ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – „საქართველოს საპატენტო კანონი“;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) „საქართველოს საპატენტო კანონით“ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) საერთაშორისო კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით ST.9 დადგენილი, საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული ორნიშნა რიცხვითი კოდი პატენტთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფიული მონაცემების იდენტიფიკაციისათვის;
დ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით ST.3 დადგენილი ქვეყნის, მთავრობათაშორისი და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი;
ე) საერთაშორისო კლასიფიკატორი – სტრასბურგის 1971 წლის შეთანხმება საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის შესახებ;
ვ) დადგენილი საფასური – „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით დამტკიცებული საფასური;
ზ) ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადა – იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს, როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად განაცხადის საქპატენტში წარდგენის ვადა, რომელიც შეადგენს 31 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან;
თ) ისმო-ს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომ – „DAS“) – ისმო-ს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს ელექტრონული სისტემის მეშვეობით უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ი) დარგის სპეციალისტი – ჰიპოთეზური პირი, რომელსაც გააჩნია დარგის სტანდარტული და ზოგადი ცოდნა დროის მოცემული მომენტისთვის. მიიჩნევა, რომ მას გააჩნია წვდომა ტექნიკის დონესთან, განსაკუთრებით ძიების ანგარიშში მოყვანილ დოკუმენტებთან და გააჩნია რუტინული ექსპერიმენტირების საშუალება და შესაძლებლობა;
კ) ePCT სისტემა – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო განაცხადის შეტანა, დამუშავება, უწყებებს შორის გადაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია ელექტრონულ ფორმატში.
ლ) საგანაცხადო მასალები – კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
განაცხადის ფორმა და მისი წარდგენის წე