1. თუ კანონით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
2. კანონით გათვალისწინებული იმ ქმედებებისათვის, რომელიც მოითხოვება განმცხადებლის, დიზაინის მფლობელის ან/და მესამე პირის მიერ, საფასური გადაიხდება ასეთი ქმედების მოთხოვნით საქპატენტისთვის მიმართვისთანავე.
3. საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. შესაძლებელია განმცხადებლის მიერ საფასურის წინასწარ გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საფასური წინასწარ გადახდილია ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ შესრულდა, განმცხადებელს უბრუნდება გადახდილი თანხის 80%.
5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება შეღავათის გარეშე.
6. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება ის საფასური, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო დაბალპროცენტიანი შეღავათი.
7. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 28. საფასურის გადახდის წესი
თავი IV — დიზაინის რეგისტრაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
- განაკვეთი 80%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ
- მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება
- მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა
- მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა
- მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი
- მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი
- მუხლი 29. საქმისწარმოების აღდგენის საფასური
- მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური
- მუხლი 31. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 28, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-28/