„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №333 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2025 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №333 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/10/2024, 300160070.10.003.024728) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ან საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის  მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
167.docx

დანართი II. ეტიკეტები

1. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტი

1.1. ეტიკეტი

A chart of a washing machine AI-generated content may be incorrect.

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

I. QR კოდი;

II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;

V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;

VI. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;

VII. გათვლილი ტევადობა, კილოგრამში, ეკო 40-60 პროგრამისთვის;

VIII. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;

IX. ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სთ:წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;

X. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;

XI. გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

XII. რეგლამენტის ნომერი ‘333’.

2. საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინი

ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:

A diagram of a washing machine AI-generated content may be incorrect.

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;

ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;

გ) ფონტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;

დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;

ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):

❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;

❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, მუქი შრიფტი, 9 pt;

❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt;

❺ ენერგოეფექტურობის A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:

  • ენერგო ეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით;

  • A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:

  • A-კლასი: 100,0,100,0;

  • B-კლასი: 70,0,100,0;

  • C-კლასი: 30,0,100,0;

  • D-კლასი: 0,0,100,0;

  • E-კლასი: 0,30,100,0;

  • F-კლასი: 0,70,100,0;

  • G-კლასი: 0,100,100,0.

❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;

❽ ენერგიის მოხმარების მნიშვნელობა 100 ციკლზე უნდა იყოს Verdana Bold შრიფტით 28 pt; „კვტ/სთ“ უნდა იყოს Verdana შრიფტით, 18 pt; რიცხვი „100“ ხატულაზე, რომელიც წარმოადგენს 100 ციკლს, უნდა იყოს Verdana 14 pt. მნიშვნელობა და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;

❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:

პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;

ტექსტები და პიქტოგრამების მარჯვენა და მარცხენა ნაწილები უნდა იყოს Verdana , მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები - Verdana, 12 pt;

გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის პიქტოგრამა: გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების (A-G) დიაპაზონი უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის შესაბამისი კლასის აღმნიშვნელი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების სხვა ასოები Verdana, 10 pt;

აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘დბ’ BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშნველი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt.

❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და BPG Mrgvlovani Caps 2010, 6 pt.

საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ეტიკეტი

2.1. ეტიკეტი:

A diagram of a energy efficiency rating AI-generated content may be incorrect.

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

I. QR კოდი;

II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);

V. ენერგოეფექტურობის კლასი სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) განსაზღვრული I დანართის შესაბამისად; და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს) განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;

VI. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად, სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს);

VII. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად, რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);

VIII. გათვლილი ტევადობა სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);

IX. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);

X. ციკლის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სრული ციკლისთვის (მარცხენა მხარეს) და რეცხვის ციკლისთვის (მარჯვენა მხარეს);

XI. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

XII. ეკო 40-60 პროგრამის გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი და მაჩვენებელი გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

XIII. რეგლამენტის ნომერი ‘333’.

3. საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ეტიკეტის დიზაინი

სადაც:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;

ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;

გ) ფონტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;

დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;

ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):

❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;

❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, მუქი შრიფტი, 9 pt;

❹მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt;

❺A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:

– ენერგო ეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4 მმ-ის დაშორებით;

– A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:

– A-კლასი: 100,0,100,0;

– B-კლასი: 70,0,100,0;

– C-კლასი: 30,0,100,0;

– D-კლასი: 0,0,100,0;

– E-კლასი: 0,30,100,0;

– F-კლასი: 0,70,100,0;

– G-კლასი: 0,100,100,0.

❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;

❽ 100 ციკლზე შეწონილი ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt; კვტ.სთ უნდა იყოს Verdana, 10 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 6 pt; ტექსტი უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;

❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:

– პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;

– პიქტოგრამების მარჯვნივ და მარცხნივ ტექსტები უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, მუქი შრიფტი, 14 pt, ხოლო ერთეულები - Verdana, 10 pt;

გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის პიქტოგრამა: გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების (A-G) დიაპაზონი უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის შესაბამისი კლასის აღმნიშვნელი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო გაწურვა-გაშრობის ენერგოეფექტურობის კლასების სხვა ასოები Verdana, 10 pt;

*აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt, ერთეული ‘dB’ Verdana, 7 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშნველი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt.

❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.