ტექნიკური რეგლამენტის – ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2024 ბოლო ცვლილება 14.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№322
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024717
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №322

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს  მიიჩნევა, რომ აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამ ტექნიკურ რეგლამენტში ქართულ ენაზე წარმოსადგენი ინფორმაციისა.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა შესაბამის პირს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 5
დადგენილება  ამოქმედდეს  2025 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
დანართი.docx

ტექნიკური რეგლამენტი - ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი

  1. „ტექნიკური რეგლამენტი – ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე“ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ეტიკეტირებისა და პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნებს ელექტრონული ეკრანებისთვის, მათ შორის ტელევიზორების, მონიტორებისა და ციფრული სენსორული ეკრანებისთვის.

  2. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდეგ მოწყობილობებზე:

ა) ნებისმიერ ელექტრონულ ეკრანზე, რომლის ეკრანის ფართობი 100 სმ2 ტოლია ან მასზე ნაკლებია;

ბ) პროექტორებზე;

გ) ერთიან ვიდეოსაკონფერენციო სისტემებზე;

დ) სამედიცინო ეკრანებზე;

ე) ვირტუალური რეალობის ყურსასმენებზე;

ვ) სამაუწყებლო ეკრანებზე;

ზ) უსაფრთხოების ეკრანებზე;

თ) ციფრულ ინტერაქტიულ დაფებზე;

ი) ციფრულ ჩარჩოებზე;

კ) იმ ციფრულ სენსორულ ეკრანებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მახასიათებელს:

კ.ა) ეკრანის მოდული, რომელიც დაპროექტებული და შექმნილია როგორც ეკრანის უფრო დიდი ფართობის ნაწილობრივი გამოსახულების არეალის ნაწილი და არ არის დამოუკიდებელი ეკრანი;

კ.ბ) ავტონომიურად განთავსებულია შემოსაზღვრულ არეალში მუდმივი გარე გამოყენებისთვის;

კ.გ) ავტონომიურად განთავსებულია შემოსაზღვრულ არეალში ეკრანის ფართობით 30 დმ2-ზე ნაკლები ან 130 დმ2-ზე მეტი;

კ.დ) ეკრანის პიქსელის სიმკვრივე 230 პიქსელი/სმ2-ზე ნაკლებია ან 3 025 პიქსელი/სმ2-ზე მეტია;

კ.ე) სტანდარტული დინამიკური დიაპაზონის (SDR) მუშაობის რეჟიმში პიკური თეთრი ილუმინაცია 1000 ცდ/მ2-ზე მეტია ან ტოლი;

კ.ვ) არ გააჩნია ვიდეოსიგნალის შეყვანის ინტერფეისი და ეკრანის დრაივი იძლევა სტანდარტიზებული დინამიკური ვიდეოტესტირების თანმიმდევრობის სწორად ჩვენების შესაძლებლობას სიმძლავრის გაზომვის მიზნებისთვის;

ლ) სტატუსის ეკრანებზე;

მ) მართვის პანელებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

  1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლში მოცემული შემდეგი ტერმინები:

ა) „ელექტრონული ეკრანი“ - საჩვენებელი ეკრანი და მასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ვიზუალური ინფორმაციის ჩვენება სადენიანი ან უსადენო წყაროებიდან;

ბ) „ტელევიზორი“ - ელექტრონული ეკრანი, რომელიც შექმნილია ძირითადად აუდიოვიზუალური სიგნალების ჩვენებისა და მიღებისთვის და რომელიც შედგება ელექტრონული ეკრანისა და ერთი ან მეტი პულტის/მიმღებისგან;

გ) „პულტი/მიმღები“ - ელექტრონული წრედი, რომელიც პოულობს სატელევიზიო სამაუწყებლო სიგნალს, როგორიცაა მიწისზედა ციფრული ან სატელიტური, მაგრამ არ მოიცავს ინტერნეტმონაცემთა გადაცემას ერთი გამოგზავნიდან ერთ მიმღებზე, და ხელს უწყობს სატელევიზიო არხის არჩევას სამაუწყებლო არხების ჯგუფიდან;

დ) „მონიტორი“ ან „კომპიუტერის მონიტორი“ ან „კომპიუტერის დისპლეი“ - ელექტრონული ეკრანი, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანისთვის ახლოდან საჩვენებლად, მაგალითად, სამუშაო რეჟიმში;

ე) „ციფრული ჩარჩო“ - ელექტრონული ეკრანი, რომელიც აჩვენებს ექსკლუზიურად უმოძრაო ვიზუალურ ინფორმაციას;

ვ) „პროექტორი“ - ოპტიკური მოწყობილობა ანალოგური ან ციფრული ვიდეო გამოსახულების ინფორმაციის ნებისმიერი ფორმატით დასამუშავებლად, სინათლის წყაროს მოდულირების მიზნით და მიღებული გამოსახულების გარე ზედაპირზე გადასაცემად;

ზ) „სტატუსის ეკრანი“ - ეკრანი, რომელიც გამოიყენება მარტივი, მაგრამ ცვალებადი ინფორმაციის საჩვენებლად, როგორიცაა არჩეული არხი, დრო ან ენერგიის მოხმარება. მარტივი სინათლის მაჩვენებელი არ განიხილება სტატუსის ეკრანად;

თ) „საკონტროლო პანელი“ - ელექტრონული ეკრანი, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროდუქტის მუშაობის სტატუსთან დაკავშირებული სურათების ჩვენება; მას შეუძლია უზრუნველყოს მომხმარებლის ურთიერთქმედება შეხებით ან სხვა საშუალებებით პროდუქტის მუშაობის გასაკონტროლებლად. ის შეიძლება ჩაშენებული იყოს პროდუქტში ან სპეციალურად შექმნილი და ბაზარზე განთავსებული ექსკლუზიურად პროდუქტთან ერთად გამოსაყენებლად;

ი) „ერთიანი ვიდეოსაკონფერენციო სისტემა“ - სპეციალური სისტემა, რომელიც შექმნილია ვიდეოკონფერენციისა და თანამშრომლობისთვის, ინტეგრირებული ერთ ბლოკში, რომლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ი.ა) მწარმოებლის მიერ მიწოდებული კონკრეტული ვიდეოკონფერენციის პროტოკოლის ITU-T H.323 ან IETF SIP მხარდაჭერა;

ი.ბ) კამერა/კამერები, ჩვენებისა და რეალურ დროში ორმხრივი ვიდეოდამუშავების შესაძლებლობები, პაკეტის დაკარგვისგან დაცვის ჩათვლით;

ი.გ) დინამიკისა და აუდიოდამუშავების შესაძლებლობები რეალურ დროში ორმხრივი უსადენო აუდიოსთვის, ექოს გაუქმების ჩათვლით;
ი.დ) დაშიფვრის ფუნქცია;

ი.ე) HiNA;

კ) „HiNA“- ქსელის მაღალი ხელმისაწვდომობა;

ლ) „სამაუწყებლო ეკრანი“ - ელექტრონული ეკრანი, რომელიც შექმნილია და ბაზარზე განთავსებულია პროფესიონალური გამოყენებისთვის მაუწყებლებისა და ვიდეომასალის მწარმოებლების მიერ ვიდეოკონტენტის შესაქმნელად. მისი ტექნიკური მახასიათებლები უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ლ.ა) ფერის დაყენების ფუნქცია;

ლ.ბ) შემავალი სიგნალის ანალიზის ფუნქცია შემავალი სიგნალის მონიტორინგისთვის და შეცდომების აღმოსაჩენად, როგორიცაა ტალღის ფორმის მონიტორი/ვექტორული ფარგლები, RGB წყვეტა, ვიდეოსიგნალის სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა პიქსელის ფაქტობრივ გარჩევადობაზე, გაორმაგების რეჟიმი და ეკრანის მარკერი;

ლ.გ) სერიული ციფრული ინტერფეისი (SDI) ან ვიდეოს ინტერნეტის მეშვეობით გადაცემის პროტოკოლი (VoIP) ჩაშენებულია პროდუქტში;

ლ.დ) არ არის განკუთვნილი საჯარო სივრცეში გამოსაყენებლად;

მ) „ციფრული ინტერაქტიული დაფა - ელექტრონული ეკრანი, რომელიც მომხმარებელს გამოსახულებასთან პირდაპირი ინტერაქციის საშუალებას აძლევს. ციფრული ინტერაქტიული დაფა შექმნილია ძირითადად პრეზენტაციების, გაკვეთილების ან დისტანციური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, აუდიო და ვიდეოსიგნალების გადაცემის ჩათვლით. მისი ტექნიკური მახასიათებლები უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

მ.ა) ძირითადად განკუთვნილია დაკიდებულ მდგომარეობაში ინსტალაციისთვის, სადგამზე დასამაგრებლად, თაროზე ან დესკტოპზე დასაყენებლად ან ფიზიკურ სტრუქტურაზე დასამაგრებლად ადამიანთა ჯგუფის მიერ სანახავად;

მ.ბ) გამოიყენება კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რომელსაც აქვს სპეციფიკური ფუნქციები შინაარსისა და ურთიერთქმედების სამართავად;

მ.გ) ჩაშენებულია ან შექმნილია სპეციალურად კომპიუტერთან ერთად გამოსაყენებლად ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული პროგრამული უზრუნველყოფის გასაშვებად;

მ.დ) ეკრანის ფართობი 40 დმ2-ზე მეტია;

მ.ე) შესაძლებელია მომხმარებლის ურთიერთქმედება თითის ან კალმის შეხებით ან სხვა საშუალებებით, როგორიცაა ხელის, მკლავის ჟესტიკულაცია ან ხმა;

ნ) „უსაფრთხოების ეკრანი“ - ელექტრონული ეკრანი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ნ.ა) თვითმონიტორინგის ფუნქცია, რომელსაც შეუძლია დისტანციურ სერვერზე გადასცეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი ინფორმაცია:

ნ.ა.ა) ენერგიის წყაროს სტატუსი;

ნ.ა.ბ) გადატვირთვის საწინააღმდეგო თერმული სენსორისგან მიღებული შიდა ტემპერატურა;

ნ.ა.გ) ვიდეოწყარო;

ნ.ა.დ) აუდიოწყარო და აუდიო სტატუსი (ხმის მოცულობა/ხმის გათიშვა);

ნ.ა.ე) მოდელი და კომპიუტერული პროგრამის ვერსია;

ნ.ბ) მომხმარებლის მიერ განსაზღვრული სპეციალისტი აყალიბებს ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ეკრანის დაინსტალირებას პროფესიონალურ კორპუსებში ან კონსოლებში;

ო) „ციფრული სენსორული ეკრანი“ - ელექტრონული ეკრანი, რომელიც შექმნილია ადამიანთა ჯგუფის მიერ არასამუშაო და არასაყოფაცხოვრებო გარემოში სანახავად. მისი ტექნიკური მახასიათებლები უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:

ო.ა) კონკრეტულ საჩვენებელ ეკრანზე წვდომის უზრუნველსაყოფად უნიკალური იდენტიფიკატორი;

ო.ბ) ფუნქცია, რომელიც თიშავს უნებართვო წვდომას ეკრანის პარამეტრებზე და გამოსახულ სურათზე;

ო.გ) ინტერნეტთან კავშირი (მოიცავს სადენიან ან უსადენო ინტერფეისს) კონტროლის, მონიტორინგის ან ინფორმაციის მისაღებად დისტანციურად ერთი გამგზავნისა და ერთი მიმღების, ან რამდენიმე მიმღებისგან საჩვენებლად, და არ მოიცავს სამაუწყებლო წყაროებიდან მიღებას;

ო.დ) შექმნილია ჩამოკიდებულ მდგომარეობაში ინსტალაციისთვის, სადგამზე დასამაგრებლად, ან ფიზიკურ კონსტრუქციაზე დასაყენებლად ადამიანთა ჯგუფის მიერ სანახავად და არ არის განთავსებული ბაზარზე სადგამით;

ო.ე) არ მოიცავს პულტს სამაუწყებლო სიგნალების საჩვენებლად;

პ) „ჩაშენებული“ - ეკრანი, რომელიც წარმოადგენს სხვა პროდუქტის ფუნქციურ კომპონენტს, რომელსაც არ შეუძლია პროდუქტისგან დამოუკიდებლად მუშაობა და დამოკიდებულია მასზე თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის კვების წყარო;

ჟ) „ეკრანის ფართობი“ - ელექტრონული ეკრანის საჩვენებელი ფართობი, რომელიც გამოითვლება მაქსიმალური საჩვენებელი გამოსახულების სიგანის გამრავლებით პანელის ზედაპირის გასწვრივ მაქსიმალური საჩვენებელი გამოსახულების სიმაღლეზე (როგორც ბრტყელი, ისე მრუდი);

რ) „ვირტუალური რეალობის ყურსასმენი“ - თავზე დასახური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მისი მომხმარებლისთვის ღრმა ვირტუალური რეალობის შექმნას თითოეული თვალისთვის სტერეოსკოპიული სურათების ჩვენებით, და აღჭურვილია თავის მოძრაობის განმეორების ფუნქციით;

ს) „გაყიდვის პუნქტი“ - ადგილი, სადაც ელექტრონული ეკრანები არის განთავსებული ან შემოთავაზებული გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით შესაძენად.

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართების მიზნებისთვის ასევე გამოიყენება ტერმინთა შემდეგი განმარტებები:

ა) „ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI)“ - ელექტრონული ეკრანის ინდექსის აღმნიშვნელი რიცხვი შესაბამისი ენერგოეფექტურობისთვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) „მაღალი დინამიკური დიაპაზონი (HDR)“ - ვიდეომასალის შექმნისას წარმოქმნილი მეტამონაცემების გამოყენებით ელექტრონული ეკრანის გამოსახულების კონტრასტის თანაფარდობის გაზრდის მეთოდი რომელსაც ეკრანის მართვის სქემა გადასცემს კონტრასტის თანაფარდობის წარმოსაქმნელად და ადამიანის თვალის მიერ აღქმული ფერის უფრო რეალისტურად გადასაცემად, რაც HDR-თან შეუთავსებელი ეკრანით არ მიიღწევა;

გ) „კონტრასტის თანაფარდობა“ - გამოსახულების პიკურ სიკაშკაშესა და შავ დონეს შორის სხვაობა;

დ) „ილუმინაცია“ - სინათლის ინტენსივობის ფოტომეტრული ზომა შესაბამისი მიმართულებით მიმავალი სინათლის ერთეულ ფართობზე, გამოხატული კანდელების ერთეულებში კვადრატულ მეტრზე (ცდ/მ2); ტერმინი ილუმინაცია ხშირად გამოიყენება ელექტრონული ეკრანის სიკაშკაშის „სუბიექტურად“ კვალიფიკაციისთვის;

ე) „სიკაშკაშის ავტომატური კონტროლი (ABC)“ - ავტომატური მექანიზმი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში არეგულირებს ელექტრონული ეკრანის სიკაშკაშეს გარემოს განათების დონის ფუნქციით, რომელიც ანათებს ეკრანის წინა მხარეს;

ვ) „პირველადი პარამეტრი“ - კონკრეტული მახასიათებლის მნიშვნელობა, რომელიც დაყენებულია ქარხანაში და ხელმისაწვდომია, როდესაც მომხმარებელი პირველად იყენებს პროდუქტს და მას შემდეგ რაც შეასრულებს მოქმედებას - „ქარხნულ პარამეტრებზე გადატვირთვა“, თუ ის გათვალისწინებულია პროდუქტით;

ზ) „პიქსელი (სურათის ელემენტი)“ - სურათის უმცირესი ელემენტის ფართობი, რომელიც შეიძლება გამოირჩეოდეს მისი მეზობელი ელემენტებისაგან;

თ) „ჩართული რეჟიმი“ ან „აქტიური რეჟიმი“ - მდგომარეობა, როდესაც ელექტრონული ეკრანი ჩართულია კვების წყაროში, გააქტიურებულია და ასრულებს ერთ ან მეტ საჩვენებელ ფუნქციას;

ი) „საწყისი მენიუ“ - კონკრეტული მენიუ, რომელიც ჩნდება ელექტრონული ეკრანის თავდაპირველი გაშვებისას ან ქარხნულ პარამეტრებზე გადატვირთვისას და რომელიც სთავაზობს მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული ეკრანის პარამეტრების კომპლექტს;

კ) „ნორმალური კონფიგურაცია“ - ეკრანის პარამეტრი, რომელიც მიმწოდებლის მიერ რეკომენდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის საწყისი მენიუდან ან ქარხნული პარამეტრიდან, რომელიც ელექტრონულ საჩვენებელ მოწყობილობას გააჩნია პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მან უნდა უზრუნველყოს საბოლოო მომხმარებლისთვის ოპტიმალური ხარისხი პროდუქტის განკუთვნილ გარემოში და დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ნორმალური კონფიგურაცია არის მდგომარეობა, რომელშიც იზომება გამორთვის, ლოდინის რეჟიმის, ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმის და ჩართული რეჟიმის მნიშვნელობები;

ლ) „ჩართული რეჟიმის ყველაზე ნათელი კონფიგურაცია“ - ელექტრონული ეკრანის კონფიგურაცია, რომელიც წინასწარ არის დაყენებული მიმწოდებლის მიერ და იძლევა მისაღებ სურათს უმაღლესი გაზომილი ილუმინაციით;

მ) „მაღაზიის კონფიგურაცია“ - ელექტრონული ეკრანის კონფიგურაცია, რომელიც ელექტრონული ეკრანის საჩვენებლად გამოიყენება, მაგალითად, მაღალი ილუმინაციის (საცალო) პირობებში და არ გულისხმობს ავტომატურ გამორთვას, თუ მომხმარებლის ქმედება ან ადამიანის ყოფნა არ არის გამოვლენილი;

ნ) „ოთახში ყოფნის სენსორი“ ან „ჟესტების გამოვლენის სენსორი“ ან „დაკავებულობის სენსორი“ - სენსორი, რომელიც აკონტროლებს და რეაგირებს პროდუქტის ირგვლივ სივრცეში მოძრაობებზე, რომლის სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის ჩართულ რეჟიმზე გადართვა. თუ წინასწარ განსაზღვრულ დროში მოძრაობა არ დაფიქსირდა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკრანის ლოდინის რეჟიმზე ან ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმზე გადასაყვანად;

ო) „გამორთული რეჟიმი“ - მდგომარეობა, როდესაც ელექტრონული ეკრანი ჩართულია კვების წყაროში და არ ასრულებს რაიმე ფუნქციას, ასევე მოიცავს იმ პირობებს, რომლებიც მხოლოდ მიუთითებენ გამორთვის რეჟიმის მდგომარეობას და პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მხოლოდ ისეთ ფუნქციონირებას, რაც გათვალისწინებულია ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველსაყოფად;

პ) „ლოდინის რეჟიმი“ - მდგომარეობა, როდესაც ელექტრონული ეკრანი ჩართულია კვების წყაროში ან DC დენის წყაროში, დამოკიდებულია კვების წყაროდან მოწოდებულ ენერგიაზე, რათა იმუშაოს დანიშნულებისამებრ და უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ფუნქციების შესრულებას, რომლებიც შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს: რეაქტივაციის ფუნქცია, ან რეაქტივაციის ფუნქცია და მხოლოდ მითითება ჩართული რეაქტივაციის ფუნქციაზე; ან/და ინფორმაციის ან სტატუსის ჩვენება;

ჟ) „რეაქტივაციის ფუნქცია“ - ფუნქცია, რომელიც დისტანციური გადამრთველის, დისტანციური მართვის ერთეულის, შიდა სენსორის, ტაიმერის ან ქსელური ეკრანების ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმის შემთხვევაში, ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს ლოდინის რეჟიმიდან ან ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმიდან სხვა რეჟიმზე გადართვას, გარდა გამორთული რეჟიმისა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ფუნქციებს;

რ) „ეკრანის მექანიზმი“ - ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის სენსორული ეკრანი ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლებისთვის ინტერნეტის კონტენტის საჩვენებლად;

ს) „ჩასმული ეკრანი“ - ვიზუალური ინტერფეისი, რა შემთხვევაშიც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;

ტ) „სენსორული ეკრანი“ - ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;

უ) „ალტერნატიული ტექსტი“ - გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება არაგრაფიკული ფორმით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული გამოსახულების გახსნა საჩვენებლ მოწყობილობაზე შეუძლებელია. ის ასევე ნიშნავს ხელმისაწვდომობისთვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებას, მაგალითად როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები;

ფ) „სტანდარტიზებული გარე კვების წყარო (EPS)“ - გარე ელექტრომომარაგება, რომელიც შექმნილია სხვადასხვა მოწყობილობებისთვის ენერგიის მისაწოდებლად;

ქ) „სტანდარტიზებული EPS“ - გარე ელექტრომომარაგება, რომელიც შექმნილია სხვადასხვა მოწყობილობისთვის ენერგიის მისაწოდებლად და რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ გაცემულ სტანდარტს;

ღ) „სწრაფი რეაგირების (QR) კოდი“ - პროდუქტის მოდელის ენერგეტიკულ ეტიკეტზე დატანილ მატრიცული შტრიხკოდი, რომელიც უკავშირდება ამ მოდელის შესახებ ინფორმაციას პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში;

ყ) „ქსელი“ - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ბმულების ტოპოლოგიით და არქიტექტურით, რომელიც მოიცავს ფიზიკურ კომპონენტებს, ორგანიზაციულ პრინციპებს და კომუნიკაციის პროცედურებსა და ფორმატებს (პროტოკოლებს);

შ) „ქსელის ინტერფეისი“ ან „ქსელის პორტი“ - სადენიანი ან უსადენო ფიზიკური ინტერფეისი ქსელური კავშირის უზრუნველსაყოფად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ელექტრონული ეკრანის ფუნქციების დისტანციურად გააქტიურება და მონაცემების მიღება ან გაგზავნა. ქსელის ინტერფეისს არ მიეკუთვნება ის ინტერფეისები, რომლებიც ისეთი მონაცემების შეყვანისთვის გამოიყენება, როგორიცაა ვიდეო და აუდიო-სიგნალები, თუმცა რომლებიც ქსელის წყაროდან არ წარმოიშობა და არ იყენებს ქსელურ მისამართს;

ჩ) „ქსელის ხელმისაწვდომობა“ - ელექტრონული ეკრანის შესაძლებლობა გაააქტიუროს ფუნქციები მას შემდეგ, რაც დისტანციურად ინიცირებული გამომწვევის გამოვლენა მოხდება ქსელის ინტერფეისის მიერ;

ც) „ქსელში ჩართული ეკრანი“ - ელექტრონული ეკრანი, რომელსაც გააქტიურებულ რეჟიმში შეუძლია ქსელთან დაკავშირება მისი ერთ-ერთი ქსელური ინტერფეისის გამოყენებით;

ძ) „ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმი“ - მდგომარეობა, როდესაც ელექტრონულ ეკრანს შეუძლია განაახლოს ფუნქცია ქსელის ინტერფეისიდან დისტანციურად ინიცირებული გამომწვევის საშუალებით;

წ) „დეკლარირებული მნიშვნელობები“ - შესაბამისობის შემოწმების მიზნით „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მითითებული, განსაზღვრული, გამოთვლილი ან გაზომილი ტექნიკური პარამეტრები, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და V დანართს;

ჭ) „გარანტია“ - ნებისმიერი ვალდებულება საცალო მოვაჭრის ან მომწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურების ან პროდუქტის შეცვლის, შეკეთების ან დამუშავების თაობაზე, თუკი ელექტრონული ეკრანი არ აკმაყოფილებს გარანტიის განცხადებაში ან შესაბამის რეკლამაში მითითებულ მახასიათებლებს.

მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ა) თითოეული ელექტრონული ეკრანი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად. ეტიკეტი ასევე უნდა დაიბეჭდოს მოწყობილობის შეფუთვაზე ან დამაგრდეს მასზე;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ელექტრონული ფორმატის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, მიწოდებულია უფასოდ, ქართულ ენაზე;

გ) პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი დილერის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, უფასოდ ხელმისაწვდომია მისთვის ბეჭდური ფორმით, ქართულ ენაზე;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის შინაარსი ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში;

ე) ელექტრონული ეკრანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერ ვიზუალურ რეკლამაში, მათ შორის ინტერნეტრეკლამაში, მითითებულია ინფორმაცია ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI და VII დანართების შესაბამისად;

ვ) ელექტრონული ეკრანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერ ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, რომელიც აღწერს მის სპეციფიკურ ტექნიკურ პარამეტრებს, მათ შორის ინტერნეტრეკლამაში, მითითებულია ინფორმაცია ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის შესაბამისად;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის ელექტრონული ეტიკეტი, მიწოდებულია დილერებისთვის თითოეული ელექტრონული ეკრანის მოდელისთვის. რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში; იმ მოდელებისათვის, რომლებიც მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ბაზრებზე არიან განთავსებულნი და არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში, ეტიკეტი წარმოიქმნება ევროკავშირის ლოგოს გარეშე, ხოლო QR კოდი უნდა იყოს მიბმული ვებსაიტზე მოდელის ინფორმაციით, რომელსაც ანახლებს მწარმოებელი.

თ) თითოეული ელექტრონული ეკრანის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმატის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან ერთად, ქართულ ენაზე.

2. ენერგოეფექტურობის კლასი ეფუძნება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ენერგოეფექტურობის ინდექსს.

მუხლი 4. დილერის ვალდებულებები

  1. ელექტრონული ეკრანის დილერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

ა) თითოეული ელექტრონული ეკრანი, გაყიდვის პუნქტში, მათ შორის სავაჭრო ბაზრობებზე, წარმოდგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმწოდებლის ეტიკეტთან ერთად, რომელიც თვალსაჩინოდ არის განთავსებულია მოწყობილობის გარე წინა ნაწილში, მასზე დაკიდებული ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ცალსახად აკავშირებს ეტიკეტს მოწყობილობის კონკრეტულ მოდელთან. ელექტრონული ეკრანის მომხმარებლისთვის ჩართულ რეჟიმში გასაყიდად შეთავაზების შემთხვევაში, ბეჭდური ეტიკეტი შესაძლებელია შეიცვალოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ეტიკეტით;

ბ) ელექტრონული ეკრანის მოდელის გაყიდვის პუნქტში ყუთიდან ამოღებული საჩვენებელი ერთეულის გარეშე განთავსების შემთხვევაში, ეტიკეტი თვალსაჩინოდ არის დაბეჭდილი ყუთზე ან მასზე დამაგრებული;

გ) დისტანციური გაყიდვის ან ტელემარკეტინგის შემთხვევაში, ელექტრონული ეკრანის ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის VI და VII დანართების შესაბამისად, ქართულ ენაზე;

დ) ელექტრონული ეკრანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა, მათ შორის ინტერნეტრეკლამა, მოიცავს ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ მითითებას ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის შესაბამისად;

ე) ელექტრონული ეკრანის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც ეხება მას და აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მათ შორის ინტერნეტში განთავსებული ტექნიკური სარეკლამო მასალა, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასისა და ეტიკეტზე ხელმისაწვდომი ეფექტურობის კლასების სკალის შესახებ მითითებას ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის შესაბამისად.

მუხლი 5. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები ინტერნეტჰოსტინგის პლატფორმებზე

ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებლის მიერ პროდუქტის ინტერნეტვებგვერდის მეშვეობით გაყიდვის შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერის მიერ მიწოდებული ელექტრონული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ჩვენება საჩვენებელი მოწყობილობებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად, ქართულ ენაზე. ჰოსტინგის სერვისის მიმწოდებელი ასევე ვალდებულია დილერს მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჩვენების ვალდებულების შესახებ.

მუხლი 6. გაზომვის მეთოდები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სარწმუნო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის და გამოთვლის პროცედურების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის შესაბამისად.

მუხლი 7. ბაზარზე ზედამხედველობა

  1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.

  2. უფლებამოსილი პირი შესაბამისობის შეფასებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართით გათვალისწინებულ პროცედურას.

3. ელექტრონული ეკრანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

4. ელექტრონული ეკრანის კონკრეტული მოდელის ონლაინვაჭრობაზე ზედამხედველობა არ წარმოადგენს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასები და ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIlabel)

  1. ელექტრონული ეკრანის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება მისი ეტიკეტირების ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIlabel) საფუძველზე, 1-ლი ცხრილის შესაბამისად. ელექტრონული ეკრანის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIlabel) გამოითვლება ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ცხრილი 1


ელექტრონული ეკრანის ენერგოეფექტურობის კლასები

ენერგოეფექტურობის კლასი

ენერგოეფექტურობის ინდექსი

(EEIlabel)

A EEIlabel < 0,30
B 0,30 ≤ EEIlabel < 0,40
C 0,40 ≤ EEIlabel < 0,50
D 0,50 ≤ EEIlabel < 0,60
E 0,60 ≤ EEIlabel < 0,75
F 0,75 ≤ EEIlabel < 0,90
G 0,90 ≤ EEIlabel
  1. ელექტრონული ეკრანის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIlabel) გამოითვლება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

$$\mathbf{EEI}\mathbf{label =}\frac{(Pmeasured + 1)}{\left( 3\ x\ \left\lbrack 90\ x\tanh\left( 0.025 + 0.0035\ x\ (A - 11) \right) + \ 4 \right\rbrack + 3 \right) + \ corrl\ }$$

სადაც:
A წარმოადგენს საჩვენებელი ზედაპირის ფართობს დმ2-ში;

Pmeasured არის გაზომილი სიმძლავრე ჩართვის რეჟიმში ვატებში ნორმალურ კონფიგურაციაში და დაყენებულია მე-2 ცხრილის შესაბამისად;

corrl არის კორექტირების ფაქტორი, რომელიც დაყენებულია მე-3 ცხრილის შესაბამისად.

ცხრილი 2

Pmeasured გაზომვა

დინამიკური დიაპაზონის დონე Pmeasured
სტანდარტული დინამიკური დიაპაზონი (SDR): PmeasuredSDR ენერგიის მოთხოვნა ვატებში (W) ჩართულ რეჟიმში, გაზომილი დინამიკური სამაუწყებლო კონტენტიდან მოძრავი სურათის სტანდარტიზებული სატესტო თანმიმდევრობის ჩვენებისას. თუკი გამოიყენება დამატებები ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისინი უნდა გამოაკლდეს Pmeasured -ს.
მაღალი დინამიკური დიაპაზონი (HDR)
PmeasuredHDR
ენერგიის მოთხოვნა ვატებში (W) ჩართულ რეჟიმში, გაზომილი როგორც PmeasuredSDR-სთვის, მაგრამ HDR ფუნქციით, რომელიც გააქტიურებულია მეტამონაცემებით სტანდარტიზებული HDR ტესტის თანმიმდევრობით. თუკი დამატებები გამოიყენება ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისინი უნდა გამოაკლდეს Pmeasured -ს.

ცხრილი 3

corrl მნიშვნელობა

ელექტრონული ეკრანის ტიპი corrl მნიშვნელობა
ტელევიზორი 0,0
მონიტორი 0,0
ციფრული სენსორული ეკრანი 0,00062 *(lum-500)*A
სადაც ‘lum’ არის თეთრი ილუმინაციის პიკი, ცდ/მ2-ში, ელექტრონული ეკრანის ჩართული რეჟიმის ყველაზე კაშკაშა კონფიგურაცია და A არის ეკრანის ფართობი დმ2-ში.

EEI გაანგარიშებისთვის გამოიყენება ჩართული რეჟიმის სიმძლავრის (Pmeasured) და საჩვენებელი ზედაპირის ფართობის (A) განსაზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც ჩამოთვლილია V დანართის მე-5 ცხრილში.

  1. ელექტრონული ეკრანები, რომლებსაც გააჩნიათ სიკაშკაშის ავტომატური კონტროლი (ABC) ექვემდებარება Pmeasured-ის მაჩვენებლის 10%-ით შემცირებას, თუ ისინი აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:

ა) სიკაშკაშის ავტომატური კონტროლი გააქტიურებულია ელექტრონული ეკრანის ნორმალურ კონფიგურაციაში და შენარჩუნებულია საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა სტანდარტული დინამიკური დიაპაზონის კონფიგურაციაში;

ბ) ნორმალურ კონფიგურაციაში Pmeasured მნიშვნელობა გაზომილია სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის გამორთვის პირობებში ან თუ მისი გამორთვა შეუძლებელია, 100 ლქ ატმოსფერული განათების პირობებში, რომელიც გაზომილია სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის სენსორზე;

გ) როდესაც ეს შესაძლებელია, Pmeasured მნიშვნელობა, სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის გამორთვის პირობებში უნდა იყოს ჩართული რეჟიმის სიმძლავრის ტოლი ან მეტი, როდესაც ის გაზომილია სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის ჩართულ რეჟიმში 100 ლქ ატმოსფერული განათების პირობებში, გაზომილი სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის სენსორზე;

დ) როდესაც სიკაშკაშის ავტომატური კონტროლი ჩართულია, ჩართული რეჟიმის სიმძლავრის გაზომილი მნიშვნელობა უნდა შემცირდეს 20%-ით ან მეტით, თუკი სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის სენსორზე გაზომილი ატმოსფერული განათების პირობები მცირდება 100 ლქ-დან 12 ლქ-მდე;

ე) ეკრანის ილუმინაციის სიკაშკაშის ავტომატური კონტროლი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მახასიათებელს, როდესაც სიკაშკაშის ავტომატური კონტროლის სენსორზე გაზომილი ატმოსფერული განათების მდგომარეობა იცვლება:

- 60 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის ილუმინაცია არის 100 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის განათების 65%-დან 95%-მდე;

  • 35 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის ილუმინაცია არის 100 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის განათების 50%-დან 80%-მდე;

  • 12 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის ილუმინაცია არის 100 ლქ-ზე გაზომილი ეკრანის განათების 35%-დან 70%-მდე.

დანართი II. ელექტრონული ეკრანის ეტიკეტი


1. ეტიკეტი

ა) ელექტრონული ეკრანის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა;

V. PmeasuredSDR-ის გამოყენებისას განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

VI. ჩართულ რეჟიმში ენერგიის მოხმარება კვტ/სთ-ში თითოეულ 1000 სთ-ში, SDR შინაარსის გამოყენებისას, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

VII. PmeasuredHDR-ის გამოყენებისას განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

VIII. ჩართულ რეჟიმში ენერგიის მოხმარება კვტ/სთ-ში თითოეულ 1000 სთ-ში, HDR შინაარსის გამოყენებისას, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

IX. საჩვენებელი ეკრანის დიაგონალი სანტიმეტრებში და ინჩებში და ჰორიზონტალური და ვერტიკალური გარჩევადობა პიქსელებში.

X. რეგლამენტის ნომერი ‘#’.

2. ეტიკეტის დიზაინი

ა) ელექტრონული ეკრანის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან,

ა.ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული. ელექტრონული ეკრანებისთვის, რომელთა ხილული არეალის დიაგონალის ზომა 127 სმ-ზე (50 ინჩზე) ნაკლებია, ეტიკეტი შეიძლება დაიბეჭდოს შემცირებული ზომის, მაგრამ არანაკლებ მისი ნორმალური ზომის 60%-ით შემცირებისა. ეტიკეტის შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული და QR კოდი უნდა იყოს წაკითხვადი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი QR მკითხველისთვის, როგორიცაა სმარტფონში ინტეგრირებული.

ა.ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100 % თეთრი;

ა.გ) შრიფტები უნდა იყოს Verdana და Calibri;

ა.დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების ზომები და სპეციფიკაციები უნდა იყოს ეტიკეტის დიზაინში მითითებულის შესაბამისი;

ა.ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 0,70,100,0: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ა.ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):

  1. ენერგიის ლოგოს ფერი - 100,80,0,0;

  2. QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

  3. მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი Verdana მუქი 9 pt;

  4. მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი Verdana ჩვეულებრივი 9 pt;

  5. A-დან G-ს ჩათვლით სკალა უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 19 pt; ასოები უნდა იყოს ცენტრში განთავსებული ღერძზე ისრების მარცხენა მხრიდან 4,5 მმ მანძილზე;

  • A-დან G-ს ჩათვლით სკალის ისრების ფერი უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • A-კლასი: 100,0,100,0;

  • B-კლასი: 70,0,100,0;

  • C-კლასი: 30,0,100,0;

  • D-კლასი: 0,0,100,0;

  • E-კლასი: 0,30,100,0;

  • F-კლასი: 0,70,100,0;

  • G-კლასი: 0,100,100,0.

  1. შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

  2. ენერგოეფექტურობის კლასის შესაბამისი ასო უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და შესაბამისი ისარი A-დან G-ს ჩათვლით სკალაზე ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მათი წვერები გასწორებული იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარში შესაბამისი ასო განლაგებული უნდა იყოს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, რომელიც უნდა იყოს 100% შავი;

  3. ენერგიის მოხმარების მნიშვნელობა SDR-ში უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana მუქი 28 pt; „კვტ/სთ/1 000 სთ“ უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 16 pt. ტექსტი უნდა განთავსდეს ცენტრში და 100% შავი;

  4. HDR და ეკრანის პიქტოგრამები უნდა იყოს 100% შავი და ეტიკეტის დიზაინის შესაბამისი; ტექსტები (ნომრები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი და შემდეგნაირად:

  • HDR პიქტოგრამის ზემოთ, ენერგოეფექტურობის კლასების ასოები (A-დან G-ს ჩათვლით) უნდა იყოს ცენტრში განთავსებული, შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს შრიფტით Verdana მუქი 16 pt და სხვა ასოები შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 10 pt; HDR პიქტოგრამის ქვეშ, ენერგიის მოხმარების მნიშვნელობა HDR-ში უნდა იყოს ცენტრში განთავსებული, შრიფტით Verdana მუქი 16 pt, „კვტ/სთ/1 000 სთ“ შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 10 pt.

  • ეკრანის პიქტოგრამის ტექსტები უნდა იყოს შრიფტით Verdana ჩვეულბრივი 9 pt და განთავსდეს ეტიკეტის დიზაინის შესაბამისად.

თუკი ელექტრონულ საჩვენებელ მოწყობილობას არ აქვს HDR მხარდაჭერა, HDR პიქტოგრამა და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოები მასზე არ განთავსდება. ეკრანის პიქტოგრამა, რომელიც აღნიშნავს ეკრანის ზომასა და გარჩევადობას, უნდა იყოს ვერტიკალურად ცენტრში განთავსებული ენერგიის მოხმარების შესახებ მითითების ქვემოთ არსებულ ზონაში.

10. რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და ვერდანა, 6 pt.

დანართი III. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და ტექნიკური შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს გაზომვა და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სტანდარტებს, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან დაეყრდნობა სხვა სარწმუნო, ზუსტ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს. გაზომვა და გამოთვლა უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართით დადგენილ ტექნიკურ განმარტებებს, პირობებს, ფორმულებს და პარამეტრებს.

  2. იმ ელექტრონული ეკრანების გაზომვა და გამოთვლა, რომლებიც ფუნქციონირებს როგორც 2D, ასევე 3D რეჟიმში, უნდა განხორციელდეს 2D რეჟიმში მუშაობის დროს.

  3. ელექტრონული ეკრანი, რომელიც ორ ან მეტ ფიზიკურად ცალკეულ ერთეულად არის დაყოფილი, მაგრამ ბაზარზე განთავსებულია ერთიან შეფუთვაში, ამ დანართით გათვალისწინებული გაზომვისა და გამოთვლის მიზნებისთვის განიხილება ერთიან ელექტრონულ ეკრანად. თუკი რამდენიმე ელექტრონული ეკრანი, რომელთა განთავსება ბაზარზე შესაძლებელია ცალ-ცალკე გაერთიანებულია ერთ სისტემაში, დამოუკიდებელი ელექტრონული ეკრანი ამ დანართით გათვალისწინებული გაზომვისა და გამოთვლის მიზნებისთვის განიხილება ერთ ეკრანად.

  4. ჩართულ რეჟიმში ენერგიის მოხმარების გამოთვლა უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) ელექტრონული ეკრანის გაზომვა უნდა განხორციელდეს ნორმალური კონფიგურაციით;

ბ) გამოთვლა უნდა განხორციელდეს გარემოს ტემპერატურაზე 23 °C +/- 5 °C;

გ) გამოთვლა უნდა განხორციელდეს დინამიკური სამაუწყებლო ვიდეოსიგნალის სატესტო ციკლის გამოყენებით, რომლიც წარმოადგენს ელექტრონული ეკრანის ტიპურ სამაუწყებლო შინაარსს სტანდარტულ დინამიკურ დიაპაზონში (SDR). მაღალი დინამიკური დიაპაზონის (HDR) გამოთვლის მიზნებისთვის, ელექტრონული ეკრანი ავტომატურად და სწორად უნდა პასუხობდეს მაღალი დინამიკური დიაპაზონის (HDR) მეტამონაცემებს ტესტის ციკლში. მოხმარებული საშუალო ენერგიის გამოთვლა უნდა განხორციელდეს ზედიზედ 10 წუთის განმავლობაში;

დ) გამოთვლა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ეკრანის გამორთულ რეჟიმში. თუ ელექტრონულ ეკრანს არ გააჩნია გამორთული რეჟიმი, გამოთვლა უნდა განხორციელდეს სულ მცირე ერთი საათი ლოდინის რეჟიმში, რომელსაც დაუყოვნებლივ მოყვება სულ მცირე ერთი საათი ჩართული რეჟიმი, ამასთან გამოთვლა უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 3 საათამდე ჩართული რეჟიმის მდგომარეობაში. გამოთვლის მიზნებისთვის, ვიდეოსიგნალი ნაჩვენები უნდა იყოს მთელი ჩართული რეჟიმის განმავლობაში. იმ ელექტრონული ეკრანებისთვის, რომელთაც გააჩნიათ 1 საათში დასტაბილურების ფუნქცია, მითითებული ხანგრძლივობები შეიძლება შემცირდეს, თუკი გამოთვლის შედეგები აჩვენებს, რომ ისინი არ სცდება იმ შედეგების 2%-ს, რომელიც მიიღწევა ამ პუნქტში მითითებული ხანგრძლივობის გამოყენების შემთხვევაში;

ე) თუკი ელექტრონულ ეკრანს გააჩნია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის ფუნქცია, გამოთვლა უნდა განხორციელდეს ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის გამორთულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ მისი გამორთვა არ არის შესაძლებელი, გამოთვლა უნდა განხორციელდეს ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე 100 ლქ გარემოს განათების პირობებში.

  1. პიკური თეთრი ილუმინაციის გამოთვლა უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) გამოთვლის მიზნებისთვის გამოიყენება ილუმინაციის მრიცხველი. მრიცხველი ადგენს ეკრანის იმ ნაწილს, რომელიც სრულ (100%) თეთრ სურათს აჩვენებს, რაც წარმოადგენს ნიმუშის - „სრული ეკრანის ტესტი“ ნაწილს და არ აღემატება სურათის საშუალო დონის (APL) წერტილს, სადაც ხდება ენერგიის შეზღუდვა ან ადგილი აქვს სხვა სახის დარღვევებს;

ბ) ნორმალურ კონფიგურაციასა და ყველაზე კაშკაშა რეჟიმის კონფიგურაციას შორის გადართვისას ელექტრონულ საჩვენებელ მოწყობილობაზე არ უნდა დაირღვეს ილუმინაციის მრიცხველის დადგენის წერტილი.

დანართი IV. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი

1. ელექტრონული ეკრანის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში ინფორმაცია მოცემული და ასახული უნდა იყოს ამ დანართში გათვალისწინებული ცხრილი 4-ის შესაბამისად, ქართულ ენაზე.


ცხრილი 4


პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში დასატანი ინფორმაცია, თანმიმდევრობა და ფორმატი

პარამეტრი პარამეტრის მნიშვნელობა და სიზუსტე ერთეული შენიშვნა
1.

მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;

მიმწოდებლის მისამართი

ტექსტი <…>
2. მოდელის იდენტიფიკატორი ტექსტი
3. სტანდარტული დინამიკური დიაპაზონის (SDR) ენერგოეფექტურობის კლასი [A/B/C/D/E/F/G]
4. სტანდარტული დინამიკურ დიაპაზონში (SDR) ჩართული რეჟიმის სიმძლავრის მოთხოვნა X,X W 100 ვტ-ზე დაბალი სიმძლავრის მნიშვნელობებისთვის დამრგვალებული პირველ მეათედამდე და 100 ვტ-ის ტოლი ან მეტი სიმძლავრის მნიშვნელობებისთვის დამრგვალებულია პირველ მთელ რიცხვამდე.
5. ენერგოეფექტურობის კლასი (HDR) [A/B/C/D/E/F/G] ან არ გამოიყენება

თუკი HDR არ არის დანერგილი, მნიშვნელობა განისაზღვრება „n.a.“ (არ

გამოიყენება).

6. თუკი დანერგილია მაღალი დინამიკური დიაპაზონის რეჟიმი (HDR), ჩართული რეჟიმის სიმძლავრის მოთხოვნა X,X W 100 ვტ-ზე დაბალი სიმძლავრის მნიშვნელობებისთვის დამრგვალებული პირველ მეათედამდე და 100 ვტ-ის ტოლი ან მეტი სიმძლავრის მნიშვნელობებისთვის დამრგვალებულია პირველ მთელ რიცხვამდე. (მნიშვნელობა მიეთითება - 0, თუკი არ გამოიყენება).
7.

გამორთულ რეჟიმში

სიმძლავრის მოთხოვნა, თუ შესაძლებელია

X,X W
8.

ლოდინის რეჟიმში

სიმძლავრის მოთხოვნა, თუ შესაძლებელია

X,X W
9. ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმში ენერგიის მოთხოვნა, თუ შესაძლებელია X,X W
10. ელექტრონული ეკრანის კატეგორია [ტელევიზორი/მონიტორი/სენსორული ეკრანი/სხვა] შეარჩიეთ ერთი.
11. ზომის თანაფარდობა
x : y
მთელი რიცხვი მაგ. 16:9, 21:9, და სხვ.
12. ეკრანის გარჩევადობა
x x y
პიქსელი ჰორიზონტალური და ვერტიკალური პიქსელი
13. ეკრანის დიაგონალი X,X სმ დამრგვალებული ერთ მეათედამდე.
14. ეკრანის დიაგონალი X ინჩები არჩევითი, ინჩებში დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე
15. საჩვენებელი ეკრანის არეალი X,X დმ2 დამრგვალებული ერთ მეათედამდე
16. პანელის გამოყენებული ტექნოლოგია ტექსტი მაგ. LCD/LED LCD/QLED
LCD/OLED/MicroLED/QDLED/SED/F
ED/EPD, და სხვა.
17. ავტომატური სიკაშკაშის კონტროლი (ABC) ხელმისაწვდომია [კი/არა] (თუ კი) უნდა გააქტიურდეს პირველადი პარამეტრით
18. ხმის ამოცნობის სენსორი ხელმისაწვდომია [კი/არა]
19. ოთახში ყოფნის სენსორი ხელმისაწვდომია [კი/არა] (თუ კი) უნდა გააქტიურდეს პირველადი პარამეტრით
20. სურათის განახლების სიხშირე (პირველადი პარამეტრი) X Hz
21. პროგრამული უზრუნველყოფისა და ჩაშენებული პროგრამების განახლებების მინიმალური გარანტირებული ხელმისაწვდომობა (ბაზარზე განთავსების დასრულების დღიდან) X წლები
22. სათადარიგო ნაწილების მინიმალური გარანტირებული ხელმისაწვდომობა (ბაზარზე განთავსების დასრულების დღიდან) X წლები
23. პროდუქტის მინიმალური გარანტირებული მხარდაჭერა X წლები
მიმწოდებლის გენერალური გარანტიის მოქმედების მინიმალური ხანგრძლივობა X წლები
24 ენერგიის წყაროს ტიპი შიდა/გარე/სტანდარტიზებული გარე შეარჩიეთ ერთი.
25. გარე ენერგიის წყარო (არასტანდარტიზებული და მოთავსებული პროდუქტის ყუთში)
i ტექსტი აღწერა
ii შემომავალი ძაბვა X V
iii გამავალი ძაბვა X,X V
26. გარე სტანდარტიზებული კვების წყარო (ან შესაბამისი წყარო, თუკი პროდუქტის ყუთში არ არის მოთავსებული)
i მხარდაჭერილი სტანდარტული სახელი ან სია ტექსტი
ii საჭირო გამავალი ძაბვა X,X V
iii საჭირო მიწოდებული დენი (მინიმალური) X,X A
iv საჭირო სიხშირე XX Hz

დანართი V. ტექნიკური დოკუმენტაცია

  1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ელექტრონული ეკრანის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;

ბ) მითითება გამოყენებული სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე მოცემულ ან სხვა სტანდარტების შესახებ;

გ) მითითება სპეციფიკური სიფრთხილის ზომების შესახებ, რაც აუცილებელია მოდელის აწყობის, დაყენების, ექსპლუატაციის ან ტესტირებისას;

დ) ტექნიკური პარამეტრების მითითება მე-5 ცხრილის შესაბამისად; ცხრილში მოცემული მნიშვნელობები განიხილება როგორც განსაზღვრული მნიშვნელობები ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურის მიზნებისთვის;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის შესაბამისად შესრულებული ტექნიკური შემოწმებისა და გამოთვლების დეტალები და შედეგები;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, ტექნიკური შემოწმების სხვა პირობების მითითება;

ზ) მითითება ეკვივალენტური მოდელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოდელის იდენტიფიკატორთან ერთად;

თ) მითითება ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი ინფორმაციის შესახებ:

თ.ა) ტექნიკური შემოწმების მიზნებისთვის, შემავალი ტერმინალი აუდიო და ვიდეოსატესტო სიგნალებისთვის;

თ.ბ) ელექტრონული ტექნიკური შემოწმების მიზნებისთვის გამოყენებული ხელსაწყოების, ინსტალაციისა და სქემების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია; თ.გ) ტექნიკური შემოწმების ნებისმიერი სხვა პირობა, თუკი არ არის მითითებული ამ პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტში;

თ.დ) ელექტრონული ეკრანის ჩართული რეჟიმისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თ.დ.ა) ტიპური სამაუწყებლო სატელევიზიო კონტენტის დინამიკური სამაუწყებლო შინაარსის ვიდეოსიგნალის მახასიათებლები; მაღალი დინამიკური დიაპაზონის სამაუწყებლო შინაარსის ვიდეოსიგნალის შემთხვევაში, ელექტრონული ეკრანი ავტომატურად უნდა გადაერთოს მაღალი დინამიკური დიაპაზონის რეჟიმზე სიგნალის მაღალი დინამიკური დიაპაზონის მეტამონაცემებით;

თ.დ.ბ) ელექტროენერგიის მოთხოვნის სტაბილური დონის მისაღწევად აუცილებელი ქმედებების თანმიმდევრობა, და

თ.დ.გ) ყველაზე კაშკაშა პიკური თეთრი ილუმინაციის გამოთვლის მიზნებისთვის გამოსაყენებელი სურათის პარამეტრები და გამოთვლისთვის გამოყენებული ვიდეოსიგნალის ტესტის ნიმუში;

თ.ე) ელექტრონული ეკრანის ლოდინის რეჟიმისა და გამორთული რეჟიმისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თ.ე.ა) გამოთვლის გამოყენებული მეთოდი;

თ.ე.ბ) რეჟიმის შერჩევის ან დაპროგრამების შესახებ ინფორმაცია, რეაქტივაციის გაძლიერებული ფუნქციის მითითებით, და

თ.ე.გ) ელექტრონული ეკრანის რეჟიმის ავტომატურად შეცვლის მდგომარეობის მისაღწევად საჭირო მოვლენების თანმიმდევრობა;

თ.ვ) ქსელში ჩართული ელექტრონული ეკრანის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თ.ვ.ა) ქსელური ინტერფეისების რაოდენობისა და ტიპის, ასევე ელექტრონულ ეკრანზე მათი პოზიციის მითითება, გარდა უსადენო ქსელური ინტერფეისებისა;

თ.ვ.ბ) ელექტრონული ეკრანის HiNA ფუნქციით აღჭურვის შესახებ მითითება. მითითების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა რომ ელექტრონული ეკრანი არ არის HiNA ეკრანი ან არ არ გააჩნია HiNA ფუნქცია;

თ.ვ.გ) ქსელური ელექტრონული ეკრანის ენერგიის მართვის ფუნქციით აღჭურვის შესახებ მითითება ან/და საბოლოო მომხმარებლის შესაძლებლობა გადართოს ელექტრონული ეკრანი ქსელური ლოდინის რეჟიმის მდგომარეობიდან ლოდინის რეჟიმში, ან გამორთულ რეჟიმში ან სხვა ისეთ მდგომარეობაში, რომლის ენერგიის მოთხოვნა არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან/და ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე გაძლიერებული რეაქტივაციის ფუნქციის სიმძლავრის მითითება;

თ.ზ) თითოეული ტიპის ქსელური პორტის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თ.ზ.ა) პირველადი პარამეტრის დრო (mm:ss), რომლის შემდეგაც ენერგიის მართვის ფუნქცია უზრუნველყოფს ეკრანის გადართვას ქსელური ლოდინის რეჟიმზე, და

თ.ზ.ბ) ელექტრონული ეკრანის რეაქტივაციისთვის გამოსაყენებელი გამომწვევის შესახებ მითითება;

ი) თუკი ელექტრონული ეკრანის მოდელის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია მოპოვებულია:

ი.ა) იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელიდან, რომელიც წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ, მაგრამ მისი ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამება მისაწოდებელ ტექნიკურ ინფორმაციას; ან

ი.ბ) დიზაინის საფუძველზე გაკეთებული გამოთვლის გზით ან იმავე ან სხვა მიმწოდებლის სხვა მოდელიდან ექსტრაპოლაციის გზით, ან ორივე მათგანის საფუძველზე, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ასეთი გამოთვლის დეტალებს, გამოთვლების სისწორის შესამოწმებლად მიმწოდებლების მიერ განხორციელებულ შეფასებას და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სხვადასხვა მომწოდებლის მოდელებს შორის იდენტურობის შესახებ ინფორმაციას.

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოს მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

ცხრილი 5
მოდელის ტექნიკური პარამეტრები და განსაზღვრული მნიშვნელობები

პარამეტრი პარამეტრის მნიშვნელობა და სიზუსტე ერთეული განსაზღვრული მნიშვნელობა
ზოგადი
1 მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი ტექსტი
2 მოდელის იდენტიფიკატორი ტექსტი
3 ენერგოეფექტურობის კლასი სტანდარტული დინამიკური დიაპაზონისთვის (SDR) [A/B/C/D/E/F/G] A – G
4 სტანდარტულ დინამიკურ დიაპაზონში (SDR) ჩართული რეჟიმის ენერგიის მოხმარება XXX,X W
5 ენერგოეფექტურობის კლასი მაღალი დინამიკური დიაპაზონისთვის (HDR), თუ გამოყენებულია [A/B/C/D/E/F/G] ან არ გამოიყენება A – G
6 მაღალ დინამიკურ დიაპაზონში (HDR) ჩართული რეჟიმის ენერგიის მოხმარება XXX,X W
7 გამორთული რეჟიმი, ენერგიის მოხმარება X,X W
8 ლოდინის რეჟიმში ენერგიის მოხმარება X,X W
9 ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოხმარება X,X W
10 ელექტრონული ეკრანის კატეგორია [ტელევიზორი/მონიტორი/სენსორული ეკრანი/სხვა] ტექსტი
11 ზომის თანაფარდობა
XX : XX
12 ეკრანის გარჩევადობა (პიქსელი)
X X X
13 ეკრანის დიაგონალი XXX,X სმ
14 ეკრანის დიაგონალი XX ინჩები
15 ეკრანის საჩვენებელი ფართობი XXX,X დმ2
16 პანელის გამოყენებული ტექნოლოგია ტექსტი
17 ხელმისაწვდომია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლი (ABC) [კი/არა]
18 ხელმისაწვდომია ხმის ამომცნობი სენსორი [კი/არა]
19 ხელმისაწვდომია ოთახში ყოფნის სენსორი [კი/არა]
20 სურათის განახლების სიხშირე (ნორმალური კონფიგურაცია) XXX Hz
21 პროგრამული უზრუნველყოფისა და ჩაშენებული პროგრამების განახლებების მინიმალური გარანტირებული ხელმისაწვდომობა (ბაზარზე განთავსების დასრულების დღიდან) XX წლები
22 სათადარიგო ნაწილების მინიმალური გარანტირებული ხელმისაწვდომობა (ბაზარზე განთავსების დასრულების დღიდან) XX წლები
23 მინიმალური გარანტირებული პროდუქტის მხარდაჭერა (ბაზარზე განთავსების დასრულების დღიდან) XX წლები
მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ზოგადი გარანტიის მინიმალური ხანგრძლივობა XX წლები
ჩართული რეჟიმისთვის
24 ყველაზე კაშკაშა ჩართული რეჟიმის კონფიგურაციის პიკური თეთრი ილუმინაცია XXXX ცდ/მ2
25 ნორმალური კონფიგურაციის პიკური თეთრი ილუმინაცია XXXX ცდ/მ2
26 პიკური თეთრი ილუმინაციის თანაფარდობა (გამოითვლება „ნორმალური კონფიგურაციის პიკური თეთრი ილუმინაციის“ მნიშვნელობა გაყოფილი „ყველაზე კაშკაშა ჩართული რეჟიმის კონფიგურაციის პიკური თეთრი ილუმინაციის“ მნიშვნელობაზე და გამრავლებული 100ზე) XX,X %
ავტომატური გამორთვისთვის (APD)
27

ჩართული რეჟიმის ხანგრძლივობა, სანამ ელექტრონული ეკრანი ავტომატურად

გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

XX:XX mm:ss
28

ტელევიზორებისთვის:

მომხმარებლის ბოლო ურთიერთქმედების შემდეგ გასული დროის მონაკვეთი,

სანამ ტელევიზორი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

XX:XX mm:ss
29

ტელევიზორებისთვის, რომელიც აღჭურვილია ოთახში ყოფნის სენსორით:

დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში ოთახში ყოფნა არ ფიქსირდება და

სანამ ტელევიზორი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

XX:XX mm:ss
30

ელექტრონული ეკრანისთვის, გარდა ტელევიზორისა და სამაუწყებლო ეკრანისა: დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში არ ფიქსირდება შემომავალი სიგნალი და

სანამ ეკრანი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

XX:XX mm:ss

ავტომატური სიკაშკაშის კონტროლისთვის

თუ ხელმისაწვდომია და გააქტიურებულია პირველადი პარამეტრით

31 100 ლქ და 12 ლქ გარემოს განათების პირობებში ენერგიის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის მოქმედების გამო XX,X %
32 ჩართული რეჟიმის სიმძლავრე 100 ლქ გარემო განათების პირობებში ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე XXX,X W
33 ჩართული რეჟიმის სიმძლავრე 12 ლქ გარემო განათების პირობებში ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე XXX,X W
34 100 ლქ გარემო განათების პირობებში ეკრანის ილუმინაცია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე (1) XXX ცდ/მ2
35 60 ლქ გარემო განათების პირობებში ეკრანის ილუმინაცია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე (1) XXX ცდ/მ2
36 35 ლქ გარემო განათების პირობებში ეკრანის ილუმინაცია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე (1) XXX ცდ/მ2
37 12 ლქ გარემო განათების პირობებში ეკრანის ილუმინაცია ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის სენსორზე (1) XXX ცდ/მ2
ელექტრომომარაგებისთვის
38 ელექტრომომარაგების ტიპი შიდა/გარე
39 სტანდარტული მითითებები (საჭიროების შემთხვევაში) ტექსტი
40 შემომავალი ძაბვა XXX,X V
41 გამავალი ძაბვა XXX,X V
42 შემომავალი მუდმივი დენი (მაქსიმალური) XXX,X A
43 გამავალი მუდმივი დენი (მინიმალური) XXX,X A
  1. ავტომატური სიკაშკაშის კონტროლის ილუმინაციასთან დაკავშირებული პარამეტრების მნიშვნელობები საჩვენებელია და ტექნიკური შემოწმება სრულდება ავტომატური სიკაშკაშის კონტროლთან დაკავშირებული მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.

დანართი VI. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი ვიზუალურ რეკლამებში, ტექნიკურ სარეკლამო მასალაში დისტანციური გაყიდვებისა და ტელემარკეტინგის შემთხვევაში და არ მოიცავს ინტერნეტის მეშვეობით დისტანციურ გაყიდვებს

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტთან და მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობისთვის ელექტრონული ეკრანის ვიზუალურ რეკლამებში ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან და მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტთან შესაბამისობისთვის, ელექტრონული ეკრანის ტექნიკურ სარეკლამო მასალაში ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ელექტრონული ეკრანის დოკუმენტაციის საფუძველზე ნებისმიერი დისტანციური გაყიდვისას ნაჩვენები უნდა იყოს ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე არსებული ენერგოეფექტურობის კლასების სკალა, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. ამ დანართი გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების სკალა ნაჩვენები უნდა იყოს პირველი სურათის შესაბამისად, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს შემცველი ისარი 100% თეთრ ფერში, შრიფტი Calibri მუქი, ფასის მისათითებლად გამოყენებული შრიფტის ზომით;

ბ) ისრის ფერი შეესაბამება ენერგოეფექტურობის კლასის ფერს;

გ) ხელმისაწვდომი ენერგოეფექტურობის კლასების სკალა 100% შავ ფერში, და

დ) ადვილად აღქმადი და წაკითხვადი ზომის. ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ისარში ასო განთავსებულია ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ისრის გარშემო 0,5 pt 100% შავ ფერში ხილული საზღვრით და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასო.

თუკი ვიზუალური რეკლამა, ტექნიკური სარეკლამო მასალა ან დოკუმენტაციის საფუძველზე დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში დაბეჭდილია მონოქრომულად, ისარი შეიძლება იყოს მონოქრომული.

სურათი 1

ფერადი/მონოქრომული მარცხნივ/მარჯვნივ ისარი, რომელზეც მითითებულია ენერგოეფექტურობის კლასების სკალა

  1. ტელემარკეტინგის საფუძველზე დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ეტიკეტზე ხელმისაწვდომი პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასის და ენერგოეფექტურობის კლასების სკალის შესახებ, ასევე დაბეჭდილი ასლის მოთხოვნის გზით ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილზე წვდომის შესაძლებლობის შესახებ, ქართულ ენაზე.

6. ამ დანართის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს უფლება აქვს მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ეტიკეტის დაბეჭდილი ასლი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, ქართულ ენაზე.

დანართი VII. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. ამ დანართის შესაბამისად წარსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაშიც გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-3 პუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობის ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოების შემთხვევაში.

  1. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად, მე-2 სურათის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე დატანილ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;

ბ) პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს 100% თეთრ ფერში, შრიფტი Calibri მუქი ფერის და იმავე შრიფტის ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული;

გ) მითითებულია ხელმისაწვდომი ენერგოეფექტურობის კლასების სკალა 100% შავი ფერში; და

დ) გამოსახულება შეესაბამება შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს, რომლის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე დატანილი ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, 100% შავი ფერში ისრის გარშემო მოთავსებული ხილული საზღვრით და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს მითითებით.

სურათი 2

ფერადი მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის სკალის მითითებით


  1. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს;

ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს, II დანართის შესაბამისად;

გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;

დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;

ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორული ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;

ვ) ეტიკეტის უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით; და

ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იგივე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“. ჩასმული ეკრანი გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.

დანართი VIII. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა

1. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მიმწოდებლის მიერ, როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა ან მოახდინოს ამ მნიშვნელობების ინტერპრეტაცია იმ მიზნით, რომ მიაღწიოს შესაბამისობას ან მათ უკეთეს შესრულებას ნებისმიერი საშუალებით. ეტიკეტზე ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში (ფირფიტა) მოცემული მნიშვნელობები და კლასი არ შეიძლება მიმწოდებლისთვის იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

ნებისმიერი მოდელი და ეკვივალენტი მოდელი ჩაითვლება შეუსაბამოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოდელი შექმნილია იმგვარად, რომ მას შეუძლია დაადგინოს, რომ ის გადის ტესტირებას (მაგალითად, ტესტის პირობების ან ტესტის ციკლის იდენტიფიცირებით) და შესაბამისი რეაგირების გზით მისი მუშაობის შესრულებას ავტომატურად შეცვლის მთელი ტესტის განმავლობაში, რათა მიაღწიოს უფრო ხელსაყრელ დონეს ამ რეგლამენტში აღნიშნულ ან ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან ნებისმიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებთან დასაახლოებლად.

2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:

ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;

ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:

ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე ტესტირების ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და

ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და

ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება ცხრილ 6-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა ელექტრონული ეკრანი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;

ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის ცხრილ 6-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა ელექტრონული ეკრანი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;

ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის, პირველი პუნქტის მე-2 აბზაცისა და ამავე დანართის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.

3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის სტანდარტები, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს III დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.

4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ცხრილ 6-ში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებით ან სხვა ნებისმიერი გაზომვის მეთოდით განსაზღვრული სხვა დასაშვები გადახრების გამოყენება.

ცხრილი 6
დასაშვები გადახრა

პარამეტრი დასაშვები გადახრა
ჩართულ რეჟიმში ენერგიის მოხმარება (Pmeasured , ვატი) განსაზღვრული მნიშვნელობა (*2) არ უნდა იყოს დეკლარირებულ მნიშვნელობაზე ნაკლები 7%-ზე მეტად.
გამორთული რეჟიმის, ლოდინის რეჟიმის და ქსელში ჩართული ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოხმარება ვატებში, როგორც გამოიყენება განსაზღვრული მნიშვნელობა (*2) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 0.10 ვატზე მეტად, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა 1.00 ვატის ტოლია ან ნაკლები, ან 10%-ზე მეტად, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობა 1.00 ვატზე მეტია.
საჩვენებელი ეკრანის ფართობი განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ შეიძლება იყო დეკლარირებულ მნიშვნელობაზე ნაკლები 1%-ზე მეტად ან 0,1 დმ2, რომელიც უფრო ნაკლებია.
საჩვენებელი ეკრანის დიაგონალი სანტიმეტრებში განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა განსხვავდებოდეს დეკლარირებული მნიშვნელობისგან 1 სმ-ზე მეტად.
ეკრანის გარჩევადობა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად პიქსელებში განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა განსხვავდებოდეს დეკლარირებული მნიშვნელობისგან.
პიკური თეთრი ილუმინაცია განსაზღვრული მნიშვნელობა (*2) არ უნდა იყოს დეკლარირებულ მნიშვნელობაზე ნაკლები 8%-ზე მეტად.

დროის ხანგრძლივობა ჩართულ რეჟიმში სანამ ელექტრონული ეკრანი ავტომატურად

გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 5 წამზე მეტი დროით.

ტელევიზორებისთვის: დროის მონაკვეთი, მომხმარებლის ბოლო ურთიერთქმედების შემდეგ,

სანამ ტელევიზორი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 5 წამზე მეტი დროით.

ტელევიზორებისთვის, რომელიც აღჭურვილია ოთახში ყოფნის სენსორით: დროის მონაკვეთი, როდესაც ოთახში ყოფნა არ ფიქსირდება და

სანამ ტელევიზორი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 5 წამზე მეტი დროით.

ელექტრონული ეკრანებისთვის, გარდა ტელევიზორისა და სამაუწყებლო ეკრანისა: დროის მონაკვეთი

როდესაც არ ფიქსირდება შემომავალი სიგნალი და

სანამ ეკრანი ავტომატურად გადავა ლოდინის რეჟიმში, გამორთულ რეჟიმში ან

სხვა მდგომარეობაში, რომელიც არ აღემატება გამორთული რეჟიმის ან ლოდინის რეჟიმის ენერგიის მოთხოვნის დადგენილ მოთხოვნებს.

განსაზღვრული მნიშვნელობა (*1) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობას 5 წამზე მეტი დროით.

(*1) იმ შემთხვევაში, თუ ერთი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობა არ შეესაბამება, მოდელი და ყველა ეკვივალენტური მოდელი ჩაითვლება, ამ რეგულაციასთან შეუსაბამო. რომ არ შეესაბამება ამ წესს.

(*2) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით შემოწმებული სამი დამატებითი ერთეულის შემთხვევაში, განსაზღვრული მნიშვნელობა ნიშნავს ამ სამი დამატებითი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას.