„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №168 |
|
2025 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებთან მიმართებით:
1. პარალიმპიური თამაშების, დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის/ მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის/ევროპის თასის გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარალიმპიურ თამაშებში IV − VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს და აგრეთვე ა(ა)იპ − საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს (პარალიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე) მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 და მე-8 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. უსინათლოთა წოლჭიმში, უსინათლოთა ძალოსნობასა (ორჭიდის ჯამში) და პარატაეკვონდოში (კატეგორია 41) დიდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგებისათვის დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარში):
ა) მსოფლიო ჩემპიონატი:
I ადგილი – 17 000;
II ადგილი – 8 500;
III ადგილი – 5 100;
ბ) ევროპის ჩემპიონატი:
I ადგილი – 8 500;
II ადგილი – 5 100;
III ადგილი – 1 700;
გ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ მათი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს:
გ.ა) 15 000 ლარისა − მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისათვის;
გ.ბ) 10 000 ლარისა − ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისათვის;
დ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს ამ პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით დაწესებული ოდენობებისა.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ მათი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს:
დ.ა) მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო პირველობაზე:
დ.ა.ა) 15 000 ლარისა − ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;
დ.ა.ბ) 10 000 ლარისა − ახალგაზრდული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;
დ.ა.გ) 7 000 ლარისა − ჭაბუკთა ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;
დ.ბ) ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის პირველობაზე:
დ.ბ.ა) 10 000 ლარისა − ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;
დ.ბ.ბ) 7 000 ლარისა − ახალგაზრდული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;
დ.ბ.გ) 5 000 ლარისა − ჭაბუკთა ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1) იმ სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, რომელთაც მიაღწიეს ამ პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შედეგებს, მიეცეთ ფულადი პრიზები მთავარი მწვრთნელისათვის ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით იმავე შედეგებისათვის დაწესებული საპრიზო თანხის 10 პროცენტის ოდენობით;
დ2) თუკი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამავდროულად არის იმავე ნაკრების წევრი სპორტსმენის პირადი მწვრთნელი, ამ პუნქტით გათვალისწინებული შედეგებისთვის მას მიეცეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელისთვის დაწესებული ფულადი პრიზი;“;
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს ამ პუნქტის „დ.ა“ და დ.ბ“ ქვეპუნქტებით დაწესებული ოდენობებისა;“;
დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენმა ერთსა და იმავე შეჯიბრებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებს მიაღწია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ასპარეზობაში, ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, სპორტსმენის პირადი მწვრთნელი და ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი მიიღებს უფრო მაღალი შედეგისთვის დაწესებულ ფულად პრიზს, ხოლო ერთისა და იმავე შედეგის მიღწევის შემთხვევაში − ერთი შედეგისთვის დაწესებულ ფულად პრიზს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №168. სარეგისტრაციო კოდი — 460080000.10.003.025059.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №168, 20.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.025059 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6502905/