„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №506 |
|
2019 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება/დაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტისა და ქვეკომპონენტის ფარგლებში:“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი;“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შუა და საყრდენი ბოძების ტექნიკურ მახასიათებლებს კულტურების ჭრილში და დასაშვებ მაქსიმალურ რაოდენობას ადგენს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შუა და საყრდენი ბოძების საბაზრო ფასი დადგინდება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ, რომლის საფუძველზეც სააგენტო ამტკიცებს თანადაფინანსების მაქსიმალურ ოდენობებს.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ტექნიკური დახმარება
1. ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ, ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;
ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM;
გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.
2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.“.
5. მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.
21. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც ცენტრი წერილობით ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.“.
6. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფსტის (ფისტა), ზეთისხილისა და საღვინე ვაზის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.
7. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;“.
8. მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, მიმწოდებლების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს/ჩარიცხოს:
ა) ნერგების ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30%-ისა (ოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 20%-ისა (ოცი პროცენტისა);
ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50%-ისა (ორმოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 40%-ისა (ორმოცი პროცენტისა).
6. ბენეფიციარმა გადარიცხვის/ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას.“.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მონიტორინგი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.“.
10. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. 141 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის (შემდგომში − კენკროვნების ქვეკომპონენტი) ფარგლებში კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია, დაფინანსდეს დანართ №6-ის შესაბამისად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის გარდა.“.
12. 143 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კენკროვნების ქვეკომპონენტის პოტენციურ ბენეფიციარებს/პოტენციური ბენეფიციარების მინდობილ პირებს ცენტრის ორგანიზებით უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები მას შემდეგ, რაც სააგენტოში სრულად წარადგენენ პროგრამის 148 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სააგენტოსთვის წერილობითი ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების მინდობილი პირების მიერ ტრენინგის წარმატებით გავლის შესახებ.“.
13. 144 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ფიზიკური პირ(ებ)ის დაფინანსების შემთხვევაში, საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.15 ჰა-ს, ამავდროულად, ერთ ფიზიკურ პირზე დასაშვებია არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენების დაფინანსება.“.
14. 145 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.“.
15. 147 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ბენეფიციარი უფლებამოსილია, ნერგები ასევე შეიძინოს ისეთი ადგილობრივი კომპანიისაგან, რომელსაც ნერგები მიღებული აქვს იმპორტის გზით, რაც ასევე ჩაითვლება ბენეფიციარის მიერ ნერგის იმპორტის გზით მიღებაში.“.
16. 148 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა მიწის ნაკვეთის წყლისა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისა და გასაშენებელ მიწის ნაკვეთზე ნარგავებისა და ნაგებობების არარსებობის შესახებ;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ბენეფიციარმა, შეიმუშავებს ცენტრი);“;
ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;“.
17. 149 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელდება ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისთვის კენკროვნების ქვეკომპონენტის შესახებ.“.
18. 1410 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1410. მონიტორინგი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დასტურდება მიზნობრიობის შესრულება, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ბენეფიციარსა და აუდიტორულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების (სხვა შესაბამისი დოკუმენტი) საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.“.
19. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, რომელსაც გამოჰყავს ან რომლის მიერაც გამოყვანილ იქნება უვირუსო ნერგი. უვირუსო ნერგების კონტროლს განახორციელებს ცენტრი მის მიერ შემუშავებული პროცედურის შესაბამისად.“.
20. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ტექნიკური დახმარება
1. სანერგე მეურნეობის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
ა) სარგავი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები;
ბ) სარგავი მასალის სერტიფიცირების პრინციპები.
2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“.
21. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.“.
22. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 და 71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი.
71. იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც ცენტრი წერილობით ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.“.
23. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ;“;
ბ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.“.
24. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს შევსებულ განაცხადს, სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალურ პროექტს და თანმდევ დოკუმენტაციას. საწყის ეტაპზე განაცხადის წარდგენა მოხდება წერილობითი ფორმით. სააგენტოს მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შემდგომ განაცხადის წარდგენა განხორციელდება ელექტრონული ფორმით.“;
ბ) მე-2 – მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროექტის უარყოფის/დამუშავების ან/და სააგენტოს მიერ შექმნილ „თანადაფინანსების კომიტეტზე“ წარდგენასთან დაკავშირებით.“.
25. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.“.
26. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. მონიტორინგი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.“.
27. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
28. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. პროგრამის განხორციელება
1. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო, რომელიც ასევე ახდენს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას.
2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, სააგენტოსა და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.“.
29. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფიზიკური პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას/დაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ან/და კენკროვნების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის საჭირო სხვა მასალების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემების, შუა და საყრდენი ბოძების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ან/და კენკროვნების ქვეკომპონენტში გათვალისწინებული ბაღის გაშენებისათვის სხვა საჭირო მასალების შეძენას.“.
30. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
*შენიშვნა: ზეთისხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
დანართი №2 თანადაფინანსების/დაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
|