„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №33 |
|
2021 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობებისა და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობიდან გამომდინარე, თანადაფინანსება/ დაფინანსება განხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:
ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი:
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი;
გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.
2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტების ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები.
3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ოთხივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.“.
2. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფსტის (ფისტა), დაფნისა და ზეთისხილის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.
3. 141 − 1410 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის თანადაფინანსებას არა უმეტეს ჯამური ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ამასთან, ახალი სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს.“.
5. დანართი №1, დანართი №2, დანართი №4 და დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. დანართი №6, დანართი №7 და დანართი №8 ამოღებულ იქნეს.
|
დანართი №1
მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
*შენიშვნა: ზეთისხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ** დაფნის კულტურა დაფინანსდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა; *** დაფნის კულტურა დაფინანსდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა. დანართი №2 თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
დანართი №4 ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
დანართი №9 1 ჰა-ზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება
|