„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2025 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024719) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სინათლის წყაროს მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
153.docx

დანართი II. სინათლის წყაროს ეტიკეტი

1. ეტიკეტი

  1. გაყიდვის პუნქტში გასაყიდად განთავსებული სინათლის წყარო მიწოდებულია ამ დანართით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად.

  2. მიმწოდებლის ეტიკეტი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის 1.9 ან 1.10 პუნქტებს.

  3. ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სტანდარტული ზომის ეტიკეტის სიგანე 36 მმ და სიმაღლე 72 მმ-ია;

ბ) მცირე ზომის ეტიკეტის, რომლის სიგანე 36 მმ-ზე ნაკლებია, სიგანე სულ მცირე 20 მმ და სიმაღლე 54 მმ-ია.

  1. სინათლის წყაროს შეფუთვის სიგანე არ უნდა იყოს 20 მმ-ზე, ხოლო სიმაღლე 54 მმ-ზე ნაკლები.

  2. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი უნდა იყოს ამ დანართით გათვალისწინებული სპეციფიკაციების პროპორციული.

  3. დაუშვებელია მცირე ზომის ეტიკეტის გამოყენება 36 მმ ან მეტი სიგანის მქონე შეფუთვაზე.

  4. ეტიკეტი და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ისარი შეიძლება დაიბეჭდოს მონოქრომული სახით, ამ დანართის 1.9 და 1.10 პუნქტების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეფუთვაზე ყველა სხვა ინფორმაცია, მათ შორის, გრაფიკი, დაბეჭდილია მონოქრომული სახით.

  5. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი არ არის დაბეჭდილი შეფუთვის იმ ნაწილზე, რომელიც მიმართულია პოტენციური მომხმარებლისთვის, ისარი, რომელიც შეიცავს ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ასოს, ნაჩვენები უნდა იყოს პირველ სურათზე მოცემული ფორმით, ხოლო ისარი იმ ფერში, რომელიც შეესაბამება ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელ ასოს და კლასს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელ ისარში ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, 0,5 pt 100% შავ ფერში ხილული საზღვრით მოთავსებული ისრის გარშემო და ენერგოეფექტურობის კლასის აღმნიშვნელი ასო.

სურათი 1

ფერადი/მონოქრომული მარცხნივ/მარჯვნივ ისარი, შეფუთვის იმ ნაწილისთვის, რომელიც მიმართულია პოტენციური მომხმარებლისთვის

1.9. სტანდარტული ზომის ეტიკეტი უნდა იყოს შემდეგი სახის:

1.10. მცირე ზომის ეტიკეტი უნდა იყოს შემდეგი სახის:

A diagram of a energy efficiency label AI-generated content may be incorrect.

  1. სინათლის წყაროს ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;

II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

III. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა;

IV. ჩართულ რეჟიმში სინათლის წყაროს ენერგიის მოხმარება, გამოიხატება კვტ/სთ ენერგიის მოხმარება თითოეულ 1 000 საათში;

V. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

VI. ენერგოეფექტურობის კლასი I დანართს შესაბამისად;

VII. რეგლამენტის ნომერი ‘324’.

  1. ეტიკეტის დიზაინი

    1. სტანდარტული ზომის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

A diagram of a energy efficiency rating AI-generated content may be incorrect.

  1. მცირე ზომის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

A diagram of a energy efficiency label AI-generated content may be incorrect.

ამასთან,

ა) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების ზომები და სპეციფიკაციები უნდა შეესაბამებოდეს II დანართის პირველ პუნქტს და სინათლის წყაროს სტანდარტული და მცირე ზომის ეტიკეტების დიზაინს;

ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100 % თეთრი;

გ) შრიფტები უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;

დ) ფერები უნდა იყოს CMYK – ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 0-70-100-0: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ე) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):

❶ ენერგიის ლოგოს ფერი – 100,80,0,0;

❷ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 მუქი 8 pt – 5 pt (სტანდარტული ზომის ეტიკეტი – მცირე ზომის ეტიკეტი);

❸ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 8 pt – 5 pt (სტანდარტული ზომის ეტიკეტი - მცირე ზომის ეტიკეტი);

❹ A-დან G-ს ჩათვლით სკალა უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 10,5 pt – 7 pt (სტანდარტული ზომის ეტიკეტი – მცირე ზომის ეტიკეტი);

ასოები უნდა იყოს ცენტრში განთავსებული ღერძზე ისრების მარცხენა მხრიდან 2 მმ – 1.5 მმ (სტანდარტული ზომის ეტიკეტი – მცირე ზომის ეტიკეტი);

  • A-დან G-ს ჩათვლით სკალის ისრების ფერი უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • A-კლასი: 100,0,100,0;

  • B-კლასი: 70,0,100,0;

  • C-კლასი: 30,0,100,0;

  • D-კლასი: 0,0,100,0;

  • E-კლასი: 0,30,100,0;

  • F-კლასი: 0,70,100,0;

  • G-კლასი: 0,100,100,0.

❺ ეტიკეტის მართკუთხა საზღვარსა და შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❻ ენერგოეფექტურობის კლასის შესაბამისი ასო უნდა იყოს 100% თეთრი და Calibri მუქი 16 pt – 10 pt (სტანდარტული ზომის ეტიკეტი - მცირე ზომის ეტიკეტი). ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და შესაბამისი ისარი A-დან G-ს ჩათვლით სკალაზე ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მათი წვერები გასწორებული იყოს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარში შესაბამისი ასო განლაგებული უნდა იყოს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, რომელიც უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგიის მოხმარების მნიშვნელობა უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana მუქი 12 pt; „კვტ/სთ/1 000 სთ“ უნდა გამოიხატოს შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 8 pt – 5 pt (სტანდარტული ზომის ეტიკეტი – მცირე ზომის ეტიკეტი), 100% შავი;

❽ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❾ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 5 pt.