დანართი III. ეტიკეტი
საყოფაცხოვრებო მოხმარების ღუმლის ეტიკეტი
საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროღუმელი;
ეტიკეტი წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროღუმლის
თითოეული ღრუსთვის.

1.1.2. საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროღუმლის ეტიკეტზე დატანილი უნდა
იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I. მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი;
II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, სადაც „მოდელის
იდენტიფიკატორი“ ნიშნავს კოდს, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და
ციფრებისგან და განასხვავებს საყოფაცხოვრებო მოხმარების ღუმლის სპეციფიკურ
მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე მიმწოდებლის
სახელწოდებისგან;
III. საყოფაცხოვრებო მოხმარების ღუმლის ენერგიის წყარო;
IV. ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრული ღრუს
ენერგოეფექტურობის კლასი. მითითებითი ასოს შემცველი ისრის თავი მოთავსებული
უნდა იყოს იმავე სიმაღლეზე, როგორც იმ ისრის თავი, რომელზეც დატანილია
ინფორმაცია შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ;
V. ღრუს გამოყენებადი მოცულობა გამოხატული ლიტრებში, დამრგვალებული
უახლოეს მთელ რიცხვამდე;
VI. თითოეული ციკლისთვის ენერგიის მოხმარება გამოხატული კვტსთ/ციკლი
(ელექტროენერგიის მოხმარება) ღრუს გათბობის ფუნქცი(ებ)ისთვის (სტანდარტული
და არსებობის შემთხვევაში იძულებითი კონვექცია) სტანდარტული დატვირთვის
საფუძველზე, რომელიც განსაზღვრულია გამოცდის პროცედურების შესაბამისად,
დამრგვალებული მეასედამდე (ECelectriccavity).
1.1.3. საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროღუმლის თითოეული ღრუს ეტიკეტს
უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 85 მმ-ის სიგანის და 170 მმ სიმაღლის.
როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა
დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK)
შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 %
მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას
(რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):
❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები:
3 მმ.
❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც
სურათზეა ნაჩვენები: ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 70 მმ, სიმაღლე: 14 მმ.
❸ ქველოგოების კიდე: 1.5 pt − ფერი: ფირუზისფერი 100%, სიგრძე: 70
მმ.
❹ ენერგიის კლასების შკალა
უმაღლესი კლასი: X-00-X-00;
მეორე კლასი: 70-00-X-00;
მესამე კლასი 30-00-X-00;
მეოთხე კლასი: 00-00-X-00;
მეხუთე კლასი: 00-30-X-00;
მეექვსე კლასი: 00-70-X-00;
ბოლო კლასი: 00- X − X -00;
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი 12 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 20 მმ, სიმაღლე 10 მმ, 100 % შავი;
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;
❻ ენერგიის მოხმარება თითოეულ ციკლზე
კიდეები: 1.5 pt − ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 19 pt, 100% შავი; და „BPG
Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❼ მოცულობა
კიდეები: 1.5 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 20 pt, 100% შავი, და „BPG
Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❽ ვარსკვლავით აღნიშვნა: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი
შრიფტი 6 pt, 100% შავი.
❾ რეგლამენტის ნომერი: „Verdana“, მუქი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❿ მიმწოდებლის სახელი ან სასაქონლო ნიშანი.
⓫ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი
უნდა განთავსდეს 70 X 13 მმ ფორმატში.
საყოფაცხოვრებო მოხმარების გაზის ღუმლები
ეტიკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მოხმარების გაზის
ღუმლის თითოეული ღრუსთვის.

ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I. მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი;
II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, სადაც „მოდელის
იდენტიფიკატორი“ ნიშნავს კოდს, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და
ციფრებისგან და განასხვავებს საყოფაცხოვრებო მოხმარების გაზის ღუმლის
სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე
მიმწოდებლის სახელწოდებისგან.
III. საყოფაცხოვრებო მოხმარების ღუმლის ენერგიის წყარო;
IV. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრული ღრუს
ენერგოეფექტურობის კლასი. მითითებითი ასოს შემცველი ისრის თავი მოთავსებული
უნდა იყოს იმავე სიმაღლეზე, როგორც იმ ისრის თავი, რომელზეც დატანილია
ინფორმაცია შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ;
V. ღრუს გამოყენებადი მოცულობა გამოხატული ლიტრებში, დამრგვალებული
უახლოეს მთელ რიცხვამდე;
VI. თითოეული ციკლისთვის ენერგიის მოხმარება გამოხატული მეგაჯოული/ციკლი
(1 კვტსთ/ციკლი = 3.6 მეგაჯოული/ციკლი) (გაზის მოხმარება) ღრუს გათბობის
ფუნქცი(ებ)ისთვის (სტანდარტული და არსებობის შემთხვევაში იძულებითი
კონვექცია) დაფუძნებული სტანდარტულ დატვირთვაზე, რომელიც განსაზღვრულია
გამოცდის პროცედურების შესაბამისად, დამრგვალებული მეასედამდე
(ECgasccavity).
საყოფაცხოვრებო მოხმარების გაზის ღუმლის თითოეული ღრუს ეტიკეტს უნდა
ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 85 მმ-ის სიგანის და 170 მმ სიმაღლის.
როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა
დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK)
შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 %
მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას
(რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):
❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები:
3 მმ.
❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა
ნაჩვენები: ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 70 მმ, სიმაღლე: 14 მმ.
❸ ქველოგოების კიდეები: 1.5 pt − ფერი: ფირუზისფერი 100%, სიგრძე: 70
მმ.
❹ ენერგიის კლასების შკალა
უმაღლესი კლასი: X-00-X-00;
მეორე კლასი: 70-00-X-00;
მესამე კლასი 30-00-X-00;
მეოთხე კლასი: 00-00-X-00;
მეხუთე კლასი: 00-30-X-00;
მეექვსე კლასი: 00-70-X-00;
ბოლო კლასი: 00- X − X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი; „+“ სიმბოლო: „Calibri“, მუქი შრიფტი 12 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 20 მმ, სიმაღლე 10 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი; „+“ სიმბოლო: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.
❻ ენერგიის მოხმარება თითოეულ ციკლზე
კიდეები: 1.5 pt − ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 3
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 19 pt, 100% შავი; და „BPG
Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❼ მოცულობა
კიდეები: 1.5 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri”, მუქი შრიფტი 20 pt, 100% შავი, და „BPG
Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❽ ვარსკვლავით აღნიშვნა: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი
შრიფტი 6 pt, 100% შავი.
❾ რეგლამენტის ნომერი: „Verdana“, მუქი შრიფტი 10 pt, 100% შავი.
❿ მიმწოდებლის სახელი ან სასაქონლო ნიშანი.
⓫ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი
უნდა განთავსდეს 70 X 13 მმ ფორმატში.
საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვის
ეტიკეტი
2.1. ეტიკეტის ფორმატის მიმართ დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:
საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვები, რომლებიც კლასიფიცირდება
ენერგოეფექტურობის კლასში A-დან G-ს ჩათვლით (ეტიკეტი 1).

2.1.2 საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვები, რომლებიც კლასიფიცირდება
ენერგოეფექტურობის კლასში A+-დან F-ს ჩათვლით (ეტიკეტი 2).

2.1.3 საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვები, რომლებიც კლასიფიცირდება
ენერგოეფექტურობის კლასში A++-დან E-ს ჩათვლით (ეტიკეტი 3).

2.1.4 საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვები, რომლებიც კლასიფიცირდება
ენერგოეფექტურობის კლასში A+++-დან D-ს ჩათვლით (ეტიკეტი 4).

საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვების ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს
შემდეგი ინფორმაცია:
I. მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი;
II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, სადაც „მოდელის
იდენტიფიკატორი“ ნიშნავს კოდს, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და
ციფრებისგან და განასხვავებს საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვის
სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე
მიმწოდებლის სახელწოდებისგან;
III. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრული საყოფაცხოვრებო
მოხმარების გამწოვების ენერგოეფექტურობის კლასი. საყოფაცხოვრებო მოხმარების
გამწოვის ენერგოეფექტურობის შემცველი ისრის თავი მოთავსებული უნდა იყოს
იმავე სიმაღლეზე, როგორც იმ ისრის თავი, რომელზეც დატანილია ინფორმაცია
შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ;
IV. ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად გაანგარიშებული
წლიური ენერგიის მოხმარება (AEChood), გამოხატული კვტსთ-ში
დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
V. სითხის დინამიკურობის ეფექტურობის კლასი, რომელიც განისაზღვრება ამ
ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
VI. სინათლის ეფექტურობის კლასი, რომელიც განისაზღვრება ამ ტექნიკური
რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
VII. ცხიმის ფილტრაციის ეფექტურობის კლასი, რომელიც განისაზღვრება ამ
ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
VIII. ხმაურის მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება ამ ტექნიკური
რეგლამენტის II დანართის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამრგვალებული უახლოეს
მთელ რიცხვამდე.
საყოფაცხოვრებო მოხმარების გამწოვების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი
დიზაინი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 60 მმ-ის სიგანის და 120 მმ სიმაღლის.
როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა
დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK)
შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70% მეწამული,
100% ყვითელი, 0% შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას
(რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):
❶ ეტიკეტის კიდეები: 3 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები:
2 მმ.
❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც
სურათზეა ნაჩვენები: ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 51 მმ, სიგრძე: 10 მმ.
❸ ქველოგოების კიდეები: 1 pt − ფერი: ფირუზისფერი 100%, სიგრძე: 51
მმ.
❹ ენერგიის კლასების შკალა
უმაღლესი კლასი: X-00-X-00;
მეორე კლასი: 70-00-X-00;
მესამე კლასი 30-00-X-00;
მეოთხე კლასი: 00-00-X-00;
მეხუთე კლასი: 00-30-X-00;
მეექვსე კლასი: 00-70-X-00;
ბოლო კლასი: 00- X − X -00;
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 10 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი, „+“ სიმბოლო: „Calibri“, მუქი შრიფტი 7 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 15 მმ, სიმაღლე 8 მმ, 100 % შავი;
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 17 pt, დიდი ლათინური ასოები და
თეთრი, „+“ სიმბოლო: „Calibri“, მუქი შრიფტი 12 pt, თეთრი, ასოს თავში
სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.
❻ წლიური ენერგიის მოხმარება
კიდეები: 1 pt − ფერი: ფირუზისფერი 100% − მრგვალი კუთხეები: 2.5
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 21 pt, 100% შავი; და „BPG
Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 8 pt, 100% შავი.
❼ სითხის დინამიკურობის ეფექტურობა
პიქტოგრამა, როგორც ნაჩვენებია;
კიდეები: 1 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 2.5
მმ,
მნიშვნელობა: „Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100% შავი და
„Calibri“, მუქი შრიფტი 11.5 pt, 100% შავი.
❽ განათების ეფექტურობა
პიქტოგრამა, როგორც ნაჩვენებია;
კიდეები: 1 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 2.5
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100% შავი, და
„Calibri“, მუქი შრიფტი 11.5 pt, 100% შავი.
❾ ცხიმის ფილტრაციის ეფექტურობა
პიქტოგრამა, როგორც ნაჩვენებია;
კიდეები: 1 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 2.5
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri”, ჩვეულებრივი შრიფტი 10 pt, 100% შავი და
„Calibri“, მუქი შრიფტი 14 pt, 100% შავი.
❿ ხმაურის დონე
პიქტოგრამა, როგორც ნაჩვენებია;
კიდეები: 1 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 2.5
მმ;
მნიშვნელობა: „Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100% შავი და
„BPG Mrgvlovani Caps 2010“, მუქი შრიფტი 11.5 pt, 100% შავი.
⓫ რეგლამენტის ნომერი: „Verdana“ მუქი შრიფტი 8 pt, 100% შავი.
⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი.
⓭ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
⓮ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი
უნდა განთავსდეს 51 X 9 მმ ფორმატში.