1. პირველი ხუთი წლისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება რეგისტრაციის საფასურთან ერთად, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის მეხუთე წლის განმავლობაში.
2. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხუთწლიანი პერიოდებისათვის დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასურის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მფლობელს საფასურის გადახდისათვის ეძლევა ექვსთვიანი საშეღავათო ვადა, რომელიც მოიცავს დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების მომდევნო ხუთწლეულის პირველ ექვს თვეს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის განმავლობაში მფლობელის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაცია უქმდება
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური
თავი IV — დიზაინის რეგისტრაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. დიზაინზე უფლებების გადაცემა
- მუხლი 4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები
- მუხლი 19. დიზაინის გამოქვეყნება
- მუხლი 30. პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის
- მუხლი 14. საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი
- მუხლი 28. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა
- მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა
- მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი
- მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი
- მუხლი 28. საფასურის გადახდის წესი
- მუხლი 29. საქმისწარმოების აღდგენის საფასური
- მუხლი 31. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 30, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-30/