ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 98%
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №321 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
დანართი.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი - სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი − სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესი“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ელექტროქსელში მომუშავე იმ სამაცივრო მოწყობილობების ეტიკეტირებისა და პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნებს, რომელთა მოცულობა 10 ლიტრზე მეტია, ხოლო მაქსიმალური - 1500 ლიტრი.
ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
ა) პროფესიონალურ სამაცივრო შემნახველ კამერებზე და სავენტილაციო კამერებზე, გარდა პროფესიონალური საყინულეებისა;
ბ) სამაცივრო მოწყობილობებზე პირდაპირი გაყიდვის ფუნქციით;
გ) მობილურ სამაცივრო მოწყობილობებზე;
დ) მოწყობილობებზე, რომელთა პირველადი დანიშნულება არ არის გაცივების მეშვეობით საკვები პროდუქტების შენახვა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლში მოცემული შემდეგი ტერმინები:
ა) „ქსელი“ ან „ელექტრო ქსელი“ - ელექტროენერგიის მიწოდება 230 (± 10 %) ვოლტი ქსელიდან ცვლადი დენით 50 ჰც სიხშირეზე;
ბ) „სამაცივრო მოწყობილობა“ - ერთი ან რამდენიმე განყოფილების მქონე იზოლირებული კამერა, რომელიც რეგულირდება სპეციფიკურ ტემპერატურაზე, გრილდება ბუნებრივი ან იძულებითი კონვექციის საშუალებით, რომლის დროსაც გაგრილება შესაძლებელია ენერგიის მომხმარებელი ერთი ან მეტი საშუალებით;
გ) „განყოფილება“ - დახურული ადგილი სამაცივრო მოწყობილობაში, რომელიც გამოყოფილია სხვა განყოფილებებისგან დანაყოფით, კონტეინერით ან მსგავსი კონსტრუქციით, რომელიც პირდაპირ არის ხელმისაწვდომი ერთი ან რამდენიმე გარე კარიდან და შეიძლება დაიყოს ქვეგანყოფილებებად. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, განყოფილება მოიცავს როგორც განყოფილებას, ასევე ქვეგანყოფილებას;
დ) „გარე კარი“ - კამერის ნაწილი, რომლის გადაადგილება ან მოხსნა შესაძლებელია, დატვირთვის კამერის გარე სივრციდან შიგნით ან პირიქით, შიგნიდან გარეთ გადასატანად;
ე) „ქვეგანყოფილება“ - დახურული სივრცე განყოფილებაში, რომლის ოპერაციული ტემპერატურის დიაპაზონი განსხვავდება იმ განყოფილების დიაპაზონისგან, რომელშიც ის მდებარეობს;
ვ) „მთლიანი მოცულობა“ (V) - სივრცის მოცულობა სამაცივრო მოწყობილობის შიდა ფენაში, რაც განყოფილების მოცულობების ჯამის ტოლია და გამოხატულია dm3 ან ლიტრებში;
ზ) „განყოფილების მოცულობა“ (Vc) - განყოფილების შიდა ფენის შიგნით არსებული სივრცის მოცულობა, რაც გამოხატულია dm3 ან ლიტრებში;
თ) „პროფესიონალური სამაცივრო შესანახი კამერა“ - იზოლირებული სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ერთ ან მეტ განყოფილებას, რომელიც ხელმისაწვდომია ერთი ან მეტი კარით ან უჯრით. მას შეუძლია უწყვეტად შეინარჩუნოს საკვების ტემპერატურა დადგენილ ფარგლებში გაცივებულ ან გაყინულ სამუშაო ტემპერატურაზე, ორთქლის შეკუმშვის ციკლის გამოყენებით და გამოიყენება საკვები პროდუქტების არასაყოფაცხოვრებო გარემოში შესანახად;
ი) „სავენტილაციო კამერა“ - იზოლირებული სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცხელი საკვების სწრაფად გასაგრილებლად 10°C-მდე გაციების შემთხვევაში და გაყინვის შემთხვევაში -18°C-მდე;
კ) „პროფესიონალური საყინულე“ - საყინულე, რომელშიც განყოფილება(განყოფილებები) ხელმისაწვდომია მოწყობილობის ზემოდან ან რომელსაც აქვს როგორც ზემოდან გასახსნელი, ასევე თავდაყირა ტიპის განყოფილებები. ზემოდან გასახსნელი ტიპის განყოფილებ(ებ)ის მთლიანი მოცულობა აღემატება მოწყობილობის მთლიანი მოცულობის 75%-ს. პროფესიონალური საყინულე გამოიყენება საკვები პროდუქტების არასაყოფაცხოვრებო გარემოში შესანახად;
ლ) „საყინულე“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ოთხვარსკვლავიანი განყოფილება;
მ) „საყინულე განყოფილება“ ან „ოთხვარსკვლავიანი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის -18°C და აკმაყოფილებს გაყინვის მოცულობისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) „გაყინული განყოფილება“ - განყოფილების ტიპი, რომლის სამიზნე ტემპერატურა 0°C-ია ან მასზე ნაკლები. გაყინული განყოფილება შეიძლება იყოს ნულვარსკვლავიანი, ერთვარსკვლავიანი, ორვარსკვლავიანი, სამვარსკვლავიანი ან ოთხვარსკვლავიანი განყოფილება, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ო) „განყოფილების ტიპი“ - დეკლარირებული განყოფილების ტიპი Tmin, Tmax, Tc სამაცივრო ფუნქციონირებისა და სხვა პარამეტრების მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
პ) „სამიზნე ტემპერატურა“ (Tc) - ტექნიკური შემოწმების დროს განყოფილებაში არსებული საბაზისო ტემპერატურა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად. სამიზნე ტემპერატურა არის ენერგიის მოხმარების შესამოწმებლად გამოყენებული ტემპერატურა, გამოიხატება როგორც საშუალო მნიშვნელობა დროში და სენსორების ერთობლიობაში;
ჟ) „მინიმალური ტემპერატურა“ (Tmin) - შენახვის ტექნიკური შემოწმების დროს განყოფილებაში არსებული მინიმალური ტემპერატურა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
რ) „მაქსიმალური ტემპერატურა“ (Tmax) - შენახვის ტექნიკური შემოწმების დროს განყოფილებაში არსებული მაქსიმალური ტემპერატურა, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ს) „ნულვარსკვლავიანი განყოფილება“ და „ყინულის დასამზადებელი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის 0 °C, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ტ) „ერთვარსკვლავიანი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის - 6°C, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
უ) „ორვარსკვლავიანი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის - 12°C, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ფ) „3ვარსკვლავიანი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის - 18°C, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ქ) „სამაცივრო მოწყობილობა პირდაპირი გაყიდვის ფუნქციით“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლისთვის გარემოს ტემპერატურაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე პროდუქტის საჩვენებლად და გასაყიდად, რომელიც ხელმისაწვდომია პირდაპირ ღია მხრიდან ან ერთი ან მეტი კარიდან, ან უჯრით, ან ორივე ერთად. ის ასევე მოიცავს განყოფილებებს, რომლებიც გამოყენებულია შესანახად ან მომხმარებელთათვის მიუწვდომელი ნივთების მომსახურების ხელშესაწყობად და არ მოიცავს მინიბარებსა და ღვინის შესანახ მოწყობილობებს;
ღ) „მინიბარი“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომლის მაქსიმალური საერთო მოცულობა 60 ლიტრია. ის ძირითადად განკუთვნილია სასტუმროს ოთახებში და მსგავს ადგილებში საკვები პროდუქტების შესანახად და გასაყიდად;
ყ) „ღვინის შესანახი მოწყობილობა“ - სპეციალური სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ღვინის შესანახად, გააჩნია ტემპერატურის ზუსტი რეგულირება შენახვის პირობებისა და ღვინის შესანახი განყოფილების სამიზნე ტემპერატურისთვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად და აღჭურვილია ვიბრაციის საწინააღმდეგო საშუალებებით;
შ) „სპეციალური სამაცივრო მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ერთი ტიპის განყოფილება;
ჩ) „ღვინის შესანახი განყოფილება“ - გაუყინავი განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურაა 12 °C, შიდა ტენიანობის დიაპაზონი 50%-დან 80%-მდე და შენახვის პირობები 5 °C-დან 20 °C-მდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ც) „გაუყინავი განყოფილება“ - განყოფილების ტიპი, რომლის სამიზნე ტემპერატურა 4°C-ის ტოლია ან მეტი. ის შეიძლება იყოს საკუჭნაო, ღვინის შესანახი, სარდაფი ან ახალი საკვების განყოფილება;
ძ) „საკუჭნაო განყოფილება“ - გაუყინავი განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურაა 17°C და შენახვის პირობების დიაპაზონი 14°C-დან 20°C-მდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
წ) „მარნის განყოფილება“ - გაუყინავი განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურაა 12°C და შენახვის პირობების დიაპაზონი 2°C-დან 14°C-მდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ჭ) „ახალი საკვების განყოფილება“ - გაუყინავი განყოფილება, რომლის სამიზნე ტემპერატურაა 4°C და შენახვის პირობების დიაპაზონი 0°C-დან 8°C-მდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ხ) „მობილური სამაცივრო მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ელექტროქსელთან წვდომის არარსებობის შემთხვევაში და რომელიც იყენებს დამატებით დაბალი ძაბვის ელექტროენერგიას (< 120 V DC) ან საწვავს ან ორივე მათგანს, როგორც ენერგიის წყაროს სამაცივრო ფუნქციონირებისთვის. ის მოიცავს სამაცივრო მოწყობილობას, რომელიც დამატებით დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის ან საწვავის, ან ორივეს გარდა, შეიძლება იყოს ელექტრულ ქსელზე მუშაობდეს გარე AC/DC კონვერტორის მეშვეობით, რომლის შეძენა შესაძლებელია დამოუკიდებლად. მოწყობილობა, რომელიც ბაზარზე განთავსებულია AC/DC კონვერტორით, არ მიეკუთვნება მობილურ სამაცივრო მოწყობილობას;
ჯ) „საკვები პროდუქტები“ - საკვები, ინგრედიენტები, სასმელი, მათ შორის, ღვინო და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომლებიც გარკვეულ ტემპერატურებზე გაცივებას საჭიროებს;
ჰ) „გაყიდვის ადგილი“ - ადგილმდებარეობა, სადაც სამაცივრო მოწყობილობები არის განთავსებული ან შემოთავაზებული გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით შესაძენად;
ჰ1) „ჩაშენებული მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც შექმნილია, ტექნიკურად შემოწმებულია და ექსკლუზიურად ბაზარზე განთავსებულია:
ჰ1.ა) კამერაში დასამონტაჟებლად ან ჩასმულია (ზედა, ქვედა და გვერდითი) პანელებით;
ჰ1.ბ) საიმედოდ დასამაგრებლად კამერის ან პანელების გვერდებზე, ზემოთ ან იატაკზე;
ჰ1.გ) აღჭურვილია ინტეგრალური ქარხნული ჩარჩოთი ან დამონტაჟებულია მორგებული წინა პანელით;
ჰ2) „ენერგოეფექტურობის ინდექსი“ (EEI) - სამაცივრო მოწყობილობის ფარდობითი ენერგოეფექტურობის ინდექსის რიცხვი, გამოხატული პროცენტებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება ტერმინთა შემდეგი განმარტებები:
ა) „სწრაფი რეაგირების (QR) კოდი“ - პროდუქტის მოდელის ენერგეტიკულ ეტიკეტზე დატანილი მატრიცული შტრიხკოდი, რომელიც უკავშირდება ამ მოდელის შესახებ ინფორმაციას პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში;
ბ) „წლიური ენერგიის მოხმარება“ (AE) - ენერგიის საშუალო დღიური მოხმარება გამრავლებული 365-ზე (დღეები წლის განმავლობაში), გამოხატული კვტ/სთ-ში წლის მიხედვით (კვტ/სთ), გაანგარიშებული III დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
გ) „ენერგიის დღიური მოხმარება“ (Edaily) - სამაცივრო მოწყობილობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში საბაზისო პირობებში, გამოხატული კვტ/სთ-ში 24 საათში (კვტსთ/24 სთ), გაანგარიშებული III დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
დ) „გაყინვის მოცულობა“ - ახალი საკვები პროდუქტების რაოდენობა, რომლის გაყინვა შესაძლებელია საყინულეში 24 საათის განმავლობაში; ის არ უნდა იყოს 4,5 კგ-ზე ნაკლები 24 სთ-ში საყინულე განყოფილების 100 ლიტრზე, მინიმუმ 2,0 კგ/24 სთ;
ე) „გაგრილების განყოფილება” - განყოფილება, რომელსაც შეუძლია საშუალო ტემპერატურის რეგულირება გარკვეულ დიაპაზონში მომხმარებლის მიერ დარეგულირების გარეშე, სამიზნე ტემპერატურაზე 2°C და შენახვის პირობებით -3°C-დან 3 °C-მდე დიაპაზონში, III დანართის მე-3 ცხრილის შესაბამისად;
ვ) „საჰერო აკუსტიკური ხმაურის ემისია“ - სამაცივრო მოწყობილობის ხმის სიმძლავრის დონე, გამოხატული dB(A) re 1 pW (A-weighted);
ზ) „კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი“ - გამათბობელი, რომელიც ხელს უშლის სამაცივრო მოწყობილობის კონდენსაციას;
თ) „კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი გარემოს კონტროლით“ - კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი, რომლის გათბობის სიმძლავრე დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე ან ორივე მათგანზე;
ი) „დამხმარე ენერგია“ (Eaux) - ენერგია, რომელსაც მოიხმარს კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი გარემოს კონტროლით, გამოხატული კვტ/სთ წელიწადში (კვტსთ/წელი);
კ) „დისპენსერი“ - მოწყობილობა, რომელიც სამაცივრო მოწყობილობიდან ანაწილებს გაცივებულ ან გაყინულ ტვირთს, როგორიცაა ყინულის კუბის დისპენსერები ან გაცივებული წყლის დისპენსერები;
ლ) „ცვლადი ტემპერატურის განყოფილება“ - განყოფილება, რომელიც განკუთვნილია ორი ან მეტი ალტერნატიული ტიპის განყოფილებად გამოსაყენებლად, მაგალითად, განყოფილება, რომელიც შეიძლება იყოს ახალი საკვების განყოფილება ან საყინულე. მომხმარებელს შეუძლია მისი დაყენება იმგვარად რომ სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი უწყვეტად შენარჩუნდეს, თითოეული დეკლარირებული განყოფილების ტიპისთვის. განყოფილება, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი განყოფილების ტიპად გამოსაყენებლად და ასევე აკმაყოფილებს სხვა ტიპის განყოფილების შენახვის პირობებს (მაგალითად, გამაგრილებელი განყოფილება, რომელიც ასევე შეიძლება აკმაყოფილებდეს ნულვარსკვლავიან მოთხოვნებს), არ არის ცვლადი ტემპერატურის განყოფილება;
მ) „ქსელი“ - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ბმულების ტოპოლოგიით და არქიტექტურით, რომელიც მოიცავს ფიზიკურ კომპონენტებს, ორგანიზაციულ პრინციპებს და კომუნიკაციის პროცედურებსა და ფორმატებს (პროტოკოლებს);
ნ) „ორვარსკვლავიანი სექცია“ - სამვარსკვლავიანი ან ოთხვარსკვლავიანი განყოფილების ნაწილი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ინდივიდუალური შესასვლელი კარი ან სახურავი და მისი სამიზნე ტემპერატურა და შენახვის პირობები არის -12 °C;
ო) „კლიმატის კლასი“ - III დანართის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოს ტემპერატურის დიაპაზონი, რომელშიც უნდა ოპერირებდეს სამაცივრო მოწყობილობები და III დანართის მე-3 ცხრილით გათვალისწინებული შენახვის პირობები დაკმაყოფილებულია ერთდროულად ყველა განყოფილებაში;
პ) „გალღობისა და აღდგენის პერიოდი“ - გალღობის კონტროლის ციკლის დაწყებიდან სტაბილური სამუშაო პირობების აღდგენამდე პერიოდი;
ჟ) „ავტომატური გალღობა“ - ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხდება განყოფილებების გალღობა მომხმარებლის ჩარევის გარეშე, ტემპერატურის კონტროლის ყველა პარამეტრზე ყინულის მოსაცილებლად ან ნორმალური მუშაობის აღსადგენად და რომლის დროსაც გალღობის წყლის განკარგვა ხდება ავტომატურად;
რ) „გალღობის ტიპი“ - მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ყინულის მოცილება სამაცივრო მოწყობილობის გამოსაორთქლი აპარატ(ებ)იდან, როგორც ავტომატური, ისე ხელით გალღობა;
ს) „ხელით გალღობა“ - ავტომატური გალღობის ფუნქციის არქონა;
ტ) „დაბალი ხმაურის სამაცივრო მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა ორთქლის შეკუმშვის გარეშე, რომლის საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია არის 27 A-weighted დეციბალზე ნაკლები მიმართული 1 პიკოვატზე (dB(A) re 1 pW);
უ) „სტაბილურ მდგომარეობაში ენერგიის მოხმარება“ (Pss) - ენერგიის საშუალო მოხმარება სტაბილურ მდგომარეობაში, გამოხატული ვატებში (W);
ფ) „დამატებით გალღობის და აღდგენის ენერგიის მოხმარება“ (ΔΕ d-f) - ენერგიის დამატებით საშუალო მოხმარება გალღობისა და აღდგენის ოპერაციისთვის, გამოხატული ვატ-საათში (Wh);
ქ) „გაყინვის ინტერვალი“ (td-f) - ტიპური საშუალო ინტერვალი, გალღობის გამათბობლის ერთ გააქტიურებასა და შემდგომი ორ მომდევნო გალღობისა და აღდგენის ციკლს შორის, გამოხატული საათში (სთ), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას არ გააჩნია გალღობის გამათბობელი, კომპრესორის ერთჯერადი გამორთვის და მომდევნო ორი გალღობისა და აღდგენის ციკლებს შორის ინტერვალი;
ღ) „დატვირთვის კოეფიციენტი“ (L) - კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გაგრილების დატვირთვას თბილი საკვები პროდუქტების შემოტანისას (იმაზე მეტი, რაც უკვე მოსალოდნელია გარემოს უფრო მაღალ საშუალო ტემპერატურაზე ტექნიკური შემოწმებისთვის), III დანართის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
ყ) „სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარება“ (SAE) - სამაცივრო მოწყობილობის საბაზისო წლიურ ენერგო მოხმარება, გამოხატული კვტ/სთ-ში წელიწადში (კვტ.სთ/წელი), III დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
შ) „კომბინირებული პარამეტრი“ (C) - მოდელირების პარამეტრი, რომელიც ითვალისწინებს სინერგიის ეფექტს, როდესაც სხვადასხვა ტიპის განყოფილება გაერთიანებულია ერთ მოწყობილობაში, III დანართის მე-4 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
ჩ) „კარის სითბოს დაკარგვის კოეფიციენტი“ (D) - კომბინირებული მოწყობილობების კომპენსაციის კოეფიციენტი სხვადასხვა ტემპერატურული განყოფილებების რაოდენობის ან გარე კარების რაოდენობის მიხედვით, რომელიც უფრო დაბალია, III დანართის მე-5 ცხრილის შესაბამისად. კარის სითბოს დაკარგვის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნებისთვის, „განყოფილება“ არ გულისხმობს ქვეგანყოფილებას;
ც) „კომბინირებული მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ტიპის განყოფილება, რომელთაგან მინიმუმ ერთი გაუყინავი განყოფილებაა;
ძ) „გალღობის კოეფიციენტი“ (Ac) - კომპენსაციის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს სამაცივრო მოწყობილობის ავტომატური გალღობის ან ხელით გალღობის ფუნქციის არსებობას, III დანართის მე-5 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
წ) „ჩაშენებული კოეფიციენტი“ (Bc) - კომპენსაციის კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს, სამაცივრო მოწყობილობა ჩაშენებული ტიპისა თუ დამოუკიდებლად მდგომი, III დანართის მე-5 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
ჭ) „დამოუკიდებლად მდგომი მოწყობილობა“ - სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც არ არის ჩაშენებული მოწყობილობა;
ხ) „Mc“ და „Nc“ - მოდელირების პარამეტრები, რომლებიც ითვალისწინებენ ენერგიის მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებულებას, III დანართის მე-6 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
ჯ) „თერმოდინამიკური პარამეტრი“ (rc) - მოდელირების პარამეტრი, რომელიც ასწორებს ენერგიის წლიურ სტანდარტულ მოხმარებას გარემოს ტემპერატურამდე 24°C, III დანართის მე-4 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების შესაბამისად;
ჰ) „სტანდარტული ზომები“ - სამაცივრო მოწყობილობის მიერ დაკავებულ ადგილი (სიმაღლე, სიგანე და სიღრმე) დახურული კარებით ან სახურავით, გამოხატული მილიმეტრებში (მმ);
ჰ1) „ტემპერატურის მატების დრო“ - მაცივრის სისტემის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ სამვარსკვლავიან ან ოთხვარსკვლავიან განყოფილებაში ტემპერატურის -18-დან -9 °C-მდე გაზრდამდე გასული დრო, გამოხატული საათებში (სთ);
ჰ2) „ზამთრის პარამეტრი“ - იმ კომბინირებული მოწყობილობის მართვის ფუნქცია, რომელსაც გააჩნია ერთი კომპრესორი და ერთი თერმოსტატი და მიმწოდებლის ინსტრუქციის შესაბამისად, შესაძლებელია მისი გამოყენება +16°C-ზე დაბალ გარემოს ტემპერატურაზე. ის მოიცავს გადართვის მოწყობილობას, ან გააჩნია ფუნქცია, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს კომპრესორის ფუნქციონირებას სხვა განყოფილებებში შენახვის სათანადო ტემპერატურის შესანარჩუნებლად, თუნდაც ის არ იყოს აუცილებელი იმ განყოფილებისთვის, სადაც განთავსებულია თერმოსტატი;
ჰ3) „სწრაფი გაყინვა“ - ფუნქცია, რომლის გააქტიურება შეუძლია საბოლოო მომხმარებელს მიმწოდებლის ინსტრუქციების შესაბამისად, რაც ამცირებს საყინულე განყოფილებ(ებ)ის შენახვის ტემპერატურას გაუყინავი საკვების უფრო სწრაფად გაყინვის მიზნით;
ჰ4) „საყინულე განყოფილება“ ან „ოთხვარსკვლავიანი განყოფილება“ - გაყინული განყოფილება სამიზნე ტემპერატურით და შენახვის პირობებით -18°C, რომელიც ასევე აკმაყოფილებს გაყინვის ტევადობის მოთხოვნებს;
ჰ5) „საჩვენებელი მოწყობილობის მექანიზმი“ - ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის, სენსორული ეკრანი ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლებისთვის ინტერნეტკონტენტის საჩვენებლად;
ჰ6) „სენსორული ეკრანი“ - ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;
ჰ7) „ჩასმული საჩვენებელი მოწყობილობა“ - ვიზუალური ინტერფეისი, სადაც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;
ჰ8) „ალტერნატიული ტექსტი“ - ტექსტი, რომელიც წარმოადგენს გრაფიკის ალტერნატივას და იძლევა შესაძლებლობას ინფორმაცია მოწოდებული იქნეს არაგრაფიკული ფორმით, მაშინ როდესაც გრაფიკის გახსნა საჩვენებლ მოწყობილობაზე შეუძლებელია ან არის ხელმისაწვდომობისთვის დამხმარე საშუალება, მაგალითად, როგორიცაა ხმის სინთეზის პროგრამები;
ჰ9) „დეკლარირებული მნიშვნელობები“ - მიმწოდებლის მიერ მითითებული, გაანგარიშებული ან გაზომილი ტექნიკური პარამეტრები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და დანართი V-ის შესაბამისად.
მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები
მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული სამაცივრო მოწყობილობა მიწოდებულია ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატის ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად;
ბ) ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია უსასყიდლოდ;
გ) დილერის მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ნაბეჭდი ფორმით ხელმისაწვდომია უსასყიდლოდ;
დ) ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უფლებამოსილი ორგანოებისთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ე) სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტული მოდელის ნებისმიერ ვიზუალურ რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალა VI და VII დანართების შესაბამისად;
ვ) სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, მათ შორის, ტექნიკური სარეკლამო მასალა ინტერნეტში, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალას, VI დანართის შესაბამისად;
ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის ელექტრონული ეტიკეტი, მიწოდებულია დილერებისთვის თითოეული სამაცივრო მოწყობილობის მოდელი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში; იმ მოდელებისათვის, რომლებიც მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ბაზრებზე არიან განთავსებულნი და არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში, ეტიკეტი წარმოიქმნება ევროკავშირის ლოგოს გარეშე, ხოლო QR კოდი უნდა იყოს მიბმული ვებსაიტზე მოდელის ინფორმაციით, რომელსაც ანახლებს მწარმოებელი;
თ) თითოეული სამაცივრო მოწყობილობის მოდელი ხელმისაწვდომია დილერისთვის ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად.
სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასი ეფუძნება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ენერგოეფექტურობის ინდექსს.
მუხლი 4. დილერის ვალდებულებები
სამაცივრო მოწყობილობის დილერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) თითოეული სამაცივრო მოწყობილობა, რომელიც განთავსებულია გაყიდვის პუნქტში, მათ შორის, სავაჭრო ბაზრობებზე, მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის ეტიკეტთან ერთად. ჩაშენებული მოწყობილობის შემთხვევაში, ეტიკეტი განთავსებულია თვალსაჩინოდ, ხოლო სხვა სამაცივრო მოწყობილობებისთვის - განთავსებულია პროდუქტის გარე წინა ნაწილში ან თავზე;
ბ) დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია ტექნიკური რეგლამენტის VI და VII დანართების შესაბამისად;
გ) სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა, მათ შორის, ინტერნეტრეკლამა, მოიცავს მითითებას მისი ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ VI დანართის შესაბამისად;
დ) სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, მათ შორის, ტექნიკური სარეკლამო მასალა ინტერნეტში, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის შესაბამისად.
მუხლი 5. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები ინტერნეტჰოსტინგის პლატფორმებზე
ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებლის მიერ პროდუქტის ინტერნეტვებგვერდის მეშვეობით გაყიდვის შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერის მიერ მიწოდებული ელექტრონული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ჩვენება საჩვენებელი მექანიზმებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად. ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებელი ასევე ვალდებულია დილერს მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჩვენების ვალდებულების შესახებ.
მუხლი 6. გაზომვის მეთოდები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებულ უნდა იქნეს სარწმუნო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის პროცედურების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, III დანართის შესაბამისად.
მუხლი 7. ბაზარზე ზედამხედველობა
ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.
უფლებამოსილი პირი დეკლარირებულ ენერგოეფექტურობის კლასთან შესაბამისობის, წლიური ენერგომოხმარების და მოცულობების შეფასებისას იყენებს VIII დანართში გათვალისწინებულ პროცედურას.
სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
სამაცივრო მოწყობილობის კონკრეტული მოდელის ონლაინ ვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასები და საჰაერო აკუსტიკური ემისიის კლასები
სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) საფუძველზე, ცხრილი 1-ის შესაბამისად.
სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეფექტურობის ინდექსი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
ცხრილი 1
სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასები
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) |
|---|---|
| A | EEI ≤ 41 |
| B | 41 < EEI ≤ 51 |
| C | 51 < EEI ≤ 64 |
| D | 64 < EEI ≤ 80 |
| E | 80 < EEI ≤ 100 |
| F | 100 < EEI ≤ 125 |
| G | EEI > 125 |
ცხრილი 2
საჰაერო აკუსტიკური ემისიის კლასები
| საჰაერო აკუსტიკური ემისია | საჰაერო აკუსტიკური ემისიის კლასი |
|---|---|
| < 30 dB(A) re 1 pW | A |
| ≥ 30 dB(A) re 1 pW and < 36 dB(A) re 1 pW | B |
| ≥ 36 dB(A) re 1 pW and < 42 dB(A) re 1 pW | C |
| ≥ 42 dB(A) re 1 pW | D |
დანართი II. სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი
1. სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი, გარდა ღვინის შემნახველი
მოწყობილობისა
ა) ეტიკეტი:

ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);
II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა;
V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი;
VI. წლიური ენერგიის მოხმარება (AE), გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
VII.
გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამი, გამოხატული ლიტრებში და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
თუკი სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაყინული განყოფილება(ები), პიქტორგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება;
VIII.
გაგრილების განყოფილებ(ებ)ისა და გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამი, გამოხატული ლიტრებში და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
თუკი სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაგრილების განყოფილება (განყოფილებები) და გაყინული განყოფილება(განყოფილებები), პიქტოგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება;
IX. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული dB(A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად;
X. რეგლამენტის ნომერი - „#”.
2. ღვინის შემნახველი მოწყობილობის ეტიკეტი
ა) ეტიკეტი:

ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);
II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა;
V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი;
VI. AE, გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
VII. ღვინის სტანდარტული ბოთლების რაოდენობა, რომელთა შენახვა შეიძლება ღვინის შესანახ მოწყობილობაში;
VIII. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული dB(A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად;
IX. რეგლამენტის ნომერი - “#”.
ეტიკეტის დიზაინი
ა) სამაცივრო მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი, გარდა ღვინის შესანახი მოწყობილობებისა:
ბ) ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი
დიზაინი: 
ამასთან,
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ეტიკეტს უნდა ჰქონდეს 100 % თეთრი ფონი;
გ) ეტიკეტის შრიფტი უნდა იყოს Verdana და Calibri;
დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების ზომები და სპეციფიკაციები უნდა შეესაბამებოდეს სამაცივრო მოწყობილობებისა და ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტის დიზაინის მოთხოვნებს;
ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი შემდეგი ნიმუშით: 0,70,100,0: 0% ფირუზისფერი, 70% მეწამული, 100% ყვითელი, 0% შავი;
ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):
❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი - 100,80,0,0;
❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;
❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი Verdana მუქი 9 pt;
❹მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი Verdana ჩვეულებრივი 9 pt;
❺ A-დან G-ს ჩათვლით სკალა უნდა იყოს შემდეგნაირი:
ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 19 pt; ასოები უნდა იყოს ცენტრში განთავსებული ღერძზე ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ;
A-დან G-ს ჩათვლით სკალის ისრების ფერი უნდა იყოს შემდეგნაირი:
A-კლასი: 100,0,100,0;
B-კლასი: 70,0,100,0;
C-კლასი: 30,0,100,0;
D-კლასი: 0,0,100,0;
E-კლასი: 0,30,100,0;
F-კლასი: 0,70,100,0;
G-კლასი: 0,100,100,0;
❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;
❼ ენერგოეფექტურობის კლასის შესაბამისი ასო უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და შესაბამისი ისარი A-დან G-ს ჩათვლით სკალაზე ისე უნდა განლაგდეს, რომ მათი წვერები ერთ ხაზზე იყოს გასწორებული. ენერგოეფექტურობის კლასის ისარში შესაბამისი ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, რომელიც უნდა იყოს 100% შავი;
❽ ენერგიის ყოველწლიური მოხმარების მნიშვნელობა უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana მუქი 28 pt; „კვტ/სთ/წლიურად“ უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 18 pt. მნიშვნელობა და ერთეული უნდა განთავსდეს ცენტრში და 100% შავ ფერში;
❾ პიქტოგრამები უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტების დიზაინს და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
პიქტოგრამების ხაზებს უნდა ჰქონდეს წონა 1,2 pt, პიქტოგრამა და ტექსტი (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;
პიქტოგრამ(ებ)ის ქვეშ ტექსტის შრიფტი უნდა იყოს Verdana მუქი ფერის 16 pt, ერთეულის შრიფტი Verdana ჩვეულებრივი 12 pt და უნდა იყოს ცენტრში მოთავსებული პიქტოგრამის ქვეშ;
სამაცივრო მოწყობილობებისთვის, გარდა ღვინის შესანახი მოწყობილობებისა: თუ მოწყობილობა შეიცავს მხოლოდ გაყინულ განყოფილებ(ებ)ს ან მხოლოდ გაუყინავ განყოფილებ(ებ)ს, ზედა რიგში ნაჩვენები უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი პიქტოგრამა, რომელიც აღნიშნავს გაგრილების განყოფილებ(ებ)ისა და გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამს, გამოხატულს ლიტრებში და დამრგვალებულს უახლოეს მთელ რიცხვამდე, ხოლო, თუ სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაგრილების განყოფილება (განყოფილებები) და გაყინული განყოფილება (განყოფილებები), პიქტოგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება და უნდა განთავსდეს ენერგო ეტიკეტის ცენტრში ორ ვერტიკალურ საზღვარს შორის;
საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა დინამიკში უნდა იყოს შრიფტით Verdana მუქი 12 pt, ერთეული 'dB' შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-დან D-ს ჩათვლით) უნდა იყოს ცენტრში განთავსებული პიქტოგრამის ქვეშ, ხმაურის შესაბამისი კლასის ასო შრიფტით Verdana მუქი 16 pt და ხმაურის კლასების სხვა ასოები შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 10 pt;
❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 6 pt.
დანართი III. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი
ტექნიკური შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა იმ სტანდარტებს, რომელთა შემცველი ნომრები გამოქვეყნებულია ენერგეტიკული გაერთიანების ვებგვერდზე შესაბამის განყოფილებაში ან/და სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან დაეყრდნობა სხვა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდები უნდა პასუხობდეს ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით დადგენილ განმარტებებს, პირობებს და პარამეტრებს.
სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკური შემოწმების მიზნით მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) სამაცივრო მოწყობილობებისთვის კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობლებით, რომელთა ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია საბოლოო მომხმარებლის მიერ, კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობლები უნდა იყოს ჩართული, იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებადია, დაყენებული მაქსიმალურ გათბობაზე და ენერგიის წლიურ მოხმარებაში (AE) უნდა ჩაითვალოს როგორც ყოველდღიური ენერგიის მოხმარება (Edaily);
ბ) სამაცივრო მოწყობილობებისთვის, რომელთაც გააჩნია კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი გარემოს კონტროლით, ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობელი გარემოს კონტროლით უნდა იყოს გამორთული ან სხვაგვარად გათიშული;
გ) სამაცივრო მოწყობილობებისთვის, რომელთაც გააჩნია დისპენსერი და რომლის ჩართვა/გამორთვა შეუძლია საბოლოო მომხმარებელს, დისპენსერები ჩართული უნდა იყოს ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს, მაგრამ არ უნდა ფუნქციონირებდეს;
დ) ყველაზე დაბალი ტემპერატურის განყოფილების ტიპის ენერგიის მოხმარების გამოთვლის მიზნით, ცვლადი ტემპერატურის განყოფილებები უნდა მუშაობდეს ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რომლის დაყენება შეუძლია საბოლოო მომხმარებელს, იმ მიზნით, რომ უწყვეტად შენარჩუნდეს ტემპერატურის დიაპაზონი მე-5 ცხრილის შესაბამისად;
ე) სამაცივრო მოწყობილობებისთვის, რომელთა დაკავშირება შესაძლებელია ქსელთან, საკომუნიკაციო მოდული უნდა იყოს გააქტიურებული, თუმცა ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს არ არის კომუნიკაციის კონკრეტული ტიპის ან მონაცემთა გაცვლის ან ორივე მათგანის არსებობა საჭირო. ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს მოწყობილობა უნდა იყოს დაკავშირებული ქსელთან;
ვ) გაგრილების განყოფილებების ფუნქციონირებისთვის, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი:
ვ.ა) ცვლადი ტემპერატურული განყოფილებისთვის, რომელიც მიეკუთვნება ახალი საკვების ან/და გაგრილების განყოფილებას, ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) უნდა განისაზღვროს თითოეული ტემპერატურული მდგომარეობისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს უმაღლესი მნიშვნელობა;
ვ.ბ) გაგრილების განყოფილებას უნდა გააჩნდეს საშუალო ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა გარკვეულ დიაპაზონში მომხმარებლის მიერ მისი რეგულირების გარეშე; მისი დადასტურება უნდა განხორციელდეს 16°C და 32°C გარემო ტემპერატურაზე ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს;
ზ) მოცულობის რეგულირებადი განყოფილებებისთვის, როდესაც ერთმანეთთან დაკავშირებული ორი განყოფილების მოცულობა რეგულირდება საბოლოო მომხმარებლის მიერ, ენერგიის მოხმარებისა და მოცულობის გამოთვლა უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც უფრო მაღალი სამიზნე ტემპერატურის მქონე განყოფილების მოცულობა მორგებულია მის მინიმალური მოცულობაზე;
თ) განყოფილების გაყინვის ტევადობა გამოითვლება ამ განყოფილების მსუბუქი დატვირთვის წონის 24-ზე გამრავლებით, და გაყინვის იმ დროზე გაყოფით, რაც საჭიროა მსუბუქი დატვირთვის ტემპერატურის +25-დან – 18°C-მდე მიყვანისთვის, გარემოს ტემპერატურაზე 25°C გამოხატული კგ/24სთ-ში და დამრგვალებული მეათედამდე;
ი) ოთხვარსკვლავიანი განყოფილებისთვის, გაყინვის დრო მსუბუქი დატვირთვის ტემპერატურის +25-დან -18°C-მდე მისაყვანად ატმოსფერულ ტემპერატურაზე 25°C, უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგად მიღებული გაყინვის სიმძლავრე შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
კ) კლიმატის კლასების დასადგენად, ატმოსფერული ტემპერატურის დიაპაზონის აკრონიმი გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით:
კ.ა) SN - გაფართოებული ზომიერი ტემპერატურა, რომელსაც გააჩნია ტემპერატურის დიაპაზონი 10 °C-დან 32 °C-მდე;
კ.ბ) N - ზომიერი ტემპერატურა, რომელსაც გააჩნია ტემპერატურის დიაპაზონი 16 °C-დან 32 °C-მდე;
კ.გ) ST - სუბტროპიკული ტემპერატურა, რომელსაც გააჩნია ტემპერატურის დიაპაზონი 16 °C-დან 38 °C-მდე; და
კ.დ) T - ტროპიკული ტემპერატურა, რომელსაც გააჩნია ტემპერატურის დიაპაზონი 16 °C-დან 43 °C-მდე;
ლ) მსუბუქი დატვირთვის წონა თითოეული ოთხვარსკვლავიანი განყოფილებისთვის უნდა იყოს შემდეგი:
ლ.ა) ოთხვარსკვლავიანი განყოფილების მოცულობის 3,5 კგ/100 ლ უნდა შეფასდეს, დამრგვალდეს უახლოეს 0,5 კგ-მდე; და
ლ.ბ) 2 კგ ოთხვარსკვლავიანი განყოფილებისთვის იმ მოცულობით, რომლისთვისაც 3,5 კგ/100 ლ იწვევს 2 კგ-ზე დაბალ მნიშვნელობას;
მ) იმ შემთხვევაში, თუ სამაცივრო მოწყობილობა მოიცავს სამვარსკვლავიანი და ოთხვარსკვლავიანი განყოფილებების კომბინაციას, მსუბუქი დატვირთვის წონების ჯამი ისე უნდა გაიზარდოს, რომ ყველა ოთხვარსკვლავიანი განყოფილების მსუბუქი დატვირთვის ჯამი იყოს:
მ.ა) 3,5 კგ/100 ლ ყველა ოთხვარსკვლავიანი და სამვარსკვლავიანი განყოფილების მთლიანი მოცულობის, დამრგვალებული 0,5 კგ-მდე და
მ.ბ) 2 კგ ყველა ოთხვარსკვლავიანი და სამვარსკვლავიანი განყოფილების იმ მთლიანი მოცულობისთვის, რომლისთვისაც 3,5 კგ/100 ლ იწვევს 2 კგ-ზე დაბალ მნიშვნელობას.
3. განყოფილების ტიპის მიხედვით შენახვის პირობები და სამიზნე ტემპერატურა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 ცხრილის შესაბამისად.
4. ენერგიის წლიური მოხმარება გამოითვლება შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) ყველა სამაცივრო მოწყობილობისთვის, გარდა დაბალი ხმის სამაცივრო მოწყობილობისა, დადგენილია ქვემოთ მოცემული მოთხოვნები:
ა.ა) ენერგიის მოხმარება უნდა განისაზღვროს პროდუქტის 16°C და 32°C გარემო ტემპერატურაზე შემოწმებით.
ენერგიის მოხმარების განსაზღვრის მიზნით, ჰაერის საშუალო ტემპერატურა თითოეულ განყოფილებაში მე-3 ცხრილში მითითებული სამიზნე ტემპერატურის ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს. სამიზნე ტემპერატურაზე მეტი და ნაკლები მნიშვნელობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენერგიის მოხმარების შესაფასებლად სამიზნე ტემპერატურაზე თითოეული შესაბამისი განყოფილებისთვის ინტერპოლაციის გზით;
ა.ბ) ენერგიის მოხმარების ძირითადი კომპონენტები, რომლებიც უნდა განისაზღვროს ენერგიის მოხმარების გამოთვლის დროს არის:
ა.ბ.ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მნიშვნელობების ნაკრები (Pss), გამოხატული ვატში, დამრგვალებული მეათედამდე, თითოეული გარემოს სპეციფიკურ ტემპერატურაზე და განყოფილების ტემპერატურის ერთობლიობაზე, რომლებიც არ არის აუცილებლად სამიზნე ტემპერატურა;
ა.ბ.ბ) ტიპური მზარდი გალღობისა და აღდგენის ენერგიის მოხმარება (ΔΕ d-f), გამოხატული ვატი სთ-ში და დამრგვალებული მეათედამდე, ერთი ან მეტი ავტომატური გალღობის სისტემის მქონე პროდუქტისთვის (თითოეულს აქვს საკუთარი გალღობის კონტროლის ციკლი), გაზომილი გარემოს ტემპერატურაზე 16°C (ΔΕ d-f16) და 32°C (ΔΕ d-f32);
ა.ბ.გ) გალღობის ინტერვალი (td-f), გამოხატული სთ-ში და დამრგვალებული მეათასედამდე, ერთი ან მეტი გალღობის სისტემის მქონე პროდუქტისთვის (თითოეულს აქვს საკუთარი გაყინვის კონტროლის ციკლი), გაზომილი გარემოს ტემპერატურაზე 16 °C (td-f16) და 32 °C (td-f32).
ა.ბ.დ) ყოველი შესრულებული ტექნიკური შემოწმებისთვის Pss და ΔΕ d-f ემატება ერთად, გარემოს გარკვეულ ტემპერატურაზე ენერგიის ყოველდღიური მოხმარების შესაქმნელად: ET = 0,001 × 24 × (Pss + ΔΕ d-f /td-f), გამოხატული კვტსთ/24სთ, სპეციფიკური გამოყენებული პარამეტრებისთვის;
ა.ბ.ე) Eaux, გამოხატული კვტ/სთ-ში და დამრგვალებული მეათასედამდე. Eaux შემოიფარგლება კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობლით, რომელსაც გააჩნია გარემოს კონტროლი და განისაზღვრება შესაბამის გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობის პირობებში გამათბობელის ენერგიის მოხმარებიდან, გამრავლებული ალბათობაზე, რომ ეს გარემო ტემპერატურა და ტენიანობა დადგება და ეს მონაცემები უნდა დაჯამდეს; მიღებული შედეგი უნდა გამრავლდეს დანაკარგის კოეფიციენტზე, რათა მოხდეს განყოფილებაში სითბოს გაჟონვის და მისი შემდგომი მოცილების გათვალისწინება.
ცხრილი 3
შენახვის პირობები და სამიზნე ტემპერატურა განყოფილების ტიპის მიხედვით
| ჯგუფი | განყოფილების ტიპი | შენიშვნა | შენახვის პირობები | Tc | |
|---|---|---|---|---|---|
| Tmin | Tmax | ||||
| სახელი | სახელი | no. | °C | °C | °C |
| გაუყინავი განყოფილებები | საკუჭნაო | (1) | +14 | +20 | +17 |
| ღვინის საწყობი | (2) (6) | +5 | +20 | +12 | |
| მარანი | (1) | +2 | +14 | +12 | |
| ახალი საკვები | (1) | 0 | +8 | +4 | |
| გამაგრილებელი განყოფილება | გრილი | (3) | -3 | +3 | +2 |
| გაყინული განყოფილებები | ნულვარსკვლავიანი და ყინულის დასამზადებელი | (4) | არ გამოიყენება | 0 | 0 |
| ერთვარსკვლავიანი | (4) | არ გამოიყენება | -6 | -6 | |
| ორვარსკვლავიანი | (4) (5) | არ გამოიყენება | -12 | -12 | |
| სამვარსკვლავიანი | (4) (5) | არ გამოიყენება | -18 | -18 | |
| საყინულე (ოთხვარსკვლავიანი) | (4) (5) | არ გამოიყენება | -18 | -18 | |
(1) Tmin და Tmax არის გაზომვის პერიოდში გაზომილი საშუალო მნიშვნელობები (საშუალო დროში და სენსორების კომპლექტზე). (2) საშუალო ტემპერატურის ცვალებადობა გაზომვის პერიოდში თითოეული სენსორისთვის უნდა იყოს არაუმეტეს ± 0,5 კელვინზე მეტი (K). გალღობისა და აღდგენის პერიოდში ყველა სენსორის საშუალო მაჩვენებელი არ შეიძლება გაიზარდოს განყოფილების საშუალო მნიშვნელობაზე 1,5 K-ით მეტად. (3) Tmin და Tmax არის მყისიერი მნიშვნელობები გაზომვის პერიოდში. (4) Tmax არის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც იზომება გაზომვის პერიოდში (მაქსიმალური დროთა განმავლობაში და სენსორების კომპლექტზე). (5) თუ განყოფილება არის ავტომატური გალღობის ტიპის, დაუშვებელია ტემპერატურა (განსაზღვრული როგორც ყველა სენსორის მაქსიმუმი) გალღობისა და აღდგენის პერიოდში გაიზარდოს 3,0 K-ზე მეტად. (6) Tmin და Tmax არის გაზომვის პერიოდში გაზომილი საშუალო მნიშვნელობები (საშუალო დროთა განმავლობაში თითოეული სენსორისთვის) და განსაზღვრავს მაქსიმალურ დასაშვებ ტემპერატურულ სამუშაო დიაპაზონს. |
|||||
ა.გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პარამეტრი უნდა განისაზღვროს ცალკეული გაზომვის ან გაზომვების კომპლექტის მეშვეობით. გაზომილი მონაცემების საშუალო დგინდება გაზომვის პერიოდის განმავლობაში, რომელიც მიიღება მოწყობილობის გარკვეული დროის მუშაობის შემდეგ. გაზომვის ეფექტიანობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად, გაზომვის პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს დაფიქსირებული. მოწყობილობა უნდა იყოს სტაბილურ მდგომარეობაში გაზომვის პერიოდში;
ა.გ.ა) წლიური ენერგიის მოხმარება, რომელიც გამოხატულია კვტსთ/წელი და დამრგვალებულია მეასედამდე, გამოითვლება ქვემოთ მოცემული ფორმულით:
AE = 365 × Edaily /L + Eaux
სადაც:
ა.გ.ბ) დატვირთვის კოეფიციენტი L = 0,9 სამაცივრო მოწყობილობისთვის,
რომელსაც მხოლოდ ყინულის განყოფილებები გააჩნია და L = 1,0 ყველა სხვა
მოწყობილობისთვის; და
ა.გ.დ) Edaily, გამოხატული კვტსთ/24სთ და დამრგვალებული მეათასედამდე გამოითვლება ET-დან 16°C (E16) გარემო ტემპერატურაზე და 32°C (E32 ) გარემო ტემპერატურაზე შემდეგნაირად:
Edaily = 0,5 × (E16 + E32)
სადაც: E16 და E32 მიიღება მე-3 ცხრილში გათვალისწინებულ სამიზნე ტემპერატურაზე ენერგიის გაზომვის ინტერპოლაციით;
ბ) მცირე ხმაურის სამაცივრო მოწყობილობებისთვის დადგენილია ქვემოთ მოცემული მოთხოვნები:
ბ.ა) ენერგიის მოხმარება განისაზღვრება ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაგრამ 16°C და 32°C გარემოს ტემპერატურაზე;
ბ.ბ) Edaily, გამოხატული კვტსთ/24სთ და დამრგვალებული მეათასედამდე წლიური ენერგიის მოხმარების გაანგარიშების მიზნებისთვის არის შემდეგი:
Edaily = E25
სადაც: E25 არის ET გარემოს
ტემპერატურაზე 25°C და მიიღება მე-3 ცხრილში მოცემულ სამიზნე ტემპერატურაზე
ენერგიის გაზომვის ინტერპოლაციით.
სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარება გამოითვლება შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) ყველა სამაცივრო მოწყობილობის სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარება (SAE), გამოხატული კვტსთ/წელი, დამრგვალებული მეასედამდე, გამოითვლება შემდეგი პირობების შესაბამისად:
SAE = C × D × cΣ = 1 Ac × Bc ×[VcV] × (Nc + V × rc × Mc)
სადაც:
ა.ა) „c“ არის განყოფილების ტიპის ინდექსის ნომერი 1-დან n-მდე, n -
განყოფილების ტიპების საერთო რაოდენობა;
ა.ბ) „Vc“, გამოხატული dm3-ში ან ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე არის განყოფილების მოცულობა;
ა.გ) „V“, გამოხატული dm3-ში ან ლიტრებში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე არის მოცულობა ქვემოთ მოცემული გამოსახულების შესაბამისად:
$$V \leq \sum_{c = 1}^{n}{V\ c}$$
ა.დ) rc, Nc, Mc და C არის მოდელირების პარამეტრები, რომელთაც თითოეული განყოფილებისთვის სპეციფიკური მნიშვნელობა აქვთ ამ დანართის მე-4 ცხრილის შესაბამისად; და
ა.ე) Ac, Bc და D არის კომპენსაციის კოეფიციენტები მე-5 ცხრილში მოცემული მნიშვნელობების შესაბამისად;
ამ პუნქტით გათვალისწინებული გაანგარიშებისას, ცვლადი ტემპერატურის განყოფილებებისთვის უნდა შეირჩეს ყველაზე დაბალი სამიზნე ტემპერატურის მქონე განყოფილების ტიპი;
ბ) განყოფილების ტიპის მიხედვით სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარების გაანგარიშების მოდელირების პარამეტრები გათვალისწინებულია მე-4 ცხრილში.
ცხრილი 4
მოდელირების პარამეტრების მნიშვნელობები თითოეული განყოფილების
ტიპისთვის
| განყოფილების ტიპი | rc (ა) | Nc | Mc | C |
|---|---|---|---|---|
| საკუჭნაო | 0,35 | 75 | 0,12 | 1,15-დან 1,56-მდე კომბინირებული მოწყობილობებისთვის სამ- ან ოთხვარსკვლავიანი განყოფილებებით (ბ), 1,15 სხვა კომბინირებული მოწყობილობებისთვის, 1,00 სხვა სამაცივრო მოწყობილობებისთვის |
| ღვინის საწყობი | 0,60 | |||
| მარანი | 0,60 | |||
| ახალი საკვები | 1,00 | |||
| გრილი | 1,10 | 138 | 0,12 | |
| 0ვარსკვლავიანი ან ყინულის დასამზადებელი | 1,20 | 138 | 0,15 | |
| ერთვარსკვლავიანი | 1,50 | |||
| ორვარსკვლავიანი | 1,80 | |||
| სამვარსკვლავიანი | 2,10 | |||
| საყინულე (ოთხვარსკვლავიანი) | 2,10 | |||
(ა) rc = (Ta-Tc)/20; სადაც Ta = 24°C და Tc მე-5 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობებით. (ბ) კომბინირებული მოწყობილობებისთვის სამ- ან ოთხვარსკვლავიანი განყოფილებებით C განისაზღვრება შემდეგნაირად: სადაც frzf არის სამ- ან ოთხვარსკვლავიანი განყოფილების
მოცულობა Vfr როგორც V-ს წილადი, სადაც frzf =
Vfr/V: |
||||
გ) განყოფილების ტიპის მიხედვით სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარების გამოთვლის კომპენსაციის კოეფიციენტი გათვალისწინებულია მე-5 ცხრილში.
ცხრილი 5
კომპენსაციის კოეფიციენტის მნიშვნელობები თითოეული განყოფილების
ტიპისთვის
| განყოფილების ტიპი | Ac | Bc | D | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ხელის მართვით გალღობა | ავტომა-ტური გალღობა | დამოუკიდებელი მოწყობილობა | ჩაშენებული მოწყობილობა | ≤ 2 (ა) |
3 (ა) | 4 (ა) | > 4 (ა) |
|
| საკუჭნაო | 1,00 | 1,00 1,03 |
1,02 | 1,00 | 1,02 | 1,035 | 1,05 | |
| ღვინის საწყობი | ||||||||
| მარანი | ||||||||
| ახალი საკვები | ||||||||
| გრილი | ||||||||
| 0-ვარსკვლავიანი ან ყინულის დასამზადებელი | 1,00 | 1,10 | 1,05 | |||||
| ერთვარსკვლავიანი | ||||||||
| ორვარსკვლავიანი | ||||||||
| სამვარსკვლავიანი | ||||||||
| საყინულე (ოთხვარსკვლავიანი) | ||||||||
| (ა) გარე კარების ან განყოფილებების რაოდენობა, რომელიც უფრო ნაკლებია. | ||||||||
6. ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI), რომელიც გამოხატულია %-ში და დამრგვალებული მეათედამდე, გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
EEI = AE/SAE.
დანართი IV. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი
სამაცივრო მოწყობილობის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ამ მუხლით და პირველი ცხრილით დადგენილი პირობების შესაბამისად.
თუ სამაცივრო მოწყობილობა შეიცავს ერთი და იმავე ტიპის რამდენიმე განყოფილებას, ამ განყოფილებების აღმნიშვნელი ხაზები უნდა განმეორდეს. თუკი განყოფილების რომელიმე ტიპი არ არის წარმოდგენილი, განყოფილების პარამეტრები და მნიშვნელობები უნდა აღინიშნოს შემდეგი მონიშვნით: „-“.
ცხრილი 6
პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი
| მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი: | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მიმწოდებლის მისამართი: | ||||||||||||
| მოდელის იდენტიფიკატორი: | ||||||||||||
| სამაცივრო მოწყობილობის ტიპი: | ||||||||||||
| დაბალი ხმაურის მოწყობილობა: | [კი/არა] | დიზაინის ტიპი: | [ჩაშენებული/ დამოუკიდებლად მდგომი] | |||||||||
| ღვინის შესანახი მოწყობილობა: | [კი/არა] | სხვა სამაცივრო მოწყობილობა: | [კი/არა] | |||||||||
| პროდუქტის ზოგადი პარამეტრები: | ||||||||||||
| პარამეტრი | მნიშვნელობა | პარამეტრი | მნიშვნელობა | |||||||||
|
|
მთლიანი მოცულობა (dm3 ან ლიტრი) | X | |||||||||
| EEI | X | ენერგოეფექტურობის კლასი | [A/B/C/D/E/F/G] | |||||||||
| საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია (dB(A) re 1 pW) | X | საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი | [A/B/C/D] | |||||||||
| წლიური ენერგიის მოხმარება (კვტსთ/წელი) | X | კლიმატის კლასი: | [გაფართოებული ზომიერი კლიმატი/ ზომიერი კლიმატი/ სუბტროპიკული/ტროპიკული] | |||||||||
მინიმალური გარემო ტემპერატურა (°C), რომლისთვისაც სამაცივრო მოწყობილობა შესაფერისია |
xC | მაქსიმალური გარემო ტემპერატურა (°C), რომლისთვისაც სამაცივრო მოწყობილობა შესაფერისია |
x | |||||||||
| ზამთრის პარამეტრები | [კი/არა] | |||||||||||
| განყოფილების პარამეტრები: | ||||||||||||
| განყოფილების ტიპი | განყოფილების პარამეტრები და მნიშვნელობები | |||||||||||
| განყოფი-ლების მოცულობა (dm3 ან ლიტრი) | რეკომენდებული ტემპერატურის პარამეტრი საკვების ოპტიმიზებული შენახვისთვის (°C). ეს პარამეტრები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს III დანართის მე-5 ცხრილში მითითებულ შენახვის პირობებს |
გაყინვის მოცულობა (კგ/24 სთ) | გალღობის ტიპი (ავტომატური გალღობა = A, ხელით გალღობა = M) | |||||||||
| საკუჭნაო | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ღვინის საწყობი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| მარანი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ახალი საკვები | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| გრილი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ნულვარსკვლავიანი ან ყინულის დასამზადებელი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ერთვარსკვლავიანი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ორვარსკვლავიანი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| სამვარსკვლავიანი | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ოთხვარსკვლავიანი | [კი/არა] | x,x | X | x,x | [A/M] | |||||||
| ორვარსკვლავიანი სექცია | [კი/არა] | x,x | X | - | [A/M] | |||||||
| ცვლადი ტემპერატურის განყოფილება | განყოფილების ტიპები | x,x | X | x,x (ოთხვარსკვლავიანისთვის განყოფილებისთვის) ან - | [A/M] | |||||||
| ოთხვარსკვლავიანი განყოფილებებისთვის | ||||||||||||
| სწრაფი გაყინვის ობიექტი | [კი/არა] | |||||||||||
| ღვინის შესანახი მოწყობილობებისთვის | ||||||||||||
| სტანდარტული ღვინის ბოთლების რაოდენობა | X | |||||||||||
| სინათლის წყაროს პარამეტრები | ||||||||||||
| სინათლის წყაროს ტიპი | [განათების ტექნოლოგია] | |||||||||||
| ენერგოეფექტურობის კლასი | [A/B/C/D/E/F/G] | |||||||||||
| მწარმოებლის მიერ შეთავაზებული გარანტიის მინიმალური ხანგრძლივობა: | ||||||||||||
| დამატებითი ინფორმაცია: | ||||||||||||
| მიმწოდებლის ვებგვერდის მისამართი: | ||||||||||||
დანართი V. ტექნიკური დოკუმენტაცია
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სამაცივრო მოწყობილობის მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფირების საშუალებას იძლევა;
ბ) მითითება გამოყენებული სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე მოცემულ ან სხვა სტანდარტების შესახებ;
გ) მითითება სპეციფიკური სიფრთხილის ზომების შესახებ, რაც აუცილებელია მოდელის აწყობის, დაყენების, ექსპლუატაციის ან ტესტირებისას;
დ) მითითება მე-2 ცხრილში მოცემული ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების შესახებ;
ე) III დანართით გათვალისწინებული ტექნიკური შემოწმებისა და გამოთვლის შესახებ;
ვ) ტექნიკური შემოწმების პირობების შესახებ მითითება, თუკი სათანადოდ არ არის აღწერილი ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში;
ზ) არსებობის შემთხვევაში, ეკვივალენტური მოდელები, მათ შორის, მოდელის ინდეტიფიკატორები.
ცხრილი 7
მოდელის ტექნიკური პარამეტრები და მართი დეკლარირებული მნიშვნელობები სამაცივრო მოწყობილობებისთვის
| სამაცივრო მოწყობილობის მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფირების საშუალებას იძლევა: | |||
|---|---|---|---|
| პროდუქტის სპეციფიკაციები: | |||
| პროდუქტის ზოგადი სპეციფიკაციები: | |||
| პარამეტრი | მნიშვნელობა | პარამეტრი | მნიშვნელობა |
| წლიური ენერგიის მოხმარება (კვტსთ/წელი) |
x,xx | EEI (%) | x,x |
| სტანდარტული წლიური ენერგიის მოხმარება (კვტსთ/წელი) | x,xx | კომბინირებული პარამეტრი |
x,xx |
| ტემპერატურის მატების დროს (სთ) | x,xx | დატვირთვის კოეფიციენტი | x,x |
| კარის სითბოს დაკარგვის კოეფიციენტი | x,xxx | კლიმატის კლასი | [გაფართოებული ზომიერი კლიმატი/ ზომიერი კლიმატი/ სუბტროპიკული/ტროპიკული] |
| კონდენსაციის საწინააღმდეგო გამათბობლის ტიპი | [ხელით ჩართვა გამორთვა / გარემო / სხვა / არცერთი] | საჰაერო აკუსტიკური ხმაური (dB(A) re 1 pW) |
x |
| სამაცივრო მოწყობილობების პროდუქტის დამატებითი სპეციფიკაციები, გარდა დაბალი ხმაურის სამაცივრო მოწყობილობებისა: | |||
| პარამეტრი | მნიშვნელობა | ||
დღიური ენერგიის მოხმარება 32 °C (კვტსთ/24სთ) |
x,xxx | ||
| დაბალი ხმაურის სამაცივრო მოწყობილობების პროდუქტის დამატებითი სპეციფიკაციები: | |||
| პარამეტრი | მნიშვნელობა | ||
დღიური ენერგიის მოხმარება 25 °C (კვტსთ/24სთ) |
x,xxx | ||
| ღვინის შესანახი მოწყობილობების პროდუქტის დამატებითი სპეციფიკაციები: | |||
| პარამეტრი | მნიშვნელობა | პარამეტრი | მნიშვნელობა |
| შიდა ტენიანობა (%) | [დიაპაზონი] | ბოთლების რაოდენობა | X |
თუ სამაცივრო მოწყობილობა შეიცავს ერთი და იმავე ტიპის რამდენიმე განყოფილებას, ამ განყოფილებების ხაზები უნდა განმეორდეს. თუ განყოფილების გარკვეული ტიპი აკლია, განყოფილების პარამეტრების მნიშვნელობები უნდა იყოს „-“.
| განყოფილების სპეციფიკაციები: | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| განყოფილების პარამეტრები და მნიშვნელობები | ||||||||
| განყოფი-ლების ტიპი | სამიზნე ტემპერა-ტურა (°C) | განყოფი-ლების მოცულობა (dm3 or l) |
გაყინვის მოცულობა (კგ/24 სთ) | თერმოდი-ნამიკური პარამეტრი (rc) | Nc | M c | გალღობის კოეფიციენ-ტი (Ac) | ჩაშენებული კოეფიციენ-ტი (Bc) |
| საკუჭნაო | +17 | x,x | - | 0,35 | 75 | 0,12 | 1,00 | x,xx |
| ღვინის საწყობი | +12 | x,x | - | 0,60 | 75 | 0,12 | 1,00 | x,xx |
| მარანი | +12 | x,x | - | 0,60 | 75 | 0,12 | 1,00 | x,xx |
| ახალი საკვები | +4 | x,x | - | 1,00 | 75 | 0,12 | 1,00 | x,xx |
| გრილი | +2 | x,x | - | 1,10 | 138 | 0,12 | 1,00 | x,xx |
| 0ვარსკვლავიანი ან ყინულის დასამზადე-ბელი | 0 | x,x | - | 1,20 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| ერთვარსკვლავიანი | -6 | x,x | - | 1,50 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| ორ-ვარსკვლა-ვიანი | -12 | x,x | - | 1,80 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| სამ-ვარსკვლა-ვიანი | -18 | x,x | - | 2,10 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| ოთხ-ვარსკვლა-ვიანი | -18 | x,x | x,x | 2,10 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| ორ-ვარსკვლა-ვიანი სექცია | -12 | x,x | - | 1,80 | 138 | 0,15 | x,xx | x,xx |
| ცვლადი ტემპერა-ტურის განყოფილება | x | x,x | x,x (ოთხვარსკვლავიანი განყოფილებისთვის) ან - | x,xx | x | x,x x | x,x x | x,x x |
| გრილი განყოფი-ლებისა და გაუყინავი განყოფი-ლების მოცულო-ბების
ჯამი [l ან dm3] |
X | |||||||
| გაყინული განყოფილე-ბების მოცულო-ბების ჯამი [l ან dm3] | X | |||||||
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სამაცივრო მოწყობილობის მოდელის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია მოპოვებულია:
ა) იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელიდან, რომელიც შეესაბამება მისაწოდებელ ტექნიკურ ინფორმაციას, მაგრამ წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ; ან
ბ) დიზაინის საფუძველზე გაკეთებული გამოანგარიშების შედეგად, ან იგივე ან სხვა მიმწოდებლის სხვა მოდელიდან ექსტრაპოლაციის გზით, ან ორივე ერთად;
ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ასეთი გაანგარიშების დეტალებს, ასევე იმ გამოცდის დეტალებს, რომლებსაც მიმწოდებლები ატარებენ გამოთვლების სისწორის შესამოწმებლად. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური დოკუმენტაცია ასევე უნდა მოიცავდეს მითითებას სხვადასხვა მწარმოებლის მოდელების იდენტურობის შესახებ.
დანართი VI. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი ვიზუალურ რეკლამებში, ტექნიკურ სარეკლამო მასალაში დისტანციური გაყიდვებისა და ტელემარკეტინგის შემთხვევაში და არ მოიცავს ინტერნეტის მეშვეობით დისტანციურ გაყიდვებს
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამაცივრო მოწყობილობის ვიზუალურ რეკლამებში ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამაცივრო მოწყობილობის ტექნიკურ სარეკლამო მასალაში ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. სამაცივრო მოწყობილობის დოკუმენტაციის საფუძველზე ნებისმიერი დისტანციური გაყიდვისას ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. ამ დანართით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების სკალა ნაჩვენები უნდა იყოს პირველი სურათის შესაბამისად, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს შემცველი ისარი 100% თეთრ ფერში, შრიფტი Calibri მუქი, ფასის მისათითებლად გამოყენებული შრიფტის ზომით;
ბ) ისრის ფერი შეესაბამება ენერგოეფექტურობის კლასის ფერს;
გ) ხელმისაწვდომი ენერგოეფექტურობის კლასების სკალა 100% შავ ფერში;
დ) მკაფიო და გასაგები ზომის ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ისარში ასო განთავსებულია ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ისრის გარშემო 0,5 pt 100% შავ ფერში ხილული საზღვრით და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასო.
თუკი ვიზუალური რეკლამა, ტექნიკური სარეკლამო მასალა ან დოკუმენტაციის საფუძველზე დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში დაბეჭდილია მონოქრომულად, ისარი შეიძლება იყოს მონოქრომული.
სურათი 1
ფერადი/მონოქრომული მარცხნივ/მარჯვნივ ისარი, რომელზეც მითითებულია ენერგოეფექტურობის კლასების სკალა

ტელემარკეტინგის საფუძველზე დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ეტიკეტზე ხელმისაწვდომი პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასის და ენერგოეფექტურობის კლასების სკალის შესახებ, ასევე დაბეჭდილი ასლის მოთხოვნის გზით ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილზე წვდომის შესაძლებლობის შესახებ.
6. ამ დანართის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს უფლება აქვს მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ეტიკეტის დაბეჭდილი ასლი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი.
დანართი VII. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერაზე, მაუსის მოძრაობაზე ან სურათის სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით.
2. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად, მე-2 სურათის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე დატანილ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;
ბ) პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს 100% თეთრ ფერში, შრიფტი Calibri მუქი ფერის და იმავე შრიფტის ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული;
გ) მითითებულია ხელმისაწვდომი ენერგოეფექტურობის კლასების სკალა 100% შავი ფერში;
დ) გამოსახულება შეესაბამება შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს, რომლის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე დატანილი ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, 100% შავი ფერში ისრის გარშემო მოთავსებული ხილული საზღვრით და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასო:
სურათი 2
ფერადი მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის კლასების სკალის მითითებით

3. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს;
ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს, II დანართის შესაბამისად;
გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;
დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;
ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორული ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;
ვ) ეტიკეტი უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით;
ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იგივე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.
დანართი VIII. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა
1. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ და არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მიმწოდებლის მიერ როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა ან მოახდინოს ამ მნიშვნელობების ინტერპრეტაცია იმ მიზნით, რომ მიაღწიოს შესაბამისობას ან მათ უკეთეს შესრულებას ნებისმიერი საშუალებით. ეტიკეტზე ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში (ფირფიტა) მოცემული მნიშვნელობები და კლასი არ შეიძლება მიმწოდებლისთვის იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
ნებისმიერი მოდელი და ეკვივალენტი მოდელი ჩაითვლება შეუსაბამოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოდელი შექმნილია იმგვარად, რომ მას შეუძლია დაადგინოს, რომ ის გადის ტესტირებას (მაგალითად, ტესტის პირობების ან ტესტის ციკლის იდენტიფიცირებით) და შესაბამისი რეაგირების გზით მისი მუშაობის შესრულებას ავტომატურად შეცვლის მთელი ტესტის განმავლობაში, რათა მიაღწიოს უფრო ხელსაყრელ დონეს ამ რეგლამენტში აღნიშნულ ან ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან ნებისმიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებთან დასაახლოებლად.
2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:
ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;
ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:
ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე გამოცდის ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და
ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და
ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება პირველ ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა საშრობი მანქანა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება, იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;
ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის პირველ ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა საშრობი მანქანა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის, მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის სტანდარტები, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის
ვებგვერდზე. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს III დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.
4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ პირველ ცხრილში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.
ცხრილი 8
გაზომილი პარამეტრების დასაშვები გადახრა
| პარამეტრები | დასაშვები გადახრა |
|---|---|
| მთლიანი მოცულობა და განყოფილების მოცულობა | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება 3%-ზე მეტად აღემატებოდეს ან 1 ლიტრზე მეტად ნაკლები იყო დეკლარირებულ მნიშვნელობაზე, რომელი მნიშვნელობაც უფრო მეტია. |
| გაყინვის მოცულობა | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება დეკლარირებულ მნიშვნელობაზე 10%-ზე მეტად ნაკლები იყოს. |
| E32 | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება 10%-ზე მეტად აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას. |
| წლიური ენერგიის მოხმარება | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება 10%-ზე მეტად აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას. |
| ღვინის შესანახი მოწყობილობების შიდა ტენიანობა (%) | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება განსხვავდებოდეს დეკლარირებული დიაპაზონისგან 10%-ზე მეტად. |
| საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება 2 dB(A) re 1 pW-ზე მეტად აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას. |
| ტემპერატურის მატების დრო | განსაზღვრული მნიშვნელობა (ა) არ შეიძლება დეკლარირებულ მნიშვნელობაზე 15%-ზე მეტად ნაკლები იყოს. |
| (ა) მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამატებითი სამი ერთეულის შემოწმების შემთხვევაში, განსაზღვრული მნიშვნელობა ნიშნავს ამ სამი დამატებითი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულს. | |
