალყურეების დატვირთვის, ასევე „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის არსების დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობის გათვალისწინებით.

გ) სავალდებულო შეტყობინების პუნქტები ყოველთვის არ წესდება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების ან სამეთვალყურეო რაიონების საზღვრებზე.

5.5. „მოთხოვნისამებრ“ შეტყობინების გადაცემის პუნქტები შეიძლება დაწესდეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საჭიროების გათვალისწინებით, ადგილმდებარეობის დამატებითი შეტყობინების შესახებ, როდესაც ამას ითხოვს არსებული პირობები.

5.6. შეტყობინების სავალდებულო გადაცემის პუნქტების და მოთხოვნისამებრ შეტყობინების გადაცემის პუნქტების დანიშნულება ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას, რათა მინიმუმდე იყოს დაყვანილი ადგილმდებარეობის შესახებ მიმდინარე შეტყობინების საჭიროება, რაც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

5.7. ყოველგვარ პირობებში ყოველი ფრენისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს სავალდებულო შეტყობინების პუნქტების გადაფრენისას მიმდინარე შეტყობინების გადაცემა. ამ პრინციპით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე:

ა) საჰაერო ხომალდებს, რომლებიც ფრენას ახორციელებენ დიდი სიჩქარით და დიდ სიმაღლეებზე, არ მოეთხოვებათ ადგილმდებარეობის შესახებ მიმდინარე შეტყობინება, შეტყობინების გადაცემის ყოველი პუნქტის გადაფრენისას, რომელიც დაწესებულია როგორც სავალდებულო შეტყობინების პუნქტი საჰაერო ხომალდებისთვის, რომლებიც ფრენას ახორციელებენ მცირე სიჩქარით და დაბალ სიმაღლეებზე.

ბ) საჰაერო ხომალდს, რომელიც ახორციელებს ტრანზიტულ ფრენას საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის გავლით, არ მოეთხოვება გადასცეს შეტყობინება ადგილმდებარეობის შესახებ იმავე სიხშირით, რაც მოეთხოვება მომფრენ და გამფრენ საჰაერო ხომალდებს.

5.8. რაიონებში, სადაც პრაქტიკულად მიზანშეწონილი არ არის შეტყობინების გადაცემის პუნქტების დაწესების ზემოაღნიშნული პრინციპები, შეიძლება შეიქმნას შეატყობინებს გადაცემის სისტემა, გრძედისა და განედის მითითებით, რომელიც გამოისახება მთელ გრადუსებში.

განაცხადი საჰაერო სივრცის ცვლილებაზე

1. მონაცემები ორგანიზაციის შესახებ

განმცხადებელი პირი
ორგანიზაციის იურიდიული დასახელება:
ტელ: ელ. ფოსტა:

2. განაცხადის წარდგენის მიზეზი

საქმიანობა ან ღონისძიება:

3. აღნიშვნის დეტალები

სმმ-ს საჰაერო სივრცე
საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი სამეთვალყურეო რაიონი სამეთვალყურეო არე
სააეროდრომო მოძრაობის არე საფრენოსნო საინფორმაციო არე
სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე
ფრენისათვის აკრძალულ არე ფრენისათვის შეზღუდულ არე ფრენისათვის სახიფათო არე
სხვა:
დიზაინი
სმმ-ს მარშრუტი სხ სტანდარტული სამიმოსვლო მარშრუტი სხ გადართვის წერტილ
ძირითადი წერტილი ვიზუალური წერტილი სხვა:
სტატუსი: მუდმივად დროებით
გააქტიურება: დრო და ხანგრძლიობა
(მიუთითეთ დრო UTC-ის მიხედვით ან ადგილობრივი დრო, ან აქტიურია დღის განმავლობაში ან NOTAM-ის მიხედვით)
ადგილმდებარეობა: რაიონი ან აეროდრომი
გვერდითი ზომები
(მიუთითეთ რადიუსი ან ცნობილი თავისებურებები ან გეოგრაფიული კოორდინატები WGS-84-ის მიხედვით: GPS მონაცემები)
ვერტიკალური ზომები
(მიუთითეთ ქვედა და ზედა საზღვრები, ფუტებში; ზღვის საშუალო დონიდან: AMSL ან მიწის ზედაპირიდან: AGL)

4. მმართველი ორგანო, დადგენილი ორგანო ან სმმ-ს ორგანო

ორგანო
მმართველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ არის ექსპლუატაციაზე
საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: პირი/თანამდებობა
საკონტაქტო ინფორმაცია
სიხშირე (არსებობის შემთხვევაში)

კონსულტაცია და სხვა ინფორმაცია

კონსულტაცია: საფუძველი ან შეთანხმება და მოლაპარაკება საჰაერო სივრცის სხვა შესაბამის მომხმარებელთან
(აუცილებლობისას, ცალკე ფურცელზე)

დანართი 6: საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა

1. სმმ-ს საჰაერო სივრცე

ა) საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი

FIR
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

თბილისი FIR 411750.25N 0450054.96E – შემდეგ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 410723.68N 0432824.49E – შემდეგ თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 413114.25N 0413248.94E – 4136N 04117E – 4154N 04020E – 4311N 03955E – 432310.62N 0400037.04E – შემდეგ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 415448.92N 0462529.43E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 411750.25N 045 054.96E.

GND – UNL

C და G

ბ) სამეთვალყურეო რაიონი

CTA
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

მომსახურების

უზრუნველმყოფი ორგანოს დასახელება

აღმოსავლეთი სექტორი 412957.56N 0425215.78E – 415414N 0425030E – 421054.00N 0430626E – 4217N 04304E – 431042.74N 0424242.79E შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 415448.92N 0462529.43E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 411750.25N 0450054.96E. – შემდეგ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 410723.68N 0432824.49E- შემდეგ თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 412957.56N 0425215.78E

FL 85 ან 2000 ft AGL

იმისდა მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი –

FL 660

C

თბილისის ACC
დასავლეთი სექტორი 412957.56N 0425215.78E – შემდეგ თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 413114.25N 0413248.94E – 4136N 04117E – 4154N 04020E – 4311N 03955E – 432310.62N 0400037.04E – შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 431042.74N 0424242.79E – 4217N 04304E- 421054.00N 0430626E – 415414N 0425030E – 412957.56N 0425215.78E

FL 85 ან 2000 ft AGL

იმისდა მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი –

FL 660

C

თბილისის ACC

გ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი

გ.ა) თბილისის TMA

TMA
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

მომსახურების

უზრუნველმყოფი ორგანოს დასახელება

თბილისი TMA-ი 414430N 0453230E-412950N 0453255E- 412736N 0451233E-411727N 0450002E-- 413150N 0442830E-414800N 0442400E-415910N 0443650E- 414430N 0453230E C კლასი
სექტორი 1 415230N 0445430E-414610N 0450730E- 414140N 0453235E-412950N 0453255E- 412736N 0451233E – 411727N 0450002E -412814N 0443627E-414500N 0443640E-415050N 0444530E- 415230N 0445430E

FL 115

3500 ft AMSL

თბილისის

APP

სექტორი 2 415910N 0443650E-414430N 0453230E- 414140N 0453235E- 414610N 0450730E- 415230N 0445430E-415050N 0444530E- 414500N 0443640E-414946N 0442601E- 415910N 0443650E

FL 115

6000 ft AMSL

თბილისის

APP

სექტორი 3 414946N 0442601E-414500N 0443640E- 412814N 0443627E-413150N 0442830E- 414800N 0442400E-414946N 0442601EFL

FL 115

7000 ft AMSL

თბილისის

APP

სექტორი 4 414500N 0443640E – 414811N 0442935E – 415549N 0444103E – 415230N 0445430E – 415050N 0444530E – 414500N 0443640E

FL115

5000 ft AMSL

თბილისის

APP

გ.ბ) ქუთაისის TMA

TMA
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

მომსახურების

უზრუნველმყოფი ორგანოს დასახელება

ქუთაისი

TMA-ი

421550N 0430700E-420055N 0430815E- 415600N 0422550E- 415659N 0414755E- 420400N 0412010E-423525N 0415110E- 421550N 0430700E C კლასი
სექტორი 1 421550N 0430700E-421309N 0430714E- 421610N 0424835E- 422347N 0423643E- 421550N 0430700E

FL 115

3000 ft AMSL

ქუთაისის APP
სექტორი 2

421309N 0430714E-420609N 0430749E- 420535N 0424645E- 421610N 0424835E-

421309N 0430714E

FL 115

2500 ft AMSL

ქუთაისის APP
სექტორი 3

420609N 0430749E-420055N 0430815E- 415600N 0422550E- 420530N 0422000E-

420420N 0422904E-420535N 0424645E- 420609N 0430749E

FL 115

5000 ft AMSL

ქუთაისის APP
სექტორი 4

415600N 0422550E- 415652N 0415301E- 420650N 0420230E- 420530N 0422000E-

415600N 0422550E 

 FL 115

3000 ft AMSL

ქუთაისის APP
სექტორი 5

422347N 0423643E- 421610N 0424835E- 420535N 0424645E- 420420N 0422904E-

420530N 0422000E- 420650N 0420230E-415652N 0415301E- 415659N 0414755E- 420400N 0412010E- 423525N 0415110E- 422347N 0423643E

FL 115

1500 ft AMSL

ქუთაისის APP

გ.დ) ბათუმის TMA

TMA
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცისკლასი

მომსახურების

უზრუნველმყოფი ორგანოს დასახელება

ბათუმი

TMA-ი

420819N 0410250E – 415659N 0414755E – 413128N 0415756E – შემდეგ თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 413114.25N 0413248.94E-413600N 0411655E- 414151N 0405843E- 420426N 0405703E – 420819N 0410250E C კლასი
სექტორი 1 414544N 0415223E- 413128N 0415756E – შემდეგ თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის – 413114.25N 0413248.94E- 413240N 0414245E-414544N 0415223E

FL 115

6000 ft AMSL

ბათუმის

APP

სექტორი 2

420819N 0410250E – 415659N 0414755E- 414544N 0415223E- 413240N 0414245E-

413114.25N 0413248.94E -414151N 0405843E- 420426N 0405703E 420819N 0410250E

FL 115

1500 ft AMSL

ბათუმის

APP

დ) სამეთვალყურეო არე

CTR
დასახელება გვერდითი საზღვრები

ზედა საზღვარი/

საჰაერო სივრცის კლასი

თბილისი

415230N 0445430E 413530N 0451400E

412740N 0450720E 413000N 0445740E

414310N 0444110E 415230N 0445430E

4500 ft AMSL / C კლასი
ქუთაისი

6 საზ. მილის რადიუსის წრე, ცენტრის

კოორდინატებით 421036N 0422857E

1500 ft AMSL / C კლასი
ბათუმი

5 საზ. მილის რადიუსის წრე, ცენტრის

კოორდინატებით 413636N 0413559E

1500 ft AMSL / C კლასი

ე) საფრენოსნო საინფორმაციო არე

FIZ
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

დანიშნულება
მესტია 425641N 0425414E-425946N 0425446E-430601N 0424823E- 430726N 0423932E – 425915N 0422945E – 425641N 0425414E

2000 ft AGL

კლასი G

სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება
ამბროლაური წრე, რადიუსით 5NM, ცენტრის კოორდინატებით 42313679N 043080764E

2000 ft AGL

კლასი G

სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული მომსახურება

ვ) სააეროდრომო მოძრაობის არე

ATZ
დასახელება გვერდითი საზღვრები და კოორდინატები

ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო

სივრცის კლასი

დანიშნულება
თელავი წრე, რადიუსით 5NM, ცენტრის კოორდინატებით 415712N 0453028E

1000 ft AGL

კლასი G

სააეროდრომო მოძრაობის უზრუნველყოფა
ნატახტარი წრე, რადიუსით 2NM, ცენტრის კოორდინატებით 415513N 0444309E

1000 ft AGL

კლასი G

სააეროდრომო მოძრაობის უზრუნველყოფა

2. სპეციალური დანიშნულების საჰაერო სივრცე

ა) ფრენისთვის აკრძალული არეები

დასახელება კოორდინატები

ზედა საზღვარი/

საწყისი დონე

სუფსა

UGP 01

წრე, რადიუსით 2 NM, ცენტრის კოორდინატებით 420124N 0414607E

1000 ft AGL

GND

ბ) ფრენისთვის შეზღუდული არეები

ფრენისთვის შეზღუდული არეები
დასახელება კოორდინატები

ზედა საზღვარი/

საწყისი დონე

დანიშნულება და შეზღუდვის პირობა

სოლოლაკი

UGR 01

წრე, რადიუსით 1.6NM, ცენტრის კოორდინატებით 414115N 0444755E

6000 ft AMSL

GND

ფრენები დაშვებულია სმმ-ს ორგანოსთან შეთანხმებით

კოჯორი

UGR 02

წრე, რადიუსით 0.5NM, ცენტრის კოორდინატებით 414001N 0444049E

5700 ft AMSL

GND

თავდაცვის სამინისტროს მიზნებისათვის

ფრენები დაშვებულია მხოლოდ ცსპ-თან შეთანხმებით

ვაზიანი 1

UGR 03

წრე, რადიუსით 0.8NM, ცენტრის კოორდინატებით 414100N 0450322E

4500 ft AMSL

GND

გორი 1

UGR 04

წრე, რადიუსით 1 NM, ცენტრის კოორდინატებით 4201N 04406E

4000 ft AMSL

GND

სენაკი

UGR 05

წრე, რადიუსით 3NM, ცენტრის კოორდინატებით 4214N 04203E

3000 ft AMSL

GND

ხონი

UGR 06

წრე, რადიუსით 2NM, ცენტრის კოორდინატებით 4218N 04223E

2500 ft AMSL

GND

ქობულეთი

UGR 07

წრე, რადიუსით 1.5 NM, ცენტრის კოორდინატებით 415025.76N 0414759E

2000 ft AMSL

GND

კრწანისი

UGR 08

413519N 0445206E – 413519N 0445624E -

- 413308N 0445624E – 413308N 0445206E -413519N 0445206E

3000 ft AMSL

GND

ალგეთი

UGR 09

413128N 0451129E – 413130N 0451715E – 412815N 0451714E – 41 28 9.43N 045 15 30.84E – 412638N 0451130E – 413128N 0451129E

3000 ft AMSL

GND

ვაზიანი 2

UGR 10

413948N0450509E – 413956N0451240E – 413530N0451221E – 413454N0450955E -413543N0450845E – 413548N0450738E – 413656N0450520E – 413803N0450355E – 413856N0450357E – 413948N0450509E

3500 ft AMSL

GND

გორი 2

UGR 11

415949N 0440730E – 415949N 0440839E – 415908N 0440839E – 415905N 0440738E – 415949N 0440730E

3000 ft AMSL

GND

სიმონეთი

UGR 12

421609N 0425139E – 421613N 0425418E – 421444N 0425422E -

421442N 0425143E – 421609N 0425139E-

3000 ft AMSL

GND

გოგნი

UGR 13

421627N 0425742E – 421628N 0425952E – 421517N 0425952E -

421514N 0425744E – 421627N 0425742E-

3000 ft AMSL

GND

ორფოლო

UGR 14

413837N 0430313E – 413931N 0430658E – 413933N 0430942E – 413831N 0430945E- 413819N 0430700E – 413805N 0430310E-413837N 0430313E

5000 ft AMSL

GND

კახეთი

ზონა 1

UGR 15

42 13 15N 045 01 27E – 42 12 59.96N 045 36 27.5E – 41 47 04N 045 36 06E – 41 47 10N 045 01 26E –

42 13 15N 045 01 27E

FL 310

GND

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება

აპრილი – ოქტომბრის შუალედში ფრენები იზღუდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს

(სმმ-ს შესაბამისი ორგანის) მხრიდან წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე

კახეთი

ზონა 2

UGR 16

42 12 59.96N 045 36 27.5E – შემდეგ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 42 06 30.61N 045 52 15.03E – 41 46 58N 045 52 00E –

41 47 04N 045 36 06E – 42 12 59.96N 045 36 27.5E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 3

UGR 17

42 06 30.61N 045 52 15.03E – შემდეგ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 54 49.00 N 046 25 29.43E -შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 46 42,21 N 046 18 18,34 E – 41 46 58N 045 52 00E –

42 06 30.61N 045 52 15.03E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 4

UGR 18

41 47 10N 045 01 26E – 41 47 04N 045 36 06E –

41 36 14N 045 36 00E – 41 36 20N 045 01 26E –

41 47 10N 045 01 26E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 5

UGR 19

41 47 04N 045 36 06 E – 41 46 58N 045 52 00E – 41 36 09N 045 51 50E – 41 36 14N 045 36 00E –

41 47 04N 045 36 06 E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 6

UGR 20

41 46 58N 045 52 00E – 41 46 42.21N 046 18 18.34E -შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ -41 35 51.87 N 046 19 4 6.77E-

41 36 09N 045 51 50E – 41 46 58N 045 52 00E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 7

UGR 21

41 36 20N 045 01 26E – 41 36 14N 045 36 00E –

41 22 26,15 N 045 35 52,51E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 18 23,68 N 045 01 26E – 41 36 20N 045 01 26E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 8

UGR 22

41 36 14N 045 36 00E – 41 36 09N 045 51 50E –

41 12 57,26N 045 51 07,92E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 22 26,15 N 045 35 52,51E – 41 36 14N 045 36 00E

FL 310

GND

კახეთი

ზონა 9

UGR 23

41 36 09N 045 51 50E – 41 35 51,87N 046 19 46,77E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 09 41,33N 046 39 12,60E – 41 09 57,66 N 046 18 08,96 E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 41 12 57,26 N 045 51 07,92E – 41 36 09N 045 51 50E

FL 310

GND

გ)საწვრთნელ-სავარჯიშო არეები

საწვრთნელ სავარჯიშო არეები
დასახელება კოორდინატები

ზედა საზღვარი/

საწყისი დონე

დანიშნულება და აქტივაციის პირობა
მარნეული 1 წრე, რადიუსით 5NM, ცენტრის კოორდინატებით 412729N 0444645E

3500 ft AMSL

GND

თავდაცვის სამინისტროსა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (სმმ-ს ორგანოს) შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე
მარნეული 2

413700N 0442700E – 413000N 0445800E -

412500N 0445900E – 412154.77N 0450713.91E – შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ – 411750.25N 0450054.96E -შემდეგ სომხეთის საზღვრის გასწვრივ – 411249.05N 0441856.37E- 413700N 0442700E

FL 140

GND

მარნეული 3 413800N 0440700E – 413700N 0442700E -411249.05N 0441856.37E-შენდეგ სომხეთის საზღვრის გასწვრივ – 411113.49N 0440656.25E- 413600N 0440000E – 413800N 0440700E

FL 140

GND

კოპიტნარი წრე, რადიუსით 5NM, ცენტრის კოორდინატებით 421037N 0422858E

FL 150

GND

თავდაცვის სამინისტროს მიზნებისათვის

არეების აქტივაცია ხდება თავდაცვის სამინისტროს ინიცირებით

გორი 415949N 0440730E – 415949N 0440839E – 415908N 0440839E – 415905N 0440738E – 415949N 0440730E

7000 ft AMSL

GND

კრწანისი

413519N 0445206E – 413519N 0445624E -

- 413308N 0445624E – 413308N 0445206E -413519N 0445206E

7000 ft AMSL

GND

ალგეთი 413128N 0451129E – 413130N 0451715E – 412815N 0451714E – 41 28 9.43N 045 15 30.84E – 412638N 0451130E – 413128N 0451129E

7000 ft AMSL

GND

ორფოლო 413837N 0430313E – 413931N 0430658E – 413933N 0430942E – 413831N 0430945E- 413819N 0430700E – 413805N 0430310E-413837N 0430313E

7000 ft AMSL

GND

სიმონეთი

421609N 0425139E – 421613N 0425418E – 421444N 0425422E -

421442N 0425143E – 421609N 0425139E-

7000 ft AMSL

GND

გოგნი

421627N 0425742E – 421628N 0425952E – 421517N 0425952E -

421514N 0425744E – 421627N 0425742E-

7000 ft AMSL

GND

ვაზიანი 413948N0450509E – 413956N0451240E – 413530N0451221E – 413454N0450955E -413543N0450845E  -413548N0450738E -413656N0450520E – 413803N0450355E – 413856N0450357E – 413948N0450509E

FL 115

GND

თელავი

421100N 0451300E – 414900N 0461500E -

414200N 0454500E – 420300N 0450500E -

421100N 0451300E

2000 ft AGL

GND

ბოლნისი წრე, რადიუსით 6NM, ცენტრის კოორდინატებით 412904N 0443202E

FL 140

GND