საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №363 |
|
2013 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ტერმინების განმარტება
|
1. ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (ვმპ) – დადგენილი მინიმუმის შესაბამისი ან გადამეტებული მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც გამოსახულია ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის სიდიდეებით.
2. ვფწ-ით ფრენა – ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა. 3. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – ორგანო, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ აფრენას ამ აეროდრომებიდან. 4. სააეროდრომო მოძრაობის არე (ATZ) – აეროდრომის რაიონში დაწესებული განსაზღვრული ზომების საჰაერო სივრცე სააეროდრომო მოძრაობის დასაცავად. 5. საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი – სამეთვალყურეო რაიონი, რომელიც ჩვეულებრივ იქმნება სმმ-ის მარშრუტების თავმოყრის ადგილებში ერთი ან რამდენიმე მსხვილი აეროდრომის მიდამოებში. 6. სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე. 7. სამეთვალყურეო რაიონი – მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე. 8. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება. 9. საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება – საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება უსაფრთხო და ეფექტიანი ფრენების განხორციელების მიზნით. 10. სფწ-ით ფრენა – სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა. 11. საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას). 12. ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2 ჰპა) და სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაცილებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით. შენიშვნა 1. ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც დაგრადუირებულია სტანდარტულ ატმოსფეროსთან შესაბამისობაში: ა) „QNH“-ზე დაყენებისას უჩვენებს აბსოლუტურ სიმაღლეს; ბ) „QFE“-ზე დაყენებისას უჩვენებს ფარდობით სიმაღლეს „QFE“-ის საყრდენი წერტილის ზევით; გ) 1013,2 ჰპა წნევაზე დაყენებისას ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად. შენიშვნა 2. ამ პუნქტის შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინები „ფარდობითი სიმაღლე“ და „აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს. 13. ხილვადობა – ხილვადობა საავიაციო მიზნებისათვის წარმოადგენს სიდიდეს, რომელიც აღემატება: ა) იმ უდიდეს მანძილს, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული შავი ობიექტების ამოცნობა; ბ) იმ უდიდეს მანძილს, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელის სინათლის ძალის მქონე ნათურების შემჩნევა და ამოცნობა. შენიშვნა. ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით; ამასთან ა) ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით, ხოლო ბ) დამოკიდებულია ფონის განათებულობაზე. |
მუხლი 2.
შემოკლებები
|
ვმპ – ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები
ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სიკ – სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული სმმ – საჰაერო მოძრაობის მომსახურება სფწ – სახელსაწყო ფრენის წესები სხ – საჰაერო ხომალდი უტც – შეთანხმებული კოორდინირებული საერთაშორისო დრო ACC – სარაიონო სამეთვალყურეო ცენტრი AGL – დედამიწის ზედაპირიდან ALT – აბსოლუტური სიმაღლე AMSL – ზღვის საშუალო დონიდან APP – მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი ATZ – სააეროდრომო მოძრაობის არე Control – რაიონული ცენტრი CTA – სამეთვალყურეო რაიონი CTR – სამეთვალყურეო არე FIR – საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი FIZ – სააეროდრომო მოძრაობის არე FL – ფრენის ეშელონი GND – დედამიწა HO – საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად გაწეული მომსახურება H24 – სადღეღამისო მომსახურება MSL – ზღვის საშუალო დონე Radar – წრე TMA – საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი TWR – სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი, კოშკურა UIR – ზედა საჰაერო სივრცის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი UTA – ზედა საჰაერო სივრცის სამეთვალყურეო რაიონი VDF – მეტად მაღალი სიხშირის (VHF) სარადიოპელენგაციო სადგური |
| მუხლი 3 |
1. საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის (FIR) / ზედა საჰაერო სივრცის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის (UIR) ფარგლებში საჰაერო სივრცე დაყოფილია იკაო-ს სტანდარტების შესაბამის სამ კლასად: A, C და G. შესაძლებელია იკაო-ს ოთხი დამატებითი B, D, E და F კლასებით სარგებლობა, მაგრამ დღეისათვის საქართველოს საჰაერო სივრცის არც ერთი ნაწილი არ არის ამგვარად კლასიფიცირებული. A და C კლასი წარმოადგენს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეს, ხოლო G – არ არის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე. 2. ქვედა საჰაერო სივრცე (საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი): დედამიწის ზედაპირიდან 195 ფრენის ეშელონის ჩათვლით. 3. ზედა საჰაერო სივრცე (ზედა საჰაერო სივრცის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი): 195 ფრენის ეშელონს ზემოთ. ზედა საჰაერო სივრცის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი კლასიფიკაციის მიზნით დაყოფილია ორ ნაწილად: ა) 195 ფრენის ეშელონიდან (ჩაუთვლელად) 460 ფრენის ეშელონის ჩათვლით; ბ) 460 ფრენის ეშელონიდან (ჩაუთვლელად) ზემოთ (შეუზღუდავად). 4. საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის (TMA) ქვედა საზღვარი ნაჩვენებია ქვემოთ ნახაზზე ან იგი არის 1000 ფუტი დედამიწის ზედაპირიდან, იმისდა მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი. 5. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში სამხედრო სხ-ების ფრენები უნდა ხორციელდებოდეს საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის უფლებამოსილ სამოქალაქო ორგანოსთან შეთანხმებით. შენიშვნა. საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია მოცემულია შემდგომ მუხლებში, ხოლო საჰაერო სივრცის ცალკეული კლასის აღწერა და პროცედურები – საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (სიკ ). |
| მუხლი 4 |
იქ, სადაც სმმ-ის ერთი კლასის საჰაერო სივრცე ვერტიკალურ სიბრტყეში ესაზღვრება სმმ-ის მეორე კლასის საჰაერო სივრცეს ანუ ისინი განლაგებულნი არიან ერთიმეორის ზემოთ, მაშინ საერთო დონეზე ფრენები უნდა შესრულდეს იმ მოთხოვნების დაცვით, რომელიც მიღებულია ნაკლებად შეზღუდული კლასის საჰაერო სივრცისათვის და გაიწევა შესაბამისი მომსახურება. აღნიშნული კრიტერიუმები არ მიიღება, თუ საერთო ეშელონი მიეკუთვნება სამეთვალყურეო არის (CTR) ან საკვანძო სამეთვალყურეო არის (TMA) ზედა/ქვედა საზღვრებს. ამ შემთხვევაში საერთო ეშელონი იღებს შესაბამისი სამეთვალყურეო არის (CTR) / საკვანძო სამეთვალყურეო არის (TMA) კლასს. |
მუხლი 5.
„A“ კლასი – მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე |
|
მუხლი 6.
„C“ კლასი - მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე |
|
მუხლი 7.
„G“ კლასი - საჰაერო სივრცე, რომელიც არ იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ |
შენიშვნა. „G“ კლასი მოიცავს საჰაერო სივრცეს 85 ფრენის ეშელონამდე ან დედამიწის ზედაპირიდან 2000 ფუტამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელია უფრო მეტი, TMA/CTR-ის ფარგლებს გარეთ. |
მუხლი 8.
სააეროდრომო მოძრაობის არეები (ATZ) |
სააეროდრომო მოძრაობის არეებია:
|
მუხლი 9.
FIR/CTA, UIR/UTA, TMA |
საქართველოს საჰაერო სივრცე 85 ფრენის ეშელონის ან დედამიწის ზედაპირიდან 2000 ფუტის (რომელიც უფრო მეტია) ზემოთ იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 10 |
მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი აეროდრომები (CTR)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 11 |
ფრენების შეზღუდვის, აკრძალული და სახიფათო არეები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 12 |
სამხედრო ვარჯიშები და საწვრთნელი არეები
| |||||||||||||||||||||||||||