„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №539
2020 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს იმ მსესხებლებსაც, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად კლასიფიცირდება „სტანდარტული“ სესხის კატეგორიაში.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპ-ის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი იმავე სესხზე დამატებით ვერ ისარგებლებს სხვა საგარანტიო სქემით (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) და პირიქით, თუ კრედიტზე სხვა საგარანტიო სქემის/ფონდის (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ფარგლებში უკვე გაცემულია გარანტია, აღნიშნულ კრედიტთან დაკავშირებით არ მოხდება პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის გაცემა.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იმავე სესხის ფარგლებში ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სესხი გაცემულია ეკონომიკური საქმიანობების შემდეგ სახეებზე:
ლაბორატორიული საქმიანობა (საქმიანობის კოდი: 86.90.0);
საზღვაო თევზჭერა (საქმიანობის კოდი: 03.11.0).“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. წინამდებარე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სარგებლობისას მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების (თევზსაჭერი გემის) შეძენის შემთხვევაში, ხსენებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ოპერირების/საქმიანობის დაწყებისთანავე მოახდინოს გემის უფლებრივი დატვირთვა პროგრამის ფარგლებში აღებული/რესტრუქტურიზებული სესხის უზრუნველსაყოფად და სააგენტოსგან მიღებული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლების მოთხოვნით მიმართოს ბანკს, რომელიც, თავის მხრივ, მოახდენს გაცემული გარანტიის ნაწილობრივ ჩანაცვლებას სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1: საქმიანობის სახეები
სექცია
ობიექტის კოდი
ქვეკლასი – დასახელება
A
01.49.9*
სხვა ცხოველების მოშენება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
A
03.11.0
საზღვაო თევზჭერა
A
03.21.0
საზღვაო აკვაკულტურა
C
10.11.0
ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება
C
10.12.0
შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება
C
10.13.0
ხორცის პროდუქტების წარმოება
C
10.20.0
თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება
C
10.31.0
კარტოფილის გადამუშავება და დაკონსერვება
C
10.32.0
ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება
C
10.39.0
ხილის და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები
C
10.41.0
ზეთების და ცხიმების წარმოება
C
10.42.0
მარგარინის და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება
C
10.51.0
რძის გადამუშავება და ყველის წარმოება
C
10.52.0
ნაყინის წარმოება
C
10.61.1
ფქვილის წარმოება
C
10.61.9
საფქველ-ბურღულეული სხვა პროდუქტების წარმოება
C
10.62.0
სახამებლების და სახამებელი პროდუქტების წარმოება
C
10.71.1
პურის წარმოება
C
10.71.2
არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება
C
10.72.0
ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება
C
10.73.0
მაკარონის, ატრიის, კუსკუსის და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება
C
10.81.0
შაქრის წარმოება
C
10.82.0
კაკაოს, შოკოლადის და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება
C
10.83.1
ჩაის გადამუშავება
C
10.83.2
ყავის გადამუშავება
C
10.84.0
სუნელ-სანელებლების და საკაზმ-სანელებლების წარმოება
C
10.89.0
სხვა კვების პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
10.91.0
მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის
C
10.92.0
მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის
C
11.01.0
სპირტიანი სასმელების დისტილირება, რექტიფიცირება და შერევა
C
11.02.0
ღვინის წარმოება ყურძნისაგან
C
11.03.0
სიდრის და სხვა ხილის ღვინოების წარმოება
C
11.04.0
სხვა არადისტილირებული, ფერმენტირებული სასმელების წარმოება
C
11.05.0
ლუდის წარმოება
C
11.06.0
ალაოს წარმოება
C
11.07.1
მინერალური წყლების წარმოება
C
11.07.2
უალკოჰოლო არომატიზებული და/ან დამტკბარი სასმელების წარმოება, როგორიცაა ლიმონათი, ხილის სასმელები, კოლა, ორანჟადი, ტონიკები და მისთ.
C
11.07.3
მტკნარი სასმელი წყლის წარმოება
C
12.00.0
თამბაქოს ნაწარმის წარმოება
C
13.10.0
ტექსტილის ბოჭკოს მომზადება და დართვა
C
13.20.0
ტექსტილის წარმოება
C
13.30.0
ტექსტილის გაწყობა
C
13.91.0
ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება
C
13.92.0
ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა
C
13.93.0
ხალიჩების და ფარდაგების წარმოება
C
13.94.0
თოკების, ბაგირების და ბადეების წარმოება
C
13.95.0
უქსოვადი ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა
C
13.96.0
სხვა ტექნიკური და სამრეწველო ტექსტილის ნაწარმის წარმოება
C
13.99.0
ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
14.11.0
ტყავის ტანსაცმლის წარმოება
C
14.12.0
სპეცტანსაცმლის წარმოება
C
14.13.0
სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება
C
14.14.0
საცვლების წარმოება
C
14.19.0
სხვა ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება
C
14.20.0
ბეწვეულის ნაწარმის წარმოება
C
14.31.0
ტრიკოტაჟის და ნაქსოვი წინდების წარმოება
C
14.39.0
ნაქსოვი და ტრიკოტაჟის სხვა ტანსაცმლის წარმოება
C
15.11.0
ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა
C
15.12.0
საბარგო ჩანთების, ხელჩანთების და მისთ., სასარაჯო-საუნაგირო ნაკეთობების წარმოება
C
15.20.0
ფეხსაცმლის წარმოება
C
16.10.0
ხის ხერხვა და რანდვა
C
16.21.0
შპონის ფურცლების და ხის პანელების წარმოება
C
16.22.0
ასაწყობი იატაკის საფარების წარმოება
C
16.23.0
მშენებლობაში გამოსაყენებელი სხვა სახუროო და სადურგლო ნაკეთობების წარმოება
C
16.24.0
ხის ტარის წარმოება
C
16.29.0
ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან
C
17.11.0
ქაღალდის მასის წარმოება
C
17.12.0
ქაღალდის და მუყაოს წარმოება
C
17.21.0
გოფრირებული ქაღალდის და მუყაოს, ქაღალდის და მუყაოს ტარის წარმოება
C
17.22.0
საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება
C
17.23.0
ქაღალდის საკანცელარიო საკუთნოების წარმოება
C
17.24.0
შპალერის წარმოება
C
17.29.0
სხვა ნაწარმის წარმოება ქაღალდისა და მუყაოსაგან
C
18.14.0
საამკინძაო და მასთან დაკავშირებული მომსახურება
C
19.10.0
საკოქსავი ღუმელების პროდუქტების წარმოება
C
19.20.0
ნავთობპროდუქტების წარმოება
C
20.11.0
სამრეწველო აირების წარმოება
C
20.12.0
საღებარების და პიგმენტების წარმოება
C
20.13.0
სხვა არაორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება
C
20.14.0
სხვა ორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება
C
20.15.1
მინერალური სასუქების წარმოება
C
20.15.2
აზოტის ნაერთების წარმოება
C
20.16.0
პლასტმასის წარმოება პირველად ფორმებში
C
20.17.0
სინთეზური კაუჩუკის წარმოება პირველად ფორმებში
C
20.20.0
პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პროდუქტების წარმოება
C
20.30.0
საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
C
20.41.0
საპნის და სარეცხი საშუალებების, საწმენდი და საპრიალებელი საშუალებების წარმოება
C
20.42.0
პარფიუმერული და ტუალეტის საშუალებების წარმოება
C
20.52.0
წებოს წარმოება
C
20.53.0
ეთერზეთების წარმოება
C
20.59.0
სხვა ქიმიური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის
C
20.60.0
ხელოვნური ბოჭკოს წარმოება
C
21.10.0
ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება
C
21.20.0
ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება
C
22.11.0
რეზინის საბურავების და კამერების წარმოება; რეზინის საბურავების აღდგენა და კაპიტალური რემონტი
C
22.19.0
რეზინის სხვა ნაწარმის წარმოება
C
22.21.0
პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილების და პროფილების წარმოება
C
22.22.0
პლასტმასის საფუთავების წარმოება
C
22.23.0
პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება
C
22.29.0
პლასტმასის სხვა ნაწარმის წარმოება
C
23.11.0
ფურცლოვანი მინის წარმოება
C
23.12.0
ფურცლოვანი მინის დაყალიბება და დამუშავება
C
23.13.0
ღრუ მინის წარმოება
C
23.14.0
ბოჭკოვანი მინის წარმოება
C
23.19.0
მინის სხვა ნაწარმის წარმოება და დამუშავება, ტექნიკური მინის ნაწარმის ჩათვლით
C
23.20.0
ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოება
C
23.31.0
კერამიკული საფარების და ფილების წარმოება
C
23.32.0
აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისაგან
C
23.41.0
კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების წარმოება
C
23.42.0
კერამიკული სანტექნიკური ნაკეთობების წარმოება
C
23.43.0
კერამიკული იზოლატორების და საიზოლაციო ფიტინგების წარმოება
C
23.44.0
სხვა ტექნიკური კერამიკული პროდუქტების წარმოება
C
23.49.0
სხვა კერამიკული ნაკეთობების წარმოება
C
23.51.0
ცემენტის წარმოება
C
23.52.0
კირის და ბათქაშის წარმოება
C
23.61.0
ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის
C
23.62.0
ბათქაშის პროდუქტების წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის
C
23.63.1
ბეტონის წარმოება
C
23.63.2
ასფალტბეტონის წარმოება
C
23.64.0
ნარევების წარმოება
C
23.65.0
ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება
C
23.69.0
სხვა ნაკეთობების წარმოება ბეტონისგან, ბათქაშის და ცემენტისაგან
C
23.70.0
ქვის ჭრა, დამუშავება და მოპირკეთება
C
23.91.0
აბრაზიული პროდუქტების წარმოება
C
23.99.0
სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
24.10.0
თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
C
24.20.0
ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
C
24.31.0
წნელების ცივად ადიდვა
C
24.32.0
ვიწრო ზოლების ცივად გლინვა
C
24.33.0
ცივად დაყალიბება ან დანარიმანდება
C
24.34.0
მავთულის ცივად ადიდვა
C
24.41.0
ძვირფასი ლითონების წარმოება
C
24.42.0
ალუმინის წარმოება
C
24.43.0
ტყვიის, თუთიის და კალის წარმოება
C
24.44.0
სპილენძის წარმოება
C
24.45.0
სხვა ფერადი ლითონების წარმოება
C
24.51.0
თუჯის ჩამოსხმა
C
24.52.0
ფოლადის ჩამოსხმა
C
24.53.0
მსუბუქი ლითონების ჩამოსხმა
C
24.54.0
სხვა ფერადი ლითონების ჩამოსხმა
C
25.11.0
ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოება
C
25.12.0
ლითონის კარების და ფანჯრების წარმოება
C
25.21.0
ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება
C
25.29.0
ლითონის სხვა ცისტერნების, რეზერვუარების და ტევადობების წარმოება
C
25.30.0
ორთქლის გენერატორების წარმოება, ცენტრალური გათბობის ცხელი წყლის ბოილერების გარდა
C
25.61.0
ლითონის დამუშავება და დაფარვა
C
25.62.0
მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები
C
25.71.0
დანისებრი ნაკეთობების წარმოება
C
25.72.0
საკეტების, ანჯამების და სახსრების წარმოება
C
25.73.0
ინსტრუმენტების წარმოება
C
25.91.0
ლითონის კასრების და მსგავსი ტევადობების წარმოება
C
25.92.0
მსუბუქი ლითონის საფუთავების წარმოება
C
25.93.0
მავთულის ნაწარმის, ჯაჭვების და ზამბარების წარმოება
C
25.94.0
სამაგრების და ხრახნსაჭრელი ჩარხების ნაკეთობების წარმოება
C
25.99.0
ლითონის სხვა მზა ნაკეთობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის
C
26.11.0
ელექტრონული კომპონენტების წარმოება
C
26.12.0
ჩასატვირთი ელექტრონული პლატების წარმოება
C
26.20.0
კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების წარმოება
C
26.30.0
საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება
C
26.40.0
სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება
C
26.51.0
ინსტრუმენტების და ხელსაწყოების წარმოება გაზომვისთვის, ტესტირების და ნავიგაციისათვის
C
26.52.0
საათების წარმოება
C
26.60.0
ირადიაციული, ელექტროსამედიცინო და ელექტროთერაპიული მოწყობილობების წარმოება
C
26.70.0
ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება
C
26.80.0
მაგნიტური და ოპტიკური მედიასაშუალებების წარმოება
C
27.11.0
ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების წარმოება
C
27.12.0
ელექტროგამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურის წარმოება
C
27.20.0
ბატარეების და აკუმულატორების წარმოება
C
27.31.0
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების წარმოება
C
27.32.0
სხვა ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება
C
27.33.0
სადენიანი ხელსაწყოების წარმოება
C
27.40.0
ელექტროსანათი მოწყობილობების წარმოება
C
27.51.0
ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება
C
27.52.0
არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება
C
27.90.0
სხვა ელექტრული მოწყობილობების წარმოება
C
28.11.0
ძრავების და ტურბინების წარმოება, საფრენი აპარატების, ავტოტრანსპორტის და მოტოციკლების ძრავების გარდა
C
28.12.0
ჰიდრავლიკური და პნევმატური მოწყობილობების წარმოება
C
28.13.0
სხვა ტუმბოების და კომპრესორების წარმოება
C
28.14.0
სხვა ონკანების და სარქველების წარმოება
C
28.15.0
საკისრების, კბილანების, კბილანა გადაცემების და ამძრავების ელემენტების წარმოება
C
28.21.0
ღუმელების და ღუმელების სანთურების წარმოება
C
28.22.0
ამწე-სატრანსპორტო, სატვირთავ-გასატვირთავი და სასაწყობო მოწყობილობების წარმოება
C
28.23.0
საოფისე ტექნიკის და მოწყობილობების წარმოება (კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების გარდა)
C
28.24.0
ხელის მექანიზებული ინსტრუმენტების წარმოება
C
28.25.0
არასაყოფაცხოვრებო მაცივებელი და სავენტილაციო მოწყობილობების წარმოება
C
28.29.0
საერთო დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
28.30.0
სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება
C
28.41.0
ლითონის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება
C
28.49.0
სხვა ჩარხების წარმოება
C
28.91.0
მანქანების და მოწყობილობების წარმოება მეტალურგიისათვის
C
28.92.0
მანქანების და მოწყობილობების წარმოება სამთომოპოვებითი მრეწველობისთვის, კარიერების დამუშავებისა და მშენებლობისათვის
C
28.93.0
კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის დასამზადებელი მანქანების და მოწყობილობების წარმოება
C
28.94.0
ტექსტილის, ტანსაცმლის და ტყავის ნაწარმის დასამზადებელი მანქანების და მოწყობილობების წარმოება
C
28.95.0
მანქანების და მოწყობილობების წარმოება ქაღალდის და მუყაოს დასამზადებლად
C
28.96.0
პლასტმასის და რეზინის დასამუშავებელი მანქანების და მოწყობილობების წარმოება
C
28.99.0
სპეციალური დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
29.10.0
ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოება
C
29.20.0
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარების წარმოება; მისაბმელების და ნახევარმისაბმელების წარმოება
C
29.31.0
ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის
C
29.32.0
სხვა ნაწილების და აქსესუარების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის
C
30.11.0
გემების და მცურავი კონსტრუქციების მშენებლობა
C
30.12.0
სასეირნო და სპორტული ნავების მშენებლობა
C
30.20.0
სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება
C
30.30.0
საჰაერო და კოსმოსური საფრენი აპარატების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების წარმოება
C
30.91.0
მოტოციკლების წარმოება
C
30.92.0
ველოსიპედების და ინვალიდების ეტლების წარმოება
C
30.99.0
სხვა სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
31.01.0
ავეჯის წარმოება დაწესებულებების და მაღაზიებისათვის
C
31.02.0
სამზარეულო ავეჯის წარმოება
C
31.03.0
ლეიბების წარმოება
C
31.09.0
სხვა ავეჯის წარმოება
C
32.11.0
მონეტების მოჭრა
C
32.12.0
ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება
C
32.13.0
ხელოვნური ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება
C
32.20.0
მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება
C
32.30.0
სპორტული საქონლის წარმოება
C
32.40.0
თამაშების და სათამაშოების წარმოება
C
32.50.0
სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წარმოება
C
32.91.0
ცოცხების და ჯაგრისების წარმოება
C
32.99.0
სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
C
33.11.0
ლითონის მზა ნაწარმის რემონტი
C
33.15.0
გემების და ნავების რემონტი და ტექნიკური მომსახურება
C
33.16.0
საჰაერო და კოსმოსური ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება
I
55.10.1**
სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით
I
55.10.2**
სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე
I
55.20.0**
დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები
I
56.10.0
რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები
J
58.11.0
წიგნების გამოცემა
J
58.12.0
ცნობარების და სამისამართო სიების გამოცემა
J
58.13.0
გაზეთების გამოცემა
J
58.14.0
ჟურნალების და პერიოდიკის გამოცემა
J
58.19.0
საგამომცემლო საქმიანობის სხვა სახეები
J
58.29.0
სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა
J
62.01.0
კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები
J
63.11.0
მონაცემთა დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები
J
63.99.0
საინფორმაციო მომსახურების სხვა საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
M
70.22.0
საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში
M
71.11.0
არქიტექტურული საქმიანობები
M
71.12.0
საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება
M
71.20.0
ტექნიკური გამოცდები და ანალიზები
M
72.11.0
კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში
M
72.19.0
სხვა კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში
M
74.10.0
სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები
M
74.20.0
ფოტოგრაფიული საქმიანობები
P
85.10.0
ადრეული და სკოლამდელი განათლება
P
85.20.0
დაწყებითი სასკოლო განათლება
P
85.31.0
ზოგადი საბაზო და საშუალო განათლება
P
85.32.0
პროფესიული განათლება
P
85.41.0
საშუალოს შემდგომი არაუმაღლესი განათლება
P
85.42.0
უმაღლესი განათლება
P
85.51.0
განათლება სპორტის და დასვენების სფეროში
P
85.52.0
განათლება კულტურის სფეროში
P
85.53.0
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მოსამზადებელი სკოლების საქმიანობები
P
85.59.0
სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
P
85.60.0
დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობები
Q
86.90.0
ჯანდაცვის სხვა საქმიანობები
G
45.11.1***
საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
G
45.11.2***
საცალო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
G
45.11.3***
საშუამავლო საქმიანობა ავტომობილების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში
G
45.19.0***
სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვა
G
45.31.0***
საბითუმო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით
G
45.32.0***
საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით
G
46.11.0***
სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით, ცოცხალი ცხოველებით, ტექსტილის ნედლეულით და ნახევარფაბრიკატებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.12.0***
სათბობით, მადნეულით, ლითონებით და სამრეწველო ქიმიკატებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.13.0***
მერქნით და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.14.0***
მანქანებით და მოწყობილობებით, სამრეწველო მოწყობილობებით, გემებით და საჰაერო ხომალდებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.15.0***
ავეჯით, საყოფაცხოვრებო საქონლით, რკინა-კავეულით და რკინის სხვა წვრილმანით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.16.0***
ტექსტილით, ტანსაცმლით, ბეწვეულით, ფეხსაცმლით და ტყავით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.17.0***
საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.18.0***
სხვა ცალკეული პროდუქტების გაყიდვა სპეციალიზებული აგენტების მიერ
G
46.19.0***
ფართო ასორტიმენტის საქონლით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა
G
46.21.0***
საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით
G
46.22.0***
საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით
G
46.23.0***
საბითუმო ვაჭრობა ცოცხალი ცხოველებით
G
46.24.0***
საბითუმო ვაჭრობა ტყავეულით და ბეწვეულით
G
46.31.0***
საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით
G
46.32.0***
საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით
G
46.33.0***
საბითუმო ვაჭრობა რძის პროდუქტებით, კვერცხით და საკვები ზეთებით და ცხიმებით
G
46.34.1***
საბითუმო ვაჭრობა ალკოჰოლიანი სასმელებით
G
46.34.2***
საბითუმო ვაჭრობა უალკოჰოლო სასმელებით
G
46.35.0***
საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით
G
46.36.1***
საბითუმო ვაჭრობა შაქრით
G
46.36.2***
საბითუმო ვაჭრობა შოკოლადით და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით
G
46.36.3***
საბითუმო ვაჭრობა პურით და პურფუნთუშეული ნაწარმით
G
46.37.0***
საბითუმო ვაჭრობა ყავით, ჩაით, კაკაოთი და სანელებლებით
G
46.38.1***
საბითუმო ვაჭრობა თევზით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით
G
46.38.2***
საბითუმო ვაჭრობა ფქვილით და ბურღულეულით
G
46.38.3***
საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვებით
G
46.39.0***
არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით
G
46.41.0***
საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით
G
46.42.1***
საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით
G
46.42.2***
საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით
G
46.42.3***
საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლის აქსესუარებით
G
46.43.1***
საბითუმო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით
G
46.43.2***
საბითუმო ვაჭრობა რადიო, სატელევიზიო და ვიდეო მოწყობილობებით
G
46.43.3***
საბითუმო ვაჭრობა ჩაწერილი აუდიო- და ვიდეოფირებით,კომპაქტდისკებით (CD), ციფრული ვიდეოდისკებით (DVD)
G
46.43.4***
საბითუმო ვაჭრობა ფოტოგრაფიული და ოპტიკური საქონლით
G
46.44.0***
საბითუმო ვაჭრობა ფაიფურით, მინის ჭურჭლით და საწმენდი საშუალებებით
G
46.45.0***
საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით
G
46.46.0***
საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
G
46.47.0***
საბითუმო ვაჭრობა ავეჯით, ხალიჩებით და სანათი მოწყობილობებით
G
46.48.0***
საბითუმო ვაჭრობა საათებით და ძვირფასეულობით
G
46.49.1***
საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით
G
46.49.2***
საბითუმო ვაჭრობა საკანცელარიო საკუთნოებით, წიგნებით, ჟურნალებით, გაზეთებით და მისთ.
G
46.49.9***
საბითუმო ვაჭრობა სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
G
46.51.0***
საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით
G
46.52.1***
საბითუმო ვაჭრობა ელექტრონული ნაწილებით
G
46.52.2***
საბითუმო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით
G
46.61.0***
საბითუმო ვაჭრობა სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით
G
46.62.0***
საბითუმო ვაჭრობა ჩარხებით
G
46.63.0***
საბითუმო ვაჭრობა სამთომოპოვებითი, სამშენებლო და სამოქალაქო საინჟინრო მოწყობილობებით
G
46.64.0***
საბითუმო ვაჭრობა მანქანებით და მოწყობილობებით ტექსტილის მრეწველობისათვის და საკერავი და საქსოვი მანქანებით
G
46.65.0***
საბითუმო ვაჭრობა საოფისე ავეჯით
G
46.66.0***
საბითუმო ვაჭრობა საოფისე მანქანებით და მოწყობილობებით
G
46.69.0***
საბითუმო ვაჭრობა სხვა მანქანებით და მოწყობილობებით
G
46.71.1***
საბითუმო ვაჭრობა ნავთობით
G
46.71.2***
საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
G
46.71.3***
საბითუმო ვაჭრობა ქვანახშირით
G
46.71.4***
საბითუმო ვაჭრობა ბენზინით
G
46.71.5***
საბითუმო ვაჭრობა დიზელის სათბობით
G
46.71.9***
საბითუმო ვაჭრობა სხვა სათბობით
G
46.72.0***
საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
G
46.73.1***
საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით
G
46.73.2***
საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით
G
46.73.3***
საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკური მოწყობილობებით
G
46.74.0***
საბითუმო ვაჭრობა რკინა-კავეულით, წყალგაყვანილობის და გასათბობი მოწყობილობებით და ინვენტარით
G
46.75.1***
საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით და აგროქიმიური პროდუქტებით
G
46.75.9***
საბითუმო ვაჭრობა სხვა ქიმიური პროდუქტებით
G
46.76.0***
საბითუმო ვაჭრობა სხვა შუალედური პროდუქტებით
G
46.77.1***
საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით
G
46.77.9***
საბითუმო ვაჭრობა არალითონური ნარჩენებით
G
46.90.0***
არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა
G
47.11.0***
საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
G
47.19.0***
სხვა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.21.0***
საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.22.0***
საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.23.0***
საცალო ვაჭრობა თევზით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.24.0***
საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.25.0***
საცალო ვაჭრობა სასმელებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.26.0***
საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.29.0***
საცალო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.30.1***
საცალო ვაჭრობა ბენზინით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.30.2***
საცალო ვაჭრობა დიზელის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.30.3***
საცალო ვაჭრობა აირისებრი საავტომობილო სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.30.9***
საცალო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.41.0***
საცალო ვაჭრობა კომპიუტერებით, პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.42.0***
საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.43.0***
საცალო ვაჭრობა აუდიო- და ვიდეომოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.51.0***
საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.52.0***
საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.53.0***
საცალო ვაჭრობა ხალიჩებით, ფარდაგებით, კედლის და იატაკის საფარებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.54.0***
საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.59.1***
საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ავეჯით
G
47.59.2***
საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით, თიხის ჭურჭლით, ფაიფურით და სამზარეულოს საკუთნოებით
G
47.59.3***
საცალო ვაჭრობა არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით
G
47.59.4***
საცალო ვაჭრობა მუსიკალური ინსტრუმენტებით და პარტიტურებით
G
47.59.9***
საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
G
47.61.0***
საცალო ვაჭრობა წიგნებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.62.0***
საცალო ვაჭრობა გაზეთებით, ჟურნალებით და საკანცელარიო ნივთებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.63.0***
საცალო ვაჭრობა მუსიკალური და ვიდეოჩანაწერებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.64.0***
საცალო ვაჭრობა სპორტული მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.65.0***
საცალო ვაჭრობა თამაშებით და სათამაშოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.71.0***
საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.72.1***
საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით
G
47.72.2***
საცალო ვაჭრობა ტყავის ნაწარმით
G
47.73.0***
საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.74.0***
საცალო ვაჭრობა სამედიცინო და ორთოპედიული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.75.0***
საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.76.0***
საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.77.0***
საცალო ვაჭრობა საათებით და ძვირფასეულობით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.78.0***
საცალო ვაჭრობა სხვა ახალი საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
G
47.79.1***
საცალო ვაჭრობა ანტიკვარიატით
G
47.79.2***
საცალო ვაჭრობა ნახმარი წიგნებით
G
47.79.3***
საცალო ვაჭრობის აუქციონების საქმიანობა
G
47.79.4***
საცალო ვაჭრობა სხვა ნახმარი საქონლით
G
47.81.0***
საცალო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო ფარდულებში და ბაზრობებზე
G
47.82.0***
საცალო ვაჭრობა ტექსტილით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით სავაჭრო ფარდულებში და ბაზრობებზე
G
47.89.0***
საცალო ვაჭრობა სხვა საქონლით ფარდულებში და ბაზრობებზე
G
47.91.1***
საცალო ვაჭრობა საფოსტო შეკვეთით ან ინტერნეტის საშუალებით
G
47.91.2***
ინტერნეტ-აუქციონების საცალო ვაჭრობა
G
47.99.0***
სხვა საცალო ვაჭრობა მაღაზიებს, სავაჭრო ფარდულებს და ბაზრობებს გარეთ
H
52.10.0
დასაწყობება და შენახვა
J
58.21.0
კომპიუტერული თამაშების გამოცემა
N
77.39.0****
სხვა ტექნიკის, მოწყობილებების და მატერიალური საშუალებების იჯარა და ლიზინგი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის
Q
86.10.0
საავადმყოფოების საქმიანობები
Q
86.21.0
ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები
Q
86.22.0
სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები
Q
86.23.0
სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები
R
90.0
შემოქმედებითი, სახელოვნებო და გართობის საქმიანობები
R
91.02.0
მუზეუმების საქმიანობა
R
91.03.0
ისტორიული ადგილების და ნაგებობების და მსგავსი კულტურის ძეგლების ექსპლუატაცია
R
93.11.0
სპორტული ობიექტების საქმიანობები
R
93.12.0
სპორტული კლუბების საქმიანობები
R
93.13.0
ფიტნესის ობიექტები
R
93.19.0
სხვა სპორტული საქმიანობები
R
93.21.0
გასართობი პარკების და თემატური პარკების საქმიანობები
R
93.29.0
გართობის და დასვენების სხვა საქმიანობები
* ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ლოკოკინების მოშენება.
** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში, როგორც ახალი სესხის აღება, ასევე მიმდინარე/არსებული სესხის რესტრუქტურიზებაც დანართ №2-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასტუმროს მშენებლობის ან გაფართოების/გადაიარაღების მიზნით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში არსებული/მიმდინარე სესხის რესტრუქტურიზება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ ხდება პროგრამით დადგენილი ლიმიტებისა და კრიტერიუმების შესაბამისი ახალი სესხის აღებაც ან დამტკიცებული სესხის აუთვისებელი ტრანშის ათვისებაც.
*** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ახალი სესხის აღება, რომლის მიზნობრიობა უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საოპერაციო ხარჯების (ერთ-ერთის ან რამდენიმეს) უზრუნველყოფა:
ა) უძრავი ქონების იჯარის, ქირის ხარჯი;
ბ) ხელფასის ხარჯი;
გ) ტრანსპორტირების ხარჯი (მხოლოდ ქვეყნის შიგნით);
დ) რეკლამის ხარჯი;
ე) კომუნალური ხარჯი;
ვ) საოფისე ხარჯი;
ზ) ქონების დაზღვევის ხარჯი.
**** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ისეთი სესხის აღება/რესტრუქტურიზება, რომლის მიზნობრიობაა კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.“.
5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სასტუმროს (მხოლოდ მშენებარე/არაოპერირებადი) მინიმალური კრიტერიუმები (55.10.1 – სასტუმროები რესტორნებით, 55.10.2 – სასტუმროები რესტორნების გარეშე და 55.20.0 – დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები საქმიანობის სახეებისთვის)
ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 10 ნომერი ან არსებული სასტუმროს (მშენებარე/არაოპერირებადი) გაფართოებისას/ გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება № 2 დანართის შესაბამისად.
სასტუმროს ნომერი:
სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები:
ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი
– არანაკლებ 18 კვ.მ, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4 კვ. მ-ისა;.
ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+ ადგილიანი
– თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ. მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ. მ-ისა.
ბავშვის დამატებითი ლოგინი/EXTRA BED:
ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.
ლიფტი – თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია:
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტურია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):
ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;
ბ) შენობა-ნაგებობა განლაგებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;
გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;
დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.
სანიტარიული კეთილმოწყობა და ელექტრომომარაგება:
ა) გარე განათება;
ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;
გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი;
დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.
ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:
ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით);
ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;
გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა).
უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე;
ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.
პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:
ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;
ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;
გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.
სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):
ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;
ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;
გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.
კვების ობიექტი:
ა) სასადილო ან რესტორანი.“.
მუხლი 2🔗
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია