,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №5/ნ |
|
2023 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის:
ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;“;
ა.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფსია, რაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ანტიკონვულსანტებით;“;
ა.გ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 3 წლის ასაკიდან);“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,09-0.1-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.“;
გ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი:
„გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;“.
2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.გ) ერთი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის ლიმფომა), ლიმფოსარკომა (არაჰოჯკინის ლიმფომა I-A, II-A სტადია).“.
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დეფექტები:
გ.ა) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთ მხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;
გ.ბ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება 100-მდე) ან ანოფთალმი.“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის:
ბ.ა) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები:
დ.ბ.ა) სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;
დ.ბ.ბ) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომური მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს.“;
ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.დ“–„დ.ვ“ ქვეპუნქტები:
„დ.დ) კარდიოსტიმულატორის არსებობა;
დ.ე) გულის ანევრიზმა;
დ.ვ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III, IV და V სტადია.“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის ლიმფომა III-A, IV-A, I-B, II-B, III-B, IV-B სტადია), ლიმფოსარკომა (არაჰოჯკინის ლიმფომა III-A, IV-A, I-B, II-B, III-B, IV-B სტადია).“;
დ) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.გ“ ქვეპუნქტი:
„ი.გ) ქრონიკული ოსტეომიელიტი ფისტულოვან-დესტრუქციული ფორმა.“;
ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებები:
ლ.ა) ანჰიდროტული ექტოდერმური დისპლაზია (კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი);
ლ.ბ) დაუნის სინდრომი.“;
ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„მ) კანის დაავადებები:
მ.ა) მძიმე ფორმის ვულგარული ფსორიაზი, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს;
მ.ბ) გიგანტური პიგმენტური ნევუსი (ლოკალიზებული ხილულ არეებზე – სახეზე და ზედა კიდურებზე, ზომით 20 სმ და მეტი დიამეტრის;
მ.გ) ბულოზური ეპიდერმოლიზი;
მ.დ) თანდაყოლილი იქთიოზი;
მ.ე) თანდაყოლილი პოიკილოდერმია;
მ.ვ) ექტოდერმალური დისპლაზია;
მ.ზ) ვულგარული პემფიგუსი.
ნ) გადანერგილი ორგანო(ები):
ნ.ა) გადანერგილი გული;
ნ.ბ) გადანერგილი ღვიძლი;
ნ.გ) გადანერგილი თირკმელი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №5/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.017028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5/ნ, 26.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017028 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5694160/