ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 100%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 98%
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №330 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
დანართი.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1. ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ეტიკეტირების, პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნებს ბაზარზე განთავსებული 50 კვტ-ს ტოლი ან ნაკლები სითბოს ნომინალური მოცულობის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებისთვის.
2. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) ელექტრულ საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე;
ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ ელექტროკომპრესორით ან საწვავით და სითბოს მისაღებად იყენებენ ორთქლის კომპრესიულ ციკლს ან სორბციულ ციკლს;
გ) მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ არამერქნული ბიომასის წვისთვის;
დ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, გარდა შიდა სივრცის გათბობისთვის განკუთვნილი საშუალებებისა, რომლებიც სითბოს კონვექციის ან სითბოს გამოსხივების საშუალებით უზრუნველყოფენ ადამიანებისთვის განსაზღვრული თერმული კომფორტის მიღწევას და შენარჩუნებას;
ე) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, რომლებიც განკუთვნილია გარე სივრცეში გამოსაყენებლად;
ვ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, რომელთა პირდაპირი სითბოს მოცულობა სითბოს ნომინალურ მოცულობაზე არის პირდაპირი და არაპირდაპირი სითბოს მოცულობის ერთობლიობის 6%-ზე ნაკლები;
ზ) მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე, რომლებიც არ არის აწყობილი ქარხანაში, ან არ არის მიწოდებული ერთი მწარმოებლის მიერ, როგორც ასაწყობი კომპონენტები ან ნაწილები, რომელთა აწყობა უნდა მოხდეს ადგილზე;
თ) შუქმფენ საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე და მილით აღჭურვილ საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებზე;
ი) ჰაერის გამათბობელ პროდუქტებზე;
კ) საუნის ღუმელებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სივრცის გასათბობად, გამოყოფს სითბოს პირდაპირი სითბოს გადაცემით ან პირდაპირი სითბოს გადაცემისა და სითბოს სითხედ გადაცემის კომბინაციის მეშვეობით და გამიზნულია დახურულ სივრცეში ადამიანისთვის სასურველი თერმული პირობების გარკვეული დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ის შესაძლებელია უზრუნველყოფდეს სითბოს სხვა სივრცეებში გადაცემას. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი აღჭურვილია ერთი ან მეტი სითბოს გენერატორით, რომლებიც ელექტროენერგიას ან აირს, სითხეს ან მყარ საწვავს გარდაქმნის პირდაპირ სითბოდ, შესაბამისად, ჯოულის ეფექტის გამოყენებით ან საწვავის წვით;
ბ) მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – მყარ საწვავზე მომუშავე ღია ან დახურული ფასადის მქონე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი ან ღუმელი;
გ) აირადი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – აირად საწვავზე მომუშავე ღია ან დახურული ფასადის მქონე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი;
დ) თხევადი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – თხევად საწვავზე მომუშავე ღია ან დახურული ფასადის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი;
ე) ელექტრული საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც სითბოს წარმოქმნისთვის იყენებს ჯოულის ეფექტს;
ვ) ღია ფასადის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომლის ზედაპირი, რომელზეც საწვავი იწვის და წვის აირები არ არის ჰერმეტიზებული პროდუქტის განთავსების ადგილიდან და ჰერმეტიზებულია საკვამურთან ან ბუხართან ან წვის პროდუქტების გარეთ გამოყოფისთვის საჭიროებს გამწოვ მილს;
ზ) დახურული ფასადის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომლის ზედაპირი, რომელზეც საწვავი იწვის და წვის აირები შესაძლებელია ჰერმეტიზებული იყოს პროდუქტის განთავსების ადგილიდან და რომელიც ჰერმეტიზებულია საკვამურთან ან ბუხართან ან წვის პროდუქტების გარეთ გამოყოფისთვის საჭიროებს გამწოვ მილს;
თ) ღუმელი – მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ფუნქციას და აქვს ზედაპირი, ღუმელი ან ორივე მათგანი, რაც განკუთვნილია საკვების მოსამზადებლად. ის ჰერმეტიზებულია საკვამურთან ან ბუხართან ან წვის პროდუქტების გარეთ გამოყოფისთვის საჭიროებს გამწოვ მილს;
ი) საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – ღია ან დახურული ფასადის მქონე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი ან ღუმელი;
კ) შუქმფენი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც აღჭურვილია სანთურით. სანთური დამონტაჟებულია ზედა დონეზე და მიმართულია გამოყენების ადგილისკენ, იმგვარად, რომ სანთურის სითბოს გამოყოფა, რომელიც ძირითადად ინფრაწითელი გამოსხივებაა, პირდაპირ ათბობს საგნებს და გამოყოფს წვის პროდუქტებს იმ სივრცეში, სადაც მდებარეობს;
ლ) მილით აღჭურვილი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც აღჭურვილია სანთურით. სანთური დამონტაჟებულია ზედა დონეზე, იმ საგნებთან ახლოს, რომელიც უნდა გათბეს და სივრცეს ათბობს ძირითადად ინფრაწითელი გამოსხივებით მილიდან ან მილებიდან, რომელიც თბება წვის პროდუქტების შიდა გავლით და რომელთა წვის პროდუქტები გამოიყოფა გამწოვი მილის მეშვეობით;
მ) გამათბობელი გამწოვის გარეშე – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც ახდენს წვის პროდუქტების გამოყოფას იმ სივრცეში, სადაც პროდუქტი მდებარეობს. გამათბობელი გამწოვი მილის გარეშე არ წარმოადგენს შუქმფენ საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელს;
ნ) ღია ბუხრის გამათბობელი – აირად, თხევად ან მყარ საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც განკუთვნილია საკვამურის ქვეშ ან ბუხარში განთავსებისთვის პროდუქტსა და საკვამურს ან ბუხარს შორის ჰერმეტიზების გარეშე და წვის პროდუქტებს აძლევს შესაძლებლობას შეუფერხებლად გაიაროს გზა საკვამურამდე ან გამწოვამდე იმ ზედაპირიდან, რომელზეც საწვავი იწვის;
ო) ჰაერის გამათბობელი პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს მიმართვას მხოლოდ ჰაერზე დაფუძნებული გათბობის სისტემისთვის და განკუთვნილია კონკრეტულ ადგილზე განთავსებისთვის ან კედელზე დასამაგრებლად. ის ჰაერს ანაწილებს ჰაერის მამოძრავებელი მოწყობილობის მეშვეობით ადამიანისთვის თერმული პირობების სასურველ დონეზე მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით დახურულ სივრცეში, სადაც მდებარეობს პროდუქტი;
პ) საუნის ღუმელი – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი, რომელიც განკუთვნილია მშრალ ან სველ საუნაში ან მსგავს გარემოში გამოსაყენებლად;
ჟ) მყარი საწვავი – საწვავი, რომელიც მყარია ჩვეულებრივ ოთახის შიდა ტემპერატურაზე. მყარი საწვავი მოიცავს მყარ ბიომასას და მყარ წიაღისეულ საწვავს;
რ) ბიომასა – პროდუქტის, ნარჩენების და ბიოლოგიური წარმოშობის ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი (მათ შორის მცენარეული და ცხოველური ნივთიერებები), რომელიც წარმოიშობა სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში, თევზჭერის და აკვაკულტურის ჩათვლით, აგრეთვე სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი;
ს) მერქნული ბიომასა – ხეებიდან, ბუჩქებიდან და ჩირგვებიდან წარმოშობილი ბიომასა, მათ შორის ხის მორები, ხის ნაფოტები, დაპრესილი ხის მასალა პელეტების ფორმით, დაპრესილი ხის მასალა ბრიკეტების ფორმით და ნახერხი;
ტ) არამერქნული ბიომასა – ბიომასა, გარდა მერქნულისა, რომელიც მოიცავს ჩალას, მისკანტუსს, ლერწამს, თხილეულის, თესლებისა და კურკების შიგთავსს, მარცვლეულს, ზეთისხილის კურკას, ზეთისხილის რბილობის ნაწნეხს და თხილიეულის ნაჭუჭს;
უ) სასურველი საწვავი – ერთი საწვავი, რომელიც მიმწოდებლის ინსტრუქციის შესაბამისად, სასურველია გამოყენებულ იქნეს საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელისთვის;
ფ) წიაღისეული საწვავი – მყარი საწვავი, რომელიც არ არის ბიომასა. წიაღისეული საწვავი მოიცავს ანტრაციტს, მშრალი ორთქლის ნახშირს, მყარ კოქსს, დაბალი ტემპერატურის კოქსს, ბიტუმოვან ნახშირს, მურა ნახშირს, წიაღისეული საწვავის ნარევს ან ბიომასისა და წიაღისეული საწვავის ნარევს. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მიზნებისთვის ის ასევე მოიცავს ტორფს;
ქ) სხვა შესაფერისი საწვავი – საწვავი, რომელიც არ არის სასურველი საწვავი და მიმწოდებლის ინსტრუქციის შესაბამისად შესაძლოა გამოიყენებულ იქნეს მყარი საწვავის ბოილერისთვის. ის მოიცავს ნებისმიერ საწვავს, რომელიც მითითებულია მემონტაჟეებისა და მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში, ტექნიკურ ან სარეკლამო მასალაში და რეკლამებში, ასევე მწარმოებლებისა და მიმწოდებლების ვებ გვერდებზე, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია უფასოდ;
ღ) პირდაპირი სითბოს მოცულობა – პროდუქტის მიერ ან თავად პროდუქტიდან ჰაერში რადიაციითა და სითბოს კონვექციით გამოყოფილი სითბოს მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში. ის არ მოიცავს პროდუქტის სითბოს მოცულობას სითბოს გადამტან სითხეში;
ყ) არაპირდაპირი სითბოს მოცულობა – პროდუქტის სითბოს მოცულობა სითბოს გადამტან სითხეში, რომელიც წარმოიშობა სითბოს წარმოქმნის იმავე პროცესით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის სითბოს პირდაპირი მოცულობის გამოყოფას და იზომება კვტ-ში;
შ) არაპირდაპირი სითბოს ფუნქცია – პროდუქტის შესაძლებლობა, სივრცის გათბობის ან საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის გამომუშავების მიზნით უზრუნველყოს სითბოს მთლიანი სიმძლავრის ნაწილის გადატანა სითბოს გადამტან სითხეში;
ჩ) სითბოს ნომინალური მოცულობა (Pnom) – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის სითბოს მოცულობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა მოქმედებს იმ საოპერაციო გარემოში, სადაც მაქსიმალური სითბოს მოცულობის შენარჩუნება არის შესაძლებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებლის მიერ გაკეთებული მითითების შესაბამისად. სითბოს ნომინალური მოცულობა მოიცავს როგორც სითბოს პირდაპირ მოცულობას, ისე სითბოს არაპირდაპირ მოცულობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იზომება კვტ-ში;
ც) მინიმალური სითბოს მოცულობა (Pmin) – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის სითბოს მოცულობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა მოქმედებს ყველაზე დაბალი სითბოს მოცულობის პირობებში, მიმწოდებლის მიერ გაკეთებული მითითების შესაბამისად. სითბოს ნომინალური მოცულობა მოიცავს როგორც სითბოს პირდაპირ მოცულობას, ისე სითბოს არაპირდაპირ მოცულობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იზომება კვტ-ში;
ძ) განკუთვნილია გარე სივრცეში გამოსაყენებლად – პროდუქტი შესაფერისია უსაფრთხოდ მუშაობისთვის დახურული სივრცის გარეთ, მათ შორის მოიცავს გარე პირობებში გამოყენების შესაძლებლობას;
წ) ეკვივალენტური მოდელი – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელი, იმავე ტექნიკური მახასიათებლებით, რაც დადგენილია ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის მე-2 ან მე-3 ცხრილით და იმავე მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებულია როგორც საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის სხვა მოდელი.
ჭ) კონვერსიის კოეფიციენტი (CC) – კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა ტოლია 2,5-ის.
ხ) წმინდა თბოუნარიანობა(NCV) – სითბოს საერთო რაოდენობა, რომელიც წარმოიქმნება ერთეული საწვავის რაოდენობის მიერ, რომელიც შეიცავს საწვავის სათანადო ტენიანობას, როდესაც იგი მთლიანად იწვის ჟანგბადით და წვის პროდუქტები არ უბრუნდება გარემო ტემპერატურას;
ჯ) სასარგებლო ეფექტურობა, სითბოს ნომინალურ ან მინიმალურ მოცულობაზე (შესაბამისად ηth,nom ან ηth,min) – სასარგებლო სითბოს მოცულობის და მთლიანი მოცულობის თანაფარდობა, რომელიც გამოხატულია საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის წმინდა თბოუნარიანობით (NCV) % -ში;
ჰ) ელექტროენერგიის მოთხოვნა სითბოს ნომინალურ სიმძლავრეზე (elmax) – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ელექტროენერგიის მოხმარება სითბოს ნომინალური მოცულობის უზრუნველსაყოფად, რომელიც იზომება კვტ-ში. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას გააჩნია არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია და მოიცავს ცირკულატორს, ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლის განსაზღვრის დროს ცირკულატორის ენერგიის მოხმარება არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული;
ჰ1) ელექტროენერგიის მოთხოვნა სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე (elmin) – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ელექტროენერგიის მოხმარება სითბოს მინიმალური მოცულობის უზრუნველსაყოფად, რომელიც იზომება კვტ-ში. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას გააჩნია არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია და მოიცავს ცირკულატორს, ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლის განსაზღვრის დროს ცირკულატორის ენერგიის მოხმარება არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული;
ჰ2) ელექტრული სიმძალვრის მოთხოვნა ლოდინის რეიმში (elsb) – პროდუქტის ელექტროენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმში, რომელიც იზომება კვტ-ში;
ჰ3) მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა (Ppilot) – მოწყობილობის აირის, თხევადი ან მყარი საწვავის მოხმარება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ წარმოიქმნას ალი, რომელიც წარმოადგენს უფრო ძლიერი წვის პროცესის საფუძველს, საჭიროა ნომინალური ან ნაწილობრივი სითბოს მოცულობისთვის და ანთებულია 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ ძირითადი სანათური აინთება. მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა იზომება კვტ-ში;
ჰ4) ერთსაფეხურიანი სითბოს მოცულობა, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება – პროდუქტს არ შეუძლია სითბოს სიმძლავრის ცვლილება ავტომატურად და არ არსებობს ოთახის ტემპერატურის უკუკავშირი სითბოს მოცულობის ავტომატური ადაპტირებისთვის;
ჰ5) ორი ან მეტი ხელით მართვის საფეხური, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება – მოწყობილობის სითბოს მოცულობის შეცვლა შესაძლებელია ხელით, სითბოს მოცულობის ორი ან მეტი დონისთვის და არ გააჩნია სითბოს მოცულობის ავტომატური რეგულირება სასურველი შიდა ტემპერატურის მისაღებად;
ჰ6) ოთახის ტემპერატურის რეგულირება მექანიკური თერმოსტატით – პროდუქტს გააჩნია არაელექტრული მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სითბოს მოცულობის ავტომატურ ცვლილებას, შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების მისაღებად;
ჰ7) ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება – პროდუქტს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, ინტეგრირებული ან გარე მოწყობილობს სახით, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სითბოს მოცულობის ავტომატურ ცვლილებას, შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების მისაღებად;
ჰ8) ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება, დამატებული დღის ტაიმერი – პროდუქტს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, ინტეგრირებული ან გარე მოწყობილობის სახით, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სითბოს მოცულობის ავტომატურ ცვლილებას, შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების მისაღებად და იძლევა დროისა და ტემპერატურის დონის 24-საათიანი ინტერვალით ავტომატურად განსაზღვრის შესაძლებლობას;
ჰ9) ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება, დამატებული კვირის ტაიმერი – პროდუქტს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, ინტეგრირებული ან გარე მოწყობილობის სახით, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სითბოს მოცულობის ავტომატურ ცვლილებას, შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების მისაღებად და იძლევა დროისა და ტემპერატურის დონის მთელი კვირის განმავლობაში ავტომატურად განსაზღვრის შესაძლებლობას. შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში პარამეტრები უნდა იძლეოდეს ყოველდღიურად ვარიაციის შესაძლებლობას;
ჰ10) ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ყოფნის გამოვლენის ფუნქციით – პროდუქტს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, ინტეგრირებული ან გარე მოწყობილობის სახით, რომელიც უზრუნველყოფს ოთახის ტემპერატურის განსაზღვრული მაჩვენებლის ავტომატურად შემცირებას, როდესაც ადამიანი ოთახში არ იმყოფება;
ჰ11) ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ღია ფანჯრის გამოვლენის ფუნქციით – პროდუქტს გააჩნია ელექტრონული მოწყობილობა, ინტეგრირებული ან გარე მოწყობილობის სახით, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს მოცულობის შემცირებას, ღია კარის ან ფანჯრის შემთხვევაში. ფანჯრის ან კარის გაღების სენსორის მეშვეობით გამოვლენის შემთხვევაში, სენსორული მოწყობილება შესაძლებელია დამონტაჟდეს პროდუქტთან ერთად ან მის გარეთ, ჩაშენებული სტრუქტურის შემთხვევაში;
ჰ12) დისტანციური რეგულირების ფუნქცია – ფუნქცია, რომელიც იძლევა მოწყობილობასთან დისტანციურად ურთიეთქმედების საშუალებას იმ შენობის გარე სივრციდან, სადაც მოწყობილობაა განთავსებული, პროდუქტის რეგულირებით;
ჰ13) ლოდინის რეჟიმი – მდგომარეობა, როდესაც მოწყობილობა ჩართულია კვების წყაროში, მისი დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება დამოკიდებულია კვების წყაროდან მოწოდებულ ენერგიაზე და უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ფუნქციების შესრულებას, რაც შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს, როგორიცაა: რეაქტივაციის ფუნქცია, ან რეაქტივაციის ფუნქცია და მხოლოდ მითითება ჩართული რეაქტივაციის ფუნქციაზე, ან/და ინფორმაციის ან სტატუსის ჩვენება;
ჰ14)მოდელის იდენტიფიკატორი – კოდი ჩვეულებრივ ასობრივ-ციფრული, რომელიც განასხვავებს კონკრეტულ მოდელს მიმწოდებლის ან დილერის სახელით, სხვა მოდელებისაგან იმავე სავაჭრო ნიშნით, რაც მოიცავს: მყარი საწვავის ბოილერს, მყარი საწვავის ბოილერის პაკეტს, დამატებით გამათბობლებს, ტემპერატურის მარეგულირებლებს და მზის მოწყობილობებს.
ჰ15) სხვა წიაღისეული საწვავი – წიაღისეული საწვავი, გარდა ანტრაციტისა და მშრალი ორთქლის ნახშირისა, მყარი კოქსისა, დაბალი ტემპერატურის კოქსისა, ბიტუმოვანი ნახშირისა, მურა ნახშირისა, ტორფის ან შერეული წიაღისეული საწვავის ბრიკეტისა;
ჰ16) სხვა მერქნული ბიომასა – მერქნული ბიომასა გარდა ხის მორებისა, რომლის ტენიანობა არის 25%-ის ტოლი ან ნაკლები, ბრიკეტირებულ საწვავი, რომლის ტენიანობა არის 14%-ზე ნაკლები ან დაპრესილი ხის მასალა, რომლის ტენიანობა არის 12%-ზე ნაკლები;
ჰ17) ტენიანობა – საწვავში წყლის მასა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლებში გამოყენებულ საწვავის საერთო მასასთან მიმართებით;
ჰ18) საჩვენებელი მოწყობილობა – ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის სენსორული ეკრანი, ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის ინტერნეტკონტენტის საჩვენებლად;
ჰ19) ჩასმული ეკრანი – ვიზუალური ინტერფეისი, რა შემთხვევაშიც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;
ჰ20) სენსორული ეკრანი – ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;
ჰ21) ალტერნატიული ტექსტი – გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიულ ტექსტი, რომლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება არაგრაფიკული ფორმით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული გამოსახულების გახსნა საჩვენებლ მოწყობილობაზე შეუძლებელია. ის ასევე ნიშნავს ხელმისაწვდომობისთვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებას, მაგალითად, როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან უზრუნველყოფს ისეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ექსპლუატაციას, რომლებიც არ წარმოადგენს მყარ საწვავზე მომუშავე გამწოვის გარეშე გამათბობლებს და ღია ბუხრის გამათბობლებს, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასს;
ბ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასს;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის;
დ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ზ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავდეს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი შესახებ.
2. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან უზრუნველყოფს მყარ საწვავზე მომუშავე გამწოვის გარეშე გამათბობლის ან ღია ბუხრის გამათბობლის ექსპლუატაციას, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასს;
ბ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასს;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის;
დ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებულ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ზ) თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავდეს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.
მუხლი 4. დილერის ვალდებულებები
1. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების დილერი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეულ საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობელზე, რომელიც წარმოდგენილია გაყიდვის პუნქტში, დატანილი უნდა იყოს მიმწოდებლის ეტიკეტი მე-3 მუხლის შესაბამისად საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის გარე წინა ნაწილში, ისე რომ ნათლად ჩანდეს;
ბ) „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ საყოფაცხოვრებო სავენტიალციო ერთეული შეთავაზებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართის შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის დებულებები;
გ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამა მოიცავდეს მითითებას მისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
დ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავდეს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.
მუხლი 5. გაზომვის და გაანგარიშების მეთოდები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სარწმუნო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის პროცედურების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, VII დანართის შესაბამისად.
მუხლი 6. ბაზარზე ზედამხედველობა
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი დეკლარირებულ ენერგოეფექტურობის კლასთან შესაბამისობის, წლიური ენერგიის მოხმარების და მოცულობების შეფასებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგალმენტის VIII დანართით გათვალისწინებულ პროცედურას.
3. თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
4. თითოეული ასეთი საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის კონკრეტული მოდელის ონლაინვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასები
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის მიხედვით, პირველი ცხრილის შესაბამისად.
ცხრილი 1
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ენერგოეფექტურობის კლასები
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) |
|---|---|
| A++ | EEI ≥ 130 |
| A + | 107 ≤ EEI < 130 |
| A | 88 ≤ EEI < 107 |
| B | 82 ≤ EEI < 88 |
| C | 77 ≤ EEI < 82 |
| D | 72 ≤ EEI < 77 |
| E | 62 ≤ EEI < 72 |
| F | 42 ≤ EEI < 62 |
| G | EEI < 42 |
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ენერგოეფექტურობის ინდექსი განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად.
დანართი II. ეტიკეტი
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტი
ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია ქართულ ენაზე:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;
III – ენერგოეფექტურობის კლასი, I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი;
IV – პირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;
V – პირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;
VI – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;
VII – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;
ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტს.
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 105 მმ სიგანის და 200 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს — ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:
❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt– ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❷ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 86 მმ, სიმაღლე: 17 მმ.
❸ ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 86 მმ.
❹ ენერგიის კლასების სკალა:
ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1.3 მმ – ფერები:
უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
მეორე კლასი: 70-00-X-00,
მესამე კლასი 30-00-X-00,
მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,
მერვე კლასი: 00-X-X-00,
ბოლო კლასი: 00- X – X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 14 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი,ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 22 მმ X სიმაღლე 12 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 24 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
❻ პირდაპირი გათბობის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები
კიდეები: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❼ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❽ პირდაპირი გათბობის ნომინალური მოცულობა:
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი , შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.
ტექსტი „კვტ“: Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.
❾ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ნომინალური სიმძლავრე:
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.
ტექსტი „კვტ“: Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.
❿ ენერგია:
ტექსტი: Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 8 pt, 100% შავი.
⓫ რეგლამენტის ნომერი:
ტექსტი: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი;
⓬ მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი.
⓭ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 86 X 12 მმ ფორმატში.
დანართი III. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების საინფორმაციო ცხრილში, პროდუქტის თანმხლებ ბროშურასა თუ სხვა საინფორმაციო ლიტერატურაში ინფორმაცია მოცემული და ასახული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით ქართულ ენაზე:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
ბ) მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;
გ) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
დ) პირდაპირი სითბოს მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში და უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;
ე) არაპირდაპირი სითბოს მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში და უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;
ვ) ენერგოეფექტურობის ინდექსი, რომელიც უახლოეს მთელ რიცხვამდეა დამრგვალებული და გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად;
ზ) სასარგებლო ენერგოეფექტურობა სითბოს ნომინალურ მოცულობაზე და მინიმალურ დატვირთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული და გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად;
თ) ნებისმიერი სპეციფიკური სიფრთხილის ზომის შესახებ მითითება, რაც აუცილებელია საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის აწყობის, დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დროს.
პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება მოიცავდეს ერთი და იმავე მიმწოდებლის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის რამდენიმე მოდელს.
ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, შესაძლოა მოცემული იყოს ეტიკეტის ფერადი ან შავთეთრი ასლის ფორმით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ეტიკეტზე არ არის ნაჩვენები, ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი.
დანართი IV. ტექნიკური დოკუმენტაცია
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი;
ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
გ) მითითება სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამოყენებული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) როდესაც საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის სასურველი საწვავი არის ამ დანართით გათვალისწინებულ მე-2 ცხრილში მითითებული სხვა მერქნული ბიომასა, არამერქნული ბიომასა, სხვა წიაღისეული საწვავი ან სხვა ბიომასისა და წიაღისეული საწვავის ნაზავი, საწვავის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და საწვავის ტექნიკური სტანდარტი ან სპეციფიკაცია, მათ შორის გაზომილი ტენიანობის შემცველობა და გაზომილი ნაცრის შემცველობა, ხოლო სხვა წიაღისეული საწვავისთვის, აგრეთვე გაზომილი საწვავის აქროლადი შემცველობა;
ე) მითითება სხვა გამოყენებული ტექნიკური სტანდარტებისა და სპეციფიკაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ხელმოწერა;
ზ) ამ დანართის მე-2 და მე-3 ცხრილებით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომლის გაზომვა და გაანგარიშება განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად;
თ) მიმწოდებლის მიერ ან მიმწოდებლის სახელით ჩატარებული გამოცდის ანგარიში, რომელიც მოიცავს იმ პირის სახელს და მისამართს, ვინც გამოცდა ჩაატარა;
ი) მითითება ნებისმიერი სპეციფიკური სიფრთხილის ზომის შესახებ, რაც აუცილებელია საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის აწყობის, დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დროს;
კ) ეკვივალენტური მოდელის ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ცხრილი 2
მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ტექნიკური პარამეტრები
| მოდელის ინდეტიფიკატორ(ებ)ი: | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია: [კი/არა] | |||||||||
| პირდაპირი სითბოს მოცულობა: ...(კვტ) | |||||||||
| არაპირდაპირი სითბოს მოცულობა: ...(კვტ) | |||||||||
| საწვავი | სასურველი საწვავი (მხოლოდ ერთი): | სხვა შესაფერისი საწვავ(ებ)ი: | |||||||
| ხის მორების ტენიანობა ≤ 25 % | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| დაპრესილი ხის ტენიანობა < 12 % | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სხვა მერქნული ბიომასა | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| არამერქნული ბიომასა | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ანტრაციტი და მშრალი ორთქლის ნახშირი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| მყარი კოქსი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| დაბალი ტემპერატურის კოქსი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ბიტუმოვანი ნახშირი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ქვანახშირის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ტორფის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| შერეული წიაღისეული საწვავის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სხვა წიაღისეული საწვავი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| შერეული ბიომასისა და წიაღისეული საწვავის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ბიომასისა და მყარი საწვავის სხვა ნარევი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სასურველი საწვავით ოპერირების მახასიათებლები | |||||||||
| სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა ηs [%]: | |||||||||
| ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI): | |||||||||
| პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული | პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული | ||
| სითბოს მოცულობა | სასარგებლო ეფექტურობა (მიღებულია NCV) | ||||||||
| სითბოს ნომინალური სიმძავრე | Pnom | x,x | კვტ | სასარგებლო ეფექტურობა სითბოს ნომინალურ სიმძლავრეზე | ηth,nom | x,x | % | ||
| სითბოს მინიმალური სიმძლავრე (მითითებული) | Pmin | [x,x/არ გამოიყენება] | კვტ | სასარგებლო ეფექტურობა სითბოს მინიმალურ სიმძალვრეზე (მითითებული) | ηth,min | [x,x/არ გამოიყენება] | % | ||
| დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარება | სითბოს სიმძლავრის ტიპი/ოთახის ტემპერატურის რეგულირება (მხოლოდ ერთ-ერთის არჩევაა შესაძლებელი) | ||||||||
| სითბოს ნომინალურ სიმძლავრეზე | elmax | x,xxx | კვტ | ერთსაფეხურიანი სითბოს მოცულობა, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | [კი/არა] | ||||
| სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე | elmin | x,xxx | კვტ | ორი ან მეტი ხელით მართვის საფეხური, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | [კი/არა] | ||||
| ლოდინის რეჟიმში | elSB | x,xxx | კვტ | ოთახის ტემპერატურის რეგულირება მექანიკური თერმოსტატით | [კი/არა] | ||||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება | [კი/არა] | ||||||||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული დღის ტაიმერი | [კი/არა] | ||||||||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული კვირის ტაიმერი | [კი/არა] | ||||||||
| რეგულირების ფუნქციის სხვა არჩევანი (რამდენიმეს არჩევა არის შესაძლებელი) | |||||||||
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ყოფნის გამოვლენის ფუნქციით | [კი/არა] | ||||||||
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ღია ფანჯრის გამოვლენის ფუნქციით | [კი/არა] | ||||||||
| მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა | დისტანციური რეგულირების ფუნქცია | [კი/არა] | |||||||
| საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) | Ppilot | [x,xxx/არ გამოიყენება] | კვტ | ||||||
| საკონტაქტო ინფორმაცია | მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი | ||||||||
ცხრილი 3
აირად/თხევად საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ტექნიკური პარამეტრები
| მოდელის ინდეტიფიკატორ(ებ)ი: | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია: [კი/არა] | |||||||
| პირდაპირი სითბოს მოცულობა: ...(კვტ) | |||||||
| არაპირდაპირი სითბოს მოცულობა: ...(კვტ) | |||||||
| საწვავი | |||||||
| აირჩიეთ საწვავის ტიპი | [აირის/თხევადი] | [დაზუსტება] | |||||
| პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული | პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული |
| სითბოს მოცულობა | სასარგებლო ეფექტურობა (NCV) | ||||||
| სითბოს ნომინალური სიმძლავრე | Pnom | x,x | კვტ | სასარგებლო ეფექტურობა სითბოს ნომინალურ სიმძლავრეზე | ηth,nom | x,x | % |
| სითბოს მინიმალური სიმძლავრე (მითითებული) | Pmin | [x,x/არ გამოიყენება] | კვტ | სასარგებლო ეფექტურობა სითბოს მინიმალურ სიმძალვრეზე (მითითებული) | ηth,min | [x,x/არ გამოიყენება] | % |
| დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარება | სითბოს სიმძლავრის ტიპი/ოთახის ტემპერატურის რეგულირება (მხოლოდ ერთ-ერთის არჩევაა შესაძლებელი) | ||||||
| სითბოს ნომინალურ სიმძლავრეზე | elmax | x,xxx | კვტ | ერთსაფეხურიანი სითბოს მოცულობა, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | [კი/არა] | ||
| სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე | elmin | x,xxx | კვტ | ორი ან მეტი ხელით მართვის საფეხური, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | [კი/არა] | ||
| ლოდინის რეჟიმში | elSB | x,xxx | კვტ | ოთახის ტემპერატურის რეგულირება მექანიკური თერმოსტატით | [კი/არა] | ||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება | [კი/არა] | ||||||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული დღის ტაიმერი | [კი/არა] | ||||||
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული კვირის ტაიმერი | [კი/არა] | ||||||
რეგულირების ფუნქციის სხვა არჩევანი (რამდენიმეს არჩევა არის შესაძლებელი) |
|||||||
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ყოფნის გამოვლენის ფუნქციით | [კი/არა] | ||||||
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ღია ფანჯრის გამოვლენის ფუნქციით | [კი/არა] | ||||||
| მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა | დისტანციური რეგულირების ფუნქცია | [კი/არა] | |||||
| საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) | Ppilot | [x,xxx/არ გამოიყენება] | კვტ | ||||
| საკონტაქტო ინფორმაცია | მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი | ||||||
დანართი V. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი პროდუქტის დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით
საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის დისტანციური გაყიდვისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით ქართულ ენაზე:
ა) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
ბ) პირდაპირი სითბოს მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში და უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;
გ) არაპირდაპირი სითბოს მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში და უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული.
ამ დანართის შესაბამისად წარმოსადგენი ყველა ინფორმაციის ზომა და შრიფტი, ბეჭდური თუ საჩვენებელი ვერსიის შემთხვევაში, უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
დანართი VI. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობის ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოების შემთხვევაში.
2. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;
ბ) პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს თეთრ ფერში; შრიფტის იმავე ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული; და
გ) გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს:

3. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს;
ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს;
გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;
დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;
ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორულ ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;
ვ) ეტიკეტი უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით;
ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იგივე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას – „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.
დანართი VII. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი
ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და ტექნიკური შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სტანდარტებს, რომლებსაც ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის აქვეყნებს სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან დაეყრდნობა სხვა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და რომელთა შედეგები მიჩნეულია სარწმუნოდ. ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის 2-4 პუნქტებში მოცემულ პირობებსა და ტექნიკურ პარამეტრებს.
გაზომვებისა და გამოთვლებისთვის მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის ინდექსის, პირდაპირი და არაპირდაპირი სითბოს მოცულობის დადგენის მიზნით, მათი გამოცდა უნდა განხორციელდეს სასურველ საწვავზე;
ბ)პირდაპირი და არაპირდაპირი სითბოს მოცულობა ნომინალური მნიშვნელობისთვის და ენერგოეფექტურობის ინდექსი, დამრგვალებული უნდა იქნეს უახლოეს მეათედამდე;
3. ენერგოეფექტურობის ინდექსისა და საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლების ენერგიის მოხმარებისთვის მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) სასარგებლო ეფექტურობის მნიშვნელობები (ηth,nom, ηth,min) და პირდაპირი და არაპირდაპირი სითბოს სიმძალვრის მნიშვნელობები (Pnom, Pmin), ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს გაზომილი;
ბ) ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) გამოსათვლელად უნდა მოხდეს აქტიურ რეჟიმში სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობის (ηS,on) დაკორექტირება შემდეგი მნიშვნელობებით:
ბ.ა) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის, რომლის სასურველი საწვავი არის ბიომასა, იმ მნიშვნელობით, რომელიც ითვალისწინებს სასურველი საწვავის განახლებად მახასიათებელს და
ბ.ბ) ტემპერატურის რეგულირების, დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარების და მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნის წვლილით.
გ) ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) მნიშვნელობა გამოხატულია როგორც მისი პროცენტული მნიშვნელობის ეკვივალენტი.
4. სეზონური საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობისთვის დადგენილი სპეციფიკური პირობები:
ა) ყველა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) გამოითვლება შემდეგნაირად:
EEI=(ηS, on • BLF) − 10% + F(2) + F(3) − F(4) − F(5)
სადაც
ηS,on არის სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა აქტიურ რეჟიმში, რომელიც გამოხატულია %-ში და გამოითვლება მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
BLF არის ბიომასის ეტიკეტის მნიშვნელობა, რომელიც ბიომასის საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის ტოლია 1,45-ის და წიაღისეული საწვავით მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის ტოლია 1-ის;
F(2) არის მაკორექტირებელი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ინდექსში პოზიტიურ წვლილს, რასაც განაპირობებს შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების რეგულირების დაზუსტებული წვლილი. მისი მნიშვნელობები ურთიერთგამომრიცხავია, არ შეიძლება დაემატოს ერთმანეთს და გამოხატულია %-ში;
F(3) არის მაკორექტირებელი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ინდექსში პოზიტიურ წვლილს, რასაც განაპირობებს შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების რეგულირების დაზუსტებული წვლილი. მისი მნიშვნელობები შეიძლება დაემატოს ერთმანეთს და გამოხატულია%-ში;
F(4) არის მაკორექტირებელი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარების ნეგატიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში და გამოხატულია %-ში;
F(5) არის მაკორექტირებელი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნის ნეგატიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში და გამოხატულია %-ში.
ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის სეზონური ენერგოეფექტურობა აქტიურ რეჟიმში გამოითვლება შემდეგნაირად:
ηS,on = ηth,nom
სადაც
ηth,nom არის სასურველი ეფექტურობა ნომინალურ სითბოს მოცულობაზე, რომელიც ეფუძნება წმინდა თბოუნარიანობით(NCV).
გ) მაკორექტირებელი ფაქტორი F(2), წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ინდექსში პოზიტიურ წვლილს, რასაც განაპირობებს შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების რეგულირების დაზუსტებული წვლილი. მისი მნიშვნელობები ურთიერთგამომრიცხავია ან არ შეიძლება დაემატოს ერთმანეთს. ყველა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის მაკორექტირებელი ფაქტორი F(2) მე-4 ცხრილის შესაბამისად განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელობის ტოლია და დამოკიდებულია გამოყენებული რეგულირების მახასიათებელზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის, მხოლოდ ერთი მაჩვენებლის არჩევა შეიძლება.
ცხრილი 4
მაკორექტირებელი ფაქტორის მნიშვნელობა F(2)
| თუკი პროდუქტი აღჭურვილია (შესაძლოა მხოლოდ ერთი ვარიანტი მიესადაგოს): | მაკორექტირებელი ფაქტორის მნიშვნელობა F(2) |
|---|---|
| საწვავზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები | |
| ერთსაფეხურიანი სითბოს მოცულობა, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | 0,0% |
| ორი ან მეტი ხელით მართვის საფეხური, არ აქვს ოთახის ტემპერატურის რეგულირება | 1,0% |
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება მექანიკური თერმოსტატით | 2,0% |
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება | 4,0% |
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული დღის ტაიმერი | 6,0% |
| ოთახის ტემპერატურის ელექტრონული რეგულირება დამატებული კვირის ტაიმერი | 7,0% |
მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო მოხმარების გამათბობელი საშუალებისთვის ემისიით, სადაც ტემპერატურის რეგულირება დადგენილია სითბოს მინიმალურ მოულობაზე, მაკორექტირებელი ფაქტორი F(2) არის ნულის ტოლი. ამ გარემოში სითბოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ს. იმ შემთხვევაში, თუ მაკორექტირებელი ფაქტორი F(2) არ არის ნულის ტოლი, ტექნიკური დოკუმენტაციაში მიეთითება სათანადო ინფორმაცია სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე ემისიის შესახებ;
დ) მაკორექტირებელი ფაქტორი F(3) წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ინდექსში პოზიტიურ წვლილს, რასაც განაპირობებს შიდა სივრცის გათბობის სასურველი პირობების რეგულირების დაზუსტებული წვლილი, რომლის მნიშვნელობები შეიძლება დაემატოს ერთმანეთს. ყველა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის მაკორექტირებელი ფაქტორი F(3) არის მე-5 ცხრილით გათვალისწინებული მნიშვნელობების ჯამი და დამოკიდებულია გამოყენებული რეგულირების მახასიათებელზე.
ცხრილი 5
მაკორექტირებელი ფაქტორის მნიშვნელობა F(3)
| თუკი პროდუქტი აღჭურვილია (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტი მიესადაგოს): | მაკორექტირებელი ფაქტორის მნიშვნელობა F(3) |
|---|---|
| საწვავაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები | |
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ყოფნის გამოვლენის ფუნქციით | 1,0% |
| ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ღია ფანჯრის გამოვლენის ფუნქციით | 1,0% |
| დისტანციური რეგულირების ფუნქცია | 1,0% |
მყარი საწვავის საყოფაცხოვრებო მოხმარების გამათბობელი საშუალებისთვის ემისიით, სადაც ტემპერატურის რეგულირება დადგენილია სითბოს მინიმალურ მოულობაზე, მაკორექტირებელი ფაქტორი F(3) არის ნულის ტოლი. ამ გარემოში სითბოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ს. იმ შემთხვევაში, თუ მაკორექტირებელი ფაქტორი F(3) არ არის ნულის ტოლი, ტექნიკური დოკუმენტაციაში მიეთითება სათანადო ინფორმაცია სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე ემისიის შესახებ;
ე) დამატებითი ელექტროენერგიის გამოყენების მაკორექტირებელი ფაქტორი F(4) ითვალისწინებს დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარებას ჩართულ რეჟიმში და ლოდინის რეჟიმში მუშაობის დროს და გამოითვლება შემდეგნაირად:
$$\mathbf{F}\left( \mathbf{4} \right)\mathbf{= CC \bullet}\frac{\mathbf{0,2 \bullet}\mathbf{el}_{\mathbf{\max}}\mathbf{+ 0,8 \bullet}\mathbf{el}_{\mathbf{\min}}\mathbf{+ 1,3 \bullet}\mathbf{el}_{\mathbf{sb}}}{\mathbf{p}_{\mathbf{nom}}}\mathbf{\bullet 100\lbrack\%\rbrack}$$
ყველა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარების კორექტირება გამოითვლება შემდეგნაირად:
სადაც:
elmax არის სითბოს ნომინალურ სიმძალავრეზე ელექტრული ენერგიის მოხმარება, რომელიც იზომება კვტ-ში;
elmin არის სითბოს მინიმალურ სიმძლავრეზე ელექტრული ენერგიის მოხმარება, რომელიც იზომება კვტ-ში. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს არ გააჩნია სითბოს მინიმალური სიმძავრე, სითბოს ნომინალურ მოცულობაზე (Pnom) ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელობა უნდა იქნეს გამოყენებული;
elsb არის პროდუქტის ელექტრული ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმში, რომელიც იზომება კვტ-ში;
Pnom პროდუქტის სითბოს ნომინალური მოცულობა, რომელიც იზომება კვტ-ში;
ვ) მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნის მაკორექტირებელი ფაქტორი F(5) ითვალისწინებს მუდმივი საკონტროლო ალის ენერგიის მოთხოვნას და ყველა საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის მაკორექტირებელი ფაქტორი გამოითვლება შემდეგნაირად:
$$\mathbf{F}\left( \mathbf{5} \right)\mathbf{= 0,5 \bullet}\frac{\mathbf{P}_{\mathbf{pilot}}}{\mathbf{P}_{\mathbf{nom}}}\mathbf{\bullet 100\lbrack\%\rbrack}$$
სადაც
Ppilot არის საკონტროლო ალის მოხმარება, რომელიც იზომება კვტ-ში;
Pnom არის პროდუქტის სითბოს ნომინალური სიმძავრე, რომელიც იზომება კვტ-ში.
დანართი VIII. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა
1. ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას უფლებამოსილი პირის მიერ და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიმწოდებლის მიერ, როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა. ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები და კლასები არ უნდა იყოს მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:
ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;
ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:
ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენრგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე გამოცდის ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და
ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და
ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება მე-6 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს. მოდელის ერთეული უნდა შემოწმდეს საწვავზე, რომელსაც გააჩნია იმავე რანგის მახასიათებლები, როგორც საწვავს, რომელიც გამოყენებული იყო მიმწოდებლის მიერ დანართი IV-ით გათვალისწინებული გაზომვების ჩატარებისას.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;
ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის მე-6 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს VII დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.
4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ მე-6 ცხრილში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.
ცხრილი 6
დასაშვები გადახრა
| გაზომილი პარამეტრი | დასაშვები გადახრა |
|---|---|
| ენერგოეფექტურობის ინდექსი | გაზომილი მნიშვნელობა არ უნდა იყოს დეკლარირებულ მნიშვნელობაზე ნაკლები 8%-ზე მეტად. |