„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№151
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2025 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3  ოქტომბრის №330 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024725) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

დანართი II. ეტიკეტი

1. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტი

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია ქართულ ენაზე:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობის კლასი, I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი;

IV – პირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;

V – პირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;

VI – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;

VII – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;

ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტს.

2. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 105 მმ სიგანის და 200 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს — ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt– ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❷ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 86 მმ, სიმაღლე: 17 მმ.

❸ ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 86 მმ.

❹ ენერგიის კლასების სკალა:

ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1.3 მმ – ფერები:

უმაღლესი კლასი: X-00-X-00,მეორე კლასი: 70-00-X-00,მესამე კლასი 30-00-X-00,მეოთხე კლასი: 00-00-X-00,მეხუთე კლასი: 00-30-X-00,მეექვსე კლასი: 00-70-X-00,მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,მერვე კლასი: 00-X-X-00,ბოლო კლასი: 00- X – X -00.

ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 14 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❺ ენერგოეფექტურობის კლასი:

ისარი: სიგანე: 22 მმ X სიმაღლე 12 მმ, 100 % შავი.

ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 24 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❻ პირდაპირი გათბობის ფუნქცია:

პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

კიდეები: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❼ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია:

პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❽ პირდაპირი გათბობის ნომინალური მოცულობა:

კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი , შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.

ტექსტი „კვტ“: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.

❾ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ნომინალური სიმძლავრე:

კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.

ტექსტი „კვტ“: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.

❿ ენერგია:

ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 8 pt, 100% შავი.

⓫ რეგლამენტის ნომერი:

ტექსტი: „Verdana“, მუქი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი.

⓬ მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი.

⓭ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.

მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 86 X 12 მმ ფორმატში.