„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-21/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-21/ნ

2015 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის 01-8/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015სარეგისტრაციო კოდი470230000.22.035.016321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების  პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  9  დანართის (,,რადიოლოგია“)   მე-5 პუნქტს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

 

„გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში „სამედიცინო რადიოლოგია“, მზადების სათანადო კურსის დასრულების შემთხვევაში, უფლება აქვს, მიიღოს სუბსპეციალობის მოწმობა - „კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა“ და „მაგნიტურ-რეზონანასული ტომოგრაფია.“.

2. ბრძანების  პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  9  დანართს (,,რადიოლოგია“) დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,6. სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსის გავლა შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.“.

3. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები: 

„ლ) „გასტროენტეროლოგია“ (დანართი 11);

მ) „ნევროლოგია (დანართი 12);

ნ) „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 13);

ო) „რევმატოლოგია“ (დანართი 14);

პ) „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ (დანართი 15);

ჟ) „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი 16).“.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი 11 (გასტროენტეროლოგია), დანართი 12 ( ნევროლოგია), დანართი 13  (პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია),  დანართი 14  (რევმატოლოგია), დანართი 15 (ორთოპედია-ტრავმატოლოგია), დანართი 16 (ფთიზიატრია-პულმონოლოგია) თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




დანართი №11

 „გასტროენტეროლოგია“

 

1. სპეციალობის დასახელება  - „გასტროენტეროლოგია“.

2. სპეციალობის შინაარსი:

„გასტროენტეროლოგია“ არის მედიცინის დარგი, რომელიც ორიენტირებულია მოზრდილებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,  ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკასა და არაქირურგიულ მკურნალობაზე.

3. ზოგადი ცოდნა:

გასტროენტეროლოგი ვალდებულია კარგად ერკვეოდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიმპტომებსა და მათი მიმდინარეობის თავისებურებებში, ფლობდეს მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  მეთოდებს. ამ მიზნით მან უნდა იცოდეს:

ა) საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია;

ბ) საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების სიმპტომები;

გ) ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადებები;

დ) ნაწლავის დაავადებები;

ე) ღვიძლის დაავადებები;

ვ) პანკრეასის და სანაღვლე ტრაქტის დაავადებები;

ზ) გასტროინტესტინური ტრაქტის პათოლოგიების ფსიქოსოციალური ფაქტორები;

თ) კვების თავისებურებები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს;

ი) პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ღვიძლის, სანაღვლე გზების,  პანკრეასის და გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანება;

კ) საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციური და პარაზიტული დაავადებები;

ლ) საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნური დაავადებები;

მ) საჭმლის მომნელებელი სისტემის ვასკულური დაავადებები;

ნ) სისტემური დაავადებების გასტროინტესტინური გამოვლინებები;

ო) ქირურგიული გასტროენტეროლოგია, ოპერაციული გასტროინტესტინური ენდოსკოპიის და ლაპაროსკოპიის ჩათვლით (თეორიული ცოდნა);

პ) საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის დაავადებების თავისებურებები ხანდაზმულებში;

ჟ) ორსულობასთან ასოცირებული დაავადებები;

რ) კვების რეჟიმი და დიეტა;

ს) გამოფიტული პაციენტების მართვა, ენტერალური და პარენტერალური კვების მეთოდები, დანიშნულება და ჩვენება, Anorexia Nervosa, Bulimia Nervosa და სიმსუქნე;

ტ) მძიმე პროფილური პაციენტების ინტენსიური თერაპია - მართვა.

4. დაავადებები და მდგომარეობები:

ICD 10

პათოლოგია

საქმიანობის მოცულობა

K 20

 

ეზოფაგიტი (ქიმიური, პეპტიკური, ბარეტის, საყლაპავის აბსცესი)

მართვა

K 21

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება

 

მართვა

K 22.0

K22.1

K 22.2

 

 

 საყლაპავის კარდიული ნაწილის აქალაზია; საყლაპავის წყლული (ეროზია და წყლული);

საყლაპავის ობსტრუქცია (კომპრესია, სტენოზი, სტრიქტურა).

მართვა

K 22.3

 

საყლაპავის პერფორაცია

 

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 22.4

K 22.5

 

 

საყლაპავის დისკინეზია (სპაზმი);

საყლაპავის შეძენილი დივერტიკული.

მართვა

K 22.6

 

გასტროეზოფაგური გასკდომის სინდრომი სისხლდენით (მელორი-ვეისის  სინდრომი)

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 22.8

 

საყლაპავის გაუვალობა, საყლაპავის კიბო

 

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 23.0

K 23.1

ტუბერკულოზური ეზოფაგიტი;

საყლაპავის გაფართოება შაგასის ავადმყოფობის დროს.

დიაგნოსტიკა

რეფერალი

 

K 25

K 26

K 27

K 28

K 29

 

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები:

კუჭის წყლულოვანი დაავადება;

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

პეპტიკური წყლული;

გასტრო–იეიუნური წყლული;

გასტრიტი და დუოდენიტი.

მართვა

K 31.0– K 31.6

კუჭის მწვავე გაგანიერება, მოზრდილთა ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი, კუჭის სილის საათისმაგვარი სტრუქტურა და სტენოზი, პილოროსპაზმი, კუჭის დივერტიკული, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ფისტულა

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 35

K 65.0

K 40– K 46

მწვავე აპენდიციტი;

მწვავე პერიტონიტი;

თიაქარი.

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 50

კრონის დაავადება

მართვა

K 51

წყლულოვანი კოლიტი.

მართვა

K 52

სხვა არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი

მართვა

K 55

ნაწლავის სისხლძარღვოვანი ავადმყოფობები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 56

პარალიზური გაუვალობა და ნაწლავის ობსტრუქცია თიაქარის გარეშე

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 57

ნაწლავის დივერტიკულური ავადმყოფობა

მართვა

K 58

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

მართვა

K 59

 

ნაწლავის სხვა ფუნქციური მოშლილობები

მართვა

B 37.8

კანდიდური ენტერიტი

დიაგნოსტიკა

რეფერალი

E 84.1

ცისტური ფიბროზის ნაწლავური გამოვლინებები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

E 88.0

სისხლის პლაზმის ცილების მეტაბოლიზმის დარღვევები, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში (ალფა-ანტიტრიფსინის დეფიციტი)

მართვა

A 00- A09

ნაწლავური ინფექციები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 60

ანორექტალური მიდამოს პათოლოგია (ბუასილი, უკანა ხვრელის ნაპრალი, პარაპროქტიტი, ფისტულა)

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 63.8

ნაწლავების სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები (მ.შ. დისბაქტერიოზი)

მართვა

K 70

ღვიძლის ალკოჰოლური ავადმყოფობა

მართვა

K 71

ღვიძლის ტოქსიკური ავადმყოფობა

მართვა

K 72

ღვიძლის უკმარისობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

მართვა

K 73

ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

მართვა

K 74

ღვიძლის ფიბროზი და ციროზი

მართვა

K 75.0

ღვიძლის აბსცესი

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 75.1

კარის ვენის ფლებიტი

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 75.2

არასპეციფიკური რეაქტიული ჰეპატიტი

მართვა

K 75.3

გრანულომატოზური ჰეპატიტი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

მართვა

K 76

ღვიძლის სხვა ავადმყოფობები

მართვა

K 77*

ღვიძლის დაზიანებები იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში

დიაგნოსტიკა

რეფერალი

B 15

მწვავე ჰეპატიტი A

დიაგნოსტიკა

რეფერალი

B16

მწვავე ჰეპატიტი B

დიაგნოსტიკა

რეფერალი

B 17

სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

B 18

ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი

მართვა

B 67.5

Echinococcus multilocularis გამოწვეული ღვიძლის ინფექცია

დიაგნოსტიკა

რეფერალი

E 80.4– E 80.6

ბილირუბინის მეტაბოლიზმის მოშლა (ჟილბერის სინდრომი, კრიგლერ - ნაიარის სინდრომი, ბილირუბინის მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები)

მართვა

E83.0

E 83.1

ვილსონის დაავადება

ჰემოქრომატოზი

მართვა

K 80

ქოლელითიაზი

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K82.8

 ნაღვლის ბუშტის სხვა დაზუსტებული დაავადებები (სანაღვლე გზების დისკინეზიური დაავადებები)

მართვა

K82.9

ნაღვლის ბუშტის ავადმყოფობა, დაუზუსტებელი

მართვა

K 81.0

მწვავე ქოლეცისტიტი 

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 81.1

ქრონიკული  ქოლეცისტიტი

მართვა

K 82.0-82.4

ნაღვლის ბუშტის სხვა ავადმყოფობები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 83

სანაღვლე გზების სხვა ავადმყოფობები

მართვა

K 85

მწვავე პანკრეატიტი

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 86

პანკრეასის სხვა ავადმყოფობები

მართვა

K 90

აბსორბციის დარღვევა ნაწლავებში

მართვა

K 91

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებები სამედიცინო პროცედურების შედეგად, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

მართვა

K 92

საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ავადმყოფობები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

K 93

საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დანარჩენ ორგანოთა დაზიანებები იმ ავადმყოფობათა დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში

დიაგნოსტიკა

რეფერალი

C 15-C 26

საჭმლის მომნელებელი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები

დიაგნოსტიკა

რეფერალი

D 12

კოლინჯის, სწორი ნაწლავის, ანუსის და ანალური არხის კეთილთვისებიანი სიმსივნე

დიაგნოსტიკა

რეფერალი

D 13

საჭმლის მომნელებელი სისტემის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, აპუდ–სისტემის სიმსივნეები (ცოლინგერ–ელისონის სიმსივნე –გასტრინომა, ვიპომა, კარცინოიდი)

დიაგნოსტიკა

რეფერალი

5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმ-გასტროენტეროლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:

ა.ა) კუჭის სეკრეტორული აქტივობის და ინტრაგასტრალური ph-მეტრიის ანალიზი;  

ა.ბ) პილორული ჰელიკობაქტერ-ინფექციის დიაგნოსტიკის მეთოდები;

ა.გ) ასციტური სითხის სადიაგნოსტიკო ტესტები;

ა.დ) მალაბსორბციის სინდრომის განმსაზღვრელი ტესტები;

ა.ე) ღვიძლის ბიოქიმიური და იმუნოლოგიური სინჯები, ღვიძლის შუნტირების, მისი რეგენერაციის და სიმსივნური ზრდის სინდრომების ინდიკატორები და ვირუსული ჰეპატიტების მარკერები;  

ა.ვ) განავლის ბაქტერიული უმარტივესების კვლევის მონაცემები;

ა.ზ) ფერმენტების - ამილაზა, ლიპაზა, ტრიფსინი, ალტ, ასტ, გამაგლუტამინტრანსფერაზა, ტუტე და მჟავე ფოსფატაზა, ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა და სხვა, ნეიროენდოკრინული ჰორმონების მონაცემები;

ა.თ) ღვიძლის ფიბროზის და ციროზის ელასტოგრაფიის – ფიბროსკანირების მონაცემები;

ა.ი) ჰეპატობილიარული სისტემის სკანირების მონაცემები;

ა.კ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი გამოკვლევების მონაცემები;

ა.ლ) ღვიძლის და სანაღვლე გზების ბიოფსიური კვლევის მონაცემები;

ა.მ) გასტროინტესტინური ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევის მონაცემები;

ა.ნ) ენდოსკოპიული რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის მონაცემები;

ა.ო) პერკუტანული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფიის მონაცემები;

ა.პ) მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიის, ქოლეცისტოგრამის, ულტრაბგერის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და სცინტიგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფიის, ენდოსკოპიური ულტრაბგერის მეთოდიკის მონაცემები;

ა.ჟ) ენტეროსკოპიის მონაცემები;

ა.რ) რექტორომანოსკოპიის მონაცემები;

ა.ს) სისხლის საერთო ანალიზი;

ა.ტ) შარდის საერთო ანალიზი;

ა.უ) ბიოქიმიური კვლევის მეთოდები;

ა.ფ) სისხლის იმუნოლოგიური და ბაქტერიული გამოკლვევები;

ა.ქ) სისხლის სეროლოგიური გამოკვლევები;

ა.ღ) არტერიული სისხლის გაზების და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის და ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლები;

ა.ყ) მორფოლოგიური კვლევის მეთოდები და მათი შედეგები;

ა.შ) A, B, C, D, E ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის გენეტიკური და ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებების იმუნოფერმენტული და იმუნოფლუორესცენტული ანალიზის, იმუნობლოტინგის მონაცემები;

ა.ჩ) ღვიძლის ანთებითი აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის/ჰეპატოზის ფიბროტესტისა და ფიბრომაქსის მონაცემები;

ა.ც) სისხლში B, C  ჰეპატიტების ვირუსების დნმ/რნმ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრის მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის მონაცემები;  

ა.ძ) B, C ჰეპატიტების გენოტიპისა და სუბტიპების მონაცემები;

ა.წ) ღვიძლის ფუნქციური ტესტების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების მონაცემები;

ა.ჭ) კუჭის წვენის ლაბორატორიული კვლევის მონაცემები;

ა.ხ) დუოდენური ზონდაჟის მაჩვენებლები;

ა.ჯ) განავლის მიკრობიოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევები;

ა.ჰ) ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა სისხლში;

ა.ჰ.1) ღვიძლის დაზიანების სიმძიმის შესაფასებლად რუტინული ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლში ბილირუბინისა და მისი ფრაქციების შემცველობა, სისხლში საერთო ცილისა და მისი ფრაქციები, სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა, პროთრომბინის ინდექსი), დისპროტეინემიული სინჯები (თიმოლის სინჯი, ველტმანის კოაგულაციური ლენტის განსაზღვრა, იოდის სინჯი, სულემის ტიტრის), ამიაკის შემცველობა სისხლში;

ა.ჰ.2) კოაგულაციის შეფასება, ჰემოსტაზიოგრამა ;

ა.ჰ.3) პანკრეასის წვენის ენდოსკოპიური ასპირატის ციტოლოგიური ანალიზის მონაცემები;

ა.ჰ.4) პანკრეასის დაავადებების დროს დიაგნოსტიკური შედეგები – შრატში ამილაზასა და ლიპაზას შემცვლობა, შრატის სიმსივნის მარკერები, პანკრეასის სეკრეციული ფუნქციის არაპირდაპირი და პირდაპირი ტესტების  მონაცემები.

ბ) ექიმ - გასტროენტეროლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ.ა) საყლაპავის მანომეტრია;

ბ.ბ) საყლაპავის და კუჭის PH-მეტრია – მონიტორინგი;

ბ.გ) Helicobacter pylori–ს განსაზღვრა სუნთქვითი ტესტით;

ბ.დ) სითხეების და პრეპარატების ი/ვ ტრანსფუზია;

ბ.ე) მუცლის ღრუს ფუნქცია-დრენირება (ასციტური სითხის ევაკუაციის მიზნით).

6. სპეციალიზაცია

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

     დანართი №12

ნევროლოგია“

1. სპეციალობის დასახელება  -  „ნევროლოგია“

2. სპეციალობის შინაარსი:

ნევროლოგია - არის სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოიცავს ნერვული სისტემის პათოლოგიის დიაგნოსტიკის, არაქირურგიული მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის საკითხებს, საგანმანათლებლო საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევას.

3. ზოგადი ცოდნა:

ექიმმა ნევროლოგმა უნდა იცოდეს:

ა) ნევროლოგიური დაავადებების ეფექტური და ეთიკური მართვა საბაზისო და კლინიკური ნეირომედიცინის სრულყოფილი ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფლობისა და ასევე კომუნიკაციური, ორგანიზატორული შესაძლებლობების დემონსტრირების საფუძველზე, კერძოდ:

ა.ა) ნევროლოგიურ დარღვევათა მეცნიერულად დასაბუთებული, სრულფასოვანი და ეფექტური დიაგნოსტიკა და მართვა;

ა.ბ) სრულყოფილი ნევროლოგიური ანამნეზის შეკრება და საჭიროების შემთხვევაში კოლატერალური ანამნეზური მონაცემების მოპოვება. ანამნეზის ფორმულირება ვერბალურად და წერილობით;

ა.გ) ნევროლოგიური და მენტალური სტატუსის გამოკვლევა;

ა.დ) სინდრომული და ლოკალიზაციური დიაგნოსტიკის წარმოება;

ა.ე) წინასწარი და დიფერენციალური დიაგნოზის ფორმულირება;

ა.ვ) შესაბამისი დამატებითი გამოკვლევების დაგეგმვა და შედეგების სწორი ინტერპრეტაცია;

ა.ზ) ნერვულ დაავადებათა ოპტიმალური მკურნალობის გეგმის შემუშავება კლინიკური ფარმაკოლოგიის პრინციპების გათვალისწინებით;

ა.თ) პაციენტის მეურვეობის პროცესში მულტიდისციპლინური პროფესიული გუნდის ჩართვა, ინტერდისციპლინური აქტივობების ეფექტური დაგეგმვა და განხორციელება;

ა.ი) კომუნიკაციური შესაძლებლობების გამოვლენა. ურთიერთობა პაციენტთან,  მისი ოჯახის წევრებთან (ან სხვა მეურვეებთან), სამედიცინო პერსონალთან ეფექტურად და ეთიკის ნორმების დაცვით;

ა.კ) გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების მართვა.

ბ) ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობებისა და ნერვული სისტემის დაავადებების მართვა, მათ შორის,:

ბ.ა) მოტორული ფუნქციის დარღვევები;

ბ.ბ) მგრძნობელობის დარღვევები;

ბ.გ) მხედველობის დარღვევები;

ბ.დ) თავბრუ; სმენის დარღვევები (სენსო-ნევრიტული);

ბ.ე) თავის ტკივილი;

ბ.ვ) ცერებრო-ვასკულური დაავადებები;

ბ.ზ) თავის და ზურგის ტვინის ტრავმა;

ბ.თ) ნეიროინფექციები;

ბ.ი) თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები;

ბ.კ) მადემიელინიზირებელი დაავადებები;

ბ.ლ) პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;

ბ.მ) ნერვ-კუნთოვანი დაავადებები;

ბ.ნ) მემკვიდრეობითი დაავადებები;

ბ.ო) ტკივილის მართვის ზოგადი პრინციპები;  

ბ.პ) დემენციები;

ბ.ჟ) ნეირო-ფსიქიატრიული მდგომარეობები;

ბ.რ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის კარდიო-პულმონური უკმარისობის   მონიტორინგი/კორექცია;

ბ.ს) მწვავე ინსულტის მართვა;

ბ.ტ) კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ  პაციენტთა კლინიკური შეფასება და სადიაგნოზო ალგორითმის განსაზღვრა;

ბ.უ) ეპილეფსიური სტატუსის მართვა;

ბ.ფ)თავის და ხერხემლის მძიმე მწვავე ტრავმის მართვა;

ბ.ქ) კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ და მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტთა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი;

ბ.ღ) მიასთენური კრიზის და მწვავე პოლინეიროპათიის მართვა; 

ბ.ყ)  მძიმე ხარისხის ფიზიკური უნარშეზღუდულობით პაციენტის მართვა;

ბ.შ) დემენციის მქონე პაციენტის მართვა;

ბ.ჩ) პაციენტის მართვა ტვინის სიკვდილით;

ბ.ც) მყარ ვეგეტატურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა.

4. დაავადებები და მდგომარეობები:

ICD 10

პათოლოგია

საქმიანობის მოცულობა

G00-G09, A80-A89, B90-B91, B94

ცნს ანთებითი ავადმყოფობები

მართვა

G10-13; C00-D48; E00.1, E03

ცნს დამაზიანებელი სისტემური ატროფიები

მართვა

G20-26

ექსტრაპირამიდული და მოძრაობის სხვა დარღვევები

მართვა

G30-32; F00-09

ნერვული სისტემის დეგენერაციული ავადმყოფობები (მათ შორის, უმაღლესი  ქერქული ფუნქციებისა  და ქცევითი დარღვევებით)

მართვა

G35-37

ცნს დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები

მართვა

G40-G41

ეპილეფსია და ეპილეფსიური გულყრები

მართვა

G43-44; R51

შაკიკი და თავის ტკივილის სხვა სინდრომები

მართვა

G45-G46, I60-I69.8

ცერებროვასკულური დაავადებები

მართვა

G47

F51

ძილის დარღვევები;

არაორგანული ბუნების ძილის დარღვევები

მართვა

G50-59;

B02.2; A00; B99; D86.8; C00; D48; M50-M51; M47; M45; M46; M48; M53; M54; M60- M79, E10-E14

ნერვების, ნერვული ფესვებისა და წნულების დაზიანებები;

 

მართვა

G60-64; E10-E14; E00-E07; E15-E16; E20-34; E70-E89; E40-E64; M30-M35; M00-M25; M40-M96

პოლინეიროპათიები და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები

მართვა

G70-73; N18.8; C80; C00-D48

ნერვ-კუნთოვანი სინაფსისა და კუნთების ავადმყოფობები

მართვა

G80-83

ცერებრული დამბლა და სხვა პარალიზური სინდრომები

მართვა

G90

ვეგეტატიური (ავტონომიური ) ნერვული სისტემის დაზიანებები

მართვა

G91; G94

ჰიდროცეფალია

მართვა

G92

ტოქსიკური ენცეფალოპათია

მართვა

G 93

თავის ტვინის დაზიანებები (მათ შორის, ცერებრული კისტები, თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, თავის ტვინის კომპრესია, ცერებრული შეშუპება, რეის სინდრომი, პოსტტრავმული დაღლილობის სინდრომი, ენცეფალოპათია)

მართვა

G95

ზურგის ტვინის დაზიანებები

მართვა

G96

ცნს სხვა დაზიანებები (მათ შორის, თზტს გაჟონვა, ტვინის გარსების დაზიანებები და დაუზუსტებელი დაზიანებები

მართვა

G97;

 

G98;

 

G99

ნერვული სისტემის სამედიცინო პროცედურების შემდგომი დაზიანებები;

ნერვული სისტემის სხვა დაზიანებანი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში;

ნერვული სისტემის სხვა დაზიანებანი იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში

მართვა

S00-S09;

S10-S40; S44

ქალა-ტვინის ტრავმა,

კისრის, გულმკერდის, წელის ნაწილის ტრავმები

მართვა

R55

სინკოპე და კოლაფსი

მართვა

Q00-07

ცნს განვითარების ანომალიები

მართვა

H46-48; H53.4;

H02.4; H05.2; H05.4; H57

ვიზუალური სისტემის დაზიანებები;

ვიზუალური სისტემის დანამატი სტრუქტურების დაზიანებანი

მართვა

H49 -H51; H53.2; H55

თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანებანი

მართვა

H81-H82; H83; H93.1; H93.3

სმენისა და ვესტიბულური სისტემების დარღვევები

მართვა

R40

ცნობიერების დარღვევები (მათ შორის, ძილიანობა, სტუპორი და კომა)

მართვა

E71; E75; E76; E77; E79

ნერვული სისტემის მემკვიდრული მეტაბოლური ავადმყოფობები

მართვა

F30-39; F40-45; F48;

F50

გუნებაგანწყობის, ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული, სომატოფორმული და პერსონოლოგიური აშლილობანი; საკვების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები

მართვა

 

მართვა

F80

მეტყველების სპეციფიკური აშლილობა

მართვა

F90; F95

ქცევითი და ემოციური დარღვევები დებიუტით ბავშვთა და მოზარდ ასაკში

მართვა

F99

ფსიქიური აშლილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

მართვა

T90-T98

ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზით ზემოქმედების შედეგები

მართვა

R06

სუნთქვის დარღვევები

მართვა

R50-69

ზოგადი სიმპტომები და ნიშნები

მართვა

R25-29

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ნერვულ და ძვალ-კუნთოვან სისტემებს

მართვა

R40-46

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება შემეცნებას, აღქმას, ემოციურ მდგომარეობასა და ქცევას

მართვა

R47-49

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება მეტყველებასა და ხმას

მართვა

R83

თავზურგტვინის სითხეში გამოვლენილი ნორმიდან გადახრილი მონაცემები

მართვა

R90

ცენტრალური ნერვული სისტემის დიაგნოსტიკური გამოკვლევებით გამოვლენილი დარღვევები

მართვა

R94.0-94.1

ფუნქციური გამოკვლევებით მიღებული ნორმიდან გადახრილი მონაცემები

მართვა

Y11; Y12; Y13; Y15; Y42; Y45; Y46; Y47; Y49-51; Y55.1

ავადობის და სიკვდილობის გარეგანი მიზეზები

მართვა

Z00-04; Z09; Z13

იმ პირების ზოგადი გასინჯვა და გამოკვლევა, რომლებსაც არა აქვთ ჩივილები ან დადგენილი დიაგნოზი

მართვა

5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმ-ნევროლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების შედეგების ინტერპრეტაცია:

ა.ა) თავის ტვინის, ხერხემლის, შუასაყარის CT;

ა.ბ) თავის ტვინის CTA;

ა.გ) თავისა და ზურგის ტვინის MRI;

ა.დ) თავისა და ზურგის ტვინის MRA;

ა.ე) თავის ქალას, ხერხემლის,  გულმკერდის რენტგენოგრაფია;
ა.ვ) თზტს ანალიზი (ციტოზი, ცილა, გლუკოზა, კულტურა, ღია წნევა, PCR, ოლიგოკლონალური IgG ჯგუფები, ლაქტატი, სეროლოგია ვირუსებზე);

ა.ზ) ეეგ, რუტინული და პროლონგირებული ვიდეომონიტორინგით;

ა.თ) ვიდეო პოლისომნოგრაფიული მონიტორინგი;

ა.ი) ელექტრონეირომიოგრაფია;

ა.კ) ულტრასონოგრაფია ექსტრა/ტრანსკრანიული, მუცლის ღრუს;

ა.ლ) ცერებრული ანგიოგრაფია;

ა.მ) გამოწვეული პოტენციალები (მხედველობითი, ღეროს სმენითი, კოგნიტური, სომატო-სენსორული);

ა.ნ) ჰემატოლოგია (სისხლის საერთო ანალიზის ყველა კომპონენტი ედს-ის ჩათვლით, კულტურა);

ა.ო) შარდის საერთო ანალიზი;

ა.პ) სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (ALT, AST, GGT, ბილირუბინი, კრეატინინი, ალბუმინი,   შარდოვანა, ელექტროლიტები, ლიპიდური სპექტრი, გლუკოზა, ლაქტატი, პირუვატი, კფკ);

ა.ჟ) სეროლოგია შრატის და თზტს (RPR, HIV, HTLV1, HBV ზედაპირული ანტიგენი, HAV, HCV  ანტისხეულები, ანტისხეულები ბორელიოზზე, ლეპტოსპიროზზე, ტოქსოპლაზმოზზე);

ა.რ) ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია;

ა.ს) Anti-AChRAb, MUSK,  TITIN ანტისხეულები;

ა.ტ) PCA;

ა.უ) რევმატოიდული ფაქტორი, CRP, ანტინუკლეარული და ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური             ანტისხეულები, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, კრიოგლობულინი, ლიპოპროტეინი;

ა.ფ) ოფთალმოსკოპია, პერიმეტრია, მხედველობის სიმახვილე, ოპტიკო-კოჰერენტული ტომოგრაფია;

ა.ქ) აუდიომეტრია;

ა.ღ) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური შეფასება (T4, T3, TSH, ანტი-თიროიდული ანტისხეულები (anti-TPO, TRAbs,thyroglobulin);

ა.ყ) სისხლის გაზები, ჟანგბადის სატურაცია სისხლში, პლაზმის, შარდის ოსმოლარობა;

ა.შ) ვეგეტატიური ფუნქციური სინჯები;

ა.ჩ) სკალები MMSE, HADS, NIH Stroke Scale, EDSS;

ა.ც) მამოგრაფია;

ა.ძ) სპირომეტრია;

ა.ჭ) აპომორფინის ტესტი;

ა.ხ) პროზერინის ტესტი;

ა.ჯ) შრატში პროლაქტინი, კორტიზოლი, აკტჰ,  ვიტამინები B12, B1, სპილენძი, ცერულოპლაზმინი;

ა.ჰ) ტოქსიკოლოგიური სკრინინგის ტესტი;

ა.ჰ.1) ტუბერკულინის ტესტი;

ა.ჰ.2) ტესტი ფარულ სისხლდენაზე;

ა.ჰ.3) მიტოქონდრიული დრმ მუტაციები;

ა.ჰ.4) ნერვის, კუნთის, საფეთქლის არტერიის, სიმსივნის ბიოფსია.

ბ) ექიმ-ნევროლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ.ა) ლუმბალური პუნქცია;

ბ.ბ) ოფთალმოსკოპია, მხედველობის ველისა და მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;

ბ.გ) პროზერინის ტესტი;

ბ.დ)  პაციენტის შეფასება სკალებით:

ბ.დ.ა)  Glasgow Coma Scale;

ბ.დ.ბ) NIH Stroke Scale;

ბ.დ.გ) Karnofsky Rating Scale;

ბ.დ.დ) MMSE (მენტალური სტატუსის მოკლე სკალა);

ბ.დ.ე) HADS (კლინიკის პირობებში შფოთვის და დეპრესიის შეფასების სკალა);

ბ.დ.ვ)   ჰამილტონის დეპრესიის სკალა, ბეკის დეპრესიისა და შფოთვის სკალა;

ბ.ე)  ვეგეტატიური ფუნქციური სინჯები:

ბ.ე.ა) Dix-Hallpike-ს მანევრი;

ბ.ე.ბ) ტვინის სიკვდილის დიაგნოსტიკა.

6. სპეციალიზაცია:

ა) კლინიკური ნეიროფიზიოლოგია - კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია (სტანდარტული ეეგ, ვიდეო ეეგ მონიტორინგი, გამოწვეული პოტენციალები, პოლისომნოგრაფია);

ბ) კლინიკური ნეიროფიზიოლოგია - ელექტრონეირომიოგრაფია (მოტორული და სენსორული ნერვის გამტარებლობის კვლევა, ელექტრომიოგრაფია).

დანართი  №13

„პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“

1. სპეციალობის დასახელება  - „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“.

2. სპეციალობის შინაარსი:

„პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგი“ არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებათა მაკრომორფოლოგიურ  და მიკრომორფოლოგიურ  დიაგნოსტიკას (ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით) ცოცხალი ორგანიზმიდან აღებული ნაცხის, ბიოფსიური და ოპერაციული მასალების, ასევე, გვამიდან (აუტოფსიის გზით) მიღებული მასალის  შესწავლის საშუალებით.  

3. ზოგადი ცოდნა:

ა) ზოგადი პათოლოგიური პროცესები: დაზიანება, ნეკროზი, ჰემოდინამიკის დარღვევა,  ანთება, იმუნოპათოლოგიური პროცესები, სიმსივნეები, გარემოს ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება,  ინფექციური და გენეტიკური  დაავადებების მაკროსკოპული და მიკროსკოპული დიაგნოსტიკა;

ბ) სისხლის სისტემის დაავადებების ეტიოლოგია, პათოგენეზი, მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

გ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

დ) გასტრო-ინტესტინური ტრაქტის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ე) ღვიძლის, ბილიარული სისტემისა და პანკრეასის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ვ) სასუნთქი სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ზ) საშარდე სისტემის დაავადებების მაკროსკოპული და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

თ) სასქესო სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ი) ძუძუს პათოლოგიების მაკროსკოპული შეფასება და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

კ) კანის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ლ) რბილი ქსოვილების დაავადებების მაკროსკოპული  შეფასება და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

მ) ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ნ) კისრისა და თავის მიდამოს დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ო) ენდოკრინული სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

პ) ცენტრალური და პერიფერული  ნერვული სისტემის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება  და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ჟ) თვალისა და ყურის დაავადებების მაკროსკოპული შეფასება და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

რ) ორსულთა, ახალშობილთა და ბავშვთა დაავადებების მაკროსკოპული შეფასება და მიკროსკოპული (ციტოლოგია, ჰისტოლოგია, მოლეკულური პათოლოგია) დიაგნოსტიკა;

ს) ზრდასრულთა აუტოფსიური მასალის დიაგნოსტიკა;

ტ) მკვდრადშობილთა, ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა აუტოფსიური მასალის დიაგნოსტიკა;

უ) კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების ანალიზი.

4. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმ-პათოლოგანატომ-კლინიკურ პათოლოგს  შეუძლია კლინიკო-ლაბორატორიული და რადიოლოგიური გამოკვლევების ინტერპრეტაცია;

ბ) ექიმ-პათოლოგანატომ-კლინიკურ პათოლოგს  შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ. ა) აუტოფსია;

ბ.ბ) სხვადასხვა ორგანოდან და ქსოვილიდან მიღებული მასალის მაკროანატომიური დიაგნოსტიკა;

ბ.გ) სხვადასხვა ორგანოდან და ქსოვილიდან მიღებული მასალის მიკროანატომიური დიაგნოსტიკა;

ბ.დ) სხვადასხვა ორგანოდან და ქსოვილებიდან მიღებული მასალის ციტოლოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

 ბ.ე) სხვადასხვა ორგანოდან და ქსოვილიდან მიღებული მასალის იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.

         

დანართი №14

„რევმატოლოგია“

1. სპეციალობის დასახელება  - „რევმატოლოგია“.

2. სპეციალობის შინაარსი:

რევმატოლოგია აერთიანებს და სწავლობს დაავადებებს და სინდრომებს, რომელთაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური და/ან  ლოკალური დაზიანება და  რომელთა ერთ-ერთი ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა სახსროვანი სინდრომი. ექიმი რევმატოლოგი უზრუნველყოფს ხსენებული დაავადებების/სინდრომების არაქირურგიულ მკურნალობას.

3. ზოგადი ცოდნა:

ა) სახსრების და ხერხემლის ანთებითი დაავადებები;

ბ) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები;

გ) სისტემური ვასკულიტები;

დ) რევმატული მანიფესტაციები  სხვა სისტემური დაავადებების  დროს;

ე) ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი);

ვ) პერიარტიკულური რბილი  ქსოვილების  დაავადებები;

ზ) მიკროკრისტალური  ართრიტები.

4. დაავადებები და მდგომარეობები:

 

ICD 10

პათოლოგია

საქმიანობის მოცულობა

I 00 - I 01

მწვავე რევმატული ცხელება

მართვა

M 02

რეაქტიული ართროპათიები

მართვა

M 03

პოსტინფექციური ართროპათიები კლასიფიცირებული

სხვა რუბრიკებში

მართვა

M 05

რევმატოიდული ართრიტი სეროპოზიტიური

 

მართვა

M 06

სხვა რევმატოიდული ართრიტები

 

მართვა

M 07

ფსორიაზული და ენტეროპათიური ართროპათიები

მართვა

M 08

იუვენილური ართრიტები

მართვა

M 10

ნიკრისი (პოდაგრა)

მართვა

M 11

სხვა მიკროკრისტალური ართროპათიები

მართვა

M 12

სხვა სპეციფიკური ართროპათიები

მართვა

M 13

სხვა ართრიტები(დაუზუსტებელი)

მართვა

M 14

ართროპათიები კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში

მართვა

M 15

პოლიოსტეოართროზი  (ოსტეოართრიტი)

მართვა

M 16

კოქსართროზი (კოქსართრიტი)

მართვა

M 17

გონართროზი (გონართრიტი)

მართვა

M 18-19

პირველი მაჯა-ნების სახსრის ართროზი,

სხვა  სახსრების  ოსტეოართროზი(ოსტეოართრიტი)

მართვა

M 30

კვანძოვანი პოლიარტერიიტი და მისი მონათესავე მდგომარეობები

მართვა

M 31

სხვა ნეკროზული ვასკულოპათიები

 

მართვა

M 32

სისტემური წითელი მგლურა

მართვა

M 33

დერმატო – პოლიმიოზიტი

მართვა

M 34

სისტემური  სკლეროდერმია

მართვა

M 35

შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაზიანებები

მართვა

M 42

ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზი

მართვა

M 47

ხერხემლის  სვეტის  სპონდილოზი

მართვა

M 45

იდიოპათიკური მაანკილოზებელი სპონდილიტი (სპონდილოართრიტი)

მართვა

M 46.0

M 46.1

ხერხემლის ენთეზოპათია

საკროილიიტი

მართვა

M 48.1

მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი (ფორესტიესადაავადება)

მართვა

M 65–M 79

სინოვიური გარსებისა და მყესების დაზიანებები, რბილი ქსოვილების დაავადებები

მართვა

M 80–M 81

ოსტეოპოროზი

მართვა

M 93

ოსტეოქონდროპათიები

მართვა

5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „რევმატოლოგია“, შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:

ა.ა) სახსროვანი სინდრომის შეფასება:  სიმეტრიული, მონო–, ოლიგო–, პოლიართრიტი,

ტკივილის ინტენსივობა და ხასიათი, პერიმეტრია, გონიომეტრია, ვერტებრომეტრია, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის სპეციფიკური სიმპტომებისა და ინდექსების (ლეკენის, რიჩის, ლის, ტომაერის, შობერის და სხვა);

ა.ბ) სისხლის საერთო ანალიზი;

ა.გ) შარდის საერთო ანალიზი;

ა.დ) С რეაქტიული ცილა;

ა.ე) სერომუკოიდი;

ა.ვ) ანტისტრეპტოლიზინი 0;

ა.ზ) რევმატოიდული ფაქტორი;

ა.თ) ანტინუკლეარული ანტისხეულები;

ა.ი) ციკლური ანტიციტრულინური ანტისხეულები;

ა.კ) ანტისხეულები მუტილირებული ციტრულინური ვიმეტინის მიმართ;

ა.ლ) ანტისხეულები ორსპირალიანი დნმ-ის მიმართ;

ა.მ) კრიოგლობულინები;

ა.ნ) ანტისხეულები რიბონუკლეოპროტეინის მიმართ;

ა.ო) ანტი SCL-70;

ა.პ) ანტისინთეტაზური ანტისხეულები;

ა.ჟ) ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები;

ა.რ) ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები;

ა.ს) ღვიძლის ფუნქციური სინჯები;

ა.ტ) კოაგულოგრამა;

ა.უ) კრეატინინი;

ა.ფ) შარდოვანა;

ა.ქ) შარდმჟავა სისხლში, შარდში;

ა.ღ) კომპლემენტის C3, C4 კომპონენტი;

ა.ყ) მიღებული სინოვიური სითხის კვლევის შედეგები;

ა.შ) HLA B 27 ანტიგენი;

ა.ჩ) HLA DR 4 ანტიგენი;

ა.ც) კრეატინფოსფოკინაზა;

ა.ძ) B და C ჰეპატიტის მარკერები;

ა.წ) განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე;

ა.ჭ) სახსრების  და ხერხემლის სვეტის R–გრაფია;

ა.ხ) გულმკერდის R–გრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია;

ა.ჯ) სახსრების ულტრასონოგრაფია;

ა.ჰ) სახსრების და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;

ა.ჰ1) სცინტიგრაფია -99m ტექნეციუმის გამოყენებით;

ა.ჰ2) სინოვიური გარსის ბიოფტატი;

ა.ჰ3) ეკგ და გულის ულტრასონოგრაფია;

ა.ჰ4) დენსიტომეტრია.

ბ) ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „რევმატოლოგია“, შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ.ა) სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ართროცენტეზი;

ბ.ბ) პერიმეტრია, გონიომეტრია, ვერტებრომეტრია, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის სპეციფიკური სიმპტომებისა და ინდექსების (ლეკენის, რიჩის, ლის, ტომაერის, შობერის და სხვა)  განსაზღვრა;

ბ.გ) დენსიტომეტრია.

6. სპეციალიზაცია

სახსრებისა  და რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა.

დანართი №15

„ორთოპედია-ტრავმატოლოგია“

1. სპეციალობის დასახელება  - „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“.

2. სპეციალობის შინაარსი:

„ორთოპედია-ტრავმატოლოგია“ განეკუთვნება მედიცინის დარგს, რომელიც მოიცავს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებსა და მექანიკურ დაზიანებებს, მათ დიაგნოსტიკასა და როგორც ქირურგიულ, ასევე კონსერვატიულ მკურნალობას. ამასთან, აღნიშნული სპეციალობა გულისხმობს როგორც პროფილაქტიკურ, ისე მკურნალობის შემდგომ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს.

3. ზოგადი ცოდნა: 

ა) ართროპათიები;

ბ) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები;

გ) დორსოპათიები;

დ) რბილი ქსოვილის ავადმყოფობები;

ე) ოსტეოპათიები და ქონდროპათიები;

ვ) ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი   ქსოვილის სხვა დაზიანებები;

ზ) მხრის სარტყლისა და მხრის ტრავმები;

თ) იდაყვისა და წინამხრის ტრავმები;

ი) მაჯისა და მტევნის ტრავმები;

კ) მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ტრავმები;

ლ) მუხლისა და წვივის ტრავმები;

მ) კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის ტრავმები;

ნ) ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს;

ო) ტორსის, კიდურებისა ან სხეულის რომელიმე მიდამოს ტრავმები;

პ) დაუზუსტებელი ნაწილის ტრავმები;

ჟ) მენჯის და ხერხემლის ტრავმები;

რ) ქირურგიული ჩარევების გართულებები;

ს) ძვალ-სახსროვანი სისტემის ტრავმათა შედეგები;

ტ) მრავლობითი და დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ტრავმების შედეგები;

უ) ძვლისა და სასახსრე ხრტილის სიმსივნეები;

ფ) რბილ-ქსოვილოვანი სიმსივნეები.

4. დაავადებები და მდგომარეობები:

 

ICD 10

პათოლოგია

საქმიანობის მოცულობა

M60-M79

რბილი ქსოვილის ავადმყოფობები

მართვა

M80-M94

ოსტეოპათიები და ქონდროპათიები

მართვა

 M95-M99

ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაზიანებები

მართვა

S40-S49

მხრის სარტყლისა და მხრის ტრავმები

მართვა

S50-S59

იდაყვისა და წინამხრის ტრავმები

მართვა

S60-S69

მაჯისა და მტევნის ტრავმები

მართვა

S70-S79

მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ტრავმები

მართვა

S80-S89

მუხლისა და წვივის ტრავმები

მართვა

S90-S99

კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის ტრავმები

მართვა

T00-T07

ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს

მართვა

T08-T14

ტორსის, კიდურებისა ან სხეულის რომელიმე მიდამოს დაუზუსტებელი ნაწილის ტრავმები

მართვა

S32-S33-S34

მენჯის და ხერხემლის ტრავმები

მართვა

T80-T88

ქირურგიული და თერაპიული ჩარევების გართულებები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

მართვა

T92

ზედა კიდურის ტრავმათა შედეგები

მართვა

T93

ქვედა კიდურის ტრავმების შედეგები

მართვა

T94

მრავლობითი და დაუზუსტებელი ლოკალიზაციური ტრავმების შედეგები

მართვა

C49

შემაერთებელი და რბილი ქსოვილების სხვა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნე

მართვა

D16

ძვლისა და სასახსრე ხრტილის კეთილთვისებიანი სიმსივნე

მართვა

D17

ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე

მართვა

D18

ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰემანგიომა და ლიმფანგიომა

მართვა

D21

შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი სიმსივნე და სხვა 

მართვა

C40-C41

ძვლისა და სასახსრე ხრტილის ავთვისებიანი სიმსივნეები

მართვა

Q65 – Q79

ძვალ-კუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი ანომალიები და დეფორმაციები

მართვა

S32

ნეკნ(ებ)ის, მკერდის ძვლის და ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა

მართვა

M00-M25

ართროპათიები

მართვა

M30-M36

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები

მართვა

M40-M54

დორსოპათიები

მართვა

Z47

ორთოპედიული მკურნალობის შემდგომი დახმარების სხვა სახეები

მართვა

5. სავალდებულო პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმ-ორთოპედ-ტრავმატოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:

ა.ა) რენტგენოგრაფია;

ა.ბ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

ა.გ) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ა.დ) კლინიკური ანალიზები;

ა.ე) ბიოქიმიური ანალიზები;

ა.ვ) კოაგულოგრამა;

ა.ზ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

ა.თ) იმუნოლოგიური გამოკვლევა;

ა.ი) მორფოლოგიური გამოკვლევა (ციტომორფოლოგია, ჰისტომორფოლოგია);

ა.კ) დენსიტომეტრია.

ბ) ექიმ-ორთოპედ-ტრავმატოლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ.ა) ჭრილობის პირველადი და მეორადი ქირურგიული დამუშავება;

ბ.ბ) მოტეხილობის რეპოზიცია (დახურული წესით);

ბ.გ) ჩონჩხოვანი დაჭიმვა (ყველა სეგმენტი);

ბ.დ) მოტეხილობების გარეგანი ფიქსაცია;

ბ.ე) თაბაშირის დადება;

ბ.ვ) ორთეზების დადება;

ბ.ზ) ფასციოტომია;

ბ.თ) ოსტეოსინთეზი ყველა სეგმენტის (ფირფიტებით DCP, LCP, Polyaxial, Anatomical, DHS,   ინტრამედულარი – მაბლოკირებელი სისტემებით, ელასტიური ღეროებით, ოსტეოსინთეზი ვებერის ტიპის, სახსრების ჩაკეტვა, საკორექციო ოსტოეტომია: ფიქსაციით, ძვლის გადანერგვით ან მის გარეშე, კომპრესიული-დისტრაქციული აპარატის დადება, ხერხემლის მალების ტრანპედიკულური ფიქსაცია, სახსარშიდა მოტეხილობების ოსტეოსინთეზი ართროსკოპიული კონტროლით);

ბ.ი) ხერხემლის მალების ტრანსპედიკულური ფიქსაცია;

ბ.კ) ხერხემლის მალების ბალონირება;

ბ.ლ) ხერხემლის მალების პროთეზირება;

ბ.მ) მსხვილი და მცირე სახსრების ართროსკოპია;

ბ.ნ) სახსრების იოგოვანი აპარატის რეკონსტრუქცია ღია;

ბ.ო) მყესების რეკონსტრუქცია ღია ( მაგ. აქილევსის მყესი და სხვ);

ბ.პ) სახსარშიდა ინიექციები;

ბ.ჟ) სახსრების ლავაჟი;

ბ.რ) დაზიანებული კუნთების რეკონსტრუქცია;

ბ.ს) კანის პლასტიკა ( დერმატომით);

ბ.ტ) მსხვილი და მცირე სახსრების ართროპლასტიკა (უცემენტო, ცემენტის გამოყენებით, ჰიბრიდული);

ბ.უ) სკოლიოზის კორექცია (უკანა/ წინა  მიდგომით);

ბ.ფ) სასახსრე ხრტილის რეკონსტრუქცია (მოზაიკოპლასტიკა);

ბ.ქ) აუტოძვლის აღება;

ბ.ღ) ძვლების დეფექტების რეკონსტრუქცია ძვლის ჩანაცვლებით (ჰომო, აუტო ძვალი);

ბ.ყ) ნავიგაციის გამოყენება ორთოპედიაში;

ბ.შ)  ყველა სეგმენტის სარევიზიო ენდოპროთეზირება;

ბ.ჩ) შეუხორცებელი მოტეხილობების მკურნალობა;

ბ.ც) ოსტეომიელიტის მკურნალობა;

ბ.ძ) ჩარევები (მაგალითად, ჭრილობის მეორადი ქირურგიული დამუშავება, ძვლის სეკვესტრის რეზექცია, ანტიბიოტიკიანი ცემენტის იმპლანტირება და სხვ.), რომელიც უკავშირდება პოსტოპერაციული ინფექციების მართვას;

ბ.წ) ძვლისა და რბილის ქსოვილების პათოლოგიური კერის ბიოფსია;

ბ.ჭ) ძვლისა და რბილის ქსოვილების პათოლოგიური კერის ინტერკალარული რეზექცია, ჩანაცვლება პროთეზით;

ბ.ხ) ძვლისა და რბილის ქსოვილების პათოლოგიური კერის რეზექცია;

ბ.ჯ) ონკოპროთეზირება;

ბ.ჰ) ძვლისა და რბილის ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეების რეზექცია ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში;

ბ.ჰ.1) კიდურების ამპუტაციები ყველა დონეზე (ტრავმის და კიდურების, ძვლის, სასახსრე ხრტილის და რბილი ქსოვილების სიმსივნეების დროს);

ბ.ჰ.2) ამპუტირებული ტაკვის მომზადება პროთეზიებისთვის;

ბ.ჰ.3) ჩარევები (მაგალითად, ამპუტირებული კიდურის ტაკვის მომზადება, მოვლა და სხვ.), რომელიც უკავშირდება გარეგანი პროთეზების შერჩევა/ მართვას;

ბ.ჰ.4) დენსიტომეტრია.

 დანართი №16

„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“

1. სპეციალობის დასახელება  - „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“.

2. სპეციალობის შინაარსი:

ექიმი-ფთიზიატრი-პულმონოლოგი ახორციელებს სასუნთქი სისტემის დაავადებებისა და ტუბერკულოზური პათოლოგიის მქონე პაციენტის კვლევას, დიაგნოსტიკას, არაქირურგიულ მკურნალობას, რეაბილიტაციას და ატარებს ამ დაავადებების საპროფილაქტიკო ღონისძიებებს.

3.ზოგადი ცოდნა:

ა)  ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები ასთმის, ბრონქიტის, ემფიზემის, ბრონქოექტაზების და მუკოვისციდოზის ჩათვლით; 

ბ) ფილტვის პლევრის და შუასაყარის პირველადი და მეტასტაზური ონკოპათოლოგიები;

გ) ფილტვის და ფილტვგარეშე ტუბერკულოზი მართვის, ეპიდემიოლოგიის და პრევენციის ყველა ასპექტის გათვალისწინებით; 

დ) ფილტვის ინფექციური დაავადებები სოკოვანი და იმუნოკომპრომიტირებულ პირებთან, მათ შორის, HIV/AIDS  პაციენტებთან განვითარებული სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების ჩათვლით;

ე) ფილტვის დიფუზური ინტერსტიციული დაავადებები; 

ვ) ფილტვის სისხლძარღვების დაავადება ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზიის, ვასკულიტების და ფილტვებიდან სისხლდენის სინდრომის ჩათვლით;

ზ) პროფესიული და სხვადასხვა გარე გამღიზიანებლით გამოწვეული ფილტვის დაავადებები მტვრის ინჰალაციით, აზბესტოზით გამოწვეული დაავადებების და პროფესიული ასთმის ჩათვლით; 

თ) ფილტვის იატროგენული დაავადება მედიკამენტებით გამოწვეული დაავადების ჩათვლით; 

ი) ფილტვის მწვავე დაზიანებები მათ შორის, რადიაციით, ინჰალაციით და ტრავმით გამოწვეული;

კ) სისტემური დაავადებების პლევრო-პულმონალური გამოვლინებები სისხლძარღვთა კოლაგენური დაზიანებების და სხვა ორგანოებში პირველადი კერის არსებობით მიმდინარე დაავადებების ჩათვლით; 

ლ) სუნთქვის უკმარისობა, მათ შორის, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეის სინდრომი, სუნთქვის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების დროს, ნეირო-კუნთოვანი პათოლოგიით გამოწვეული სუნთქვითი პროცესის დარღვევა და გულმკერდის კედლის დაზიანებით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა;

მ) პლევრის და შუასაყარის პათოლოგიები პნევმოთორაქსის და ემპიემის ჩათვლით;

ნ) გენეტიკური და განვითარების პათოლოგიით გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებები;

ო) სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები, მათ შორის, ასთმა, ჰიპერმგრძნობელობით, ჰიპერაქტივობით და სხვადასხვა გარე ალერგიული ფაქტორით გამოწვეული დაავადებები; 

პ) სუნთქვის დარღვევა ძილის დროს და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები ძილის აპნოეს სინდრომის ჩათვლით.

4. დაავადებები და მდგომარეობები:

ICD 10

პათოლოგია

საქმიანობის მოცულობა

J12

 

ვირუსული პნევმონია

მართვა

J13

 

სტრეპტოკოკული პნევმონია

მართვა

J14

ჰაემოპჰილუს ინფლუენზა-ით გამოწვეული პნევმონია

მართვა

J15

ბაქტერიული პნევმონია

მართვა

J16

სხვა ინფექციური მიკოროორგ. გამოწვეული პნევმონია

მართვა

J17

სხვა დაავადებების თანმხლები პნევმონია

მართვა

J18

პნევმონია დაუზუსტებელი ეტიოლოგიით

მართვა

J20

მწვავე ბრონქიტი

მართვა

J21

მწვავე ბრონქიოლიტი

მართვა

J22

ქვ. სასუნთქი გზების დაუზუსტ. (არასპეც.) მწვავე ინფექციები

მართვა

J 40

ბრონქიტი, რომელიც არ კლასიფიცირდება არც მწვავე და არც ქრონიკულ ბრონქიტად

მართვა

J 41

მარტივი და ლორწოვან-ჩირქოვანი ბრონქიტი

მართვა

J 42

დაუზუსტებელი (არასპეციფ.) ქრონიკული ბრონქიტი

მართვა

J 43

ემფიზემა

არაქირურგიული მკურნალობა, კომპეტენციის ფარგლებში

J 44

ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები

მართვა

J 45

ასთმა

მართვა

J 46

ასთმური სტატუსი

მართვა

J 47

ბრონქოექტაზები

არაქირურგიული მკურნალობა, კომპეტენციის ფარგლებში

J60

ქვანახშირის გადამამუშავებელთა პნევმოკონიოზი

მართვა

J61

აზბესტოზით და სხვა მინერალური ნივთიერებებით გამოწვეული  პნევმოკონიოზი

მართვა

J62

სხვა არაორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი

მართვა

J63

კვარცის გადამამუშავებელთა (კვარცით გამოწვეული) პნევმოკონიოზი

მართვა

J64

დაუზუსტებელი (არა სპეციფირებული) პნევმოკონიოზი

მართვა

J65

ტუბერკულოზთან ასოცირებული პნევმოკონიოზი

მართვა

J66

სპეციფიკური ორგანული მტვრით გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადება

მართვა

J67

ორგანული მტვრით გამოწვეული  ჰიპერსენსიტიური პნევმონიტები

მართვა

J68

ქიმიური ნივთიერებების აირების, ან გაზების ინჰალაციით გამოწვეული რესპირაციული მდგომარეობები (პათოლოგიები)

მართვა

J69

მყარი და თხევადი ნაწილაკებით გამოწვეული პნევმონიტები

მართვა

J70

სხვა გარე გამღიზიანებლებით გამოწვეული რესპირაციული მდგომარეობები (პათოლოგიები)

მართვა

J80

მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი

მართვა

J81

ფილტვის შეშუპება

მართვა

J82

ფილტვის ეოზინოფილია (იზოლირებული) რომელიც სხვა  პათოლოგიასთან შეჭიდულად არ კლასიფიცირდება

მართვა

J84

ფილტვის სხვა ინტერსტიციალური დაავადებები

მართვა

J85

ფილტვის და შუასაყარის აბსცესი

არაქირურგიული მკურნალობა, კომპეტენციის ფარგლებში

J86

პიოთორაქსი (ემპიემა)

არაქირურგიული მკურნალობა, კომპეტენციის ფარგლებში

J90

პლევრიტი (იზოლირებული),  რომელიც სხვა პათოლოგიასთან შეჭიდულად არ კლასიფიცირდება

მართვა

J91

პლევრიტი, რომელიც სხვა პათოლოგიასთან შეჭიდულად  კლასიფიცირდება

მართვა

J92

პლევრალური წანაზარდი

მართვა

J93

პნევმოთორაქსი

მართვა

J94

პლევრის სხვა დაზიანებები

სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები

მართვა

J95

პროცედურის შემდგომი სუნთქვის დარღვევა, რომელიც სხვა პათოლოგიასთან შეჭიდულად არ კლასიფიცირდება

მართვა

J96

სუნთქვის უკმარისობა, რომელიც სხვა პათოლოგიასთან ეჭიდულად არ კლასიფიცირდება

მართვა

J98

სხვა სახის სუნთქვის დარღვევები

მართვა

J99

სხვა დაავადებასთან შეჭიდული სუნთქვის დარღვევეები

მართვა

D86.0

ფილტვის ფორმის სარკოიდოზი

მართვა

I26

ფილტვის ემბოლია

მართვა

I27

ფილტვ-გულის  სხვა დაავადებები    (უკმარისობა და ჰიპერტენზია)

მართვა

I28

ფილტვის სისხლძარღვების (არტერიის) სხვა დაავადებები

მართვა

A15; A16

ფილტვის ტუბერკულოზი

მართვა

A17

ნერვული სისტემის ტუბერკულოზი

მართვა

A18

ფილტვგარეთა ტუბერკულოზი

მართვა

A19

მილიარული ტუბერკულოზი

მართვა

A18.8

A16.7

სხვა ორგანოების ტუბერკულოზი

ბავშვთა ტუბერკულოზი

მართვა

B20.0

HIV/AIDS-TB კო-ინფექცია

მართვა

5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ექიმ-ფტიზიატრ-პულმონოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:

ა.ა) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

ა.ბ) გულმკერდის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, რენტგენოსკოპია;

ა.გ) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რენტგენოგრაფია;

ა.დ) მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, რენტგენოსკოპია;                                     

ა.ე) საშარდე სისტემის მიმოხილვითი რენტგენოგრფაია, უროგრაფია, ურეტეროპიელოსკოპია;

ა.ვ)  თავის ქალის და ცხვრის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია;

ა.ზ)  რადიონუკლიდური სკანირება, პეტ  (პოზიტრონემისიული ტომოგრაფია);                

ა.თ) ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია დოპლეროგრაფიით);

ა.ი) პლევრი ღრუს, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს, შარდ-სასქესო სისტემის, მცირე მენჯის ორგანოების, ართროსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია;  

ა.კ) ენდოსკოპიური:  ფიბრობრონქოსკოპია, რიგიდული ბრონქოსკოპია;

ა.ლ) ფილტვის ფუნქციური სინჯები: კომპიუტერული სპირომეტრია - სპიროგრაფია, პულსოქსიმეტრია, პიკფლოუმეტრია, პლეტიზმოგრაფია;

ა.მ)  სისხლის საერთო ანალიზი;

ა.ნ)  სისხლის ბიოქიმკური გამოკვლევები;

ა.ო)  სისხლის იმუნოლოგიური და ბაქტერიული კვლევა;

ა.პ)  სისხლის სეროლოგიური კვლევა;

ა.ჟ) არტერიული სისხლის გაზების, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის და ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლები;

ა.რ) კოაგულაცია;

ა.ს) ჰემოსტაზოგრამა;

ა.ტ) ჰორმონალური კვლევები;

ა.უ) შარდის საერთო ანალიზი;

ა.ფ)  შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

ა.ქ) ნახველის მიკროსკოპიული (ციტოლოგიური) და ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები;

ა.ღ) პლევრული გამონაჟონის ციტოლოგიური, ბიოქიმიური მაჩვენებლები;

ა.ყ) თავ-ზურგ ტვინის სითხის ციტოლოგიური, ბიოქიმიური მაჩვენებლები;

ა.შ) ღვიძლის ფუქნციური მდგომარეობის ლაბორატორიული მაჩვენებლები;

ა.ჩ)  სინოვიალური სითხის ლაბორატორიული კვლევა;

ა.ც)  განავლის მიკრობიოლოგიური და ციტოლოგიური კვლევა;

ა.ძ) პათოლოგიური მასალის ბაქტერიოსკოპული კვლევა;

ა.წ)  პათოლოგიური მასალის კულტურალური კვლევა;

ა.ჭ)    პათოლოგიური მასალის ციტოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური კვლევა;

ა.ხ)  ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განსაზღვრა;

ა.ჯ)  რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკა;

ა.ჰ) მანტუს სინჯი;

ა.ჰ.1) კვანტიფერონის ტესტი;

ა.ჰ.2) ანტიგენრეაქტიული ლიმფოციტების ტესტი.

ბ) ექიმ-ფტიზიატრ-პულმონოლოგს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

ბ.ა) ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია;

ბ.ბ) შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (რბილი კათეტერით);

ბ.გ) პლევრის ღრუს პუნქცია, სპინალური პუნქცია.

6. სპეციალიზაცია:

კომპიუტერული სპირომეტრია – სპიროგრაფია და პლეტიზმოგრაფია,  პიკფლოუმეტრია.

7. გარდამავალი ეტაპის რეგულირება:

ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს განახორციელოს საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით - „ფთიზიატრია“ (მ.შ., რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „ფთიზიატრია“, „ფთიზიატრია-პულმოლოგია“), უფლება აქვთ განახორციელონ „ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ კომპეტენციებით განსაზღვრული საქმიანობა „პულმონოლოგიაში“ სპეციალიზაციის შესაბამისი კურსის დასრულების შემთხვევაში. ხსენებული სპეციალიზაციის კურსის დასრულების შემდგომ „ფთიზიატრიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს შეუძლია მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე);

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით - „პულმონოლოგია“ (მ.შ., რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „პულმონოლოგია“, „ფთიზიატრია-პულმოლოგია“), უფლება აქვთ, განახორციელონ „ფთიზიატრია-პულმონოლოგიის“ კომპეტენციებით განსაზღვრული საქმიანობა „ფთიზიატრიაში“ სპეციალიზაციის შესაბამისი კურსის დასრულების შემთხვევაში. ხსენებული სპეციალიზაციის კურსის დასრულების შემდგომ „პულმონოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს შეუძლია, მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე).