„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.017029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №6/ნ

2023 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებულ  №1 დანართში („ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მაიონიზირებელი რადიაციის (რადიოაქტიური იზოტოპები, რენტგენის სხივები) ზემოქმედების შედეგად განვითარებული  სხივური ავადმყოფობა;“;

ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ბარძაყის ტაკვი შერწყმული სხვა კიდურის მკვეთრად გამოხატულ ანატომიურ-ფუნქციურ დარღვევასთან (ამპუტაცია, პლეგია, მკვეთრი კონტრაქტურა, ქრონიკული ოსტეომიელიტი) ან მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ფონტეინის კლასიფიკაციით ან ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით – CVI ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV  ხარისხი;“;

ა.გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ქვედა კიდურის ამპუტაცია, შერწყმული სხვა კიდურის მკვეთრად გამოხატულ  ანატომიურ-ფუნქციურ დარღვევასთან (ამპუტაცია, პლეგია, მკვეთრი კონტრაქტურა, ქრონიკული ოსტეომიელიტი) ან მეორე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა III სტადია ფონტეინის კლასიფიკაციით ან ქრონიკული ვენური უკმარისობა CEAP-ის კლასიფიკაციით – CVI ან ქრონიკული ლიმფური უკმარისობა IV  ხარისხი;“;

ა.დ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ღ) ორი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მკვეთრად  გამოხატული მოშლით;

ყ) ვოლფრამის სინდრომი (DIDMOAD: უშაქრო დიაბეტი – DI, შაქრიანი დიაბეტი – DM, მხედველობის ნერვის ატროფია – OA და სიყრუე – D).“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ფილტვების ნებისმიერი კლინიკური ფორმის პროგრესირებადი ტუბერკულოზი, გართულებული სუნთქვის უკმარისობით II ხარისხის, ან ფილტვ-გულის უკმარისობით II ხარისხის  (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);“;

ბ.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მხედველობის სიმახვილე ერთ თვალში კორექციით 0,09-0,1, მეორე თვალის პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები ან ანოფთალმი (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);“;

ბ.დ) „ჰ.ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ღ) კანის დაავადებები:

ჰ.ღ.ა) მძიმე ფორმის ვულგარული ფსორიაზი, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (უვადოდ);

ჰ.ღ.ბ)  გიგანტური პიგმენტური ნევუსი (ლოკალიზებული ხილულ არეებზე – სახეზე და ზედა კიდურებზე, ზომით 20 სმ და მეტი დიამეტრის (უვადოდ);

ჰ.ღ.გ) ბულოზური ეპიდერმოლიზი (უვადოდ);

ჰ.ღ.დ) თანდაყოლილი იქთიოზი (უვადოდ);

ჰ.ღ.ე) თანდაყოლილი პოიკილოდერმია (უვადოდ);

ჰ.ღ.ვ) ექტოდერმალური დისპლაზია (უვადოდ);

ჰ.ღ.ზ) ვულგარული პემფიგუსი (უვადოდ).“;

ბ.ე) „ჰ.შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.შ.) ორი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით  (უვადოდ);“;

ბ.ვ) „ჰ.შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ.ც“ და „ჰ.ძ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ც) ქვედა კიდურის მსხვილი სახსრის ენდოპროთეზი შერწყმული მეორე კიდურის მსხვილი სახსრის  III-IV ხარისხის ართროზთან (ასევე – კოკსართროზთან) ან მკვეთრად გამოხატულ კონტრაქტურასთან ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში 5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ);

ჰ.ძ) გადანერგილი ორგანო(ები): გადანერგილი გული; გადანერგილი ღვიძლი; გადანერგილი თირკმელი (უვადოდ).“;

გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°°-მდე) ან ანოფთალმი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2023.
როდის იქნა მიღებული „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №6/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017029.
რამდენი მუხლისგან შედგება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №6/ნ, 26.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017029 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5660124/