„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №154 |
|
2025 წლის 14 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.
2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
1. ეტიკეტი
ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
I. QR კოდი (თუ პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);
II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;
V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;
VI. ეკოპროგრამის ენერგომოხმარება (EPEC) ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
VII. სტანდარტული ნაკრების გათვლილი ტევადობა ეკოპროგრამისთვის;
VIII. ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) თითოეულ ციკლზე ლიტრებში, დამრგვალებული მეათედამდე;
IX. ეკოპროგრამის ხანგრძლივობა სთ/წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;
X. აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში(A) 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
XI. რეგლამენტის ნომერი ‘323’.
2. ეტიკეტის დიზაინი
ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:
სადაც:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;
ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;
გ) ფონტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;
დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;
ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მაგენტა (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მაგენტა, 100 % ყვითელი, 0% შავი;
ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):
– ვარსკვლავები: 0,0,100,0;
❶ ენერგიის შესახებ ლოგოს ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;
❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;
❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt;
❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt;
❺ A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
– ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით;
– A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:
– A-კლასი: 100,0,100,0;
– B-კლასი: 70,0,100,0;
– C-კლასი: 30,0,100,0;
– D-კლასი: 0,0,100,0;
– E-კლასი: 0,30,100,0;
– F-კლასი: 0,70,100,0;
– G-კლასი: 0,100,100,0;
❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს მოცულობა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;
❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;
❽ 100 ციკლზე ეკოპროგრამის ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 28 pt; კვტ.სთ უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 18 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს, უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 14 pt; მაჩვენებელი და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;
❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:
– პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;
– ტექსტები პიქტოგრამების ქვეშ უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები – Verdana, 12 pt, ისინი უნდა იყოს ცენტრში პიქტოგრამების ქვემოთ;
– აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘დბ’ BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშვნელი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt;
❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.