„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-10/ნ |
|
2018 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი |
„ძ) „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 28);
წ) „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 29).“.
„3. საექიმო სპეციალობის სპეციალიზაცია წარმოადგენს ამ სპეციალობის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ნებაყოფლობით კომპეტენციას, რომლის ფარგლებში საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძველია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდეგში – საბჭო) მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. სპეციალიზაციის პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.“.
|
დანართი 28
1.
სპეციალობის დასახელება
: „ბავშვთა ქირურგია“.
2. სპეციალობის შინაარსი: ბავშვთა ქირურგია არის კლინიკური და სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების ქირურგიულ დაავადებებს, მათ კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. 3. ზოგადი ცოდნა: ბავშვთა ქირურგმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა ქირურგიული დახმარების ორგანიზაციის ზოგადი საკითხები ქვეყანაში. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური, სასწრაფო დახმარების, სტაციონარული მკურნალობის განხორციელების ძირითადი პრინციპები; ბ) ნორმალური და პათოლოგიური ანატომიის, ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირების და რეგულირების ფუნდამენტური საკითხები; გ) წყალ-მარილოვანი ცვლის, მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის ნორმალური პარამეტრების, პათოლოგიური გადახრების მაჩვენებლების ინტერპრეტირება და მათი კორექციის საშუალებები; დ) სისხლწარმოქმნის, სისხლის შემადედებელი სისტემის ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია. ჰემოსტაზის ნორმა და პათოლოგია; ე) ძირითადი დაავადებებისა და მოსაზღვრე მდგომარეობების კლინიკური სიმპტომები, პათოგენეზი, პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; ვ) ფარმაკოთერაპიის, ფარმაკოდინამიკის და ფარმაკოკინეტიკის საფუძვლები, წამალთა გამოყენების შემდეგ განვითარებული შესაძლო გართულებების კორექცია; ზ) გაუტკივარების მეთოდები (პრინციპები და საშუალებები); თ) ინტენსიური თერაპიის და კრიტიკული მდგომარეობების სამსახურების მოქმედების ძირითადი პრინციპები; ი) მედიკამენტური მკურნალობის, ფიზიოთერაპიის, სამკურნალო ფიზკულტურის პრინციპები და მეთოდები; კ) დიეტოთერაპია ოპერაციული მკურნალობის შემდეგ; ლ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ინფექციების აღმოჩენის დროს ქირურგიულ განყოფილებებში; მ) ქირურგიულ დაავადებათა პრევენციის საკითხები. 4. დაავადებები და მდგომარეობები:
5. პრაქტიკული უნარ-ჩვევები: ა) ბავშვთა-ქირურგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების შედეგების ინტერპრეტაცია: ა.ა) კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები: კლინიკური, ბიოქიმიური, მორფოლოგიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულური (მათ შორის გენეტიკური); ა.ბ) ცენტრალური ჰემოდინამიკის გამოკვლევები; ა.გ) სუნთქვითი ფუნქციის მაჩვენებლები; ა.დ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური კვლევის მაჩვენებლები; ა.ე) თირკმლის ფუნქციური სინჯები; ა.ვ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები; ა.ზ) სასუნთქი სისტემის ფუნქციური გამოკვლევები; ა.თ) რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია; ა.ი) ულტრაბგერითი გამოკვლევა; ა.კ) კომპიუტერული და მაგნიტურ-ბირთვული ტომოგრაფია; ა.ლ) ორგანოთა ბიოფსია და ციტომორფოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზი; ა.მ) ფიბროენდოსკოპიური კვლევები; ა.ნ) სპლენოპორტოგრაფია; ა.ო) ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზი. ბ) ბავშვთა ქირურგს შეუძლია შემდეგი ჩარევების – კვლევების შესრულება: ბ.ა) სიმსივნური წარმონაქმნების, ლიმფური კვანძების პალპირება და პუნქცია; ბ.ბ) ვენასექცია, მაგისტრალური და პერიფერიული ვენების კათეტერიზაცია; ბ.გ) არტერიის და ვენის პუნქცია; ბ.დ) ლარინგოსკოპია; ბ.ე) საყლაპავის ბუჟირება; ბ.ვ) ბლეკმორის ზონდის ჩაყენება; ბ.ზ) სისხლდენის შეჩერება ცხვირ-ხახიდან. შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შეჩერება; ბ.თ) მუცლის ღრუს პუნქცია; ბ.ი) პლევრალური პუნქცია, პლევრის ღრუს დრენირება; ბ.კ) ლუმბალური პუნქცია, პერიდურული და ეპიდურული სივრცეების კათეტერიზაცია; ბ.ლ) ღვიძლის, ძვლის ტვინის პუნქცია და პუნქტატის აღება; ბ.მ) პარანეფრალური, ვაგოსიმპათიკური, ეპიგასტრალური, ნეკნთაშუა ბლოკადები; ბ.ნ) ტრაქეოსტომია; ბ.ო) ნაზოგასტრალური ზონდირება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეტის აღება; ბ.პ) ლაპაროცენტეზი; ბ.ჟ) სწორი ნაწლავის მანუალური გამოკვლევა. შარდის ბუშტის კათეტერიზაცია; ბ.რ) ანტირაბიული მკურნალობა; ბ.ს) ანტიტეტანური მკურნალობა; ბ.ტ) გველის ნაკბენის შედეგად შეშუპების დროს ფასციოტომია; ბ.უ) ჭრილობების, დაჟეჟილობის დამუშავება; ბ.ფ) ინციზიო; ბ.ქ) ამოვარდნილობების ჩასმა, იმობილიზაცია; ბ.ღ) მოტეხილი ძვლების იმობილიზაცია; ბ.ყ) აპენდექტომია ლაპარასკოპიული და ღია წესით; ბ.შ) სახსრების პუნქცია-დრენირება ოსტეომიელიტების დროს; ბ.ჩ) პარაპროქტიტისა და დერმოიდული კისტების ოპერაციული მკურნალობა; ბ.ც) ლაპარატომია სხვადასხვა განაკვეთებით; რელაპარატომია; ბ.ძ) პილორომიოტომია – რამშტედტის ოპერაცია; ბ.წ) პილოროპლასტიკა – მიკულიჩის ოპერაცია; ბ.ჭ) კუჭის რეზექცია – ბილროთის მეთოდით, რუ-ს ან ბრაუნის ანასტომოზით; ბ.ხ) ექინოკოკექტომია; ბ.ჯ) კისტექტომიები (საკვერცხის, ჯორჯლის, პანკრეასის, ბადექონის); ბ.ჰ) ომენტოპექსია, ბადექონის რეზექცია; ბ.ჰ1) სპლენექტომია; ბ.ჰ2) თანდაყოლილი და შეძენილი გაუვალობების ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ3) პირშპრუნგის დაავადების კორექცია, ენდორექტალური PULL-THROUGH, სოავეს, დიუამელის, დიუამელ-მარტინის, სვენსონის, რეჰბაინის მეთოდით; ბ.ჰ4) კოლოსტომის დადება, განცალკევებული ორლულიანი, ერთლულიანი; ბ.ჰ5) სწორი ნაწლავის გამოვარდნის ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ6) მეკელის დივერტიკულის რეზექცია ღია და ლაპარასკოპიული წესით; ბ.ჰ7) ახალშობილთა ნეკროზული ფლეგმონის დასერვა; ბ.ჰ8) ატრეზიების კორექცია (სანაღვლე გზების ატრეზიისას-კასაის ოპერაცია); ბ.ჰ9) ახალშობილთა თანდაყოლილი ტრავმული დაზიანებების ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ10) კისრის თანდაყოლილი კისტების ამოკვეთა; ბ.ჰ11) კეთილთვისებიანი სიმსივნეების (ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, ათერომა და სხვ.) ამოკვეთა; ბ.ჰ12) გულმკერდის დეფორმაციების კორეგირება; ბ.ჰ13) ფილტვების რეზექცია; ბ.ჰ14) ფილტვის კისტების ექსტირპაცია; ბ.ჰ15) დიაფრაგმული თიაქრის კორექცია; ბ.ჰ16) პნევმოთორაქსის, ატელექტაზის ქირურგიული კორექცია; ბ.ჰ17) პლევროპულმონალური შოკის პროფილაქტიკა; ბ.ჰ18) ოსტეოპერფორაცია; ბ.ჰ19) ტერატომების, ფისტულების ამოკვეთა; ბ.ჰ20) რელაპარატომია; ჰბ21) თორაკოტომია; ბ.ჰ22) მედიასტინოტომია, შუასაყრის დრენირება; ბ.ჰ23) ქირურგიული ოპერაციები ლაპარასკოპით; ბ.ჰ24) პორტული ჰიპერტენზიის დროს პორტოკავალური მაშუნტირებელი ოპერაციები, სპლენო-რენალური, პორტო-კავალური, რექს-ოპერაციები (მეზენტერო-მარცხენა პორტალური შუნტი); ბ.ჰ25) ანტირეფლექსური ლაპარასკოპიული ოპერაცია – ნისანის ფუნდოპლიკაცია; ბ.ჰ26) მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი 3 წლამდე ასაკში – სახსრის პუნქცია, იმობილიზაცია; ბ.ჰ27) მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი მოზრდილი ასაკის ბავშვებში – ძვლის პერფორაცია, დრენირება, იმობილიზაცია; ბ.ჰ28) თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი (თორაკოაბდომილალურო ოპერაცია ბადის გამოყენებით); ბ.ჰ29) თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი (თორაკოაბდომინალურო ოპერაცია დიაფრაგმის დეფექტის პლასტიკით); ბ.ჰ30) თანდაყოლილი ანორექტალური მალფორმაციები, სწორი ნაწლავის მაღალი ატრეზიები (ფისტულოვანი რექტო ვაგინალური, რექტო ვეზიკულარული ან იზოლირებული ფორმები) – უკანა საგიტალური ანო–რექტო პროქტოპლასტიკა (პენას ოპერაცია) განმტვირთავი პროქსიმალური სტომით; ბ.ჰ31) თანდაყოლილი დუოდენალური ატრეზია, სტენოზი გამოწვეული (ანულარული პანკრეასი, აბერენტული სისხლძარღვით) – ოპერაცია დუოდენო–დუოდენო ან დუოდენო–იეიუნო ანასტომოზი; ბ.ჰ32) ნაწლავის თანდაყოლილი გაუვალობა ფიზიოლოგიური ბრუნვების დარღვევით, ლედის სინდრომი – ლაპარატომია, ლედისოპერაცია (შუა ნაწლავის შემოგრეხვის გასწორება, შეხორცებების ლიკვიდაცია); ბ.ჰ33) თანდაყოლილი ნეკროზული ენტეროკოტი ნაწლავის პერფორაციებით – ლაპარატომია, ერთეული ან მრავლობითი პერფორაციების გაკერვა; ბ.ჰ34) წყლულოვანი კოლიტიან ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი – მსხვილი ნაწლავის სრული რეზექცია–ილეორექტალური ფაუჩ ანასტომოზით; ბ.ჰ35) ქრონიკული ოსტეომიელიტი მოზრდილი ასაკის ბავშვებში – ოპერაცია ძვლის სეკვესტრის ამოღება, იმობილიზაცია; ბ.ჰ36) თანდაყოლილი ანორექტალური მალფორმაციები, სწორი ნაწლავის დაბალი ატრეზია-პერიანალური პლასტიკა; ბ.ჰ37) გულმკერდის თანდაყოლილი დეფორმაცია Pectus excavatum ოპერაცია (ღია და მინიმალური ინვაზიური წესით) სტერნალური-რეკონსტრუქციული ოპერაცია; ბ.ჰ38) საზარდულის თიაქარკვეთა, სათესლე ბაგირაკის წყალმანკის ოპერაცია; ბ.ჰ39) კრიპტორქიზმის ოპერაცია: ორქიდოპექსია; ბ.ჰ40) სათესლე ჯირკვლის და სკროტუმის წყალმანკის ექსტირპაცია; ბ.ჰ41) ნეფრექტომია – მწვავე ტრამვების დროს (როდესაც უროლოგის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტის მოძიება ხანგრძლივდება, რაც საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ჯანმრთელობას); ბ.ჰ42) ეპიცისტოტომია – მწვავე ტრამვების დროს (როდესაც უროლოგის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტის მოძიება ხანგრძლივდება, რაც საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ჯანმრთელობას); ბ.ჰ43) ვარიკოცელე - სათესლე ვენების პროქსიმალურად ლოგირება, სკლეროზირება; ბ.ჰ44) სათესლე ჯირკვლის ჰიდატიტის ამოკვეთა, ურგენტულ შემთხვევებში ბ.ჰ45) სათესლე ჯირკვლის ამოღება – შემოგრეხვის ფონზე ნეკროზის დროს; ბ.ჰ46) ცირკუმციზიო, ლაგამის ჩაკვეთა, ასოს თავსა და ჩუჩის ფურცელს შორის შეხორცებების გათიშვა; ბ.ჰ47) ურახუსის ფისტულის (არა შარდოვანი) ამოკვეთა; ბ.ჰ48) ნაღვლის სადინრის თანდაყოლილი კისტები და პანკრეატობილიარული მალფორმაციები, ფორმები (A,B, C,D, E, F) – ლაპარატომია რეკონსტრუქციული ოპერაცია დამოკიდებული ფორმებიდან; ბ.ჰ49) საყლაპავის მძიმე ქიმიური დამწვრობა, დეკომპენსირებული სტენოზი – რეკონსტრუქციული ოპერაცია, მსხვილი ნაწლავის ინტერპოზიცია.
|
მეანობა-გინეკოლოგია
1. სპეციალობის დასახელება: „მეანობა-გინეკოლოგია“. 2. სპეციალობის შინაარსი: ექიმი-მეან-გინეკოლოგი არის ექიმი სპეციალისტი, რომელიც სწავლობს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს დაბადებიდან სიკვდილამდე და სრულყოფილად ფლობს პათოლოგიურ პროცესთა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს. ექიმი-მეან-გინეკოლოგი ახორციელებს ქალის სასქესო/რეპროდუქციული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტის, ორსულის და მშობიარის კვლევას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, რეაბილიტაციას და ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 3.ზოგადი ცოდნა: მეან-გინეკოლოგმა უნდა იცოდეს: ა) მედიცინის ფუნდამენტალური მიმართულებები; ბ) ბიოეთიკური საკითხების საფუძვლები; გ) რეპოდუქციული ჯანმრთელობის საფუძვლები; დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები; ე) დემოგრაფიული ინდიკატორები და მათი ანალიზი; ვ) პიროვნებაზე და ოჯახზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარება; ზ) ოჯახის დაგეგმვა და ორსულთა ჯანმრთელობის სოციალური ასპექტები; თ) მულტიდისციპლინარული მიდგომის პრინციპები; ი) ანტენატალური მეთვალყურეობა; კ) ანტენატალური და პერინატალური სიკვდილობის მიზეზები; ლ) ბაზისური ულტრაბგერითი კვლევა მეანობა-გინეკოლოგიაში; მ) ექსტრაგენიტალური დაავადებები ორსულობისას; ნ) ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მეანობა; ო) ოპერაციული მეანობა; პ) მშობიარობისშემდგომი მეთვალყურეობა და ლოგინობის ხანა; ჟ) ახალშობილთა ავადობა და სიკვდილობა; რ) კონსერვატიული და ქირურგიული გინეკოლოგია; ს) პოსტოპერაციული მეთვალყურეობა; ტ) უნაყოფობა და რეპროდუქციული ტექნოლოგიები; უ) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა; ფ) მენჯის ფსკერის პრობლემები; ქ) ძუძუს დაავადებები; ღ) ონკოგინეკოლოგიის საფუძვლები; ყ) მედიკო-გენეტიკური ასპექტები; შ) ფარმაკოთერაპიისა და ფარმაკოკინეტიკის საფუძვლები. 4. დაავადებები და მდგომარეობები:
5. სავალდებულო პრაქტიკული უნარ-ჩვევები:
ა) ექიმ მეან-გინეკოლოგს შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების შედეგების ინტერპრეტაცია: ა.ა) კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები: კლინიკური, ბიოქიმიური, მორფოლოგიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულური (მათ შორის გენეტიკური); ა.ბ) ულტრასონოგრაფიული გამოკვლევები; ა.გ) ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დოპლეროგრაფიული შეფასება; ა.დ) ამნიოცენტეზი; ა.ე) ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილი (გარეგანი ელექტრო კარდიოგრამა, ელექტრო ენცეფალოგრამა, პირდაპირი ელექტრო კარდიოგრაფია); ა.ვ) ჰისტეროსალპინგოგრაფია; ა.ზ) ჰისტეროსკოპია; ა.თ) კოლპოსკოპია; ა.ი) დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია; ა.კ) ფერტილოსკოპია; ა.ლ) მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (CV); ა.მ) მაგნიტურ-ბირთვული გამოკვლევა; ა.ნ) რენტგენოლოგიური გამოკვლევა; ა.ო) ცისტოსკოპია. ბ) ექიმ-მეან-გინეკოლოგს შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება: ბ.ა) ამნიოცენტეზი; ბ.ბ) ნაყოფის ფილტვის სიმწიფის შეფასება; ბ.გ) ცერვიკალური სერკლიაჟი; ბ.დ) ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური პუნქცია; ბ.ე ) ქორიონის ბიოფსია; ბ.ვ)კორდოცენტეზი; ბ.ზ) საშვილოსნოსშიდა ამნიოინფუზია; ბ.თ) ბიოფიზიკური პროფილი; ბ.ი) გარეგანი ელექტროკარდიოგრამა, ელექტროენცეფალოგრამა, პირდაპირი ელექტროკარდიოგრაფია; ბ.კ) ნონ-სტრეს-ტესტი; ბ.ლ) კონტრაქციული სტრეს-ტესტი; ბ.მ) ვიბროაკუსტიკური სტიმულაცია; ბ.ნ) მუცლადყოფნის დროს ჰემოტრანსფუზია ნაყოფში ან ჭიპლარის სისხლძარღვებში; ბ.ო) მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა აბდომინალური და ენდოვაგინალური მეთოდით (თავის პაციენტზე): ბ.პ) ამნიოდრენირება პათოლოგიური ნაყოფის რედუქცია მრავალნაყოფიანი (ბიქორიალური და მონოქორიალური) ორსულობის დროს; ბ.ჟ) ამნიოტომია ბ.რ) ანესთეზია/ანალგეზიის წარმოება (მშობიარობისას და ამბულატორიულ რეჟიმში); ბ.ს) ანალგეზიური/სედაციური საშუალებების პარენტერალური შეყვანა; ბ.ტ) ნარკოტიკების ანტაგონისტების შეყვანა (ქალთა კონტინგენტი); ბ.უ) საკეისრო კვეთა (კლასიკური, ქვედა სეგმენტში); ბ.ფ) ჰისტერექტომია საკეისრო კვეთის დროს; ბ.ქ) კიურეტაჟი პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების დროს; ბ.ღ) საშვილოსნოს ყელის დილატაცია და საშვილოსნოს შიგთავსის კიურეტაჟი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში; ბ.ყ) ეპიზიოტომია და ეპიზიორაფია (მე-3 და მე-4 ხარისხის ჩახევის ჩათვლით); ბ.შ) პერინეოტომია და პერინეორაფია; ბ.ჩ) ნაყოფის ინტრანატალური შეფასება, ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი (შინაგანი/გარეგანი), ნაყოფის სკალპის Ph-მეტრია, ნაყოფის სკალპის სტიმულაციის ტესტი, ვიბროაკუსტიკური სტიმულაციის ტესტი; ბ.ც) მომშობიარება მაშების და ვაკუუმექსტრაქტორის გამოყენებით; ბ.ძ) ჰიპოგასტრიული არტერიის შიდა ტოტის ლიგირება (internal iliac artery ligtion); ბ.წ) სამშობიარო მოქმედების აღძვრა პროსტაგლანდინით ან ოქსიტოცინით; ბ.ჭ) საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა, პლაცენტის ხელით მოცილება და გამოტანა; ბ.ხ) ახალშობილის რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში; ბ.ჯ) ვაკუუმასპირაცია პირველ ტრიმესტრში; ბ.ჰ) ჰიპოტონიური სისხლისდენის მართვა კონსერვატიული მეთოდებით, მ.შ., სასშვილოსნოს სისხლძარღვების ლიგირება, ბ ლინჩის ოპერაცია, საშვილოსნოს ბალონური ტამპონადა; ბ.ჰ1) საშოსმხრივი მშობიარობა მენჯით წინმდებარეობის დროს; ბ.ჰ2) ხელდახმარებით, ნაყოფის მენჯით ექსტრაქცია; ბ.ჰ3) ვაგინალური მშობიარობა, სპონტანური; ბ.ჰ4) ვაგინალური მშობიარობა ტყუპი (2 და მეტი) ნაყოფით; ბ.ჰ5) მშობიარობისშემდგომი პერიოდი/ლოგინობის ხანის მართვა: ბ.ჰ5ა) ჰემატომის ევაკუაცია ინტრააბდომინალური, ვულვარული, ვაგინალური; ბ.ჰ5ბ) სამშობიარო გზების – საშვილოსნოს ყელის, შორისის, საშოს ჩახევების აღდგენა; ბ.ჰ5გ) ჭრილობის მოვლა, ნეკროზული უბნების მოცილება, აბსცესის ან ჰემატომის გაკვეთა და დრენირება,გახსნილი ჭრილობის აღდგენა, ფასციური ან კანის ყლორტის დადება, ნაკერების აღდგენა, მეორადი ნაკერი. ბ.ჰ6) აბდომინალური და ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია; ბ.ჰ7) ენდომეტრიუმის აბლაცია ან რეზექცია, აბლაციური პროცედურები (საშვილოსნოს ყელი, ენდომეტრიუმი, საშო, ვულვა); ბ.ჰ8) ლაპაროტომია, ლაპაროსკოპია, ჰისტერესკოპია; ბ.ჰ9) ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიუმის, კანის, საშოს, ვულვის,სარძევე ჯირკვლის კისტის პუნქცია; ბ.ჰ10) კოლპორაფია (წინა, უკანა), კოლპოსკოპია მიზნობრივი ბიოფსიით (საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის), კოლპოსუსპენზია (ლაპაროსკოპიული, რეტროპუბიკული, ვაგინალური, პარავაგინალური); ბ.ჰ11) კონიზაცია (ცივი დანით, ლაზერით), ექსციზია ელექტრული მარყუჟით; ბ.ჰ12) ცისტოურეთროსკოპია; ბ.ჰ13) ზონდირება, დილატაცია და კიურეტაჟი; ბ.ჰ14) ენტეროცელეს აღდგენა (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული, ვაგინალური); ბ.ჰ15) კისტექტომია (ბართოლინის ჯირკვლის, საკვერცხის, ფალოპის მილის, საშოს, ვულვის), ბართოლინის ჯირკვლის კისტის მარსუპიალიზაცია; ბ.ჰ16) ბართოლინის ჯირკვლის ექსციზია, ფისტულის აღდგენა (რექტოვაგინალური, ვეზიკოვაგინალური); ბ.ჰ17) ჰიმენორაფია, ჰიმენოტომია; ბ.ჰ18) ჰისტერექტომია (აბდომინალური, ვაგინალური, ლაპაროსკოპიული სუპრაცერვიკალური), ტუბალური რეანასტომოზი, პოლიპექტომია; ბ.ჰ19) საშოს პლასტიკური ოპერაციები; ბ.ჰ20)ჰისტეროსკოპია(დიაგნოსტიკური, ოპერაციული); ბ.ჰ2 1 )მიომექტომია(აბდომინალური,ჰისტეროსკოპიული, საშოსმხრივი, ლაპაროსკოპიული); ბ.ჰ22) აბსცესის ან ჰემატომის დრენირება; ბ.ჰ23) დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია; ბ.ჰ24) შეხორცებების ლიზისი (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული); ბ.ჰ25)ომენექტომია, ინფრაკოლიკური ოოფორექტომია(აბდომინალური, ლაპაროსკოპიული). საკვერცხის ან პარაოვარიალური კისტექტომია - აბდომინალური, ლაპაროსკოპიული; ბ.ჰ26) საკვერცხის ბიოფსია (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული), საკვერცხის ბიოფსია ლაპაროსკოპიული, საკვერცხის ტრანსპოზიცია; ბ.ჰ27) ორსულობის შეწყვეტა – მოთხოვნით (ორსულობის 12 კვირამდე), სამედიცინო ჩვენებით(კანონმდებლობის თანახმად), სოციალური ჩვენებით (კანონმდებლობის თანახმად) მეთოდებით: მედიკამენტოზური, ვაკუუმ-ასპირაცია, დილატაცია, კიურეტაჟი; ბ.ჰ28) ბუშტნამქერის ვაკუუმ-ასპირაცია; ბ.ჰ29) იმპლანტების ჩადგმა, ამოღება, მართვა; ბ.ჰ30) საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიული საშუალების ჩადგმა, ამოღება; ბ.ჰ31) სალპინგექტომია (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული), სალპინგო-ოოფორექტომია (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული), სალპინგოტომია (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული); ბ.ჰ32) კანის განაკვეთები, მუცლის, ჩერნის, მეილარდის, შუა ხაზის, პარამედიანური, ფანენშტილის; ბ.ჰ33) სტერილიზაცია-აბდომინალური, ლაპაროსკოპიული; ბ.ჰ34) ულტრასონოგრაფია – აბდომინალური და ენდოვაგინალური, ჰისტეროსონოგრაფია, ურეთროპექსია (ლაპარასკოპიული, ნემსის დახმარებით, რეტროპუბიკური, ვაგინალური), უროდინამიკური შესწავლა (მრავალარხიანი); ბ.ჰ35) ვულვექტომია; ბ.ჰ36) თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიები: ბ.ჰ36ა) ფოლიკულომეტრია, ფოლიკულების ტრანსვაგინალური პუნქცია; ბ.ჰ36ბ) განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადატანა საშვილოსნოს ღრუში; ბ.ჰ36გ) საკვერცხეების სტიმულაციების სქემები, ჰიპერსტიმულაციების მართვა და მკურნალობა. ბ.ჰ37) საშვილოსნოსშიგა ინსემინაციების ჩატარება; ბ.ჰ38) ფერტილოსკოპია; ბ.ჰ39) საშოს უკანა თაღის პუნქცია; ბ.ჰ40) სასიცოცხლო ჩვენებით ჰემოტრანსფუზიის წარმოება; ბ.ჰ 4 1 )საშარდე გზების დარღვევების შეფასება და კონსერვატული მკურნალობა(ფიზიკური თერაპია, ფარმაკოლოგიური მკურნალობა, პესარიების გამოყენება, სხვა მკურნალობა); ბ.ჰ42) შარდის შეუკავებლობის მკურნალობია (კონსერვატიული და ოპერაციული) -სლინგი, ბერჩის ოპერაცია; ბ.ჰ43) ვაგინალური პროლაპსების მკურნალობა (უტერო საკრალური, საკროსპინალულური ფიქსაცია, კოლპოპექსია, საცროსპინალური საცროკოლპოპეხია, ს ხვა ვაგინალური პროცედურები). 6. სპეციალიზაცია: „გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია“.
|