„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2025 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024724) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

დანართი II. ეტიკეტი

1. ცალმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V – ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ერთი ისარი, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

2. ორმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V – ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ორი ისარი საპირისპირო მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

3. ეტიკეტის დიზაინი

ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 75 მმ-ის სიგანის და 150 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს –  ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

❶ ეტიკეტის კიდეები: 3.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

❷ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00.

პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები; ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 62 მმ, სიმაღლე: 12 მმ.

❸ ქველოგოების კიდე: 1 pt  – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 62 მმ.

❹ A+ – G სკალა

ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1 მმ – ფერები:

უმაღლესი კლასი: X-00-X-00,მეორე კლასი: 70-00-X-00,მესამე კლასი 30-00-X-00,მეოთხე კლასი: 00-00-X-00,მეხუთე კლასი: 00-30-X-00,მეექვსე კლასი: 00-70-X-00,მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,ბოლო კლასი: 00- X – X -00.

ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 13 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი.

❺ კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი

ისარი: სიგანე: 17 მმ, სიმაღლე: 9 მმ, 100 % შავი.

ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 18.5 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 11 pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❻ ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ):

კიდე: 1.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

მნიშვნელობა: „Calibri“ მუქი,  შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;

დბ: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი.

❼ ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში:

კიდე: 1.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი,  შრიფტის ზომა 16 pt, 100 % შავი;

მ3/სთ: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;

ერთი ან ორი ისარი

თითოეულის სიგანე: 10 მმ, თითოეულის სიმაღლე: 10 მმ.

ფერი: ფირუზისფერი 100%.

❽ ენერგია:

ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 6 pt, დიდი ლათინური ასოები, შავი.

❾ რეგლამენტის ნომერი:

ტექსტი: „Verdana“ მუქი , შრიფტის ზომა 8 pt.

❿ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი

⓫ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი

⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 62 X 10 მმ ფორმატში.