1. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდის შემთხვევაში, კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საქპატენტი არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში. რეგისტრირებულ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.
2. დიზაინის რეგისტრაციის საფასურის გადახდის შესახებ შეტყობინება განმცხადებელს საქპატენტის მიერ ეგზავნება კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში.
3. რეგისტრაციისა და დიზაინის რეგისტრაციის პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება ერთდროულად, განმცხადებლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.
4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს, ხოლო რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების რეგისტრაციისათვის და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს რეგისტრაციისა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასური, ან მიუთითოს, რომელი დიზაინი უნდა დარეგისტრირდეს.
5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით დაარეგისტრირებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.
6. საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას.
7. საქპატენტი აქვეყნებს მონაცემებს იმ დიზაინების შესახებ, რომლებიც იყო გამოქვეყნებული, მაგრამ არ დარეგისტრირდა