„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №328 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2025 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №328 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024723) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი I ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
159.docx

დანართი I. ეტიკეტი

  1. ვენტილაციის მქონე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტი

ა) ვენტილაციის მქონე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი.

II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი, რაც ნიშნავს კოდს, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ასოებისა და ციფრებისგან, რომლითაც ხდება ერთი და იმავე სავაჭრო ნიშნისა თუ მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელებისგან კონკრეტული მოდელის გამორჩევა.

III. ენერგოეფექტურობის კლასი, VI დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად; საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ ინფორმაციის შემცველი ისრის თავი მოთავსებული უნდა იყოს იმავე სიმაღლეზე, როგორც იმ ისრის თავი, რომელზეც დატანილია ინფორმაცია შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.

IV. შეწონილი წლიური ენერგიის მოხმარება (AEC) კვტსთ/წელში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და გამოთვლილი ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად.

V. საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ტიპის შესახებ ინფორმაცია.

VI. ციკლის დრო, რომელიც შეესაბამება ბამბის სტანდარტულ პროგრამას მთლიანი დატვირთით, გამოხატული წუთებში და დამრგვალებული უახლოეს წუთამდე.

VII. გათვლილი ტევადობა კგ-ში, ბამბის სტანდარტული პროგრამისთვის მთლიანი დატვირთვით.

VIII. ხმის სიმძლავრის დონე (საშუალო შეწონილი მნიშვნელობა - LWA), გაშრობის ფაზის განმავლობაში, ბამბის სტანდარტული პროგრამისთვის მთლიანი დატვირთვით, გამოხატული დეციბელში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.

ბ) ვენტილაციის მქონე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-4 პუნქტს.

  1. კონდენსაციური საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტი

A label with symbols and icons AI-generated content may be incorrect.

ა) ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად კონდენსაციური საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტი დამატებით უნდა მოიცავდეს: - IX. კონდენსაციის ეფექტურობის კლასის შესახებ მითითებას, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) კონდენსაციური საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობის მანქანის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-4 პუნქტს.

3. ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტი

A label with symbols and icons AI-generated content may be incorrect.

ა) ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტზე;

ბ) ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-4 პუნქტს.

4. ეტიკეტის დიზაინი

4.1. ვენტილაციის მქონე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

A label with symbols and letters AI-generated content may be incorrect.

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 110 მმ სიგანის და 220 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK) შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):

ეტიკეტის კიდე: 5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა

ნაჩვენები: ენერგიის ლოგო: სიგანე: 92 მმ, სიმაღლე: 17 მმ.

ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 92.5 მმ.

ენერგიის კლასების სკალა A-G სკალა

  • ისარი: სიმაღლე: 7 მმ, დაშორება: 0.75 მმ - ფერები:

  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,

  • მეორე კლასი: 70-00-X-00,

  • მესამე კლასი 30-00-X-00,

  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,

  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,

  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,

  • ბოლო კლასი: 00- X - X -00.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 18pt, დიდი ლათინური ასოები და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი, 12pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❺ ენერგოეფექტურობის კლასი

  • ისარი: სიგანე: 26 მმ, სიმაღლე: 14 მმ, 100 % შავი.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 29 pt, დიდი და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი, 18pt, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ენერგიის მოხმარება

  • ტექსტი: „Calibri“ ჩვეულებრივი შრიფტი 11pt, 100% შავი.

შეწონილი წლიური ენერგიის მოხმარება:

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 30 pt, 100 % შავი.

  • მეორე ხაზი: „Calibri“ ჩვეულებრივი შრიფტი 14 pt, 100% შავი.

საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ტიპი

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

ციკლის დრო:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16pt, 100 % შავი.

გათვლილი ტევადობა:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16 pt, 100 % შავი.

ხმის სიმძლავრის დონე:

ვარსკვლავით აღნიშვნა: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100 % შავი.

მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი.

მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.

⓯ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 92 X 15 მმ ფორმატში.

რეგლამენტის ნომერი: „Verdana“ მუქი შრიფტი 9 pt, 100% შავი.

4.2. კონდენსაციური საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

A diagram of a laundry label AI-generated content may be incorrect.

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 110 მმ სიგანის და 220 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK) შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):

ეტიკეტის კიდე: 5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❷ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა

ნაჩვენები; ენერგიის ლოგო: სიგანე: 92 მმ, სიმაღლე: 17 მმ.

ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 92.5 მმ.

ენერგიის კლასების სკალა

  • ისარი: სიმაღლე: 7 მმ, დაშორება: 0.75 მმ - ფერები:

  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,

  • მეორე კლასი: 70-00-X-00,

  • მესამე კლასი 30-00-X-00,

  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,

  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,

  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,

  • ბოლო კლასი: 00- X - X -00.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, დიდი და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი, 12 pt, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ენერგოეფექტურობის კლასი

  • ისარი: სიგანე: 26 მმ, სიმაღლე: 14 მმ, 100 % შავი.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 29 pt, დიდი და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი, 18 pt, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ენერგია

  • ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი შრიფტი 11 pt, 100% შავი.

შეწონილი წლიური ენერგიის მოხმარება:

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 30 pt, 100 % შავი;

  • მეორე ხაზი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი შრიფტი 14 pt, 100% შავი.

საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ტიპი

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები;

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

ციკლის დრო:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt- ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100% შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16 pt, 100 % შავი.

გათვლილი ტევადობა:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები;

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16 pt, 100 % შავი.

ხმის სიმძლავრის დონე:

  • პიქტოგრამა, როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16 pt 100 % შავი.

ვარსკვლავით აღნიშვნა: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100 % შავი.

მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი.

მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.

⓯მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 92 X 15 მმ ფორმატში.

რეგლამენტის ნომერი: „Verdana“ მუქი შრიფტი 9 pt, 100% შავი.

კონდენსაციის ეფექტურობის კლასი:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, ჩვეულებრივი შრიფტი 16pt, ჰორიზონტალური სკალა 75%, 100 % შავი; და „Calibri“, მუქი შრიფტი 22 pt, ჰორიზონტალური სკალა 75%, 100 % შავი.

4.3 ბუნებრივ აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 110 მმ სიგანის და 220 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK) შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს).

ეტიკეტის კიდე: 5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა

ნაჩვენები; ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 92 მმ, სიმაღლე: 17 მმ.

❸ ქველოგოების კიდე: 1 pt - ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 92.5 მმ.

❹ ენერგიის კლასების სკალა

  • ისარი: სიმაღლე 7 მმ, დაშორება: 0.75 მმ - ფერები:

  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,

  • მეორე კლასი: 70-00-X-00,

  • მესამე კლასი 30-00-X-00,

  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,

  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,

  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,

  • ბოლო კლასი: 00- X - X -00.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 18 pt, დიდი და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი შრიფტი, 12 pt ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❺ ენერგოეფექტურობის კლასი

  • ისარი: სიგანე: 26 მმ, სიმაღლე: 14 მმ, 100 % შავი.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტი 29 pt, დიდი და თეთრი; „+“ სიმბოლოები: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, მუქი შრიფტი, 18 pt, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

❻ ენერგია

  • ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი შრიფტი 11 pt, 100% შავი.

❼ შეწონილი წლიური ენერგიის მოხმარება:

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 30 pt, 100 % შავი;

  • მეორე ხაზი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი შრიფტი 14 pt, 100% შავი.

❽ საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ტიპი:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

❾ ციკლის დრო:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16pt, 100 % შავი.

გათვლილი ტევადობა:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16pt, 100 % შავი.

⓫ ხმის სიმძლავრის დონე:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები

  • კიდე: 2 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი შრიფტი 24 pt, 100 % შავი; და „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 16 pt, 100 % შავი.

⓬ ვარსკვლავით აღნიშვნა: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტი 6 pt, 100 % შავი.

⓭ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი.

⓮ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.

⓯ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 92 X 15 მმ ფორმატში.

⓰ რეგლამენტის ნომერი; „Verdana“ მუქი შრიფტი 9 pt, 100% შავი.