ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1. ტექნიკური რეგლამენტი – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესი (შემდგომ – „ტექნიკური რეგლამენტი“) ადგენს ეტიკეტირების და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს ელექტროენერგიაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და ელექტრონერგიაზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის, რაც ასევე მოიცავს დამატებით ელემენტების მეშვეობით მომუშავე და ჩაშენებულ საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანებს და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებულ სარეცხ-საშრობ მანქანებს.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) ელემენტების მეშვეობით მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანებსა და ელემენტების მეშვეობით მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანებზე, რომლებიც შეიძლება ქსელს დაუკავშირდეს ცალკე შეძენილი AC/DC გადამყვანით;
ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანებზე, რომელთა გათვლილი ტევადობა 2 კილოგრამზე ნაკლებია და საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანებზე, რომელთა გათვლილი ტევადობა 2 კილოგრამი ან ნაკლებია.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ქსელი" ან „ელექტროქსელი" – ელექტროენერგიის მიწოდება 230 (± 10 %) ვოლტი ქსელიდან ცვლადი დენით 50 ჰც სიხშირეზე;
ბ) „ავტომატური სარეცხი მანქანა“ – სარეცხი მანქანა, რომელიც სრულად ამუშავებს სარეცხს და პროგრამის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე არ საჭიროებს მომხმარებლის ჩარევას;
გ) „საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა“ – ავტომატური სარეცხი მანქანა, რომელიც საყოფაცხოვრებო სარეცხს ასუფთავებს და რეცხავს წყლით, ქიმიური, მექანიკური და თერმული საშუალებებით, რომელსაც ასევე გააჩნია გაწურვის ფუნქცია და რომელიც მწარმოებლის მიერ დეკლარირებულია შესაბამისობის დეკლარაციით;
დ) „საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა, რომელსაც ავტომატური სარეცხი მანქანის ფუნქციებთან ერთად ასევე აქვს ქსოვილის გაშრობის შესაძლებლობა სიმხურვალით და ბრუნვის მეშვეობით, რომელიც მწარმოებლის მიერ დეკლარირებულია შესაბამისობის დეკლარაციით;
ე) „ჩაშენებული საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა, რომელიც დაპროექტებულია, შემოწმებულია და ბაზარზე განთავსებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ
ე.ა) დამონტაჟდეს კარადაში ან მოექცეს პანელებში (ზემოთ ან/და ქვემოთ და გვერდებზე);
ე.ბ) საიმედოდ დამაგრდეს კარადის ან პანელების გვერდებზე, ზედა ან ქვედა მხარეს; და
ე.გ) აღიჭურვოს ქარხნულად დასრულებული განუყოფელი ზედაპირით ან მორგებული წინა პანელით;
ვ) „ჩაშენებული საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობი მანქანა, რომელიც დაპროექტებულია, შემოწმებულია და ბაზარზე განთავსებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ
ვ.ა) დამონტაჟდეს კარადაში ან მოექცეს პანელებში (ზემოთ ან/და ქვემოთ და გვერდებზე);
ვ.ბ) საიმედოდ დამაგრდეს კარადის ან პანელების გვერდებზე, ზედა ან ქვედა მხარეს; და
ვ.გ) აღიჭურვოს ქარხნულად დასრულებული განუყოფელი ზედაპირით ან მორგებული წინა პანელით;
ზ) „რამდენიმე დოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა“ –საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა, რომელსაც აქვს ერთზე მეტი დოლურა ცალ-ცალკე ან ერთსა და იმავე დანაყოფში;
თ) „რამდენიმე დოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობი მანქანა, რომელსაც აქვს ერთზე მეტი დოლურა ცალ-ცალკე ან ერთსა და იმავე დანაყოფში;
ი) „გასაყიდი ადგილი“ – ადგილი, სადაც საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანები ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანები არის განთავსებული ან შეთავაზებული გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით შესაძენად.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართების მიზნებისთვის ასევე გამოიყენება ტერმინთა შემდეგი განმარტებები:
ა) „ენერგოეფექტურობის ინდექსი“ (EEI) – შეწონილი ენერგომოხმარების თანაფარდობა სტანდარტული ციკლის ენერგომოხმარებასთან;
ბ) „პროგრამა“ – წინასწარგანსაზღვრული მოქმედებების სერია, რომელიც მიმწოდებლის მიერ მიჩნეულია შესაფერისად კონკრეტული ქსოვილის გასარეცხად, გასაშრობად ან უწყვეტად გასარეცხად და გასაშრობად;
გ) „რეცხვის ციკლი“ – სხვადასხვა მოქმედების სერიის, მათ შორის რეცხვის, გავლებისა და გაწურვის სრული პროცესი, რომელიც განსაზღვრულია შერჩეული პროგრამისთვის;
დ) „გაშრობის ციკლი“ – გაშრობის სრული პროცესი, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით და მოიცავს სხვადასხვა მოქმედების სერიას, მათ შორის სიმხურვალესა და ბრუნვას;
ე) „სრული ციკლი“ – რეცხვის და გაშრობის პროცესი, რომელიც მოიცავს რეცხვისა და გაშრობის ციკლს;
ვ) „უწყვეტი ციკლი“ – სრული ციკლი პროცესის შეჩერების გარეშე, რომელიც პროგრამის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე არ საჭიროებს მომხმარებლის ჩარევას;
ზ) „სწრაფი რეაგირების“ (QR) კოდი – შტრიხკოდი, რომელიც დატანილია პროდუქტის მოდელის ენერგოეტიკეტზე და უკავშირდება ამ მოდელის ინფორმაციას პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში;
თ) „გათვლილი ტევადობა“ – მაქსიმალური მასა კილოგრამებში, რომელსაც ადგენს მიმწოდებელი კონკრეტული ტიპის მშრალი ქსოვილის 0.5 კგ ინტერვალში, რომლის დამუშავება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის რეცხვის ერთი ციკლის განმავლობაში ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ერთი სრული ციკლის განმავლობაში, შერჩეული პროგრამის მეშვეობით, როდესაც ქსოვილის მოთავსება ხდება მიმწოდებლის ინსტრუქციის მიხედვით;
ი) „გათვლილი რეცხვის ტევადობა“ – მაქსიმალური მასა კილოგრამებში, რომელსაც ადგენს მიმწოდებელი კონკრეტული ტიპის მშრალი ქსოვილის 0.5 კგ ინტერვალში, რომლის დამუშავება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის რეცხვის ერთი ციკლის განმავლობაში ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ერთი ციკლის განმავლობაში, შერჩეული პროგრამის მეშვეობით, როდესაც ქსოვილის მოთავსება ხდება მიმწოდებლის ინსტრუქციის მიხედვით;
კ) „გათვლილი გაშრობის ტევადობა“ – მაქსიმალური მასა კილოგრამებში, რომელსაც ადგენს მიმწოდებელი კონკრეტული ტიპის მშრალი ქსოვილის 0.5 კგ ინტერვალში, რომლის დამუშავება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გაშრობის ერთი ციკლის განმავლობაში, შერჩეული პროგრამის მეშვეობით, როდესაც ქსოვილის მოთავსება ხდება მიმწოდებლის ინსტრუქციის მიხედვით;
ლ) „ეკო 40-60“ – პროგრამის დასახელება, რომელსაც მიმწოდებლის თანახმად, შეუძლია გაასუფთაოს ჩვეულებრივ დაბინძურებული ბამბის სარეცხი 40 °C ან 60 °C-ზე, ერთი და იმავე რეცხვის ციკლში, რასაც უკავშირდება ენერგოეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი;
მ) „გავლების ეფექტურობა“ – ხაზოვანი ალკილბენზოლის სულფონატის (LAS) ნარჩენი შემცველობის კონცენტრაცია დამუშავებულ ქსოვილებში საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის (IR) რეცხვის ციკლის შემდეგ ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის შემდეგ (JR), გამოხატული გრამებით თითო კილოგრამ მშრალ ქსოვილზე;
ნ) „შეწონილი ენერგომოხმარება (Ew)“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის შეწონილი საშუალო ენერგომოხმარება ეკო 40-60 პროგრამის მიმდინარეობისას, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის და გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის ან მეოთხედისთვის, გამოხატული კილოვატ საათში თითოეულ ციკლზე;
ო) „შეწონილი ენერგომოხმარება (EWD)“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის შეწონილი საშუალო ენერგომოხმარება რეცხვის და გაშრობის ციკლის მიმდინარეობისას, გათვლილ ტევადობისთვის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის, კილოვატ საათში თითოეულ ციკლზე;
პ) „სტანდარტული ციკლის ენერგო მოხმარება“ (SCE) – ენერგო მოხმარება, რომელიც მიჩნეულია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გათვლილი ტევადობის ფუნქციად, გამოხატული კილოვატსაათში თითოეულ ციკლზე;
ჟ) „შეწონილი წყლის მოხმარება (WW)” – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის საშუალო შეწონილი წყლის მოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის და მეოთხედისთვის, გამოხატული ლიტრში თითოეული ციკლისთვის;
რ) „შეწონილი წყლის მოხმარება (WWD)” – საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის საშუალო შეწონილი წყლის მოხმარება რეცხვის და გაშრობის ციკლის დროს, გათვლილი ტევადობის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის, გამოხატული ლიტრში თითოეული ციკლისთვის;
ს) „ნარჩენი ტენიანობის შემცველობა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლისთვის რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ ტვირთში ტენიანობის ოდენობა;
ტ) „საბოლოო ტენიანობის შემცველობა“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების გაშრობის ციკლის დასრულების შემდეგ ტვირთში ტენიანობის ოდენობა;
უ) „კარადის სიმშრალე“ – გაშრობის ციკლის დროს გამშრალი ქსოვილის სტატუსი საბოლოო ტენიანობის შემცველობის 0 %-მდე;
ფ) „პროგრამის ხანგრძლივობა“ (tw) – დროის ხანგრძლივობა, რომელიც იწყება არჩეული პროგრამის დაწყებიდან, მომხმარებლის მიერ დაპროგრამებული შეფერხების გამოკლებით, სანამ არ არის მითითებული პროგრამის დასრულება და მომხმარებელს აქვს წვდომა ტვირთზე;
ქ) „ციკლის ხანგრძლივობა“ (twd) – საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლისთვის დროის ხანგრძლივობა, რომელიც იწყება რეცხვის ციკლის არჩეული პროგრამის დაწყებიდან, მომხმარებლის მიერ დაპროგრამებული შეფერხების გამოკლებით, სანამ არ არის მითითებული გაშრობის ციკლის დასრულება და მომხმარებელს აქვს წვდომა ტვირთზე;
ღ) „გამორთული რეჟიმი“ – მდგომარეობა, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა დაკავშირებულია ქსელთან და არ ახორციელებს რამე ფუნქციას; გამორთულ რეჟიმად უნდა ჩაითვალოს ასევე შემდეგი:
ღ.ა) მდგომარეობა, როდესაც მოცემულია მხოლოდ მითითება გამორთულ რეჟიმზე;
ღ.ბ) მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველმყოფ ფუნქციონალებს;
ყ) „ლოდინის რეჟიმი“ – მდგომარეობა, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა დაკავშირებულია ქსელთან და უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ ფუნქციებს, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს განუსაზღვრელი დროით:
ყ.ა) რეაქტივაციის ფუნქცია, ან რეაქტივაციის ფუნქცია და მხოლოდ მითითება ჩართული რეაქტივაციის ფუნქციაზე; ან/და
ყ.ბ) რეაქტივაციის ფუნქცია ქსელთან კავშირის მეშვეობით; ან/და
ყ.გ) ინფორმაციის ან სტატუსის ჩვენება, ან/და
ყ.დ) გადაუდებელი ზომების გამოვლენის ფუნქცია;
შ) „ქსელი“ – საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ბმულების ტოპოლოგიით და არქიტექტურით, რომელიც მოიცავს ფიზიკურ კომპონენტებს, ორგანიზაციულ პრინციპებს, კომუნიკაციის პროცედურებსა და ფორმატებს (პროტოკოლებს);
ჩ) „ნაკეცებისგან დამცავი ფუნქცია“ – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ოპერირება პროგრამის დასრულების შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული სარეცხში ზედმეტი ნაკეცების წარმოქმნა;
ც) „დაგვიანებით დაწყება“ – მდგომარეობა, როდესაც მომხმარებელმა აირჩია შესაბამისი პროგრამის ციკლის დაწყების ან დასრულების დაყოვნება;
ძ) „გარანტია“ – ნებისმიერი ვალდებულება საცალო მოვაჭრის ან მომწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის:
ძ.ა) გადახდილი ფასის ანაზღაურების შესახებ; ან
ძ.ბ) შეცვალოს, შეაკეთოს ან დაამუშაოს საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა ნებისმიერი ფორმით, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ გარანტიის განცხადებაში ან შესაბამის რეკლამაში მითითებულ მახასიათებლებს;
წ) „საჩვენებელი მოწყობილობა“ – ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის სენსორული ეკრანი ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება მომხმარებლებისთვის ინტერნეტის კონტენტის საჩვენებლად;
ჭ) „ჩასმული ეკრანი“ – ვიზუალური ინტერფეისი, სადაც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა გამოსახულების ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;
ხ) „სენსორული ეკრანი“ – ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;
ჯ) „ალტერნატიული ტექსტი“ – ტექსტი, რომელიც წარმოადგენს გრაფიკის ალტერნატივას და იძლევა შესაძლებლობას ინფორმაცია მოწოდებულ იქნეს არაგრაფიკული ფორმით, როდესაც გრაფიკის გახსნა საჩვენებელ მოწყობილობაზე შეუძლებელია ან არის ხელმისაწვდომობისთვის დამხმარე საშუალება, მაგალითად, როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები;
ჰ) „დეკლარირებული მნიშვნელობები“ – შესაბამისობის შემოწმების მიზნით „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მითითებული, განსაზღვრული, გამოთვლილი ან გაზომილი ტექნიკური პარამეტრები, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და V დანართს.
მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) თითოეულ საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანას და საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანას მისი მიწოდებისას, თან ახლავს ბეჭდური ეტიკეტი II დანართში მოცემულ ფორმატში, ხოლო რამდენიმედოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანას და რამდენიმედოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობს მანქანას - IX დანართის შესაბამისად;
ბ) IV დანართში მოცემული პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია უსასყიდლოდ, ელექტრონულ ფორმატში;
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების დილერის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია ბეჭდურ ფორმატში, უსასყიდლოდ;
დ) V დანართში მოცემული ტექნიკური დოკუმენტაციის შინაარსი ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის;
ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა მოიცავს ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI და VII დანართების შესაბამისად;
ვ) ნებისმიერი, მათ შორის ინტერნეტში განთავსებული ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც ეხება საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტულ მოდელს და აღწერს მის ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად;
ზ) II დანართით გათვალისწინებული ფორმატის და ინფორმაციის შემცველი ელექტრონული ეტიკეტი ხელმისაწვდომია დილერებისთვის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის თითოეული მოდელისთვის,რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში; იმ მოდელებისთვის, რომლებიც განთავსებულია მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ბაზარზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირის პროდუქტების მონაცემთა ბაზაში, ეტიკეტი წარმოიქმნება ევროკავშირის ლოგოს გარეშე, ხოლო QR კოდი უნდა იყოს მიბმული ვებსაიტზე მოდელის ინფორმაციით, რომელიც ინახება მწარმოებლის მიერ;
თ) IV დანართით გათვალისწინებული პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი ხელმისაწვდომია დილერებისთვის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის თითოეული მოდელისთვის.
ენერგოეფექტურობის კლასი და აკუსტიკური ხმაურის ემისიების კლასი განსაზღვრულია I დანართში და გამოითვლება III დანართის შესაბამისად.
მუხლი 4. დილერის ვალდებულებები
დილერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ
ა) გასაყიდ პუნქტში, მათ შორის სავაჭრო ბაზრობებზე, თითოეულ საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანას ან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანას აქვს მიმწოდებლის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ეტიკეტი, რომელიც ჩაშენებულ ტექნიკაზე დატანილია იმგვარად, რომ იყოს მკაფიოდ ხილვადი, ხოლო ყველა სხვა ტექნიკაზე იმგვარად, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის წინა ან ზედა ნაწილზე იყოს მკაფიოდ ხილვადი;
ბ) დისტანციურად და ინტერნეტით გაყიდვის შემთხვევაში, ეტიკეტი და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი წარმოდგენილია VI და VII დანართების შესაბამისად;
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი ვიზუალური რეკლამა მოიცავს ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად;
დ) ნებისმიერი, მათ შორის ინტერნეტში განთავსებული ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც ეხება საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტულ მოდელს და აღწერს მის ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს და ეტიკეტზე მითითებულ ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონს VI დანართის შესაბამისად.
მუხლი 5. ინტერნეტჰოსტინგის პლატფორმების ვალდებულებები
როდესაც ჰოსტინგის მომსახურების მიმწოდებელი უშვებს ვებგვერდის მეშვეობით საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების პირდაპირ გაყიდვას, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერის მიერ მოწოდებული ელექტრონული ეტიკეტის და პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ფურცლის ჩვენება საჩვენებელი მოწყობილობით, IV დანართის შესაბამისად და დილერს მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჩვენების ვალდებულების შესახებ.
მუხლი 6. გაზომვის მეთოდები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სანდო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის და გამოთვლის მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს გაზომვის და გამოთვლის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, როგორც განსაზღვრულია III დანართში.
მუხლი 7. ბაზარზე ზედამხედველობა
1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი შესაბამისობის შემოწმებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართით განსაზღვრულ პროცედურას.
3. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
4. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კონკრეტული მოდელის ონლაინ ვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასები
1. ენერგოეფექტურობის კლასები
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIW) მიხედვით, როგორც გაწერილია 1 ცხრილში.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი გამოითვლება III დანართის შესაბამისად.
ცხრილი 1
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლის ენერგოეფექტურობის კლასები
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIW) |
|---|---|
| A | EEIW ≤ 52 |
| B | 52 < EEIW ≤ 60 |
| C | 60 < EEIW ≤ 69 |
| D | 69 < EEIW ≤ 80 |
| E | 80 < EEIW ≤ 91 |
| F | 91 < EEIW ≤ 102 |
| G | EEIW > 102 |
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIWD) მიხედვით, როგორც გაწერილია მე-2 ცხრილში.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი გამოითვლება III დანართის შესაბამისად.
ცხრილი 2
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის ენერგოეფექტურობის კლასი
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIWD) |
|---|---|
| A | EEIWD ≤ 37 |
| B | 37 < EEIWD ≤ 45 |
| C | 45 < EEIWD ≤ 55 |
| D | 55 < EEIWD ≤ 67 |
| E | 67 < EEIWD ≤ 82 |
| F | 82 < EEIWD ≤ 100 |
| G | EEIWD > 100 |
2. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასები
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი განისაზღვრება ნარჩენი ტენიანობის შემცველობის (D) საფუძველზე, როგორც გაწერილია მე-3 ცხრილში.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (D) გამოითვლება III დანართის შესაბამისად.
ცხრილი 3
გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასები
| გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი | ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (D) (%) |
|---|---|
| A | D < 45 |
| B | 45 ≤ D < 54 |
| C | 54 ≤ D < 63 |
| D | 63 ≤ D < 72 |
| E | 72 ≤ D < 81 |
| F | 81 ≤ D < 90 |
| G | D ≥ 90 |
3. აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასები
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი განისაზღვრება აკუსტიკური ხმაურის ემისიების საფუძველზე, როგორც გაწერილია მე-4 ცხრილში.
ცხრილი 4
აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასები
| ფაზა | აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი | ხმაური (დეციბელი) |
|---|---|---|
| გაწურვა | A | n < 73 |
| B | 73 ≤ n < 77 | |
| C | 77 ≤ n < 81 | |
| D | n ≥ 81 |
დანართი II. ეტიკეტები
1. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტი
1.1. ეტიკეტი

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
I. QR კოდი;
II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;
V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;
VI. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
VII. გათვლილი ტევადობა, კილოგრამში, ეკო 40-60 პროგრამისთვის;
VIII. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
IX. ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სთ:წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;
X. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;
XI. გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
XII. რეგლამენტის ნომერი ‘#’.
2. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინი
ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;
ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;
გ) ფონტი უნდა იყოს Verdana და Calibri;
დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;
ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;
ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):
❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;
❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;
❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt;
❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, 9 pt;
❺ ენერგოეფექტურობის A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
ენერგო ეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით;
A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:
A-კლასი: 100,0,100,0;
B-კლასი: 70,0,100,0;
C-კლასი: 30,0,100,0;
D-კლასი: 0,0,100,0;
E-კლასი: 0,30,100,0;
F-კლასი: 0,70,100,0;
G-კლასი: 0,100,100,0;
❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;
❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;
❽ ენერგიის მოხმარების მნიშვნელობა 100 ციკლზე უნდა იყოს Verdana Bold შრიფტით 28 pt; „კვტ/სთ“ უნდა იყოს Verdana შრიფტით, 18 pt; რიცხვი „100“ ხატულაზე, რომელიც წარმოადგენს 100 ციკლს, უნდა იყოს ვედანა 14 pt. მნიშვნელობა და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;
❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:
პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;
ტექსტები და პიქტოგრამების მარჯვენა და მარცხენა ნაწილები უნდა იყოს Verdana , მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები - Verdana, 12 pt;
გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის პიქტოგრამა: გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების (A-G) დიაპაზონი უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის შესაბამისი კლასის აღმნიშვნელი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების სხვა ასოები Verdana, 10 pt;
აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘dB’ Verdana, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშნველი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt;
❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ეტიკეტი
2.1. ეტიკეტი:

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
I. QR კოდი;
II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);
V. ენერგოეფექტურობის კლასი სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) განსაზღვრული I დანართის შესაბამისად; და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს) განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;
VI. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად, სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს);
VII. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად, რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);
VIII. გათვლილი ტევადობა სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);
IX. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);
X. ციკლის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);
XI. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
XII. ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი და მაჩვენებელი გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
XIII. რეგლამენტის ნომერი ‘#’.
3. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ეტიკეტის დიზაინი

სადაც:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;
ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;
გ) ფონტი უნდა იყოს Verdana და Calibri;
დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;
ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;
ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):
❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;
❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;
❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი,Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt;
❹მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, 9 pt;
❺A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
– ენერგო ეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4 მმ-ის დაშორებით;
– A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:
– A-კლასი: 100,0,100,0;
– B-კლასი: 70,0,100,0;
– C-კლასი: 30,0,100,0;
– D-კლასი: 0,0,100,0;
– E-კლასი: 0,30,100,0;
– F-კლასი: 0,70,100,0;
– G-კლასი: 0,100,100,0;
❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;
❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;
❽ 100 ციკლზე შეწონილი ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt; კვტ.სთ უნდა იყოს Verdana, 10 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს უნდა იყოს Verdana, 6 pt; ტექსტი უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;
❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:
– პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;
– პიქტოგრამების მარჯვნივ და მარცხნივ ტექსტები უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 14 pt, ხოლო ერთეულები - Verdana, 10 pt;
– გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის პიქტოგრამა: გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების (A-G) დიაპაზონი უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის შესაბამისი კლასის აღმნიშვნელი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების სხვა ასოები Verdana, 10 pt;
– *აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt, ერთეული ‘dB’ Verdana, 7 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშნველი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt;
❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.
დანართი III. გაზომვის მეთოდები და გამოთვლები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შესაბამისობის შემოწმების მიზნით, გაზომვები და გამოთვლები უნდა განხორციელდეს სტანდარტების გამოყენებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და შეესაბამება შემდეგ დებულებებს.
როდესაც პარამეტრი დეკლარირებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანებისთვის I დანართის მე-3 ცხრილის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის I დანართის მე-4 ცხრილის შესაბამისად, მისი დეკლარირებული მნიშვნელობა გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ამ დანართში მოცემული გამოთვლებისთვის.
ეკო 40-60 პროგრამა გამოიყენება საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების გაწურვის ფაზის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლის ენერგომოხმარების, ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIW), მაქსიმალური ტემპერატურის, წყლის მოხმარების, ნარჩენი ტენიანობის შემცველობის, პროგრამის ხანგრძლივობის, რეცხვის ეფექტურობის, გავლების ეფექტურობის, გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის და აკუსტიკური ხმაურის ემისიების გაზომვისა და გამოთვლისთვის. ენერგომოხმარება, მაქსიმალური ტემპერატურა, წყლის მოხმარება, ნარჩენი ტენიანობის შემცველობა, პროგრამის ხანგრძლივობა, რეცხვის ეფექტურობა და გავლების ეფექტურობა უნდა გაიზომოს ერთდროულად.
რეცხვის და გაშრობის ციკლი გამოიყენება საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ენერგომოხმარების, ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIWD), რეცხვის ფაზის დროს მაქსიმალური ტემპერატურის, წყლის მოხმარების, საბოლოო ტენიანობის შემცველობის, ციკლის ხანგრძლივობის, რეცხვის ეფექტურობის და გავლების ეფექტურობის გაზომვისა და გამოთვლისთვის. ენერგომოხმარება, მაქსიმალური ტემპერატურა, წყლის მოხმარება, საბოლოო ტენიანობის შემცველობა, ციკლის ხანგრძლივობა, რეცხვის ეფექტურობა და გავლების ეფექტურობა უნდა გაიზომოს ერთდროულად.
ამ დანართის პარამეტრების გაზომვისას ეკო 40-60 პროგრამისთვის, ასევე რეცხვისა და გაშრობის ციკლისთვის, ეკო 40-60 პროგრამის ყველაზე მაღალი ბრუნვის სიჩქარე გამოიყენება გათვლილი ტევადობისთვის, გათვლილი ტევადობის ნახევრის და საჭიროების შემთხვევაში, გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი რეცხვის ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, ეკო 40-60 პროგრამისთვის, ასევე რეცხვის და გაშრობის ციკლისთვის პარამეტრები გაიზომება მხოლოდ გათვლილი ტევადობისთვის.
ეკო 40-60 პროგრამის (tw) ხანგრძლივობა გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის და გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის, ასევე რეცხვის და გაშრობის ციკლის (twd) ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობისთვის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის გამოიხატება საათებსა და წუთებში და მრგვალდება უახლოეს წუთამდე.
აკუსტიკური ხმაურის ემისიები იზომება დეციბელში (A) 1 პიკოვატთან მიმართებით და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.
1. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების გათვლილი ტევადობა
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების გათვლილი ტევადობა არის რეცხვის და გაშრობის ციკლის გათვლილი ტევადობა.
თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა უზრუნველყოფს უწყვეტ ციკლს, რეცხვის და გაშრობის ციკლის გათვლილი ტევადობა გულისხმობს ამ ციკლის გათვლილ ტევადობას.
თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა არ უზრუნველყოფს უწყვეტ ციკლს, რეცხვის და გაშრობის ციკლის გათვლილი ტევადობა იქნება ეკო 40-60 პროგრამის გათვლილი რეცხვის ტევადობის დაბალი მაჩვენებელი და გაშრობის ციკლის გათვლილი გაშრობის ტევადობა, რომელიც აღწევს „კარადის მშრალ სტატუსს.“
2. ენერგოეფექტურობის ინდექსი
2.1. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIw)
ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIw) გამოსათვლელად ეკო 40-60 პროგრამის შეწონილი ენერგომოხმარება გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის უნდა შეედაროს მის სტანდარტულ ენერგომოხმარებას.
(ა) ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIw) გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათედამდე:
EEIW = (EW/SCEW) × 100
სადაც:
Ew არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის შეწონილი ენერგომოხმარება;
SCEW არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის სტანდარტული ციკლის ენერგომოხმარება.
ბ) SCEW გამოითვლება კვტ.სთ-ში თითოეული ციკლისთვის და მრგვალდება მეათასედამდე:
SCEW = -0,0025 × c2 + 0,0846 × c + 0,3920
სადაც c არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის გათვლილი ტევადობა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გათვლილი რეცხვის ტევადობა ეკო 40-60 პროგრამისთვის.
(გ) EW გამოითვლება კვტ.სთ-ში თითოეული ციკლისთვის და მრგვალდება მეათასედამდე:
Ew = A x EW,full + B x EW,½ + C x EW,1/4
სადაც:
EW,full არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგომოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე;
EW,½ არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგომოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე;
EW,1/4 არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგომოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე;
A არის გათვლილი რეცხვის ტევადობის შეწონილი მაჩვენებელი, დამრგვალებული მეათასედამდე;
B არის გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის შეწონილი მაჩვენებელი, დამრგვალებული მეათასედამდე;
C არის გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედის შეწონილი მაჩვენებელი, დამრგვალებული მეათასედამდე;
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი რეცხვის ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, A უდრის 1-ს; B და C უდრის 0-ს.
სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების შეწონილი მაჩვენებელი დამოკიდებულია გათვლილ ტევადობაზე შემდეგი განტოლების მიხედვით:
A = -0,0391 × c + 0,6918
B = -0,0109 × c + 0,3582
C = 1 - (A + B)
სადაც c არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის გათვლილი ტევადობა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გათვლილი რეცხვის ტევადობა.
დ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის შეწონილი ენერგო მოხმარება ყოველ 100 ციკლზე გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე:
EW × 100
2.2. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების სრული ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIwd)
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის მოდელის ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEIwd) გამოსათვლელად, რეცხვის და გაშრობის ციკლის შეწონილი ენერგომოხმარება გათვლილი ტევადობისთვის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის უნდა შეედაროს მის სტანდარტული ციკლის ენერგომოხმარებას.
ა) EEIWD გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება მეათედამდე:
EEIWD = (EWD/SCEWD) × 100
სადაც:
EWD არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის შეწონილი ენერგომოხმარება;
SCEWD არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის სტანდარტული ციკლის ენერგომოხმარება.
(ბ) SCEWD გამოითვლება კვტ.სთ-ში თითოეული ციკლისთვის და მრგვალდება მეათასედამდე შემდეგნაირად:
SCEWD = -0,0502 × d2 + 1,1742 × d - 0,644
სადაც d არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გათვლილი ტევადობა რეცხვის და გაშრობის ციკლისთვის.
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი რეცხვის ტევადობა 3 კგ-ის ტოლია ან ნაკლებია, Ewd არის ენერგო მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე.
სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების Ewd გამოითვლება კვტ.სთ-ში თითოეული ციკლისთვის და მრგვალდება მეათასედამდე:
$$E_{WD}\ = \frac{\lbrack 3\ \times \ E_{WD,full} + 2 \times \ E_{WD,\frac{1}{2}}\rbrack}{5\ \ \ }\ $$
სადაც:
EWD,full არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგომოხმარება გათვლილი ტევადობისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე;
EWD,½ არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგომოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის, დამრგვალებული მეათასედამდე;
დ) კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის შეწონილი ენერგო მოხმარება ყოველი 100 ციკლისთვის გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე:
EWD × 100
3. რეცხვის ეფექტურობის ინდექსი
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი (Iw) და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების სრული ციკლის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი (Jw) გამოითვლება სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და მრგვალდება მეათასედამდე.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება, რეცხვის ციკლის Iw, მითითებული პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში, არის გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის და გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის რეცხვის ეფექტურობის ინდექსს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, რეცხვის ციკლის Iw, მითითებული პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში, არის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში მითითებული Jw არის გათვლილი ტევადობის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის რეცხვის ეფექტურობის ინდექსს შორის უფრო დაბალი მაჩვენებელი.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში მითითებული Jw არის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობისთვის.
4. გავლების ეფექტურობა
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის ციკლის გავლების ეფექტურობა (IR) და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების სრული ციკლის გავლების ეფექტურობა (JR) გამოითვლება სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ან/და სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდით ხაზოვანი ალკილბენზოლის სულფონატის (LAS) მარკერის გამოვლენის საფუძველზე და მრგვალდება მეათედამდე.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება, რეცხვის ციკლის IR, მითითებული პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში, არის გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრის და გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის გავლების ეფექტურობის ინდექსს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, რეცხვის ციკლის IR-ის მაჩვენებელი პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში არ მიეთითება.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ-ს აღემატება, პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში მითითებული JR არის გათვლილი ტევადობის და გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის გავლების ეფექტურობის ინდექსს შორის უფრო მაღალი მაჩვენებელი.
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, JR-ის მაჩვენებელი პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში არ მიეთითება.
5. მაქსიმალური ტემპერატურა
5 წუთში მიღწეული მაქსიმალური ტემპერატურა იმ სარეცხის შიგნით, რომელსაც ამუშავებს საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა რეცხვის ციკლის დროს, განისაზღვრება სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია, ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდით და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.
6. შეწონილი წყლის მოხმარება
(1) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის შეწონილი წყლის მოხმარება (Ww) გამოითვლება ლიტრებში და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე:
WW = (A × WW,full + B × WW,1/2 + C × WW,1/4)
სადაც:
WW,full არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის წყლის მოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე;
WW,½ არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის წყლის მოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის, ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე;
WW,1/4 არის საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის წყლის მოხმარება ეკო 40-60 პროგრამის დროს, გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის, ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე.
A, B და C არის შეწონილი მაჩვენებლები, როგორც აღწერილია ამ დანართის 2.1(გ) პუნქტში.
(2) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების, რომელთა გათვლილი რეცხვის ტევადობა 3 კგ ან ნაკლებია, რეცხვის და გაშრობის ციკლის შეწონილი წყლის მოხმარება არის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.
სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების რეცხვის და გაშრობის ციკლის შეწონილი წყლის მოხმარება (WWD) გამოითვლება შემდეგნაირად და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე:
$$W_{WD}\ = \frac{\lbrack 3\ \times \ W_{WD,full} + 2 \times \ W_{WD,\frac{1}{2}}\rbrack}{5\ \ \ }\ $$
სადაც:
WWD,full არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის, ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე;
WWD,½ არის საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის, ლიტრებში და დამრგვალებული მეათედამდე.
7. ნარჩენი ტენიანობის შემცველობა
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის რეცხვის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის რეცხვის (D) შემდეგ შეწონილი ნარჩენი ტენიანობის შემცველობა გამოითვლება პროცენტებში შემდეგნაირად და მრგვალდება მეათედამდე:
$$D\ = \lbrack A \times D_{full} + B \times D_{\frac{1}{2}} + C \times D_{\frac{1}{4}}\rbrack$$
სადაც:
Dfull არის ნარჩენი ტენიანობის შემცველობა ეკო 40-60 პროგრამისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის, პროცენტში და დამრგვალებული მეასედამდე;
D1/2 არის ნარჩენი ტენიანობის შემცველობა ეკო 40-60 პროგრამისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის, პროცენტში და დამრგვალებული მეასედამდე;
D1/4 არის ნარჩენი ტენიანობის შემცველობა ეკო 40-60 პროგრამისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის, პროცენტში და დამრგვალებული მეასედამდე;
A, B და C არის შეწონილი მაჩვენებლები, როგორც აღწერილია ამ დანართის 2.1(გ) პუნქტში.
8. საბოლოო ტენიანობის შემცველობა
საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის გაშრობის ციკლის კარადის მშრალი სტატუსი შეესაბამება საბოლოო ტენიანობის შემცველობის 0 %-ს, რაც არის ტვირთის თერმოდინამიკური წონასწორობა გარემო პირობების ტემპერატურასთან (შემოწმებული 20 ± 2 °C) და ფარდობით ტენიანობასთან (შემოწმებული 65 ± 5 %).
საბოლოო ტენიანობის შემცველობა გამოითვლება სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია და მრგვალდება მეათედამდე.
9. დაბალი სიმძლავრის რეჟიმი
საჭიროების შემთხვევაში იზომება გამორთული რეჟიმის (Po), ლოდინის რეჟიმის (Psm) და დაგვიანებით დაწყების (Pds) ენერგიის მოხმარება, გამოიხატება ვტ-ში და მრგვალდება მეასედამდე.
დაბალი სიმძლავრის რეჟიმის დროს ენერგიის მოხმარების გაზომვისას მოწმდება და აღირიცხება შემდეგი:
— ინფორმაცია არის თუ არა ნაჩვენები;
— ქსელთან კავშირი არის თუ არა გააქტიურებული.
თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა უზრუნველყოფს ნაკეცებისგან დამცავ ფუნქციას, ეს პროცესი უნდა შეწყდეს საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის კარის გაღებით ან სხვა შესაბამისი ჩარევით ენერგიის მოხმარების გაზომვამდე 15 წუთით ადრე.
10. აკუსტიკური ხმაურის ემისია
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისია გამოითვლება ეკო 40-60 პროგრამისთვის, გათვლილი რეცხვის ტევადობით, სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.
11. ბრუნვის სიჩქარე
საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ბრუნვის სიჩქარე იზომება და გამოითვლება ყველაზე მაღალი ბრუნვის სიჩქარით ეკო 40-60 პროგრამისთვის, სტანდარტებით, რომელთა საცნობარო ნომრები ამ მიზნით გამოქვეყნებულია ან სხვა სანდო, ზუსტი და აღწარმოებადი მეთოდებით, რომლებიც ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.
დანართი IV. პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი
1. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების საინფორმაციო ცხრილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ცხრილი 5-ის შესაბამისად.
ცხრილი 5
პროდუქტის საინფორმაციო ფურცლის შინაარსი, თანმიმდევრობა და ფორმატი
| მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი: | |||||
|---|---|---|---|---|---|
| მიმწოდებლის მისამართი: | |||||
| მოდელის იდენტიფიკატორი: | |||||
| პროდუქტის ზოგადი პარამეტრები: | |||||
| პარამეტრი | მაჩვენებელი | პარამეტრი | მაჩვენებელი | ||
| გათვლილი ტევადობა(ბ) (კგ) | x,x | ზომები სმ-ში | სიმაღლე | x | |
| სიგანე | x | ||||
| სიღრმე | x | ||||
| ენერგოეფექტურობის ინდექსი(ბ) (EEIw) | x,x | ენერგოეფექტურობის კლასი(ბ) | [A/B/C/D/E/F/G] | ||
| რეცხვის ეფექტურობის ინდექსი(ბ) | x,xxx | გავლების ეფექტურობა (გ/კგ)(ბ) | x,x | ||
| ენერგიის მოხმარება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე ეკო 40-60 პროგრამის გამოყენებით, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი ენერგიის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული. | x,xxx | წყლის მოხმარება ლიტრში თითოეულ ციკლზე ეკო 40-60 პროგრამის საფუძველზე, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი წყლის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული, ასევე წყლის სიმტკიცეზე. | x | ||
| მაქსიმალური ტემპერატურა დამუშავებული ქსოვილის შიგნით(ბ) (°C) | გათვლილი ტევადობა | x | შეწონილი ნარჩენი ტენიანობის შემცველობა(ბ) (%) | x,x | |
| ნახევარი | x | ||||
| მეოთხედი | x | ||||
| ბრუნვის სიჩქარე(ბ) (rpm) | გათვლილი ტევადობა | x | გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი(ბ) | [A/B/C/D/E/F/G] | |
| ნახევარი | x | ||||
| მეოთხედი | x | ||||
| პროგრამის ხანგრძლივობა(ბ) (სთ:წთ) | გათვლილი ტევადობა | x:xx | ტიპი | [ჩაშენებული/ თავისუფლად მდგარი] |
|
| ნახევარი | x:xx | ||||
| მეოთხედი | x:xx | ||||
| აკუსტიკური ხმაურის ემისიები გაწურვის ფაზის დროს(ბ) (დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით) | x | აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი(ბ) (გაწურვის ფაზა) | [A/B/C/D] | ||
| გამორთული რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ლოდინის რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ||
| დაგვიანებით დაწყება (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ქსელური ლოდინი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ||
| მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული გარანტიის მინიმალური ხანგრძლივობა: | |||||
| ეს პროდუქტი შექმნილია ვერცხლის იონების გასათავისუფლებლად რეცხვის ციკლის დროს | [დიახ/არა] | ||||
| დამატებითი ინფორმაცია: | |||||
| მიმწოდებლის ვებგვერდის ბმული. | |||||
(ა) <…> (ბ) ეკო 40-60 პროგრამისთვის. (გ) <…> (დ) <…> (ე) <…> |
|||||
2. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების საინფორმაციო ცხრილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მე-6 ცხრილის შესაბამისად.
ცხრილი 6
პროდუქტის საინფორმაციო ფურცლის შინაარსი, თანმიმდევრობა და ფორმატი
| მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი: | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| მიმწოდებლის მისამართი: | |||||||
| მოდელის იდენტიფიკატორი: | |||||||
| პროდუქტის ზოგადი პარამეტრები: | |||||||
| პარამეტრი | მაჩვენებელი | პარამეტრი | მაჩვენებელი | ||||
| გათვლილი ტევადობა (კგ) | გათვლილი ტევადობა(გ) | x,x | ზომები სმ-ში | სიმაღლე | x | ||
| გათვლილი რეცხვის ტევადობა(ბ) | x,x | სიგანე | x | ||||
| ენერგოეფექტურობის ინდექსი | EEIW(ბ) | x,x | ენერგოეფექტურობის კლასი | EEIW(ბ) | [A/B/C/D/E/F/G] | ||
| EEIWD(გ) | x,x | EEIWD(გ) | [A/B/C/D/E/F/G] | ||||
| რეცხვის ეფექტურობის ინდექსი | IW(ბ) | x,xxx | გავლების ეფექტურობა (გ/კგ მშრალი ქსოვილი) | IR(ბ) | x,x | ||
| JW(გ) | x,xxx | JR(გ) | x,x | ||||
| საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგიის მოხმარება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე ეკო 40-60 პროგრამის გამოყენებით, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი ენერგიის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული. | x,xxx | საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგიის მოხმარება კვტ.სთ-ში თითოეულ ციკლზე, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი ენერგიის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული. | X,xxx | ||||
| წყლის მოხმარება ლიტრში თითოეულ ციკლზე ეკო 40-60 პროგრამის გამოყენებით, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი წყლის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული, ასევე წყლის სიმტკიცეზე. | X | საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის და გაშრობის ციკლის წყლის მოხმარება ლიტრში თითოეულ ციკლზე, სრული და ნაწილობრივი ტვირთის კომბინაციით. ფაქტობრივი წყლის მოხმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ტექნიკა გამოყენებული, ასევე წყლის სიმტკიცეზე. | X | ||||
| საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის დროს მაქსიმალური ტემპერატურა დამუშავებული ქსოვილის შიგნით (°C), ეკო 40-60 პროგრამის გამოყენებით | გათვლილი რეცხვის ტევადობა | x | საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის დროს მაქსიმალური ტემპერატურა დამუშავებული ქსოვილის შიგნით (°C), რეცხვის და გაშრობის ციკლის გამოყენებით | გათვლილი ტევადობა | x | ||
| ნახევარი | x | ||||||
| მეოთხედი | x | ნახევარი | x | ||||
| ბრუნვის სიჩქარე (rpm) (ბ) | გათვლილი რეცხვის ტევადობა | x | შეწონილი ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (%)(გ) | x,x | |||
| ნახევარი | x | ||||||
| მეოთხედი | x | ||||||
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა (სთ:წთ) | გათვლილი რეცხვის ტევადობა | x:xx | გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი(ბ) | [A/B/C/D/E/F/G] | |||
| ნახევარი | x:xx | ||||||
| მეოთხედი | x:xx | ||||||
| აკუსტიკური ხმაურის ემისიები გაწურვის ფაზის დროს, ეკო 40-60 რეცხვის ციკლის გამოყენებისას, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით) | x | რეცხვის და გაშრობის ციკლის ხანგრძლივობა (სთ:წთ) | გათვლილი ტევადობა | x:xx | |||
| ნახევარი | x:xx | ||||||
| ტიპი | [ჩაშენებული/ თავისუფლად მდგარი] |
აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი გაწურვის ფაზის დროს, ეკო 40-60 პროგრამის გამოყენებისას, გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის | [A/B/C/D] | ||||
| გამორთული რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ლოდინის რეჟიმი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ||||
| დაგვიანებით დაწყება (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ქსელური ლოდინი (W) (საჭიროების შემთხვევაში) | x,xx | ||||
| მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული გარანტიის მინიმალური ხანგრძლივობა: | |||||||
| ეს პროდუქტი შექმნილია ვერცხლის იონების გასათავისუფლებლად რეცხვის ციკლის დროს | [დიახ/არა] | ||||||
| დამატებითი ინფორმაცია: | |||||||
| მიმწოდებლის ვებგვერდის ბმული: | |||||||
(ა) <…> (ბ) ეკო 40-60 პროგრამისთვის. (გ) რეცხვის და გაშრობის ციკლისთვის. (დ) <…> (ე) <…> |
|||||||
დანართი V. ტექნიკური დოკუმენტაცია
1. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) მოდელის ზოგად აღწერას, რაც შესაძლებელს ხდის მის ცხადად და ადვილად იდენტიფიცირებას;
ბ) მითითებებს გამოყენებულ სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე მოცემულ სტანდარტებზე ან სხვა გაზომვის სტანდარტებზე;
გ) კონკრეტულ სიფრთხილის ზომებს, რაც მიღებული უნდა იქნეს მოდელის აწყობის, დამონტაჟების, შენახვის ან შემოწმების დროს;
დ) ტექნიკური პარამეტრების მაჩვენებლებს, რაც მითითებულია მე-7 ცხრილში; ეს მაჩვენებლები მიიჩნევა დეკლარირებულ მნიშვნელობად VIII დანართით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურის მიზნებისთვის;
ე) III დანართის შესაბამისად განხორციელებული გამოთვლების დეტალებსა და შედეგებს;
ვ) შემოწმების პირობებს, თუ საკმარისად არ არის აღწერილი ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში;
ზ) არსებობის შემთხვევაში, ეკვივალენტურ მოდელებს, მათ შორის, მოდელის იდენტიფიკატორებს.
ცხრილი 7
მოდელის ტექნიკური პარამეტრები და მათი დეკლარირებული მნიშვნელობები საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანებისთვის
| პარამეტრი | დეკლარირებული მნიშვნელობები | ერთეული |
|---|---|---|
|
X,X | კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის (EW,full) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (EW,½) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (EW,1/4) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის შეწონილი ენერგომოხმარება (EW) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის სტანდარტული ენერგომოხმარება (SCEW) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIw) | X,X | — |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის (WW,full) | X,X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (WW,1/2) | X,X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (WW,1/4) | X,X | ლ/ციკლი |
| შეწონილი წყლის მოხმარება (WW) | X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობისთვის (IW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (IW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (IW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი ტევადობისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი ტევადობისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი ტევადობისთვის (S) | X | Rpm |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (S) | X | Rpm |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (S) | X | Rpm |
| შეწონილი ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (D) | X,X | % |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს აკუსტიკური ხმაურის ემისიები (გაწურვის ფაზა) | X | დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით |
| ენერგიის მოხმარება გამორთული რეჟიმის დროს (Po) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| „ლოდინის რეჟიმი“ მოიცავს თუ არა ინფორმაციის ჩვენებას? | დიახ/არა | — |
| ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) ქსელური ლოდინის მდგომარეობაში (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| ენერგიის მოხმარება დაგვიანებით დაწყებისას (Pds) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
2. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) მოდელის ზოგად აღწერას, რაც შესაძლებელს ხდის მის ცხადად და ადვილად იდენტიფიცირებას;
ბ) მითითებებს გამოყენებულ სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე მოცემულ სტანდარტებზე ან სხვა გაზომვის სტანდარტებზე;
გ) კონკრეტულ სიფრთხილის ზომებს, რაც მიღებული უნდა იქნეს მოდელის აწყობის, დამონტაჟების, შენახვის ან შემოწმების დროს;
დ) ტექნიკური პარამეტრების მაჩვენებლებს, რაც მითითებულია მე-8 ცხრილში; ეს მაჩვენებლები მიიჩნევა დეკლარირებულ მნიშვნელობად VIII დანართით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურის მიზნებისთვის;
ე) III დანართის შესაბამისად განხორციელებული გამოთვლების დეტალებსა და შედეგებს;
ვ) შემოწმების პირობებს, თუ საკმარისად არ არის აღწერილი ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში;
ზ) არსებობის შემთხვევაში, ეკვივალენტურ მოდელებს, მათ შორის, მოდელის იდენტიფიკატორებს.
ცხრილი 8
მოდელის ტექნიკური პარამეტრები და მათი დეკლარირებული მნიშვნელობები საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის
| პარამეტრი | დეკლარირებული მნიშვნელობები | ერთეული |
|---|---|---|
|
X,X | კგ |
|
X,X | კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის (EW,full) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (EW,½) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობის მეოთხედისთვის (EW,1/4) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის შეწონილი ენერგომოხმარება (EW) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის სტანდარტული ენერგომოხმარება (SCEW) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| რეცხვის ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIw) | X,X | — |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის (EWD,full) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგიის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (EWD,1/2) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის შეწონილი ენერგიის მოხმარება (EWD) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის სტანდარტული ენერგიის მოხმარება (SCEWD) | X,XXX | კვტ.სთ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIWD) | X,X | — |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (WW,full) | X,X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (WW,1/2) | X,X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის წყლის მოხმარება გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (WW,1/4) | X,X | ლ/ციკლი |
| რეცხვის ციკლის შეწონილი წყლის მოხმარება (WW) | X | ლ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობისთვის (WWD,full) | X,X | ლ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის წყლის მოხმარება გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (WWD,1/2) | X,X | ლ/ციკლი |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის შეწონილი წყლის მოხმარება (WWD) | X | ლ/ციკლი |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (IW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (IW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (IW) | X,XXX | — |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობისთვის (JW) | X,XXX | — |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის რეცხვის ეფექტურობის ინდექსი გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (JW) | X,XXX | — |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის გავლების ეფექტურობა გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (IR) | X,X | გ/კგ |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის გავლების ეფექტურობა გათვლილი ტევადობისთვის (JR) | X,X | გ/კგ |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის გავლების ეფექტურობა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (JR) | X,X | გ/კგ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (tw) | X:XX | სთ:წთ |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობისთვის (twd) | X:XX | სთ:წთ |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (twd) | X:XX | სთ:წთ |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (T) | X | °C |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის მიმდინარეობისას, რეცხვის ციკლის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი ტევადობისთვის (T) | X | °C |
| რეცხვის და გაშრობის ციკლის მიმდინარეობისას, რეცხვის ციკლის დროს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში ტვირთის შიგნით მიღწეული ტემპერატურა გათვლილი ტევადობის ნახევრისთვის (T) | X | °C |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი რეცხვის ტევადობისთვის (S) | X | rpm |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი რეცხვის ტევადობის ნახევრისთვის (S) | X | rpm |
| ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის ბრუნვის სიჩქარე გათვლილი რეცხვის ტევადობის მეოთხედისთვის (S) | X | rpm |
| რეცხვის შემდეგ შეწონილი ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (D) | X,X | % |
| გაშრობის შემდეგ საბოლოო ტენიანობის შემცველობა | X,X | % |
| ეკო 40-60 პროგრამის დროს აკუსტიკური ხმაურის ემისიები (გაწურვის ფაზა) | X | დეციბელი (A) 1 პიკოვატთან მიმართებით |
| ენერგიის მოხმარება გამორთული რეჟიმის დროს (Po) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| „ლოდინის რეჟიმი“ მოიცავს თუ არა ინფორმაციის ჩვენებას? | დიახ/არა | — |
| ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) ქსელური ლოდინის მდგომარეობაში (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
| ენერგიის მოხმარება დაგვიანებით დაწყებისას (Pds) (საჭიროების შემთხვევაში) | X,XX | ვტ |
3. თუკი ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია კონკრეტული საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის მოდელის შესახებ მოპოვებულია ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი ან ორივე მეთოდით:
იმავე ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელიდან, რაც რელევანტურია წარმოსადგენი ტექნიკური ინფორმაციისთვის, მაგრამ წარმოებულია სხვა მიმწოდებლის მიერ;
იმავე ან განსხვავებული მიმწოდებლის სხვა მოდელის დიზაინის ან ექსტრაპოლაციის საფუძველზე გამოთვლით,
ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ამგვარი გამოთვლის დეტალებს, მიმწოდებლების მიერ განხორციელებულ შეფასებას გამოთვლის სიზუსტის დასადასტურებლად და საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა მიმწოდებლის მოდელების იდენტურობის დეკლარაციას.
დანართი VI. ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითოს ვიზუალურ რეკლამებში, ტექნიკურ სარეკლამო მასალაში დისტანციური გაყიდვის და ტელემარკეტინგის დროს, გარდა ინტერნეტში დისტანციური გაყიდვის შემთხვევებისა
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ვიზუალურ რეკლამებში, ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ქაღალდზე დაფუძნებული დისტანციური გაყიდვის დროს უნდა მიეთითოს ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. ენერგოეფექტურობის კლასი და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა მიეთითოს სურათი 1-ის შესაბამისად შემდეგი წესების დაცვით:
ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების შემთხვევაში: ისარი უნდა შეიცავდეს ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ასოს, რაც უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი და ფონტის ზომა უნდა იყოს სულ მცირე ფასის ზომის ეკვივალენტური, თუკი ფასი მითითებულია;
ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების შემთხვევაში: ისარი უნდა შეიცავდეს სრული ციკლის ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ასოს, რაც უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი და ფონტის ზომა უნდა იყოს სულ მცირე ფასის ზომის ეკვივალენტური, თუკი ფასი მითითებულია;
გ) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ენერგოეფექტურობის კლასის ფერს;
დ) ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა იყოს 100 % შავი; და
ე) ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ისარი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ხოლო 0.5 პტ, 100 % შავი საზღვრები უნდა იყოს ისრის და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს გარშემო.
გამონაკლისის წესით, თუკი ვიზუალური რეკლამა, ტექნიკური სარეკლამო მასალა ან ქაღალდზე დაფუძნებული დისტანციური გაყიდვა დაბეჭდილია ერთ ფერში, ისარი შეიძლება იყოს მონოქრომული.
სურათი 1
ფერადი/მონოქრომული მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის მითითებით

5. ტელემარკეტინგზე დაფუძნებულმა დისტანციურმა გაყიდვამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის აშკარა ინფორმირება პროდუქტის ეტიკეტზე განთავსებული ენერგოეფექტურობის კლასის და ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის შესახებ, ასევე კლიენტის წვდომა ეტიკეტსა და პროდუქტის საინფორმაციო ცხრილში, ნაბეჭდი ასლის მოთხოვნის გზით.
6. ამ დანართის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში მითითებულ ყველა სიტუაციაში კლიენტს უნდა შეეძლოს, მოთხოვნის შემთხვევაში, ეტიკეტისა და პროდუქტის საინფორმაციო ფურცლის ნაბეჭდი ასლის მიღება.
დანართი VII. ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტით დისტანციური გაყიდვისას
1. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ეტიკეტი ნაჩვენები უნდა იყოს ეკრანზე პროდუქტის ფასთან ახლოს. ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ეტიკეტი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი და III დანართში მითითებული ზომის პროპორციული იყოს. ეტიკეტი შესაძლოა ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ეტიკეტზე წვდომისთვის გამოყენებული გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულ ინსტრუქციებს. თუ გამოყენებულია ჩასმული ეკრანი, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე პირველივე დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით.
2. ჩასმული ეკრანის შემთხვევაში ეტიკეტზე წვდომისთვის გამოყენებული გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს მე-2 სურათს და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების შეთხვევაში: ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასს;
ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების შეთხვევაში: ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ სრული ციკლის ენერგოეფექტურობის კლასს;
გ) ისარზე უნდა მიეთითოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი, რომელიც უნდა იყოს 100 % თეთრი, გამოყენებულ უნდა იქნეს Calibri, მუქი შრიფტი, ხოლო ფონტის ზომა უნდა იყოს ფასის ზომის ეკვივალენტური;
დ) ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონი უნდა იყოს 100 % შავი; და
ე) უნდა ჰქონდეს ქვემოთ მითითებული ორი ფორმატიდან ერთ-ერთი, ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ ისარი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, ხოლო ხილვადი 100 % შავი საზღვრები უნდა იყოს ისრის და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასოს გარშემო:
სურათი 2
ფერადი მარცხენა/მარჯვენა ისარი, ენერგოეფექტურობის კლასების დიაპაზონის მითითებით

3. ჩასმული ეკრანის შემთხვევაში ეტიკეტის ჩვენების თანმიმდევრობა უნდა იყოს შემდეგი:
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებული გამოსახულება ნაჩვენები უნდა იყოს პროდუქტის ფასთან ახლოს;
ბ) გამოსახულება ბმულით უნდა უკავშირდებოდეს II დანართში მითითებულ ეტიკეტს;
გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით;
დ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს პოპ-აპ სახით, ახალი ფანჯრის, ახალი გვერდის ან ჩასმული ეკრანის ჩვენებით;
ე) სენსორულ ეკრანებზე ეტიკეტის გადიდებისთვის გამოიყენება სტანდარტული მიდგომები სენსორული გადიდებისთვის;
ვ) ეტიკეტის ჩვენება უნდა შეწყდეს დახურვის ფუნქციით ან სხვა სტანდარტული დახურვის მექანიზმით;
ზ) გრაფიკის ალტერნატიული ტექსტი, რომელიც უნდა გამოისახოს ეტიკეტის ჩვენების წარუმატებლობის შემთხვევაში, უნდა იყოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი, რომლის ფონტის ზომა უნდა იყოს ფასის ზომის ეკვივალენტური.
4. ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქტის ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი ეკრანზე ნაჩვენები უნდა იყოს პროდუქტის ფასთან ახლოს. ზომა უნდა იყოს იმგვარი, რომ პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი ნათლად შესამჩნევი და გასარჩევი იყოს. პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი შესაძლოა ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის გამოყენებით. ამ შემთხვევაში პროდუქტის საინფორმაციო ცხრილზე წვდომისთვის გამოსაყენებელი ბმული ნათლად და გარკვევით უნდა უთითებდეს „პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი.“ თუ გამოყენებულია ჩასმული ეკრანი პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსზე პირველი დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან გამოსახულების სენსორული ეკრანის მეშვეობით გაფართოებით.
დანართი VIII. შემოწმების პროცედურა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით
1. ამ დანართით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას უფლებამოსილი პირის მიერ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მიმწოდებლის მიერ როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა. ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები და კლასები არ უნდა იყოს მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:
ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;
ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:
ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე გამოცდის ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები; და
ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და
ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება ცხრილ 9-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა საშრობი მანქანა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;
ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის ცხრილ 9-ში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანა, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის სტანდარტები, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს III დანართით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.
4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ ცხრილ 9-ში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებით ან სხვა ნებისმიერი გაზომვის მეთოდით განსაზღვრული სხვა დასაშვები გადახრების გამოყენება.
ცხრილი 9
დასაშვები გადახრები
| პარამეტრი | დასაშვები გადახრები |
|---|---|
| EW,full, EW,½, EW,1/4, EWD,full, EWD,½ | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად EW,full, EW,½, EW,1/4, EWD,full და EWD,½ დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| შეწონილი ენერგიის მოხმარება (EW და EWD) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად EW და EWD დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| WW,full, WW,½, WW,1/4, WWD,full, WWD,½ | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად WW,full, WW,½, WW,1/4, WWD,full და WWD,½ დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| შეწონილი წყლის მოხმარება (WW და WWD) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად WW და WWD დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| რეცხვის ეფექტურობის ინდექსი (IW და JW) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა იყოს ნაკლები შესაბამისად IW და JW დეკლარირებულ მნიშვნელობებზე 8%-ზე მეტით. |
| გავლების ეფექტურობა (IR და JR) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად IR და JR დეკლარირებულ მნიშვნელობებს 1,0 გ/კგ მეტით. |
| პროგრამის ან ციკლის ხანგრძლივობა | პროგრამის ან ციკლის ხანგრძლივობის გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობებს 5%-ზე მეტით ან 10 წთ-ზე მეტით, რომელიც უფრო ნაკლებია. |
| მაქსიმალური ტემპერატურა სარეცხის შიგნით (T) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა იყოს ნაკლები T დეკლარირებულ მნიშვნელობებზე 5K-ზე მეტით და არ უნდა აღემატებოდეს T დეკლარირებულ მნიშვნელობებს 5K-ზე მეტით. |
| Dfull, D1/2, D1/4 | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად Dfull, D1/2 და D1/4 დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| რეცხვის შემდეგ ნარჩენი ტენიანობის შემცველობა (D) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს D დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით. |
| გაშრობის შემდეგ საბოლოო ტენიანობის შემცველობა | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს 3,0 %-ს. |
| ბრუნვის სიჩქარე (S) | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა იყოს ნაკლები S დეკლარირებულ მნიშვნელობებზე 10%-ზე მეტით. |
| ენერგიის მოხმარება გამორთული რეჟიმის დროს (Po) | ენერგიის მოხმარების Po გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობებს 0,10 ვტ-ზე მეტით. |
| ენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმის დროს (Psm) | ენერგიის მოხმარების Psm გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობებს10%-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობები 1,00 ვტ-ს აღემატება, ან 0,10 ვტ-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობები ტოლია 1,00 ვტ-ს ან ნაკლებია. |
| ენერგიის მოხმარება დაგვიანებით დაწყებისას (Pds) | ენერგიის მოხმარების Pds გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობებს 10%-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობები 1,00 ვტ-ს აღემატება, ან 0,10 ვტ-ზე მეტით, თუკი დეკლარირებული მნიშვნელობები ტოლია 1,00 ვტ-ს ან ნაკლებია. |
| აკუსტიკური ხმაურის ემისიები | გაზომილი მაჩვენებელი (*) არ უნდა აღემატებოდეს დეკლარირებულ მნიშვნელობებს 2 დეციბელზე მეტით, 1 პიკოვატთან მიმართებით. |
(*) თუკი მე-4 პუნქტის შესაბამისად დამატებით სამი ერთეული შემოწმდება, გაზომილი მაჩვენებელი ნიშნავს ამ სამი დამატებითი ერთეულისთვის დადგენილი მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს.
დანართი IX. რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანები და რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანები
III დანართით გათვალისწინებული გაზომვის და გამოთვლის მეთოდების შემდეგ, I და II დანართების დებულებები ვრცელდება რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ნებისმიერ დოლურაზე, რომლის გათვლილი ტევადობა 2 კგ ან მეტია და რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ნებისმიერ დოლურაზე, რომლის გათვლილი რეცხვის ტევადობა 2 კგ ან მეტია.
I და II დანართების დებულებები ვრცელდება თითოეულ დოლურაზე დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოლურები ჩაშენებულია ერთსა და იმავე დანაყოფში და შეუძლიათ მხოლოდ ერთდროულად ოპერირება ეკო 40-60 პროგრამის ან რეცხვის და გაშრობის ციკლის დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს დებულებები ვრცელდება რამდენიმედოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანაზე ან რამდენიმედოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანაზე შემდეგი წესების დაცვით:
ა) გათვლილი რეცხვის ტევადობა არის თითოეული დოლურის გათვლილი რეცხვის ტევადობების ჯამი; რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის გათვლილი ტევადობა არის თითოეული დოლურის გათვლილი ტევადობების ჯამი;
ბ) რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის და რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის რეცხვის ციკლის ენერგიის და წყლის მოხმარება არის თითოეული დოლურის ენერგიის მოხმარების ან წყლის მოხმარების ჯამი;
გ) რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის სრული ციკლის ენერგიის და წყლის მოხმარება არის თითოეული დოლურის ენერგიის მოხმარების ან წყლის მოხმარების ჯამი;
დ) ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIw) გამოითვლება გათვლილი რეცხვის ტევადობის და ენერგიის მოხმარების საფუძველზე; რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEIWD) გამოითვლება გათვლილი ტევადობის და ენერგიის მოხმარების საფუძველზე;
ე) ხანგრძლივობა არის თითოეულ დოლურაში ყველაზე გრძელი ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა ან რეცხვის და გაშრობის ციკლის ხანგრძლივობა;
ვ) რეცხვის შემდეგ ნარჩენი ტენიანობის შემცველობა გამოითვლება როგორც შეწონილი საშუალო, თითოეული დოლურის გათვლილი ტევადობის შესაბამისად;
ზ) რამდენიმედოლურიანი საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანებისთვის გაშრობის შემდეგ საბოლოო ტენიანობის შემცველობა იზომება თითოეული დოლურისთვის ინდივიდუალურად;
თ) დაბალი სიმძლავრის რეჟიმების, აკუსტიკური ხმაურის ემისიების და აკუსტიკური ხმაურის ემისიების კლასის გაზომვა ვრცელდება მთლიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანაზე.
პროდუქტის საინფორმაციო ცხრილი და ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს და ერთობლივად წარმოადგენდეს IV და V დანართებით მოთხოვნილ ინფორმაციას ყველა დოლურისთვის, რომლებზეც ეს დანართი ვრცელდება.
VI და VII დანართების დებულებები გამოიყენება თითოეული დოლურის მიმართ, რომელზეც ამ დანართის დებულებები ვრცელდება.
VIII დანართში მოცემული შემოწმების პროცედურა ვრცელდება რამდენიმე დოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ მანქანასა და რამდენიმედოლურიან საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხ-საშრობ მანქანაზე მთლიანად, თითოეულ პარამეტრთან მიმართებით დასაშვები გადახრები განისაზღვრება ამ დანართის გამოყენებით.